განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 010100120003413980
საქმე N1-35/20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.02.2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - თო------------–--ლი, აკ-----------ია
დაცვის მხარე
ბრალდებული: ბა-----------–ი
მამის სახელი: მუ------
დაბადებული: 2--0--1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მისამართი: ქ. ბათუმი, ფრ----------–--–-------------
ადვოკატი - რა--------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბა-----------–ი 2018 წლის 31 ოქტომბერს გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
1.2. 2019 წლის 22 დეკემბერს, დილის საათებში, ქ. ბათუმში, 2------------------, ბინა N---ში ყოფნისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ბა-----------–მა ყელის არეში ხელების ძლიერად მოჭერით, სახის არეში ხელის დარტყმით და მუხლისა და წელის არეში ფეხების მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს ან---------ნს, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა ბა-----------–მა დაადასტურა, რომ 2019 წლის 22 დეკემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ან---------ნს რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);
2.4 ბა-----------–ის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის მა-–-----–-–--–---ს, გამომძიებლების ვა-------------------ს მონაწილეობით და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების პა--------------ის მონაწილეობით 2019 წლის 22 დეკემბერს, 10:55 საათზე, ქ. ბათუმში, ფრ-----–--–------------- საცხოვრებელ სახლში, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ბა-----------–ი ( იხ. ს/ფ 17-21).
2.5 22/12/2019 წლის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 22 დეკემბერს ან---------ნმა განაცხადა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ბა-----------–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ( იხ. ს/ფ 12-15)
2.5. 22/12/2019წ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებლის დიანა კონცელიძის მიერ შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ ანი ჭუჭიანის სახეზე, მარცხენა ლოყაზე, თვალის ქვემოთ აღენიშნება ჩალურჯება და შესიება, ყელში მარჯვენა და მარცხენა მხარეს ასევე აღენიშნება ჩალურჯებები, ხოლო უკან კისრის ქვემოთ აღენიშნება სიწითლე. (იხ. ს/ფ - 8)
2.6 სამედიცინო ექსპერტიზის №0--------; 24/01/2020 დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ან---------ნს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი -ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2.8. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2.9. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბა-----------–ი და ან---------ნი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში.
2.10. ამდენად, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (შეტყობინება N 3------; ან---------ნის, პა--------------ის გამოკითხვის ოქმები, ან---------ნის სხეულის დათვალიერების ოქმი; ბათუმის საქალაქო სქასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბა-----------–მა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ბა-----------–ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბა-----------–ს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ბა-----------–ი მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს;
5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები; დაზარალებულთან შერიგებულია, მას რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნია;
5.6. საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ ბა-----------–ი 2018 წლის 31 ოქტომბერს გასამართლებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე, 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 265-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით;
დანასაულის ცადენის დროს ბა-----------–ი იმყოფებოდა პირობით გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობის პერიოდში;
სასამართლო ჩადენილი დანაშაულის, ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მის იზოლირებას საზოგადოებისაგან, რათა ბრალდებულის რესოციალიზაცია მოხდეს და თავიდან გამოირიცხოს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის სასამართლო კი თვლის, რომ შესაძლებელია არასაპატიმრო სასჯელის სახის გამოყენება, რადგან დაზარალებული შერიგებულია ბრალდებულთან და არ აქვს მის მიმართ პრეტენზია;
5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ბა-----------–ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით და დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბა-----------–ის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ბა-----------–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით, 126-ე მუხლით და 265-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - პირობითი მსჯავრი 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ბა-----------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300 (სამასასი) საათის ვადით.
მსჯავრდებულ ბა-----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს
მსჯავრდებულ ბა-----------–ს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2019 წლის 22 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჭიქა, რომელიც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას , მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე