განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2020
საქმის ნომერი
330100119003333561
თარიღი
21.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5949-19

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ მ-------–---–---ს,ბრალდებულ _ ა-----–--------–--ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ა-----–--------------------–--ს (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ-----------------------–------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------–--–---–--------------ე კორპუსის ბინა N1-ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-----–--------–--ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ზ-------------ს, შ----------------–--ს, ქ---------------ის, ვ--------------–---–---–-ს, ი-----------ის, ბრალდებულ ა-----–--------–--ს გამოკითხვის ოქმებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა-----–--------–--მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (02 ეპიზოდი).

ა-----–--------–--ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 04:20 საათზე, ა-----–--------–-- თ---–--–-------------–-----------------------------------------ში მდებარე სს „ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 0.7 ლიტრი ტევადობის „მაკკლან ამბერის“ ვისკს, რითაც სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა 199 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2019 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 04:40 საათზე, ა-----–--------–-- თ---–--–-------------–-----------------------------------------ში მდებარე სს „ფუდმარტის“ კუთვნილ მაღაზია „სპარიდან“, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 01 ლიტრი ტევადობის „ჯეკ დენიელის“ და 0.75 ლიტრი ტევადობის „ჩივას რეგალის“ ვისკებს, რითაც სს „ფუდმარტს“ მიადგა 221.60 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი;

2019 წლის 08 თებერვალს, დაახლოებით 04:50 საათზე, ა-----–--------–-- თ---–--–-------------–-------------------ს ქუჩის მიმდებარედ სს „ნ-----------------ს“ კუთვნილი მაღაზიიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 0.7 ლიტრი ტევადობის კონიაკ „კურვაზიეს“, რითაც სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა 95 ლარის ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა-----–--------–--ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ა-----–--------–--ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. იმავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს ა-----–--------–--ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს ნასამართლევი არ იყო, ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებულებს ნაწილობრივ აუნაზღაურა მიყენებული ზიანი და გამოთქვამს მზაობას სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (02 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

საბოლოო სასჯელი კი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით, ა-----–--------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ლაზერული დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ა-----–--------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სს „ნ-----------------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა-----–--------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სს „ფუდმარტის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

ა-----–--------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სს „ნ-----------------ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სს „ფუდმარტის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----–--------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, მოცემული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ა-----–--------–--ს ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 04 ივნისის განაჩენით, ა-----–--------–--ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი;

საბოლოოდ, ა-----–--------–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, ა-----–--------–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ა-----–--------–--ს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 04 ივნისიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ა-----–--------–--ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ლაზერული დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე