განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2848-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - თ-------------,ბრალდებულ - პ----------–--------,ადვოკატ - ნ-------------- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----------–-----------------------------------------–-------–-–------------------------------–----------–----------------–------------–-----------–------ რეგისტრირებული: ა--–-------------------–--–--------------------–------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებით (ექვსი ექპიზოდი) და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის-------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით პ----------–------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. 2018 წლის აგვისტოდან ნოემბრის თვის ჩათვლით, შ------------------------------ თანამშრომელი - პრობლემური სესხების მენეჯერი პ----------–-------, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, გ--------------- ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოსდა ს--------------–---–-- სახელზე შ---------------------------–-- არსებული სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით, დაეუფლა გ--------------- კუთვნილ ფულად თანხას, ერთობლიობაში - 2 500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით.
1.2 2018 წლის აგვისტოდან დეკემბრის თვის ჩათვლით, შ------------------------------ თანამშრომელი - პრობლემური სესხების მენეჯერი პ----------–-------, სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, რ------------------ ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოსდა ამ უკანასკნელის სახელზე შ---------------------------–-- არსებული სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით, დაეუფლა რ------------------ კუთვნილ ფულად თანხას, ერთობლიობაში - 4 250 (ოთხი ათას ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
1.3 2018 წლის სექტემბრის თვეში შ------------------------------ თანამშრომელი - პრობლემური სესხების მენეჯერი პ----------–-------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, ამავე ლომბარდის ხელმძღვანელი პირების ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოსდა მისი სამსახურეობრივ სარგებლობაში არსებული „ტოიოტა არისტოს“ მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით - ,-----------, შეკეთების მიზნით, დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - შესყიდვის აქტები და მომსახურების ხელშეკრულება, რომელთა გამოყენების მეშვეობითაც დაეუფლა შ------------------------------ კუთვნილ ფულად თანხას - 2 200 (ორიათას ორასი) ლარის ოდენობით.
1.4 2018 წლის ოქტომბრის თვეში შ------------------------------ თანამშრომელი - პრობლემური სესხების მენეჯერი პ----------–-------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, მ----–--------- ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოსდა ამ უკანასკნელის სახელზე შ---------------------------–-- არსებული სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით, დაეუფლა მ----–--------- კუთვნილ ფულად თანხას 1 065 (ათასსამოცდახუთი) ლარის ოდენობით.
1.5 2018 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში შ------------------------------ თანამშრომელი - პრობლემური სესხების მენეჯერი პ----------–-------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დ------–----------- ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოსდა მისი მამიდაშვილის - ი-----–-------–---- სახელზე შ---------------------------–-- არსებული სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით, დაეუფლა დ------–----------- კუთვნილ ფულად თანხას - ერთობლიობაში 1 720 (ათასშვიდასოცი) ლარის ოდენობით.
1.6 2018 წლის დეკემბრის თვეში შ------------------------------ თანამშრომელი - პრობლემური სესხების მენეჯერი პ----------–-------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, გ------------------ ნდობის ბოროტად გამოყენებით, თითქოსდა მისი მეუღლის - ნ-------------- სახელზე შ---------------------------–-- არსებული სესხის დავალიანების დაფარვის მიზნით, დაეუფლა გ------------------ კუთვნილ ფულად თანხას - 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და პ----------–-------- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია პ----------–-------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ გ“ პუნქტებით (ექვსი ეპიზოდი) და სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. პ----------–-------- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების:---------------------------------–---–----------–-------–-------------------–---------------------–---–--------------------------------------------–-------------–------------------------------------------------------------------------------------–---–------–-------------–---–----–--–---------–---–---–------------------–--------–----------------------–---–-------------------------------------------------–---------------------–-------- გამოკითხვის ოქმებს, მიღებულ ინფორმაციას, საბანკო ამონაწერებს, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს თანდართულ დოკუმენტთან ერთად, ცნობებს ს---------დან, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმს, მომართვას პრობაციის ეროვნული ბიუროდან, თანდართული 2017 წლის------------------------- განაჩენს პ----------–-------- მიმართ, ოქმს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, ს-------------- გამოთხოვილ დოკუმენტაციას, ცნობას პ----------–-------- ნასამართლობის შესახებ, დოკუმენტების დათვალიერების ოქმს, გრაფიკული ექსპერტიზის №-------- დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ პ----------–-------- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
4.5 ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს.
ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად განხორციელებული ქმედებები.
4.6 საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს თაღლითობის ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი), რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარს ზევით. საქართველოს სსკ0ის 180-ე მუხლი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებად ასევე თვლის თაღლითობის ჩადენას არაერთგზის (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი).
4.7 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება,გასაღების მიზნით და გასაღება. ამ მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე ის ურთიერთობებია, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტების შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს.
ზემოაღნიშნული დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი - რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, ვისიმე ვინაობის დამადასტურებელი მოწმობა.
4.8 ზემოაღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გასაღებაში. დამზადება, როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის, ისე ნამდვილი ოფიცილური დოკუმენტის ნაწილობრივ შეცვლა-გაყალბებაა. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და თავისთავად დამთავრებული დანაშაულია, თუკი პირი მის გასაღებას ისახავს მიზნად; გასაღება კი შეიძლება გამოიხატოს ყალბი დოკუმენტის გაყიდვაში, გაჩუქებაში, გაცვლაში ან სხვა გზით მის გასხვისებაში. ~
4.9 სუბიექტური მხრივ, საქართველოს სსკ 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარის ისეთი ნიშნისათვის, როგორიცაა დამზადება, აუცილებელია მიზნის არსებობა - დოკუმენტის გასაღების მიზანი. შესაბამისად, როგორც გამიზვნითი დელიქტის ყველა შემთხვევაში, მოცემული დანაშაულისთვის დამახასიათებელია პირდაპირი განზრახვა - პირს გაცნობიერებული აქვს, რომ გასაღების მიზნით ამზადებს ყალბ დოკუმენტს და სურს ეს. რაც შეეხება ქმედების მოტივს, მას კანონი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობას არ ანიჭებს.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. პ----------–-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივი ქმედება, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ხოლო დამამძიმებელი გარემობაა ნასამართლობა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1 რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.2 საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.3 სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
6.4 მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაულები. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, ჯარიმის, შინაპატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოს გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედებისათვის, დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც სასამართლოს შეფასებით 07 (შვიდი)თავისუფლების აღკვეთა იქნება სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ----------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ პუნქტებით (ექვსი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მესამე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეხუთე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეექვსე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, პ----------–-------- სასჯელად განესაზღვროს - 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის-------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა მთლიანად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ----------–-------- სასჯელად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
პ----------–-------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 06 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,სამსუნგი“-ის ფირმის მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე