განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3874-19
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2019წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–-----
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ზ------- ძე ა--–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1---------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- დ------–--–--, პ------–------ #1.
ბრალდებული - ლ-–- ზ------- ძე ხ--–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: კ----- რაიონი, სოფელი ი-------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- თ----- დ-----–--ა, მ-------------ი, კორპუსი #8------------
ბრალდებული - ი----- კ------ ძე მ---------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 7---------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხ---------–-- რაიონი სოფელი კ-–--- მ---------- #-- ფაქტობრივად მცხოვრები თ---–---- გ-–------ მ--- მ/რაიონი, კორპუსი #--, ბინა #---
ადვოკატები - რ---–---- ა----–---–ი, მ--–---- ვ--–------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ლ---- ა---–------ს და ბ---- ბ------ს თბილისში, რკინის რიგის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ი------ში“ შესვლასთან დაკავშირებით სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ ამავე კლუბის თანამშრომლებთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ღამის კლუბ „ი------ის“ დაცვის თანამშრომლებმა - ი----- მ---------ემ, გ------- ა--–---–მა და ღამის კლუბ „ე-––------ოს“ დაცვის თანამშრომელმა ლ-–- ხ--–-–---–მა, ასევე გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა ჯგუფურად, ხელების და ფეხების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმით ლ---- ა---–------ს მიაყენეს სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო მუცლის მიდამოში სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. დაზარალებულის ლ---- ა---–------ის ჩვენებით, 2019 წლის 8 ივნისს, გვიან ღამით, ბ---- ბ------სთან ერთად სურდა ღამის კლუბ „ი------ში“ შესვლა, შესასვლელთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამავე კლუბის თანამშრომლებთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, როგორც კლუბთან, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე. გ------- ა--–---–მა, ლ-–- ხ--–-–---–მა, ი----- მ---------ემ და უცნობმა პირებმა, ხელებით და ფეხებით სახის და სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანება.
2.2.გამომძიებლის ი-----–- გ-------ის ჩვენებით, გამოძიების ეტაპზე, ობიექტური ფაქტების დადგენის მიზნით, რიგის ქუჩაზე, როგორც შემთხვევის ადგილიდან, ასევე მიმდებარე ტერიტორიის ობიექტებიდან გამოითხოვა და დაათვალიერა დანაშაულის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები. ჩაატარა ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულმა ლ---- ა---–------მა ამოსაცნობ პირებში ამოიცნო ლ-–- ხ--–-–---–ი, რომელმაც სხვა პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.3. გამომძიებელ ვ-------- ქ--------ის ჩვენებით, დაზარალებულთან ერთად დაათვალიერა ამოღებული ვიდეო ჩანაწერები. ლ---- ა---–------მა, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერების დროს კადრებში ამოიცნო ბრალდებულები და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა, სხვა უცნობ პირებთან ერთად, 2019 წლის 8 ივნისს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს უშუალოდაც ამოსაცნობად წარდეგინა ბრალდებული ი----- მ---------ე, ამომცნობმა ამოიცნო ბრალდებული და მიუთითა, რომ აღნიშნულმა პირმა სხვა პირებთან ერთად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.4. ზემოთ დასახელებულ პირთა დაკითხვის შემდეგ, ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.5. სასამართლოს დასკვნა გ------- ა--–---–-ს, ლ-–- ხ--–-–---–ის და ი----- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს ფოტოცხრილით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმს, პირის ამოცნობის შესახებ ოქმებს, ლ---- ა---–------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს #--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და გამოკვლეულ მტკიცებულებებთან ერთად დამტკიცებულად მიიჩნია გ------- ა--–---–-ს, ლ-–- ხ--–-–---–ის და ი----- მ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლში კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 ივლისის #--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ლ---- ა---–------ის სახის მიდამოში არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით, ხოლო მუცლის მიდამოში არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად. ამ ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია, დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს მაინც ასრულებდეს სულ მცირე ორი პირი და ორივე უნდა იყოს ამსრულებელი. არა არის სავალდებულო ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. ასევე, აუცილებელია ჯგუფის ორი წევრი მაინც იყოს შერაცხადი და პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დაზარალებულის ჩვენებით, ბრალდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებით და საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ლ---- ა---–------ის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში მონაწილეობდნენ გ------- ა--–---–-, ლ-–- ხ--–-–---–ი, ი----- მ---------ე და გამოძიებით დაუდგენელი პირები.
3.2. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებულია ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.4. ზეპირი ჩვენებებით, ასევე პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების ურთიერთანალიზით, სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულებმა გ------- ა--–---–მა, ლ-–- ხ--–-–---–მა და ი----- მ---------ემ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ჯგუფურად).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- ა--–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
4.2. ლ-–- ხ--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
4.3. ი----- მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა საჯარო ადგილზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.2. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - დანაშაულის აღიარებას, გულწრფელ სინანულს, დაზარალებულის ნოტარიალური წესით დამოწმებულ წერილობით პოზიციას პრეტენზიის არქონასთან დაკავშირებით. გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ ბრალდებულები წარსულში არასდროს ყოფილან ნასამართლევი, მათ გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. განსახილველი ბრალდება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და წარსულში არასდროს ყოფილან კანონთან კონფლიქტში, დასახელებული შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომელმაც გადაწონა დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ბრალდებულების საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც მიღწევადია სასჯელის მიზნები, ბრალდებულებს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოთ პირობით მსჯავრად.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ელექტრონული დისკი; 2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე; ლ---- ა---–------ის სამედიცინო დოკუმენტაციები, კომპიუტერული ტომოგრაფია ელექტრონულ დისკებზე; კარაოკე ბარ „ვ----ის“ ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე; კომპლექს „ი------ის“ ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი ცალი ელექტრონული დისკი ფოტოცხრილით; სამი ცალი ელექტრონული დისკი სამეთვალყურეო ვიდეო ჩანაწერებით გამოთხოვილი კომპლექს „ი------დან“, კარაოკე კლუბ „ბ--------ან“, შპს „ფ-------------------------დან“; შსს საინფორმაციო ბაზიდან გამოთხოვილი ელექტრონულ დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ა--–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. გ------- ა--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 3 ივლისიდან - 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
3. გაუქმდეს გ------- ა--–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
4. ლ-–- ხ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5. ლ-–- ხ--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 3 ივლისიდან - 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
6. გაუქმდეს ლ-–- ხ--–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
7. ი----- მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
8. ი----- მ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 3 ივლისიდან - 2019 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
9. გაუქმდეს ი----- მ---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
10.მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.
11. ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ელექტრონული დისკი; 2019 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე; ლ---- ა---–------ის სამედიცინო დოკუმენტაციები, კომპიუტერული ტომოგრაფია ელექტრონულ დისკებზე; კარაოკე ბარ „ვ----ის“ ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე; კომპლექს „ი------ის“ ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ერთი ცალი ელექტრონული დისკი ფოტოცხრილით; სამი ცალი ელექტრონული დისკი სამეთვალყურეო ვიდეო ჩანაწერებით გამოთხოვილი კომპლექს „ი------დან“, კარაოკე კლუბ „ბ--------ან“, შპს „ფ-------------------------დან“; შსს საინფორმაციო ბაზიდან გამოთხოვილი ელექტრონულ დისკი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
13. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა