განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003258763
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/385-19 24 იანვარი 2020 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024171019001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლელა მარიამიძე
ბრალდებული: თ------– ა--------ი
მამის სახელი: როვშან
დაბადებული: 1997 წლის 16 აპრილი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დ-----ი, სოფელი ლ-----------ი
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თ------– ა--------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიოხატა შემდეგში:
2019 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 11:40 საათზე, დ-----ის რაიონის სოფელ ლ-----------ის ცენტრში, წყაროსთან, პირუტყვის გადარეკვასთან წრმოშობილი კონფლიქტის გახსენების გამო, თ------– ა--------მა ერთხელ დაარტყა დანა გულმკერდის მარცხენა ნახევარში ე-–--- ნ-----ს, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
2019 წლის 22 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N008181919 დასკვნის თანახმად, შპს დ-----ის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N2903-ის მონაცემებით ე-–--- ნ-----ს 17.10.19 წ. გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა, რომელიც განვითარებულია მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვენბა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე ოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგბა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ე-–--- ნ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების სარდარ მურთუზოვის, თელი ნამაზოვას, სერგო დიდიას, ტოფიგ სეიდოვის, ილგარ ბაბაევის, გიულარა მურთუზოვას, ლევანი ციხლეაშვილის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 17 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 17 ოქტომბრის ამოღების ოქმით, 2019 წლის 17 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით 2019 წლის 18 ოქტომბრის ამოღების ოქმით და სამედიცინო დოკუმენტაციით დადგენილია, რომ თ------– ა--------მა ე-–--- ნ-----ს მიაყენა სხეულზე დაზიანება.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა თ------– ა--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა თ------– ა--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თ------– ა--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ე-–--- ნ-----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების სარდარ მურთუზოვის, თელი ნამაზოვას, სერგო დიდიას, ტოფიგ სეიდოვის, ილგარ ბაბაევის, გიულარა მურთუზოვას, ლევანი ციხლეაშვილის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 17 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 17 ოქტომბრის ამოღების ოქმი, 2019 წლის 17 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცება, 2019 წლის 18 ოქტომბრის ამოღების ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, სამედიცინო ექსპერტიზის N008181919 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა თ------– ა--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ------– ა--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ------– ა--------მა ე-–--- ნ-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ თ------– ა--------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას (აქვს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე). თ------– ა--------ი შერიგებულია დაზარალებულთან.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით თ------– ა--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (120-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, თ------– ა--------ს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი დანა, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ------– ა--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდბა თ------– ა--------ს, ხოლო ე-–--- ნ-----ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ე-–--- ნ-----ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ------– ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
თ------– ა--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 17 ოქტომბრიდან 2019 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით.
თ------– ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - თ------– ა--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
დანა, სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თ------– ა--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს თ------– ა--------ს.
ე-–--- ნ-----ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ე-–--- ნ-----ს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე