განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100120003411802
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/99-20

(#------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი

სხდომის მდივანი ნატო დანელია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ----–-----------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ----------–---- - დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, რ------–-----------------------------;

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 10 დეკემბერს ლ----------–----მ, ქ.თბილისში, მეტროსადგურ ,,სადგურის მოედანის“ ტერიტორიაზე, მარლთსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ს--------–----------- კუთვნილ 30 ლარად ღირებულ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი საბუთები. ლ----------–----ს დანაშაულებრივი ქმედებით ს--------–---------- მიადგა 50 ლარის ოდენობით ქონდებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ლ----------–----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ხ----------------–-- გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - ნ-----–----------–---–-- და ლ-–------------–---–-- გამოკითხვის ოქმებს, ლ----------–----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს, ნივთის ამოცნობის ოქმს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიაერების ოქმს, ამოღებულ ნივთმტკიცებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ----------–----ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ლ----------–----ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება გამოიხატა შემდეგში: ქ. თბილისში, მეტროსადგურ ,,სადგურის მოედანის“ ტერიტორიაზე ლ----------–---- მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაზარალებულ ს--------–----------- საფულეს, მასში არსებული ფულადი თანხით და პიროვნების მაიდენტიფიცირებელ საბუთებით. ქმედების ფარულად განხორციელება დადასტურდა საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ამასთან, ლ----------–---- სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება არავისთვის იყო ხილვადი, არ ატარებდა აშკარა ხასიათს და სხვა პირებისთვის შეუმჩნეველი იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ლ----------–----ს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ----------–----მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რომლისთვისაც ლ----------–---- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4 პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ----------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებული ფიზიკური პირების უფლების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ლ----------–----ს მიერ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე, მხედველობაში იღებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედების მიმართ, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული ავლენს სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო. სასამართლო ასევე, ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ქმედება ჩადენილია საზოგადოებრივ ტრანსპორტში), ხასიათს, მოტივს/მიზანს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაზარალებულს - მიადგა ქონებრივი ზიანი), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს. ასევე, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ხელი შეუწყო სასამართლო რესურსის დაზოგვას. არ არსებობს ლ----------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. სწორედ ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ----------–----ს ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი შემოსავლით და სხვა გარემოებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები.

 

ამდენად, განაჩენში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ლ----------–----ს ჯარიმა განუსაზღვროს, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:

 

· ლ----------–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის საფულე - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· ლ----------–----სგან ამოღებული ს--------–----------- საქართველოს დროებით ბინადრობის უფლება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლასტიკური ბარათი, ინდოეთის მართვის მოწმობა გაცემული მის სახელზე, სს ,,თი ბი სი ბანკის’’ ორი ცალი ბარათი, ექსპრეს ბანკის სტუდენტური პლასტიკური ბარათი და ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· ლ----------–----სგან ამოღებული ,,ფლაის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და თბილისის მერიის სოციალური შეღავათების ბარათი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· ლ----------–----საგან აღებული ნერწყვის ნიმუშები ორ ცალ ჩხირზე - განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ----------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ლ----------–----ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ლ----------–----ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლ----------–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და და გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

· ლ----------–----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ცალი შავი ფერის საფულე - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· ლ----------–----სგან ამოღებული ს--------–----------- საქართველოს დროებით ბინადრობის უფლება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლასტიკური ბარათი, ინდოეთის მართვის მოწმობა გაცემული მის სახელზე, სს ,,თი ბი სი ბანკის’’ ორი ცალი ბარათი, ექსპრეს ბანკის სტუდენტური პლასტიკური ბარათი და ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· ლ----------–----სგან ამოღებული ,,ფლაის’’ ფირმის მობილური ტელეფონი და თბილისის მერიის სოციალური შეღავათების ბარათი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· ლ----------–----საგან აღებული ნერწყვის ნიმუშები ორ ცალ ჩხირზე - განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია კვირიკაშვილი