განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003176925
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/309-19 3 თებერვალი 2020 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031300819003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: სალომე ქემაშვილი, გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნიკა გუჯაბიძე
ბრალდებული: ნ----ი ი-----–----
მამის სახელი: ჯ----–
დაბადებული: 1----–-–------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–ი, სოფელი ყ-----–----–ო, ჰ---------------–---------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ნ---- ი-----–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,ჩადენილი არაერთგზის.
2018 წლის 24 სექტემბრის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამაღთლის კდოექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ნ---- ი-----–----, 2019 წლის ივლისიდან 30 აგვისტომდე, ყოველ მეორე დღეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ი-–---- ი--------ას. 2019 წლის 30 აგვისტოს კი, დაახლოებით 20:00 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ყ-----–----–ოში, ჰ-----ის ზ-----–---ის ქუჩა 16-ში მდებარე მათ სახლში, ეჭვიანობის მოტივით, ნ---- ი-----–---მა მარცხენა მკლავზე მუშტის დარტყმის და მარცხენა გაშლილი ხელის მარჯვენა ლოყაში გარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ი-–---- ი--------ას. ნ---- ი-----–----ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად ი-–---- ი--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ---- ი-----–---- და ი-–---- ი--------ა იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი თ----- ჩ-------ე. მან განმარტა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება. საქმეზე გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც განაცხადა მასსა და ნ---- ი-----–---ს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ. კერძოდ, ი-–---- ი--------ას აღწერით მეუღლემ მუშტებით სცემა მკლავის მიდამოში და გაარტყა სილა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. თ----- ჩ-------ის მიერ მოხდა ბრალდებულის დაკავება. ჩაატარა საგმოძიებო ექსპერიმენტი. მოწმემ დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
სხდომაზე მოწმის სახის დაიკითხა გამომძიებელი რ----- ბ---–---ძე, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილოება.
სამედიცინო ექსპერტიზის N006765319 დასკვნის თანახმად, ი-–---- ი--------ას 31.08.19 წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები და სიხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვირვი ბლგავი საგნის (საგნები)მოქმეებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ი-–---- ი--------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმე ს----- ი-----–---ას გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 31 აგვისტოს დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმით, 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, დადგენილია, რომ ნ---- ი-----–---მა მეუღლის ი-–---- ი--------ას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა.
2.2. არაერთგზისობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ნ---- ი-----–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. ასევე დადგენილია, რომ ნ---- ი-----–---ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ნ---- ი-----–---- ნასამართლევი იყო რა სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მას კვლავ დაუდასტურდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, მას ბრალად უნდა შეერაცხოს არაერთგზისობა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ნ---- ი-----–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა (გარდა თ----- ჩ-------ის და რ----- ბ---–---ძის ჩვენებისა) ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ნ---- ი-----–----ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ნ---- ი-----–----ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ი-–---- ი--------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ს----- ი-----–---ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების თ----- ჩ-------ისა და რ----- ბ---–---ძის ჩვენებები, 2019 წლის 31 აგვისტოს დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 31 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმი, 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი, სამედიცინო ექსპერტიზის N006765319 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ნ---- ი-----–----ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა (გარდა თ----- ჩ-------ის და რ----- ბ---–---ძის ჩვენებისა), რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ნ---- ი-----–----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ნ---- ი-----–---მა ი-–---- ი--------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.3. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს განხორციელებული ძალადობის მოტივს და ძალადობის გამოხატვის ფორმას.
სასამართლო მხედველობაში იღებს ნ---- ი-----–----ს პიროვნულ მახასიათებელს და მის წარსულ ცხოვრებას. კერძოდ, იგი ნასამართლევია იმავე დაზარალებულის (ი-–---- ი--------ას) მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისათვის. ასევე მოკლე პერიოდს სასჯელის მოხდიდან ახალ დანაშაულებრივ ქმედებას შორის. (ნ---- ისმილოვი პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლდა 19.07.2019 წელს).
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ვერ მიანიჭებს დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზანი, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება ნ---- ი-----–----ს მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი. ნ---- ი-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ---- ი-----–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ნ---- ი-----–---ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 31 აგვისტოდან.
ნ---- ი-----–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე