განაჩენი

სისხლის სამართლის 30.12.2019
საქმის ნომერი
330100119003091703
თარიღი
30.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3153-19

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 დეკემბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლ ქ--------------–---–ის,ადვოკატ ნ------–-------ის,ბრალდებულ ბ------------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ------------------------ს (პ/№0----------- - დაბადებულის 1990 წლის 06 იანვარს, თბილისში, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის მისამართზე თბილისი, მ------------------------------–-------------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.------–------------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და საქართველოს სსკ 111. 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

ბ------------ს ბრალად ედება ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა და არასრულწლოვანის მიმართ როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 28 მაისს, ღამის საათებში,ქ. თბილისში, დიდ დიღომში, რ--------------------------------–ი, ბ------------მა ორი წლის მ------–-------–---–ის თანდასწრებით, სახისა დასხეულის არეში ხელისა და ნივთების დარტყმით, ასევე, ყელის არეში ხელის მოჭერით განახორციელა ძალადობა, ორსული მეუღლის, ე-–-----------–-–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკნასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2019 წლის 28 მაისს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, დიდ დიღომში, რ--------------------------------–ი, ბ------------ი ორსულ მეუღლეს ე-–-----------–-–---–ს და მის არასრულწლოვან შვილს მ------–-------–---–ის დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2019 წლის 28 მაისს, ღამის საათებში,ქ. თბილისში, დიდ დიღომში, რ--------------------------------–ი ბ------------მა განზრახ დააზიანა მეუღლისე-–-----------–-–---–ის კუთვნილი ,,აიფონ 8“ მოდელის მობილური ტელეფონი, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1100 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბ------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ და საქართველოს სსკ 111. 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების მი----–------------–---–----–-------------–---–------–----------–---–-------------------------------------–---–-------------------–---–-----------------–---–----------------–------------------------–---–---------------–--------------------------–---–---------–-----–----–----------------) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილია საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებათა ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებული უნდა გამართლდეს, ხოლო დანარჩენ ბრალდებაში სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა წარდგენილ ბრალდებაში ბ------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის. კერძოდ:

დაზარალებულმა ე-–-----------–-–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და საკუთარი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

მოწმე გ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ დაზარალებული ე-–-----------–-–---–ი არის მისი ცოლის და, რომელსაც მისი მეუღლის თხოვნით დაუთმო თავის საკუთრებაში არსებული მეორე ბინა, სადაც ე-–-----------–-–---–ი ცხოვრობდა მამაკაცთან ერთად, რომლსაც მომხდარ შემთხვევამდე არ იცნობდა, იცოდა მხოლოდ მისი სახელი ბ--ა, ხოლო გვარი შემდგომ გაიგო პოლიციისაგან. გ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იმ დღეს როდესაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, იქნებოდა დილის 6 საათი, როდესაც მის მეუღლეს ხ---------------–-–---–ს დაურეკა მისმა დამ ე-–----, რომ ეშველათ მისთვის ვინაიდან ბ--ა მას სცემდა, კლავდა. აღნიშნულის შემდგომი იგი მარტო წავიდა ე-–---სთან, ვინაიდან მეუღლე დარჩა მათ მცირეწლოვან ბავშვთან. მისამართზე მისვლისას მისული დახვდა საპატრულო პოლიციაც, რა დროსაც ისინი შევიდნენ ჯერ მეზობლის სახლში, სადაც თავი შეფარებული ჰქონდათ ე-–---ს და მის მცირეწლოვან შვილს. მისვლისას ე-–--- ტიროდა, იყო განერვიულებული, მათი მისვლის შედგომ ე-–--- პოლიციელებს მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ, კერძოდ, რომ მათთან ბინაში იმყოფებოდნენ ბ------------ის ნათესავები რა დროსაც ქეიფობდნენ, ხოლო მათი წასვლის შემდგომ ნასვამი ბ------------ი გახდა აგრესიული, ყვიროდა, ხოლო ე-–--- ცდილობდა მის დაწყნარებას, რის შემდეგადაც ე-–---ს მიმართ განახორციელა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე რაღაც საგანი ჩაარტყა თავში, აგრეთვე ბ------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყელში ხელის წაჭერასა და დანით დამუქრებას. ამის შემდგომ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა თვითონ კი პოლიციასთან ერთად ავიდა სახლის დასათვალიერებლად. სახლის დათვალიერება მოხდა მისი თანდასწრებით, როგორც ახსოვდა სახლი იყო არეული, ხატი იყო დამტვრეული, დანა ეგდო ორ ოთახში, სახლის დათვალიერებაზე მან მისცა თანხმობა და დათვალიერების ოქმსაც მოაწერა ხელი. მანვე განმარტა რომ დაზარალებულ ე-–-----------–-–---–ის ორსულობის ფაქტი, მისი მეუღლის გადმოცემით იყო მისთვის ცნობილი.

მოწმე ხ---------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ ე-–-----------–-–---–ის და. იგი ბრალდებულს პირადად არ იცნობდა, ვინაიდან, მიუხედავად მისი დისადმი არაერთი თხოვნისა, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ე-–---ს ბ--ა არ გაუცვნია, თუმცა იცოდა, რომ ბ--ა იყო მისი მეუღლე და სწორედ ამიტომ ბ--ას და ე-–---ს საცხოვრებლად დაუთმო, როსტევანის ქუჩა N8ა ში მდებარე, მისი ოჯახის კუთვნილი ბინა, ვინაიდან, ე-–--- მის მეუღლესთან ერთად ეძებდა საცხოვრებელ ბინას და გადაწყვიტა დახმარებოდა. მანვე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, დაახლოებით დილის 6 საათზე განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი უცხო ნომრიდან, რომ არ შეწყდა ზარი გადაწყვიტა თვითონ გადაერეკა და მოესმა მისი დის განწირული ხმა, რომ - ,,მიშველე, ტელეფონი დამიმტვრია ბ----, წუხელ დალია, მცემდა მკლავდა, ძლივს გამოვასწარით და მეზობელთან შევაფარეთ თავიო“. უთხრა რომ მისულიყო მასთან, თუმცა ვინაიდან ბ--ა იყო ძალიან აგრესიული ბინაში არ შესულიყვნენ და მისულიყვნენ მეზობელთან სადაც თავს აფარებდა, თორემ ისეთ არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ შესაძლოა ვინმე მოეკლა. ვინაიდან, თვითონ მცირეწლოვან ბავშვს მარტოს ვერ დატოვებდა, მისი მეუღლე გ---------------–---–ი მარტო წავიდა ე-–---სთან, ხოლო თვითონ დარეკა პოლიციაში. როგორც შემდგომ მისი მეუღლისა და დისაგან შეიტყო, ბ------------სა და მის დას სახლში ჰყავდათ სტუმრები, დალიეს და სტუმრების წასვლის შემდგომ ბ--ა გახდა აგრესიული, ე-–---ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხატი გადაამტვრია თავზე, ასევე მოხდა დანის გამოყენება და დანის ტარს ურტყავდა კეფაში, ემუქრებოდა როგორც საკუთარი თავის, ასევე მისი და ბავშვის მოკვლით, რა დროსაც ე-–---- დრო იხელთა და სახლიდან მოახერხა გაქცევა, მაგრამ ბრალდებული დაეწია კიბეებზე და ახრჩობდა, ცდილობდა უკან აეყვანა ბინაში რადგან ბ--ა ეუბნებოდა, რომ გარეთ არ გახვიდე თორემ დამიჭერენო, მაგრამ ე-–--- არ აჰყვა, ვინაიდან ისეთ აფექტურ მდგომარეობაში იყო, რომ შესაძლოა მოვეკალიო. ამის შემდგომ ე-–---- გააღწია გარეთ, რა დროსაც კონფლიქტში ჩაერიენ მეზობლები და მათ მიერ მოხდა სიტუაციის დამშვიდება და ერთერთმა მეზობელმა შეიფარა ე-–--- და მისი შვილი. მან მომხდარი კონფლიქტის შესახებ, ასევე შეიტყო სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქიდანაც“ სადაც მეზობლები კითხულობდნენ თუ რა მოხდა, ვის კლავდნენ და გადარჩნენ თუ არა ცოხლები. მოწმემ აგრეთვე განუმარტა სასამართლოს რომ მისი დისგან ე-–---სგან იცოდა, რომ ე-–--- იყო ორსულად.

მოწმე თ-----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2019 წლის მაისის მდგომარეობით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე - საბურთალოს მე-4 განყოფილებაში. 2019 წლის 28 მაისს იგი სამსახურებრში იმყოფებოდა, რა დროსაც სამსახურში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება. მის მიერვე გამოკითხულნი იქნა რამოდენიმე მოწმე მათ შორის დაზარალებული ე-–-----------–-–---–ი, რომელიც ორჯერ ჰყავს გამოკითხული და რომელიც აცხადებდა, რომ მოძალადე იყო მისი მეუღლე - ბ------------ი, რომელსაც განემარტა რომ ჰქონდა უფლება არ მიეცა ოჯახის წევრის მიმართ ჩვენება თუმცა იმ დროისათვის არ დაუფიქსირებია, რომ არ სურდა ჩვენების მიცემა და ითხოვდა კანონით მკაცრ რეაგირებას. ამასთან, გამოკითხისვისას დაზარალებულმა წარუდგინა დამტვრეული ტლეფონი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით დაუმტვრია ბ------------მა, რაც გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული და დალუქული. მის მიერვე მოხდა საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კერძოდ, დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა საპროცესო დოკუმენტაცია და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

2019 წლის 15 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ე-–-----------–-–---–ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ - ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ასევე ბრალდებული ბ------------ი რომელმაც, თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საერთოდ უარყო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე კავშირი, კერძოდ, მან განმარტა რომ ე-–-----------–-–---–თან აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, მისი შეყვარებულია და აქვთ საერთო გეგმები, თუმცა უარყო ის ფაქტი რომ ისინი მეუღლეები არიან და ე-–---სთან ერთად ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა. მანვე განმარტა რომ იგი სტუმრად იმყოფებოდა ე-–---სთან, ძმასთან და რძალთან ერთად და გარკვეული დროის შემდგომ ერთად დატოვეს მისი საცხოვრებელი სახლი. რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ე-–-----------–-–---–ის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი, ამიტომ იგი მის ირგვლივ განვითარებულ მოვლ--ებს ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნის, ამასთან განმარტა, რომ პოლიციის მხრიდან მის მიმართ არამართლზომიერ მოქმედებას ჰქონდა ადგილი, კერძოდ სამართალდამცავებმა გამოძიებისას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს თითქოს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერას ექნებოდა ადგილი. ასევე უარყო ე-–-----------–-–---–ის ორსულობის ფაქტი.

2019 წლის 28 მაისის შეტყობინების N------- ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 28 მაისს განმცხადებელმა ხ---------------–-–---–მა განაცხადა ოჯახური ძალადობის შესახებ, რომ მისმა ფეხმძიმე დამ შეატყობინა რომ მეუღლსე სცემდა. (ს.ფ. 2).

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 28 მაისს, 08:35 საათიდან 09:40 საათამდე პერიოდში დათვალიერდა ქ. თბილისში, დიდი - დ------------------------------------------–--------- ბინა, ბინაში შესასვლელში მარჯვენა მხარეს, კედელთან მდგარ ფეხსაცმლების კარადის წინ იატაკზე გდია შავტარიანი სამზარეულოს დანა, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა, ხისჩარჩოიანი სარკის წინ იატაკზე ყრია დახეული ათლარიანი კუპიურის ნაგლეჯები. საძინებელ ოთახში იატაკის ზედაპირზე ყრია ორი ცალი, სამზარეულოს დანა ერთი მოშავო ფერის ტარითა და პირით, მეორე მუქი ფერის ტარითა და მოვერცხლისფრო პირით. ასევე იატაკზე ყრია დამსხვრეული ხატის ჩარჩოს ნამსხვრევები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა ერთი ცალი სამზარეულოს დანა შესასვლელში იატაკის ზედაპირიდან, ორი ცალი სამზარეულოს დანა საძინებელის იატაკის ზედაპირიდან, დახეული ათლარიანი კუპიურა და დამსხვრეული ხატის ჩარჩო, ხატი და მინის ნამსხვრევები რაც დაილუქა სპეც. პაკეტებში (ს.ფ. 05-1011).

2019 წლის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ შესახებ დადგენილებითა და ამავე თარიღით შედგენილი ამოღების ოქმით დასტურდება რომ ე-–-----------–-–---–ისაგან ნებაყოფლობით ამოღებული იქნა ,,აიფონ 8“ ფირმის დაზიანებული მობილური ტელეფონი.(ს.ფ. 15-20).

ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 28 აპრილს, 18:15 საათზე, დაკავებული იქნა ბ------------ი (ს.ფ. 49-54).

საქმეში წარმოდეგნილია N01843 და N018042 შემაკავებელი ორდერის ოქმები თანდართული ხელწერილებით რომლითაც ბ------------ი ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ასლების გადაცემასა და ორდერით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების გაცნობას (ს.ფ. 61-681).

დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებითა და დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმით დგინდება რომ ე-–-----------–-–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად და განემარტა უფლებები რაც დასტურდება დაზარალებულის ხელმოწერით (ს.ფ. 72-75).

ექსპერტიზის N--------------- დასკვნით დგინდება, რომ მობილური ტელეფონის ,,iPhone 8” საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე ექსპლუატაციაში ყოფნის გატვალისწინებით შეადგენს 1100 (ათას ას) ლარს; ტელეფონს აღენიშნება დაზიანებები ტეხის, ბზარების, ნაწილობრივი განცალკევებისა და დეფორმაციის სახით, დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად; მობილური ტელეფონის ,,iPhone 8” აღდეგენა, მისი დაზიანებებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია.

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია წარდგენილ ბრალში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

ის რომ ბ------------ი და ე-–-----------–-–---–ი იყვნენ ერთი ოჯახის წევრები და ცხოვრობდნენ ერთად, დასტურდება როგორც ხ---------------–-–---–ის ისე გ---------------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებებით, ორივე მოწმემ დაადასტურა, რომ ისინი ბ--ას იცნობდნენ როგორც ე-–---ს მეუღლეს, და რომ სწორედ ამიტომ დაუთმო მას ბინა ხ---------------–-–---–მა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას არ გააკეთებდა. მართალია ისინი ერთმანეთს პირისპირ არ იცნობდნენ, მაგრამ უახლოეს პერიოდში აპირებდნენ ოჯახების გაცნობითი ხასიათის შეხვედრას. ამასთან, ხ---------------–-–---–ი თავისი ჩვენებით ადასტურებს ე-–---ს ფეხმძიმობის ფაქტსაც, რაც მოწმის განმარტებით, უშუალოდ ე-–---სგან აქვს გაგებული. ის რომ ხ---------------–-–---–ი ბ--ას იცნობდა როგორც ე-–---ს მეუღლეს და ასევე დარწმუნებული იყო ე-–---ს ორსულობაშიც, დასტურდება ასევე მის მიერ პოლიციაში გაკეთებული შეტყობინებით სადაც აფიქსირებს, რომ - თავისმა ფეხმძიმე დამ შეატყობინა რომ მეუღლემ სცემა.

ბ------------ის მხრიდან ე-–-----------–-–---–ის კუთვნილი ,,აიფონ 8“ მოდელის მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტი დგინდება იმ გარემოებით რომ ე-–--- დასახმარებლად უკავშირდება მის დას უცხო ნომრით, ვინაიდან მისი ტელეფენი უკვე დამტვრეული და გამოუსადეგარია, რასაც ამცნობს კიდეც ტელეფონით, ამასთან, იგი გამოკითხვისას გამომძებელს ნებაყოფლობით წარუდგენს დაზიანებულ ტელეფონს, რაც ხდება საფუძველი ტელეფონის ამოღებისა. ხოლო უშუალოდ ტელეფონის დაზიანების, მისი ღირებულებისა და აღდგენის შეუძლებლობის ფაქტი კი დადასტურებულია ექსპერტიზის N--------------- დასკვნით.

 

ის რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იქნა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა და არასრულწლოვანის მიმართ როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დგინდება სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების გ--------------–---–ის, ხ---------------–-–---–ის, თ-----------ისა და გ---–--------------–---–ის ჩვენებებით, მართალია ზემოაღნიშნული მოწმეები უშუალოდ არ არიან შემსწრე მოხდარი ფაქტისა, თუმცა ისინი უშუალოდ არიან თვითმხილველები ე-–-----------–-–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგისა. დაზარალებული უშუალოდ მიმართავს დასახამარებლად ხ---------------–-–---–ს, უშუალოდ გ--------------–---–ი ესწრებოდა და მოისმინა თუ რა განუცხადა ე-–-----------–-–---–მა მასთან ერთად მისულ პატრულის თანამშრომლებს, რაც დაზარალებულმა აგრეთვე გაიმეორა გამოკითხვისას გამომძიებელ თ-----------ესთან, რომელსაც აგრეთვე წარუდგინა დაზიანებული ტელეფონი, დაზარალებული იგივე ინფორმაციას წარუდგენს ექსპერტ გ---–--------------–---–ს, ამასთანავე უჩვენებს დაზიანებებს, რომელთა განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწმეების და მხარეთა შორის არასადაოდ მიჩნეულ მოწმეების ნინო ამირანაშვილისა და თამარ ადეიშვილის ჩვენებებს, რომლებიც მართალია ასევე უშუალოდ არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მაგრამ დაადასტურეს მეუღლეთა შორის კონფლიქტის ფაქტი, რა დროსაც ე-–-----------–-–---–ი ითხოვდა დახმარებას, იძახდა რომ მოკლავდა მას და მასთან მყოფ მამაკაცს ეუბნებოდა, რომ აღარ მიკარებოდა, ხოლო იქ მყოფ ადამიანებს განუცხადა რომ აღნიშნული მამაკაცი იყო მისი მეუღლე რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ათრია თმებით, სცემა ბავშვის თვალწინ და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის გარემოებებიდან, ნათლად დგინდება ხსენებულ მოწმეთა მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერი შემხებლობა (ბრალდებული მათი თანდასწრებით დაემუქრა ე-–--- მ------–---–ს, ხოლო ეს უკანასკნელი იყო აღელვებული და განიცდიდა შიშს) შესაბამისად, სხდომაზე დაკითხული მოწმეების გ--------------–---–ის, ხ---------------–-–---–ის, ასევე უდაოდ ცნობილი მოწმეეების ნინო ამირანაშვილისა და თამარ ადეიშვილის გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია დეტალურად გადმოსცემს დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რის გამოც მათი ჩვენებები განხილულ უნდა იქნეს, როგორც პირდაპირი მტკიცებულება, რასაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს.

 

ე-–--- მ------–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული ე-–-----------–-–---–ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების ჩვენებებით, რომელთა თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული ე-–-----------–-–---–ი შემთხვევის შემდეგ იყო ძალიან აღელვებული.

 

დაზარალებულმა ე-–-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა კანონონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენებებისა და საგამოძიებო მოქმედებების უარყოფას, მას არ უარყვია ბ------------ის მერ განხორციელებული ფაქტები, ამასთან, ის რომ მან უარი თქვა ბ------------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ბრალდებულს ის განიხილავს როგორც მისი ოჯახის წევრს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უფლებით ვერ, არ ისარგებლებდა. ამასთან საგულისხმოა, რომ ე-–-----------–-–---–ი ორჯერ გამოიკითხა საგამოძიებო ორგანოში რა დროსაც არ უსარგებლია ზემოაღნიშნული უფლებით, ამასთან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ გაეცნო და ჩაბარდა დაზარალებულად ცნობის დადგენილება და არც მაშინ დაუფიქსირებია საწინააღმდეგო აზრი. შესაბამისად, იგი გამოძიების ეტაპზე თავს მიიჩნევდა დაზარალებულად და ჩანს რომ სურდა კანონისმიერი რეაგირება მომხდარზე, ვინაიდან, მან ჩვენება არ მისცა მეუღლის წინააღმდეგ სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსთვის გაურკვეველია თუ რით არის ნაკარნახევი მისი პოზიცია, შესაძლოა იგი შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ ლმობიერ პოზიციას იაკვებს მომავალი ურთიერთობის გასაგრძელებლად, რის გამოც პირვანდელი ნება - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. თუმცა, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მან მხოლოდ ისარგებლა ზემოაღნიშნული უფლებით, მას სასამართლო სხდომაზე არ უარყვია მომხდარი ფაქტები.

 

დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, რადგან არც ერთი მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს. ასევე, ექსპერტიზის დასკვნაც, შედგენილია დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება), ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწმეების თამარ ადეიშვილისა და ნინო ამირანაშვილის გამოკითხვის ოქმი ვერ იქნება განხილული ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან აღწერენ, რომ პირადად გაიგეს ე-–-----------–-–---–ის თხოვნა ეშველათ მისთვის, რომ კლავდნენ, ასევე დაინახეს ე-–-----------–-–---–ი შვილთან და მამაკაცთან ერთად რომლისგან დაცვასაც ითხოვდა დაზარალებული, ხოლო ეს უკანასკნელი იყო ძალიან აღელვებული და შეშინებული.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

რაც შეეხება საქართველოს სსკ 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ე-–-----------–-–---–ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, ვინაიდან ბ------------ი იყო აგრესიული და არაადეკვატური, რომელიც თავის მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. სასამართლო თვლის, რომ ასეთ ქმედებაზე ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალიან მშიშარა, ან პირიქით ძალიან გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური. ამასთანავე საგულისხმოა ე-–-----------–-–---–ის გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია, რომ იმდენად ძლიერად უჭერდა ხელს ყელის არეში, რომ გონება ეკარგებოდა და ბავშვი ხელიდან უვარდებოდაო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, რომლის სუბიექტიცაა ოჯახის ერთი წევრი, რომელიც ძალადობს და ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ოჯახის მეორე წევრს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბ------------ი და ე-–--- მ------–---–ი იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეები.

 

ოჯახში ჩადენილი ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული და სპეციფიკური დანაშაულის ფორმაა. ამგვარი დანაშაული მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. ოჯახურ დანაშაულთან ბრძოლის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია, რომ ოჯახში არსებული ძალადობა განიხილებოდეს ერთ-ერთ რთულ და საშიშ მოვლ--ად, რადგან ამ სახის დანაშაული ხელყოფს როგორც ადამიანის ღირსებასა და ჯანმრთელობას, ისე მის სიცოცხლესაც.

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეზე, რომელიც არის ზოგადი პრობლემა და ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

ვინაიდან, სისხლის სამართლის საქმეში სხვა რაიმე მტკიცებულება, გარდა ხ---------------–-–---–ის ჩვენებისა, ე-–-----------–-–---–ის ორსულობის ფაქტის შესახებ წარმოდგენილი არ არის და არც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულა, სასამართლო თვლის რომ ზემოაღნიშნული ფაქტი არ დგინდება მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში და წარდგენილ ნაწილში ბრალდებული უნდა გამართლდეს, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილში, წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს ბ------------ის მიერ დანაშაულების ჩადენაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიმართ რაიმე დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლ--ილა.

ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ბ------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------------ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ბ------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, საქართველოს სსკ 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტითა და საქართველოს სსკ 111. 187-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს:

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით, - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ სსკ 111. 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ სსკ 111. 187-ე მუხლის I ნაწილით, - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ პუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები სასჯელები და საბოლოოდ ბ------------ს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრი.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვით და საბოლოოდ, ბრალდებულ ბ------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ბ------------ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 28 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სამი ცალი დანა, ხის ჩარჩო, დახეული ათლარიანი კუპიურა, მინის ნამსხვრევები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

შემტხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა განთავსებული ერთცალ cd დისკზე - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი