განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5577-19
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ი-----–------–----–-----
ადვოკატის - მ-------------–---–---
თარჯიმანის - მ-------------------
ბრალდებულის – ა---------------
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ა------------------------------------------, დაბადებულის - 1----–-–----------------, ს--------- რესპუბლიკის მოქალაქის, პასპორტი №----------, არასრული საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს--------- რესპუბლიკა, ქ. ვ------------------–-------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ა-------------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ა-------------მა (პასპორტი №----------), მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,OPEL ASTRA”-ს მარკისა და მოდელის ავტომანქანით, სახ.ნომრით 3------- ს--------- რესპუბლიკის მხრიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი -,,სადახლო სავტომობილოს“ ზონის ტერიტორიაზე შემოსვლისას, მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 4 860 ლარის საბაზრო ღირებულების მქონე 810 კოლოფი თამბაქოს ნაწარმის, კერძოდ 470 კოლოფი ,,HEETS AMBER SELECTION”-ის, 160 კოლოფი ,,HEETS YELLOW LABEL”-ისა და 180 კოლოფი ,,HEETS TURQUOISE SELECTION”-ის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.
ჩადენილი ქმედებისათვის ა-------------ი 2019 წლის 16 ოქტომბრის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა ა-------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მომართვის წერილი და თანდართული მასალები, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმი და სასაქონლო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ა-------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ა--------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ა-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ა-------------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელი - ჯარიმის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
2. ა--------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. ნივთმტკიცება:
- 810 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომელიც ინახება ფ----------------------- საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
- ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ავტომანქანა OPEL ASTRA”, სახ.ნომერი: 3------- ვინ კოდი: W----------------- რომელიც გაჩერებულია სგპ ,,სადახლო-საავტომობილო“-ს საჯარიმო ავტოსადგომზე, მდებარე - მ--------–-- მუნიციპალიტეტში, სოფელ ს------–--–-- სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სახელწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას ა---------------, რის თაობაზეც ეცნობოს საქართველოს ფ-----------------------ს შესაბამის სამსახურს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი