განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1060-18 (N 069060918001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
29 იანვარი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი
სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ----------ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ა---------– ჯ----–--ე
ბრალდებული - მ--–---- ჟ----–---–---ი
მამის სახელი: ჟ-----
დაბადების თარიღი: 3-.1-.1--- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: წ---–-----ოს რაიონი, სოფელი მ----–--ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1.1. მ--–---- ჟ----–---–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის მ-----ში, წ---–-----ოს რაიონის სოფელ მ----–--ში მდებარე სახლში, მ--–---- ჟ----–---–---მა იძალადა მეუღლეზე - კ-–---- ც----ეზე (მოქაჩა თმებში). ძალადობის შედეგად კ-–---- ც----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. მ--–---- ჟ----–---–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის ი--–--ში, წ---–-----ოს რაიონის სოფელ მ----–--ში მდებარე სახლში, მ--–---- ჟ----–---–---მა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე - კ-–---- ც----ეზე (მოქაჩა თმებში). ძალადობის შედეგად კ-–---- ც----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.3. მ--–---- ჟ----–---–---ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ--–---- ჟ----–---–---ი სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა არასრულწლოვან შვილს - ლ-- ჟ----–---–---ს. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ლ-- ჟ----–---–---ი მამის ქმედებით განიცდიდა სისტემატურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რას გამოიწვევდა მის ტანჯვას.
2. საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა წ---–-----ოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თ---------- ლ---------ემ განმ-----ა, რომ აქვს გამომძიებლად მუშაობის 16 წლ--ნი სტაჟი. საქმის ირგვლივ მოწმემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 06 ს--------რს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც წ---–-----ოს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვან ლ-- (ლ---) ჟ----–---–---ისაგან. შეტყობინების ავტორი აღნიშნავდა, რომ სოფელ მ----–--ში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. მოწმემ განმ-----ა, რომ მითითებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მან, როგორც გამომძიებელმა ჩაატარა შემდეგი სახის საგამოძიებო მოქმედებები: გამოკითხა მ--–---- ჟ----–---–---ი და კ-–---- ც----ე, ასევე, მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, ხოლო არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხულ იქნა სპეციალიზირებული გამომძიებლის მიერ. მოწმე აღნიშნავს, რომ დაზარალებული კ-–---- ც----ე და მისი არასრულწლოვანი შვილი ჩვენებებში უთითებდნენ, რომ მ--–---- ჟ----–---–---ი მამის გარდაცვალების შემდეგ ხშირად იღებდა ალკოჰოლს და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უმიზეზოდ, სისტემატურ ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც იწვევდა მათ ტანჯვას. აღნიშნული ჩვენებების საფუძველზე თ---------- ლ---------ის მიერ დანიშნულ იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ჩატარდა ექსპერტიზა და მიღებულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ლ-- ჟ----–---–---ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რაც შეეხება კ-–---- ც----ეს მის მიმართ მიღებულ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნული იყო ტანჯვის ელემენტები, თუმცა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ის ფსიქოლოგიურ ტანჯვას არ განიცდიდა. ამის შემდეგ, როგორც მოწმემ განმ-----ა, მის მიერ დაკავებულ იქნა მ--–---- ჟ----–---–---ი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მის საცხოვრებელ მისამართზე, მეზობელთან, სოფელ მ----–--ში. დაკავების შემდეგ წარედგინა ბრალდების შესახებ დადგენილება და საქმე გადაგზავნილ იქნა სასამართლოში. მოწმემ განმ-----ა, რომ მან, ასევე, გამოკითხა მეზობლები, რომლებიც ჩვენებებში უთითებდნენ, რომ იყო შემთხვევები, როცა მ--–---- ჟ----–---–---ს მეუღლე და შვილი გამოგდებული ჰყავდა სახლიდან და ისინი მათთან აფარებდნენ თავს და ღამეს ათევდნენ, ვინაიდან ვეღარ ბრუნდებოდნენ შიშით სახლში. მოწმემ მიუთითა, რომ მ--–---- ჟ----–---–---ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლის პირობები მას არ დაურღვევია, აგრეთვე მოწმემ აღნიშნა, რომ ბრალდებული სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დასაკითხმა კ-–---- ც----ემ და ლ-- ჟ----–---–---მა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ფ------ ჟ----–---–---მა განმ-----ა, რომ ბრალდებული არის მისი მამიდაშვილი, ცხოვრობს სოფელ მ----–--ში, მ--–---- ჟ----–---–---ის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 200 მეტრში. მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იყო ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, თუმცა ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თავად არც სიტყვიერი შეურაცხყოფის და არც ფიზიკური ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია. მოწმემ გაიხსენა, რომ მასთან სამჯერ მისული იყო და ღამის გასათევად დარჩა დაზარალებული კ-–---- ც----ე არასრულწლოვან შვილ ლ-- (ლ---) ჟ----–---–---თან ერთად, რომლებმაც უთხრეს, რომ მ--–---- ჟ----–---–---ი ნასვამ მდგომარეობაში აყენებდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ აგინებდა. მოწმემ განმ-----ა, რომ 2018 წლის ს---------ის თვიდან მოყოლებული დღემდე მ--–---- ჟ----–---–---ი და კ-–---- ც----ე ცხოვრობენ ერთად, ბრალდებული არის შრომისმოყვარე პიროვნება და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ს--–----ემ განმ-----ა, რომ არის ბრალდებულის და დაზარალებულის მეზობელი, მათი საცხოვრებელი სახლიდან ცხოვრობს დაახლოებით 3--50 მეტრში. მოწმემ გაიხსენა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ--–---- ჟ----–---–---ისგან ხშირად ესმოდა ხმამაღალი გინება, თავად სიტყვიერი შეურაცხყოფის და ფიზიკური ძალადობის ფაქტს არასდროს არ შესწრებია. მოწმემ გაიხსენა, რომ მხოლოდ ერთხელ მასთან მივიდა კ-–---- ც----ე შვილთან ლ-- ჟ----–---–---თან ერთად, ვინაიდან მათივე განმ-----ებით მ--–---- ჟ----–---–---ი იყო ნასვამ მდგომარეობაში და აგინებდა მათ. მოწმე ბრალდებულს ახასიათებს დადებითად.
საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ბ------ემ განმ-----ა, რომ ცხოვრობს მ--–---- ჟ----–---–---ის სახლის წინ. მოწმემ გაიხსენა, რომ დაახლოებით 2-3 ჯერ გაიგონა ბრალდებულის გინების ხმა, როცა ის იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თუმცა ვის აგინდებდა მისთვის უცნობია. მოწმემ აღნიშნა, რომ თავად სიტყვიერი შეურაცხყოფის ან ფიზიკური ძალადობის ფაქტს არასდროს არ შესწრებია. მოწმე ბრალდებულს ახასიათებს დადებითად.
საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: ი-----–- ჟ----–---–---ი, მ--–---- ჟ----–---–---ი, თ-------- ფ---–---–---, ჟ------ ფ------ და თ------ ჭ-----, რაც შეეხება მოწმე ე---------- ა------ეს, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო დადგენილება სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის N0-------- დასკვნა (ექსპერტი ე---------- ა------ე). აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, მ--–---- ჟ----–---–---ის ქმედებებიდან გამომდინარე ლ-- ჟ----–---–---ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას“
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვეულ იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები.
ბრალდებულმა მ--–---- ჟ----–---–---მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და ითხოვა გამართლება.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულ-- მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებული მ--–---- ჟ----–---–---ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.
სასამართლო განმ-----ავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილ-- არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლ-- მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ მ--–---- ჟ----–---–---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. თუ მსხვერპლს ასეთი ტკივილის განცდა არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.
სასამართლო განმ-----ავს, რომ ტკივილი და ტანჯვა სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლ-- სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ყველა სხვა პირის განმ-----ება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, „სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური კვლევის მონაცემებით, მ--–---- ჟ----–---–---ის ქმედებებიდან გამომდინარე ლ-- ჟ----–---–---ი განიცდიდა სისტემატიურ შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას“. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულისათვის ბრალდებულის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, რაც გამოიწვევდა დაზარალებულის ტანჯვას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმ-----ებას, ბრალდებულ მ--–---- ჟ----–---–---ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მასზე წარდგენილი ბრალდებებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ კ-–---- ც----ის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი და ლ-- ჟ----–---–---ის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფის ფაქტი მოწმეთა ჩვენებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, ასევე ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება. ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულებს კ-–---- ც----ეს და ლ-- ჟ----–---–---ს, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულების მიმართ, რაიმე სახის ძალადობას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელ--, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).
სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, მ--–---- ჟ----–---–---ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება.
მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ--–---- ჟ----–---–---ის მიმართ, წარდგენილი ბრალდებები დაუდასტურებელ-- და შეუძლებელ-- მას მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლი ადგენს მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გულისხმობს, რომ შედეგი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული პირის ქმედებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენელი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ განხორციელებულ შესაძლო ქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულ-- ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლ--ნად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ--–---- ჟ----–---–---ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულ მ--–---- ჟ----–---–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულ მ--–---- ჟ----–---–---ის ბრალეულობაში, რის გამოც, მ--–---- ჟ----–---–---ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებებში. ამასთან, მას უნდა განემ-----ოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 2-2-2-3-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–---- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. მ--–---- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. მ--–---- ჟ----–---–---ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. მ--–---- ჟ----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ნ-------ის განჩინებით ყადაღადადებულ ტ------– ჟ----–---–---ის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე წ---–-----ოს რაიონი სოფელი მ----–--ში (საკადასტრო კოდი 2-.1-.4-.2--) - 3-00 (ს--- ათასი) ლარის ღირებულების წილს.
5. გამართლებულ მ--–---- ჟ----–---–---ს განემ-----ოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი