განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2699-19
(#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ვ----–----------ის, ა-–----------------ის, მ---------------ს, დ-------------–---–-ს,ბრალდებულ _ რ--------------ს,ადვოკატ _ ე-–----------–--ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ რ---------------------------ს (დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------------–---–--------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებების გამო.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
რ--------------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა: სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი N----- პისტოლეტი, 5.6 მმ კალიბრის შაშხანა; სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 100 (ასი) 5.6 მმ კალიბრის რგოლური აალებადი ვაზნა; ცეცხლსასროლი იარაღი - N------ პისტოლეტი, ქარხნული წესით დამზადებული, „P------------“ მოდელის, 380 (9 მმ) კალიბრის; საბრძოლო მასალა - 06 (ექვსი) 380 (9 მმ) კალიბრის ვაზნა, რასაც 2019 წლის 03 მაისს მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში - თ---–--–------------–---–--------------ში.
2019 წლის აპრილი-მაისის თვეში, რ--------------მ მოამზადა თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო გადამცვლელი პუნქტის - შპს „ვ--ს“ ყაჩაღობა. დანაშაულებრივი ქმედების განსახორციელებლად დაუკავშირდა ლ-------------–---–ს და გაანდო სამოქმედო გეგმა. დანაშაულის ჩასადენად მოიძია სხვადასხვა ნივთი, კერძოდ, დანა, ნიღაბი, ხელთათმანი და ე.წ. „ხამუთები“. 2019 წლის 03 მაისს, რ--------------მ განიზრახა, ლ-------------–---–თან ერთად სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდა თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო გადამცვლელ პუნქტ შპს „ვ--ს“, რა დროსაც მოლარეზე დანის გამოყენების მუქარით ის და ლ-------------–---–ი შეაღწევდნენ სავალუტო პუნქტში და დაეუფლებოდნენ შპს „ვ--ს“ კუთვნილ ფულად თანხას და მატერიალურ ფასეულობას.
2019 წლის 03 მაისს, 08:26 საათზე, როდესაც რ-------------- იმყოფებოდა თ---–--–--------------------ზე, შპს „ვ--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების მომზადების ეტაპზე, მისი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოსა და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მოწმე ლ-------------–---–ის ჩვენებით, რ-------------- გაიცნო ე.წ. „მშრალ ხიდზე“ მისი მეგობრისგან, რომელმაც შესთავაზა სხვადასხვა ობიექტზე ერთობლივად ყაჩაღური თავდასხმის განხორციელება. მან ბრალდებულის საუბარი ფარულად ჩაიწერა მეხსიერების ბარათზე და ვინაიდან შესაძლოა საფრთხე შეჰქმნოდა მის თავისუფლებას, გადაწყვიტა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომელთაც წარუდგინა აღნიშნული მეხსიერების ბარათში ჩაწერილი საუბარი, რის შემდგომაც იგი აღჭურვეს მოსასმენი აპარატით და ისე შეხვდა რ--------------ს. ბრალდებული საუბრობდა თავდასხმის დეტალებზე, გაანდო გეგმა თუ როგორ აპირებდა მასთან ერთად ყაჩაღურ თავდასხმას დიდუბეში და ვარკეთილში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებზე. რ--------------ს წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, დილის საათებში, როდესაც ჯიხურის კარს გააღებდა იქ დასაქმებული ქალბატონი, რ-------------- მასთან ერთად უნდა შესულიყო ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში, გაეკოჭა მომსახურე პერსონალი და იარაღის მუქარით მოეთხოვა თანხის გადაცემა. საერთო შეთანხმების მიხედვით, როგორც თავად, ისე რ-------------- თავდასხმის დროს უნდა ყოფილიყვნენ შეიარაღებულნი, თუმცა იარაღი თავად არ ჰქონია. ერთ-ერთი დასაყაჩაღებელი ობიექტი მდებარეობდა ვ---------––--------------------------ში, სადაც ბრალდებულის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილმდებარეობის დათვალიერების მიზნით იმყოფებოდა რ--------------სთან ერთად, რომელმაც შეიხედა ჯიხურში და დაათვალიერა ოთახების განლაგება. როგორც რ--------------სგან გადმოცემით იცის, იგი მარტოც იმყოფებოდა ჯიხურის დასათვალიერებლად და იცოდა, რომ დილის საათებში ჯიხურში მუშაობდა ქალბატონი, ხოლო საღამოს ცვლაში - მამაკაცი. ზუსტი დრო არ ახსოვს, სავარაუდოდ აპრილში, რ--------------ს შეხვდა მარჯანიშვილის მეტროში 08:00 საათზე, საიდანაც ერთად უნდა მისულიყვნენ ვ---------–-ს მეტროსთან, თუმცა რ--------------ს სურვილით, ვინაიდან არ მომხდარიყო მათი კამერებზე დაფიქსირება, სამგორის მეტროსთან გადასხდნენ ავტობუსზე და ისე განაგრძეს გზა ვ---------–-ს მეტროს მიმართულებით. სავალუტო ჯიხურიდან, დაახლოებით 150 მეტრის მოშორებით ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და კვალის არევის მიზნით წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით. სავალუტო ჯიხურიდან, დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით დააკავეს რ--------------. მეტროში შეხვედრისას, რ-----მა უთხრა, რომ ჰქონდა იარაღი და ნიღბები. ორივე მათგანს ჰქონდათ ქურთუკები, რაც უნდა გამოეცვალათ დანაშაულის ჩადენის შემდგომ.
დაზარალებულის წარმომადგენელ ე-------------------ს ჩვენებით, მუშაობს შპს „ვ--ში“ მოლარის პოზიციაზე. კომპანიის ერთ-ერთი ფილიალი მდებარეობს თ---–--–--------------------------ში, სადაც განთავსებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. მისივე ჩვენებით, სავალუტო ჯიხურს აქვს ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომლის ჩანაწერებიც ინახება ერთი თვის განმავლობაში. სავალუტო ჯიხური მუშაობდა ყოველდღე 08:30 საათიდან - 20:30 საათამდე, დასვენების დღეების ჩათვლით.
მოწმე კ------------------–-------ს ჩვენებით, 2019 წლის 03 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებთან: ს-----------–----ნთან და ე-–---------–--------–--ლთან ერთად გავიდა თ---–--–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგეგმებოდა სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა. ჯ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, შენიშნა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პიროვნება - რ--------------, რომელიც მიემართებოდა დასაყაჩაღებელი ობიექტის მიმართულებით. იმ დროს, როდესაც ბრალდებული აპირებდა გზის გადაკვეთას და სავალუტო ჯიხურთან მიახლოებას, იგი დააკავეს ბრალდებულის სახით. ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და ამოიღეს შავი ქუდი, რასაც ამოჭრილი ჰქონდა თვალის და პირის ადგილები, ასევე ამოიღეს: რუხი კეპი, ქურთუკი, ექვსი ე.წ. „ხამუთი“, სამშენებლო ხელთათმანები და დანა. რ--------------ს დაკავება განხორციელდა თბილისში, ჯ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რ--------------ს უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება მომზადების სტადიაზე აღეკვეთათ დანაშაული.
მოწმე ს-----------–----ნის ჩვენებით, 2019 წლის 10 აპრილს, ლ-------------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე. ლ---------–---–-ს განმარტებით, მას ჰქონდა ჩანაწერი, რითაც დასტურდებოდა, რომ რ-------------- გეგმავდა რამდენიმე ობიექტზე ყაჩაღურ თავდასხმას. გამოძიების პროცესში ლ-------------–---–ისგან ამოიღეს და დაათვალიერეს მეხსიერების ბარათზე არსებული ჩანაწერი, რის შემდეგაც მან თანხმობა განაცხადა აღჭურვილიყო სპეციალური მოწყობილობით და ფარულად ჩაეწერა ბრალდებულთან საუბარი. მიღებული ინფორმაციის თანახმად, რ-------------- 2019 წლის 03 მაისს აპირებდა ჯ--------- ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე ყაჩაღურ თავდასხმას, რის შემდეგაც ადგილზე მობილიზებულ იქნა პოლიციის თანამშრომელთა რამდენიმე ჯგუფი და იმ დროს, როდესაც ბრალდებული აპირებდა თავდასხმის ობიექტთან მიახლოებას, დააკავეს ბრალდებულის სახით. დაკავებულს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თანნაქონი პოლიეთილენის პარკიდან ამოიღეს ე.წ. „ხამუთები“, დანა, ქურთუკი, ხელთათმანები და ქუდი, რომელსაც ამოჭრილი ჰქონდა პირის და თვალის ადგილები, ასევე ჩატარდა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის იარაღი და საბრძოლო მასალა, რაზეც დაინიშნა ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. მისივე ჩვენებით, რ-------------- დააკავეს თბილისში, ჯ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მოპირდაპირე მხარესაც მდებარეობდა ის სავალუტო ჯიხური, რის დაყაჩაღებასაც აპირებდა ბრალდებული.
მოწმე ე-–---------–--------–--ლის ჩვენებით, 2019 წლის 03 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რ-------------- აპირებდა ყაჩაღურ თავდასხმას თ---–--–--------------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურზე. პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე ჯგუფად განაწილებული იყვნენ მითითებულ მისამართზე და ელოდებოდნენ ბრალდებულის გამოჩენას. მას შემდეგ, რაც რ-------------- გამოჩნდა ჯ--------- ქუჩაზე და გაემართა დასაყაჩაღებელი ობიექტის მიმართულებით, თანამშრომლების: კ------------------–-------ს და ს-----------–----ნის დახმარებით დააკავა იგი ბრალდებულის სახით. დაკავებულს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი თანნაქონი პოლიეთილენის პარკიდან ამოიღეს ნიღბისმაგვარი შავი ნაქსოვი ქუდი, კეპი, ხელთათმანები, ქურთუკი, დანა და ე.წ. „ხამუთები“. რ-------------- დააკავეს თბილისში, ჯ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მოპირდაპირე მხარეს, გზის გასწვრივ მდებარეობდა ვალუტის გადამცვლელი ჯიხური, რის დაყაჩაღებასაც აპირებდა რ--------------.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ ე-------------------–--ის ჩვენებით, 2019 წლის 17 სექტემბერს გასცა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „მჭიდიდან, თოფიდან, პისტოლეტიდან, სავაზნე კოლოფებიდან, ვაზნებიდან, მაყუჩიდან, დანიდან და პლასტიკური ბარათიდან აღებული ანაწმენდები“, მოთავსებულ დანიდან (ობ. N17, 18) და პლასტიკური ბარათიდან (ობ. N19) აღებულ ანაწმენდებზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ. N17-ის პროფილის მაჟორული წილი და ობ. N18-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ--------------ს (ობ. N36; პაკეტი წარწერით: „ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან აღებული ბრალდებული რ---------------------------სგან“). ობ. N17-ის პროფილის მინორული წილი და ობ. N19-ის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N1-16) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში, წარწერით: „რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქურთუკი, ქუდები და ხამუთები“ მოთავსებულ: შავი პოლიმერული მასალის ორ სალტეზე (ობ. N20,22) აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა. ობ. N20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ--------------ს (ობ. N36), ხოლო ობ. N22-ის შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ სალტეებზე (ობ. N21,23-25) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის, მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
ნაქსოვ ქუდზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა (ობ. N26,27). ობ. N26-ის გენეტიკური პროფილი, ობ. N27-ის შერეული პროფილის მაჟორული წილი და აღნიშნული ქუდიდან ამოღებული თმების (ობ. N28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს და განსხვავდება რ--------------ს (ობ. N36) გენეტიკური პროფილისაგან. ობ. N27-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
კეპკიან ქუდზე (ობ. N29,30) და ქურთუკზე (ობ. N31) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ--------------ს (ობ. N36). აღნიშნულ ქურთუკზე არსებულ ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქებზე (ობ. N32,33) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პოლიეთილენის პარკზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N34,35) შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ დ--------------–---–-ს ჩვენებით, 2019 წლის 11 სექტემბერს გასცა ფონოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშები არ აღენიშნება.
ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ სადავო ფონოგრამებში (1---------.wav; 1414013194.wav; 1414013219.wav; 1414027954.wav; 1414032585.wav; 1414072971.wav; 1414080407.wav; 1414085514.wav; 1414096771.wav; 1414114302.wav; 1414120829.wav; 1414120878.wav; 1414126322.wav; 1414155146.wav; 1414160250.wav; Rec1_0001.a--- Rec1_0002.a--- Rec1_0001.a--- 0002.a--) მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში (ხმის ნიმუში) მოსაუბრე რ--------------ს ხმა, ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
ბრალდებულ რ--------------ს ჩვენებით, თავს არ სცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტავს, რომ საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებით დავა ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც მიუგზავნეს ლ-------------–---–ი, რომელიც ცდილობდა დანაშაულის ჩასადენად მის პროვოცირებას. ლ-------------–---–მა, მას შემდეგ, რაც მისგან სუნის ნიმუშის აღების მიზნით ტანსაცმელზე წაუსვა ცხვირსახოცი, შესთავაზა ერთობლივად განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა თ---–--–--------------------ზე მდებარე სავალუტო ჯიხურზე. ლ-------------–---–ი მასთან შეხვედრისას ახორციელებდა ფარულ ჩაწერას, რაც ცნობილი იყო მისთვის, თუმცა ცდილობდა მის გამოვლენას და იმის დადგენას თუ ვისგან იყო იგი მიგზავნილი. ყაჩაღური თავდასხმის ინიციატორი თავად არ ყოფილა. ლ-------------–---–ს გაჰყვა ჯ--------- ქუჩაზე, თუმცა ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ იგი აპირებდა ადგილიდან გაქცევას, შესთავაზა ვ---------–-ს მეტროს ნაცვლად, სამგორის მეტროსთან ამოსვლა, რითაც ცდილობდა დროის გაყვანას, იმის დასამტკიცებლად, რომ როდესაც მოხდებოდა სავალუტო ჯიხურის გახსნა, ობიექტზე თავდასხმას არ განახორციელებდა. მას შემდეგ, რაც ლ-------------–---–ი ჩამოსვა ტრანსპორტიდან, იგი გაიქცა მოპირდაპირე მხარეს, რის შემდეგაც დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს სამედიცინო პირბადე და დანა, რასაც იყენებდა ბაზარში პროდუქტის შეძენისას, მიწის ვაშლის გასასინჯად, ხოლო რაც შეეხება მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ ნიღბისმაგვარ შავ ნაქსოვ ქუდს და ე.წ. „ხამუთებს“, აღნიშნული ნივთები მას არ ეკუთვნოდა და ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა. ბრალდებულის განმარტებით, ლ-------------–---–ისთვის არასდროს შეუთავაზებია რომელიმე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა. რაც შეეხება მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღებს და ვაზნებს, აღნიშნული წარმოადგენდა გარდაცვლილი მამის საკუთრებას, რასაც ინახავდა სახლში, თუმცა იარაღების კუთვნილების და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება სახლში ვერ შეძლო.
ამოღების ოქმის თანახმად, ლ-------------–---–ისაგან ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, წარწერით: „verbatim“.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის შესაბამისად, რ-------------- ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2019 წლის 03 მაისს, 08:26 საათზე, რომლის პირადი ჩხრეკისას, კერძოდ, მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი წარწერით „საქართველოს ფოსტა“, რომელშიც მოთავსებული იყო მუქი ფერის ქუდი, ამოჭრილი თვალის და პირის ადგილას, ასევე ამოღებულ იქნა: რუხი კეპკიანი ქუდი, იმავე ფერის თხელი ქურთუკი, ექვსი შავი ე.წ. „ხამუთი“ და ვერცხლისფერი ლითონის ტარიანი დანა.
ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, რ--------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა: ოთხი მობილური ტელეფონი, ორი მეხსიერების ბარათი, სამი პასპორტი, ორი რკინის ბორკილი თავისივე გასაღებით, ორი პისტოლეტისმაგვარი საგანი მჭიდით, ექვსი ვაზნა, ორი კოლოფი მასში მოთავსებული 50-50 ვაზნით, ჯამში 100 ცალი, ე.წ. „მაყუჩი“, თორმეტი პლასტმასის შემბოჭველი, ერთლულიანი თოფი და ორლულიანი თოფი დაშლილ მდგომარეობაში თავისივე ბალთით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ---–--–------–-------–-------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „დ-----“-ის გარესათვალთვალო კამერების, 2019 წლის 15 აპრილის 15:30 საათიდან - იმავე წლის 15 აპრილის 16:30 საათამდე დროის მონაკვეთის ამსახველი, ერთ DVD-R დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია. კომპაქტდისკის დათვალიერებისას დადგინდა, რომ თ---–--–------–-------–-------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „დ-----“-ის გარე კამერები უყურებენ გზის სავალ ნაწილს, სადაც მოძრაობენ ადამიანები, თუმცა კონკრეტულად ვინ, მათი სახეების გარჩევა ვერ ხერხდება.
დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ---–--–--------------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, რაც მდებარეობს შენობის პირველ სართულზე. აღნიშნულ სავალუტო პუნქტს გარეთა ფასადზე აქვს დოლარის აღმნიშვნელი ნიშანი და წარწერა „ვ--–------------–--–-“. კალოუბნის ქუჩის მხრიდან სავალუტო პუნქტს აქვს ბრონირებული ფანჯარა.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერების, 2019 წლის 14 აპრილის 14:30 საათიდან - იმავე წლის 14 აპრილის 15:30 საათამდე დროის მონაკვეთის ამსახველი, კომპაქტდისკზე 07 (შვიდი) ფაილად ჩაწერილი ინფორმაცია.
N1 ფაილი იწყება 04.14.2019; 14:30:00 საათით და მთავრდება 04.14.2019; 14:34:20 საათზე. აღნიშნულ ფაილში ჩანს თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, ჯ--------- ქუჩის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, სადაც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც გარედან აწერია „ვ--–------------–--–-“ და მის დაბლა - „ყიდვა-გაყიდვა“.
N2-ე ფაილი იწყება 04.14.2019; 14:34:21 საათით და მთავრდება 04.14.2019; 15:21:25 საათზე. აღნიშნულ ფაილში ასევე ჩანს თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხური „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, ჯ--------- ქუჩის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, სადაც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც გარედან აწერია „ვ--–------------–--–-“ და მის დაბლა - „ყიდვა-გაყიდვა“. აღნიშნულ ვიდეოში 14:55:50 საათზე, ზემოთა მხრიდან, კერძოდ, მეტრო ვ---------–-ს მხრიდან ჩამოდის ორი პიროვნება, რომელთაგანაც მოწმე ლ-------------–---–ის განმარტებით, ერთ-ერთი არის თვითონ და აცვ-- შავი ტანსაცმელი, ხოლო მეორე - რ---------------------------, რომელსაც აცვ-- რუხი ფერის ღია ქურთუკი, ლურჯი მაისური, მუქი სპორტული შარვალი თეთრი ზოლებით, თეთრი რუხ ფერში გაწყობილი ბოტასი და შავი კეპკიანი ქუდი წინ თეთრი წარწერით. ისინი ათვალიერებენ სავალუტო ჯიხურს და შემდგომ 14:56:45 საათზე მიდიან დაბლა. 15:00:00 საათზე ამოდიან ისევ ჯ--------- ქუჩაზე დაბლიდან მეტრო ვ---------–-ს მიმართულებით, კვლავ ათვალიერებენ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს და 15:00:30 საათზე გადიან კამერის არეალიდან. 15:09:05 საათზე, ისევ ზემოთა მხრიდან, კერძოდ, მეტრო ვ---------–-ს მხრიდან ჩამოდიან ჯ--------- ქუჩაზე და ათვალიერებენ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს. ბრალდებული რ-------------- იხედება შიგნით ჯიხურში და 15:10:55 საათზე გადიან კამერის არეალიდან.
N3-ე ფაილი იწყება 04.14.2019; 15:21:26 საათით და მთავრდება 04.14.2019; 15:30:00 საათზე. აღნიშნულ ფაილში ჩანს თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, ჯ--------- ქუჩის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, სადაც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც გარედან აწერია „ვ--–------------–--–-“ და მის დაბლა - „ყიდვა-გაყიდვა“.
N4-ე ფაილი იწყება 04.14.2019; 14:30:00 საათით და მთავრდება 04.14.2019; 14:43:18 საათზე. აღნიშნულ ფაილში ჩანს კ--–-------ა და ჯ--------- ქუჩების კვეთაზე ჯ--------- ქუჩის N32-ში მდებარე სავალუტო ჯიხური შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, აღნიშნული კამერა უყურებს კ--–-------------ს, სადაც ჩანს საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, რომელზეც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც გარედან აწერია „ვ--–------------–--–-“.
N5-ე ფაილი იწყება 04.14.2019; 14:43:19 საათით და მთავრდება 04.14.2019; 15:30:00 საათზე. აღნიშნულ ფაილში ჩანს კ--–-------ა და ჯ--------- ქუჩების კვეთაზე ჯ--------- ქუჩის N32-ში მდებარე სავალუტო ჯიხური შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, აღნიშნული კამერა ისევე როგორც მეოთხე ფაილში არსებული კამერა, უყურებს კ--–-------------ს, სადაც ჩანს საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, რომელზეც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც გარედან აწერია „ვ--–------------–--–-“. აღნიშნულ ვიდეოში 14:55:00 საათზე, ზემოთა მხრიდან საავტომობილო გზაზე, კ--–-------------ზე გადმოდიან ლ-------------–---–ი და რ--------------. ისინი ათვალიერებენ სავალუტო ჯიხურს და 14:55:40 საათზე გადიან კადრიდან. 15:00:34 საათზე, ისევ მიდიან კ--–-------------ზე და ათვალიერებენ სავალუტო ჯიხურს, რის შემდეგაც 15:02:00 საათზე გადიან კამერის არეალიდან. 15:08:25 საათზე, ისევ მიდიან კ--–-------------ზე და ათვალიერებენ სავალუტო ჯიხურს, რის შემდეგაც 15:08:50 საათზე გადიან კამერის არეალიდან.
N6-ე ფაილი იწყება 04.14.2019; 14:30:00 საათით და მთავრდება 04.14.2019; 14:58:42 საათზე. აღნიშნულ ფაილში ჩანს თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „ვ--ს“ გარეთასათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, ჯ--------- ქუჩის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, სადაც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც ზედა მხარეს აქვს წარწერა „ვ--–------------–--–-“ და არის ციფრები გამოსახული. 14:55:40 საათზე, ლ-------------–---–ი და რ-------------- კ--–------- ქუჩის მხრიდან უხვევენ ჯ--------- ქუჩაზე და ჩამოდიან დაბლა. ისინი ათვალიერებენ სავალუტო ჯიხურს და 14:56:01 საათზე კვლავ მიემართებიან ქვედა მხარეს.
N7-ე ფაილი იწყება 04.14.2019; 14:58:43 საათით და მთავრდება 04.14.2019; 15:30:00 საათზე. აღნიშნულ ფაილში ჩანს ჯ--------- ქუჩის N32-ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერიდან გადაღებული ხედი, კერძოდ, ჯ--------- ქუჩის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი და ბორდიური, სადაც მოძრაობს ხალხი და ავტომანქანები, ასევე ჩანს ზემოაღნიშნული სავალუტო ჯიხური, რომელსაც ზედა მხარეს აქვს წარწერა „ვ--–------------–--–-“ და არის ციფრები გამოსახული. 15:00:18 საათზე, ლ-------------–---–ი და რ-------------- ჩერდებიან ჯ--------- ქუჩაზე, ათვალიერებენ სავალუტო გადამცვლელ პუნქტს და 15:00:35 საათზე გადიან კ--–------- ქუჩის მხარეს. 15:08:47 საათზე, ლ-------------–---–ი და რ-------------- გამოდიან კ--–------- ქუჩის მხრიდან, ათვალიერებენ ჯიხურს, ჩერდებიან იქვე სავალუტო ჯიხურის წინ, შემდგომ ტრიალდებიან და მიდიან მეტრო ვ---------–-ს მიმართულებით. 15:11:35 საათზე გადიან კამერის არეალიდან.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ--------------სთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დასჯადია ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისთვის პირობების განზრახ შექმნა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ე.ი. ქმედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, როდესაც ჯგუფის წევრები იწყებენ მიზანმიმართულ და წინასწარ განსაზღვრულ ქმედებებს, მოცემულ შემთხვევაში, ფარულად დაეუფლონ სხვის ქონებას, რაც მათ მიერ სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი.
სასამართლო განმარტავს, რომ რ--------------ს ქმედება შეიცავს დანაშაულის - ყაჩაღობის მომზადების შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა რ--------------ს მიერ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის მუქარის გამოყენებით, ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების დროს აფასებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მხრიდან არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულ რ--------------ს უდანაშაულობა. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოსთვის სახელმწიფო ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების უარყოფის ან მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა ანდა დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რომელიმე პირს რაიმე ინტერესი ამოძრავებდა მიეცა მამხილებელი ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ.
ის ფაქტი, რომ რ-------------- სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად ამზადებდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე თავდასხმას დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და ჩხრეკის ოქმებით. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლ-------------–---–მა სრული სიზუსტით აღწერა რ--------------ს მიერ შესრულებული ქმედებები დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელების მომზადების ეტაპზე და დარწმუნებით მიუთითა, რომ სწორედ ბრალდებულმა რ--------------მ მოამზადა თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო გადამცვლელ პუნქტზე - შპს „ვ--ზე“ ყაჩაღური გზით თავდასხმის გეგმა, რის შემდეგაც დაუკავშირდა მას და გაანდო სამოქმედო გეგმა. ბრალდებულის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, რ--------------სთან ერთად თავადაც იმყოფებოდა ჯ--------- ქუჩაზე, სადაც ბრალდებულმა დეტალურად დაათვალიერა აღნიშნული ტერიტორია, შეისწავლა ობიექტზე დასაქმებულ პერსონალთა სამუშაო გრაფიკი, რის შემდეგაც მოიძია ყაჩაღობის ჩასადენად განკუთვნილი სხვადასხვა ნივთი, კერძოდ, დანა, ნიღაბი, ხელთათმანი, ე.წ. „ხამუთები“ და ტანსაცმელი, რასაც ორივე მათგანი გამოიცვლიდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ პოლიციისთვის კვალის არევის მიზნით. ყოველივე აღნიშნულის შემდგომ, რ--------------მ გადაწყვიტა მასთან ერთად, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დასხმოდა თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო გადამცვლელ პუნქტს, გაეკოჭა დასაქმებული პერსონალი და მოლარეზე დანის გამოყენების მუქარით დაუფლებოდა იქ არსებულ ფულად თანხას. ლ-------------–---–ის ჩვენებით ასევე დგინდება, რომ რ--------------ს ინიციატივით იგი შეხვდა მას მარჯანიშვილის მეტროში და აპირებდნენ ვ---------–-ს მიმართულებით წასვლას, თუმცა რ--------------ს მოთხოვნით შეიცვალეს ტრანსპორტი და გადასხდნენ ავტობუსში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მათი დაფიქსირება მეტროში არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ. რ--------------მ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან ლ-------------–---–მა რ--------------სთან შეხვედრის დროს ფარულად ჩაწერილი საუბარი წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, რის შემდეგაც სწორედ იმ დროს, როდესაც რ-------------- იმყოფებოდა ჯ--------- ქუჩაზე და აპირებდა ობიექტზე თავდასხმას, იგი დააკავეს ბრალდებულის სახით.
მოწმე ლ-------------–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მასსა და ბრალდებულ რ--------------ს შორის შეხვედრისას მათ შორის კომუნიკაციის დროს მიმდინარე საუბრის ფარული ჩანაწერის შინაარსთან, რითაც უტყუარად დასტურდება რ--------------ს დანაშაულებრივი განზრახვა ლ-------------–---–თან ერთად, ჯგუფურად თავს დასხმოდა ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, რ-------------- ლ-------------–---–ს თავდაპირველად სთავაზობს თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე, ხოლო შემდეგ დიდუბეში არსებულ სავალუტო ჯიხურზე ერთობლივად ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებას. რ-------------- სრულ მზადყოფნას გამოთქვამს თავდასხმაში მონაწილეობის მისაღებად, რისთვისაც მოძიებული აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, შესწავლილი აქვს დასაყაჩაღებელი ობიექტი და მიმდებარე ტერიტორია. მისთვის ცნობილია მომსახურე პერსონალის სამუშაო გრაფიკი და ლ-------------–---–საც სთავაზობს მასთან ერთად ობიექტის დათვალიერებას და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლას. ბრალდებულისთვის დეტალურად არის ცნობილი სავალუტო ობიექტის გახსნის დრო, ასევე ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ იმყოფება ობიექტზე დილის საათებში და ლ-------------–---–ს დაწვრილებით უხსნის თუ როდის და რა ვითარებაში უნდა შევიდნენ სავალუტო პუნქტში, როგორ უნდა მოახდინონ დასაქმებული მოლარე ქალბატონის გაკოჭვა და როგორ უნდა დაეუფლონ იქ არსებულ ფულად თანხას.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ე.წ. კრებსებით დგინდება, რომ 2019 წლის აპრილი-მაისის პერიოდში რ-------------- სისტემატურად უკავშირდება მობილური ტელეფონის ნომრიდან - 5-------- ლ-------------–---–ს და ანდობს მას საკუთარ გეგმას, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ფონოგრამებით დგინდება თუ როგორ ემზადება იგი ლ-------------–---–თან ერთად თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმისთვის, რისთვისაც მოძიებული აქვს ყაჩაღობის ჩასადენად განკუთვნილი სხვადასხვა ნივთი - დანა, ნიღაბი, ხელთათმანები და ე.წ. „ხამუთები“, რა დროსაც მზად არის, ლ-------------–---–თან ერთად სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხას თ---–--–--------------------------ში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, დანის გამოყენების მუქარით გაკოჭოს მოლარე-ოპერატორი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გზით დაეუფლოს იქ არსებულ ფულად თანხას, რაც აღკვეთილ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ დანაშაულის მომზადების სტადიაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ 2019 წლის 11 სექტემბერს გაცემულ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებზე არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო ექსპერტიზაზე წარდგენილ ფონოგრამებში მოსაუბრე დიქტორი მამაკაცის ხმა და ეტალონურ ფონოგრამაში მოსაუბრე რ--------------ს ხმა ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის იდენტურია.
ის ფაქტი, რომ ბრალდებული ლ-------------–---–თან ერთად წინასწარ ემზადება თ---–--–--------------------ზე მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დასაყაჩაღებლად ნათლად დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, თ---–--–--------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „ვ--ს“ გარესათვალთვალო კამერების 2019 წლის 14 აპრილის 14:30 საათიდან - 15:30 საათამდე დროის მონაკვეთის ამსახველი ვიდეოჩანაწერებით, სადაც დეტალურად და თანმიმდევრულად არის აღწერილი რ--------------ს ქმედებები დანაშაულის მომზადების ეტაპზე. მასში მკაფიოდ ჩანს ის ადგილები, სადაც ჩერდება რ-------------- და ათვალიერებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს. ვიდეოჩანაწერის თანახმად, 14:55:50 საათზე, მეტრო ვ---------–-ს მხრიდან ჩამოდის ორი პიროვნება, რომელთაგანაც მოწმე ლ-------------–---–ის განმარტებით, ერთ-ერთი არის თვითონ და აცვ-- შავი ტანსაცმელი, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეორე მამაკაცი არის რ--------------, რომელსაც აცვ-- რუხი ფერის ღია ქურთუკი, ლურჯი მაისური, მუქი სპორტული შარვალი თეთრი ზოლებით, თეთრი რუხ ფერში გაწყობილი ბოტასები და შავი კეპკიანი ქუდი წინ თეთრი წარწერით. ორივე მათგანი ათვალიერებს სავალუტო ჯიხურს და 14:56:45 საათზე მიდიან ქვედა მხარეს. 15:00:00 საათზე, ამოდიან ისევ ჯ--------- ქუჩაზე დაბლიდან და მიემართებიან მეტრო ვ---------–-ს მიმართულებით, კვლავ ათვალიერებენ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს, ხოლო 15:00:30 საათზე გადიან კადრიდან. 15:09:05 საათზე, ისევ ზემოდან, კერძოდ, მეტრო ვ---------–-ს მხრიდან ჩამოდიან ჯ--------- ქუჩაზე და კვლავ ათვალიერებენ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს. ბრალდებული რ-------------- იხედება შიგნით ჯიხურში, ხოლო 15:10:55 საათზე გადიან კადრიდან.
რ--------------ს მონაწილეობის ფაქტს ყაჩაღური თავდასხმის მომზადებაში ასევე ადასტურებს, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მისი პირადი ჩხრეკის ოქმი, რითაც უტყუარად დგინდება, რომ რ--------------სგან ამოღებული იქნა სწორედ მის მიერ დანაშაულის ჩასადენად მოძიებული ნივთები: დანა, ნიღაბი, ხელთათმანები და ე.წ. „ხამუთები“, რასთან დაკავშირებითაც 2019 წლის 17 სექტემბერს გაცემულ იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად დადგენილია, რომ რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ ერთ-ერთ სალტეზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის რ--------------ს. ანალოგიურად, ბრალდებულ რ--------------ს გენეტიკური პროფილი გამოვლინდა იმ ქურთუკზე, რომელიც კვალის არევის მიზნით უნდა გამოეცვალა დანაშაულის ჩადენის შემდგომ.
ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების: კ------------------–-------ს, ს-----------–----ნის და ე-–---------–--------–--ლის ჩვენებებთან, რომლებიც 2019 წლის 03 მაისს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადანაწილდნენ თ---–--–--------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იგეგმებოდა სავალუტო ჯიხურზე ყაჩაღური თავდასხმა. თბილისში, ჯ---------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას შენიშნეს ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული პიროვნება - რ--------------, რომელიც მიემართებოდა დასაყაჩაღებელი ობიექტის მიმართულებით. იმ დროს, როდესაც ბრალდებული რ-------------- აპირებდა გზის გადაკვეთას და სავალუტო ჯიხურთან მიახლოებას, იგი დააკავეს ბრალდებულის სახით, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოუღეს შავი ქუდი, რასაც ამოჭრილი ჰქონდა თვალის და პირის ადგილები, ასევე ამოიღეს რუხი კეპი, ქურთუკი, ექვსი ე.წ. „ხამუთი“, სამშენებლო ხელთათმანები და დანა. მოწმეთა ჩვენებებით, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რ--------------ს უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, რის გამოც მიიღეს მომზადების სტადიაზე დანაშაულის აღკვეთის გადაწყვეტილება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები პირდაპირ მიუთითებს რ--------------ს დანაშაულებრივ განზრახვაზე, რომ ლ-------------–---–თან ერთად სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანის გამოყენებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა დაზარალებულ შპს „ვ--ს“ კუთვნილი ქონება, რაც მის მიერ სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი და დანაშაულებრივი განზრახვა აღკვეთილ იქნა მომზადების სტადიაზე.
რაც შეეხება, რ--------------ს მიერ სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას მაშინ აქვს ადგილი, როცა პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე იძენს და ინახავს სპორტული-სანადირო და ცეცხლსასროლ იარაღს ან/და საბრძოლო მასალას.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ისეთ მოქმედებას, როცა კონკრეტული პირის მფლობელობაში სპეციალური ნებართვის გარეშე ხვდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლში მითითებული საგნები.
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა კი გულისხმობს იარაღისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას ისეთი პირის მიერ, ვისაც მისი კანონიერი შენახვის უფლება არ აქვს.
მოცემულ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ რ--------------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იქნა სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მასალებთან ერთად, სადაოდ არც თავად ბრალდებულ რ--------------ს გაუხდია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ მისი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო ვაზნები წარმოადგენდა მისი გარდაცვლილი მამის საკუთრებას, რასაც ინახავდა საცხოვრებელ სახლში, მიუხედავად იმისა, რომ არ გააჩნდა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
ბრალდებულ რ--------------ს მიერ სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, რითაც დგინდება, რომ 2019 წლის 03 მაისს გაჩხრეკილ იქნა რ--------------ს საცხოვრებელი ბინა, მდებარე თ---–--–------------–---–--------------ში, რა დროსაც ამოღებულ იქნა სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი N----- პისტოლეტი, 5.6 მმ კალიბრის შაშხანა; სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - 100 (ასი) 5.6 მმ კალიბრის რგოლური აალებადი ვაზნა; ცეცხლსასროლი იარაღი - N------ პისტოლეტი, ქარხნული წესით დამზადებული, „P------------” მოდელის, 380 (9 მმ) კალიბრის; საბრძოლო მასალა - 6 (ექვსი) 380 (9 მმ) კალიბრის ვაზნა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი N----- ობიექტი არის, ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 5.6 მმ კალიბრის შაშხანა. იგი მიეკუთვნება სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ შაშხანაზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.
N---- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, უცხოური წარმოების 16 კალიბრის თოფი. იგი მიეკუთვნება გლუვლულიან, სანადირო ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის ორივე ლულიდან. აღნიშნულ თოფზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.
N------ ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „P------------” მოდელის 380 (9 მმ) კალიბრის პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. აღნიშნულ პისტოლეტზე რაიმე სახის კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღინიშნება.
N------ ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული „И---------“ მოდელის სასტარტო-ხმოვანი პისტოლეტი, რომელსაც არ გააჩნია მჭიდი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და წარმოდგენილი სახით უვარგისია გამოსაყენებლად.
ექსპერტიზაზე წარდგენილი 100 (ასი) ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 5.6 მმ კალიბრის რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილია ამავე კალიბრის პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანების და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისთვის (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი N----- შაშხანისთვის). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
ექვსი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 380 (9 მმ) კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისთვის (მათ შორის ექსპერტიზაზე წარდგენილი „P------------” მოდელის, N------ პისტოლეტისთვის). აღნიშნული ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
ექსპერტიზაზე წარდგენილი ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი დამზადებულია კუსტარული წესით და შესაძლებელია წარმოადგენდეს მაყუჩის კორპუსს.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას, დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იარაღიდან, რომელზეც იკითხება: „P---------------------------------------------------------------------“ ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია.
თოფის ორივე ლულიდან, რომელზეც იკითხება: „1306“ ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია.
შაშხანიდან, რომელზეც იკითხება: „65143“ ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნული სასამართლოს აძლევს იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ რ--------------მ ჩაიდინა სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ--------------ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა რ--------------მ ჩაიდინა სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. მანვე ჩაიდინა, ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ რ--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ყაჩაღობის მომზადება, ე.ი. სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაგეგმილი თავდასხმის მომზადება სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, საცავში უკანონო შეღწევით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სპორტული-სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს იმავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, ბრალდებულის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დამნაშავის პიროვნებას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ--------------ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მის სახელზე გაცემული საპენსიო მოწმობა; რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: ოთხი მობილური ტელეფონი და მის სახელზე გაცემული პასპორტი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, ასევე რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ქურთუკი და ქუდი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მსჯავრდებულ რ--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: სპორტული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი N----- პისტოლეტი; ასი 5.6 9 მმ კალიბრის რგოლური აალებადი ვაზნა; N------ პისტოლეტი, ქარხნული წესით დამზადებული, „P------------“ მოდელის 380 (9 მმ) კალიბრის და ექვსი 380 (9 მმ) კალიბრის ვაზნა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
რ--------------სგან აღებული ჰაბიდოსკოპიური და დაქტილოსკოპიური ნიმუშები; რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ექვსი შავი პლასტმასის ხამუთი და ნიღაბი; ცეცხლსასროლი იარაღებიდან და საბრძოლო მასალიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ლითონის დანა, ე.წ. „ბაბოჭკა“ და ერთი წყვილი ხელთათმანი; რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: თორმეტი თეთრი პლასტმასის ხამუთი და ორი ლითონის ხელბორკილი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
2019 წლის 10 აპრილს, ლ-------------–---–ისგან ამოღებული მეხსიერების ბარათი; რ--------------სგან აღებული ხმის ნიმუში, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე; 2019 წლის 14 აპრილის მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკი; 2019 წლის 15 აპრილის მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკი; 2019 წლის 06 მაისის მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკი და 2019 წლის 16 მაისს, შპს „ვ--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი მეხსიერების ბარათი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო 2019 წლის 17 აპრილს, მეხსიერების ბარათიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე და 2019 წლის 03 მაისს, შპს „დ-----“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
რ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ--------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 მაისის განჩინებით, რ--------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რ--------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 03 მაისის 08:26 საათიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული, მის სახელზე გაცემული საპენსიო მოწმობა; რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: ოთხი მობილური ტელეფონი და მის სახელზე გაცემული პასპორტი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, ასევე რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ქურთუკი და ქუდი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - მსჯავრდებულ რ--------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;
რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: სპორტული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი N----- პისტოლეტი; ასი 5.6 9 მმ კალიბრის რგოლური აალებადი ვაზნა; N------ პისტოლეტი, ქარხნული წესით დამზადებული, „P------------“ მოდელის 380 (9 მმ) კალიბრის და ექვსი 380 (9 მმ) კალიბრის ვაზნა, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
რ--------------სგან აღებული ჰაბიდოსკოპიური და დაქტილოსკოპიური ნიმუშები; რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ექვსი შავი პლასტმასის ხამუთი და ნიღაბი; ცეცხლსასროლი იარაღებიდან და საბრძოლო მასალიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე რ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ლითონის დანა, ე.წ. „ბაბოჭკა“ და ერთი წყვილი ხელთათმანი; რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული: თორმეტი თეთრი პლასტმასის ხამუთი და ორი ლითონის ხელბორკილი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
2019 წლის 10 აპრილს, ლ-------------–---–ისგან ამოღებული მეხსიერების ბარათი; რ--------------სგან აღებული ხმის ნიმუში, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე; 2019 წლის 14 აპრილის მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკი; 2019 წლის 15 აპრილის მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკი; 2019 წლის 06 მაისის მიმართვის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი კომპიუტერული დისკი და 2019 წლის 16 მაისს, შპს „ვ--დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე რ--------------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ორი მეხსიერების ბარათი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–-------------------–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო 2019 წლის 17 აპრილს, მეხსიერების ბარათიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი კომპიუტერულ დისკზე და 2019 წლის 03 მაისს, შპს „დ-----“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი კომპიუტერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე