გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210019002911652
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6133-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

მოსარჩელე - ნ--ა ფ-–-–-ა

წარმომადგენელი - თ----- ი---------–ი

მოპასუხე - ე----- ჩ----–---–ი

წარმომადგენელი - ი----ე გ-------ე, ჯ--–--- ტ--------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. ნ--ა ფ-–-–-ას სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1.1. მოპასუხე ე----- ჩ----–---–ისათვის ნ--ა ფ-–-–-ას სასარგებლოდ იპოთეკის და სესხის ხელშეკრულებიდან (№1--------) გამომდინარე - 7 530 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

 

1.1.2. პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელდეს 2013 წლის 18 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკულებით უზრუნველყოფილი ქონების, მდებარე: თბილისი, გ-–----ი მე-5მ/რ. კორ.8. ბინა №--- ს.კ 0----------------------, რეალიზაცია.

 

1.2. ე----- ჩ----–---–ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

1.2.1. 2013 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - 15 000 აშშ დოლარის გადახდის შესახებ ჩაითვალოს გადახდილად და გაუქმდეს იპოთეკა უძრავ ქონებაზე, მდებარე, თბილისი გ-–----ის მე-5 მ/რ, კორპ 8, ბინა №--- ს/კ 0----------------------.

სარჩელში განმარტებულია, რომ 2013 წლის 18 დეკემბერს იპოთეკარებს - ბ-----ი ტ----–--ესა და ნ--ა ფ-–-–-ას და მოვალე - ე----- ჩ----–---–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (№1--------). სესხის ძირითად თანხას შეადგენდა - 25 000 აშშ დოლარი, საიდანაც - 15 000 აშშ დოლარი მსესხებელს გადასცა ნ--ა ფ-–-–-ამ. სესხის უზრუნველყოფის საგნად განისაზღვრა უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ი მე-5 მ/რ კ.8. ბინა №---, ს.კ.0----------------------.

 

მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: სესხის ვადა - 6 თვე, ყოველთვიურ პროცენტი - 3%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 0,1%. იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულება დროულად ან/და ჯეროვნად არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციით-აუქციონის მეშვეობით.

 

მოვალემ 6 თვის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი გადაიხადა, ხოლო ძირი თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, რადგან კვლავ წარმოეშვა ფინ--სური პრობლემები.

 

მოვალემ თანხების ჩარიცხვების განხორციელება დაიწყო მხოლოდ 2017 წლის 13 სექტემბიდან და ბოლო ჩარიცხვა განახორციელა 2019 წლის 02 თებერვალს. ამის შემდეგ მოვალეს თანხა აღარ გადაუხდია და მომავალში თანხის გადახდის ნებისმიერ პირობაზეც აცხადებს უარს. იპოთეკარი ნ--ა ფ-–-–-ა იძულებული გახდა მიემართა ნოტარიუსისათვის და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა, რათა შესძლებოდა დარჩენილი თანხის დაბრუნება. ნოტარიუსმა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ გასულია სსკ-ის 129-ე მუხლით განსაზღვრული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოვალის მიერ თანხების ჩარიცხვამ მოახდინა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავიდან დაწყება სსკ-ის 141 მუხლის შესაბამისად. ყოველივე აქედან გამომდინარე მოსარჩელე იძულებული გახდა თავისი უფლებების დასაცავად მიემართა სასამართლოსათვის და ამ გზით შესძლებოდა თავისი კუთვნილი თანხის დაბრუნება.

 

ე----- ჩ----–---–ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები:

 

2013 წლის 18 დეკემბერს ხელშეკრულების დადების დღეს ეტერ ჩ----–---–მა მოპასუხეს გადაუხადა ერთი თვის სარგებელი - 450 აშშ დოლარი. 2014 წლის 13 აპრილისათვის მსესხებელმა მოპასუხეს სრულად გადაუხადა სარგებლის თანხა - 2 700 აშშ დოლარი (6X460=2700).

 

2014 წლის 13 მაისიდან 2017 წლის 13 აგვისტომდე, მსესხებელმა ნ--ა ფ-–-–-ას ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადა - 7 530 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წლის 13 სექტემბრიდან 2019 წლის 02 თებერვალის ჩათვლით უნაღდო ანგარიშსწორებით - 7 470 აშშ დოლარი. ამდენად, ე----- ჩ----–---–მა ვალის სრულად გადახდა დაასრულა 2019 წლის 02 თებერვალს.

მოპასუხე არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ მან მსესხებლისაგან 2014 წლის 13 მაისიდან 2017 წლის 13 აგვისტომდე, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღო 7530 აშშ დოლარი. მოპასუხის განცხადებით, მოვალემ სესხის ძირითადი თანხის ეტაპობრივი გადახდის დაწყება, გამსესხებელთან შეთანხმებით გადადო 2017 წლის 13 სექტემბრამდე. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხეს საქმის მასალებში არ წარმოუდგენია. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილება მოითხოვს ასევე ნოტარიუსის მიერ დადასტურებას.

 

ფაქტობრივად არსებობს მოპასუხის აღიარება, რომ მან მსესხებლისაგან მიიღო ექვსი თვის სარგებელი - 2 700 აშშ დოლარი 2014 წელს და არსებობს საბანკო გადარიცხვები, რომელიც მოიცავს 13.09.2017 წლიდან - 02.02.2019 წლამდე პერიოდის გადახდებს.

 

აქედან გამომდინარე, მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი: მან უნდა ამტკიცოს, რომ ის ნამდვილად შეუთანხმდა მსესხებელს იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელს ვალის გადახდა დაეწყო 13.09.2017 წლიდან, სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ ე----- ჩ----–---–მა ვალი სრულად დაფარა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ე----- ჩ----–---–ის პოზიცია:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ნ--ა ფ-–-–-ას სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მსესხებელს გადახდილი აქვს სესხის ძირითადი თანხა და ასევე საპროცენტო სარგებელი.

 

2.2. მოპასუხე ნ--ა ფ-–-–-ას პოზიცია შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:

 

მოპასუხებ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება ამტკიცოს თანხის, 2014 წლის მაისიდან 2017 წლის აგვისტომდე, გადახდის ფაქტი.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 18 დეკემბერს ერთი მხრივ, ბ-----ი ტ----–--ესა და ნ--ა ფ-–-–-ას (გამსესხებლები/იპოთეკარები) და ე----- ჩ----–---–ს (მსესხებელს) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (№1--------), რომლის თანახმად - 25 000 აშშ დოლარიდან - 15 000 აშშ დოლარი მსესხებელს გადასცა ნ--ა ფ-–-–-ამ.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ადასტურებდა, რომ მან ხელშეკრულებაზე ხელისმოწერამდე მიიღო სესხის თანხა სრულად და გამსესხებელს წინასწარ გადაუხადა სესხის ერთი თვის სარგებელი (პროცენტი), რაც მიიღეს გამსესხებლებმა.

 

მსესხებლის მიერ სესხის თანხის მიღება არ არის სადავო.

 

სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 6 თვე, ყოველთვიურ პროცენტი - 3%, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 0,1%.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20).

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ი მე-5 მ/რ კ.8. ბინა №---, ს.კ.0----------------------.

 

ხელშეკრულების 2.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იპოთეკის საგანი უზრუნველყოფდა სესხიდან წარმოშობილ მოთხოვნას სესხის ძირითად თანხასა და პროცენტზე.

 

იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 14-15).

 

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით (მე-5 პუნქტი) მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულებების დროულად ან/და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა იპოთეკის საგნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოეყენებინა შემდეგი საშუალებები: იპოთეკის საგნის რეალიზაცია განეხორციელებინა აუქციონის საშუალებით (რაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო ორი ფორმით: „სააღსრულებოწარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კერძო აღმასრულებლის მეშვეობით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, მხარეთა მიერ შერჩეული სპეციალისტის მეშვეობით); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდოდა კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე მიმართავდნენ ერთობლივი განცხადებით საჯარო რეესტრს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება ე----- ჩ----–---–ის მიერ ნ--ა ფ-–-–-ას სასარგებლოდ - 15 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი.

 

მოსარჩელე (გამსესხებელმა) ნ--ა ფ-–-–-ამ მოითხოვა - 7 530,00 აშშ დოლარის მსესხებლის ე----- ჩ----–---–ისათვის გადახდის დაკისრება, რის საფუძვლად მიუთითა გარემოებაზე, რომ მოვალეს ძირი თანხიდან - 7 530,00 აშშ დოლარი არ გადაუხდია კრედიტორისათვის; სარჩელში მითითებულია, რომ მსესხებელმა გადაიხადა 6 თვის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი, ხოლო ძირი თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, რადგან წარმოეშვა ფინ--სური პრობლემები.

 

თავის მხრივ, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნით ე----- ჩ----–---–მა მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 15 000 აშშ დოლარის (მათ შორის - 7 530,00 აშშ დოლარის) გადახდილად აღიარება და მიუთითა, რომ სესხის ძირი თანხა გადახდილი აქვს სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს, მოვალეს. სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

ე----- ჩ----–---–ს ამგვარი წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა - 15 000 აშშ დოლარის გადახდას, რა თანხაშიც ასევე შედის ნ--ა ფ-–-–-ას მიერ მოთხოვნილი - 7 530 აშშ დოლარი, არ წარმოუდგენია. ე----- ჩ----–---–ის წარმომადგენელი დაეყრდნო მხოლოდ ახსნა-განმარტებას და მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (თანხის გადახდის) დადასტურებისას მოქმედებს სსსკ 102-ე მუხლის მესამე ნაწილითა და სსკ 429-ე მუხლით დადგენილი სტანდარტი, რაც მოპასუხის (მოვალის) მიერ ვერ იქნა რეალიზებული. ამდენად, ე----- ჩ----–---–ის მიერ მითითებული გარემოება 15 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს დადასტურებულად. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის სახით ე----- ჩ----–---–ის მიერ ნ--ა ფ-–-–-ასათვის გადასახდელი თანხა შეადგენს - 7 530 აშშ დოლარს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--ა ფ-–-–-ას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე----- ჩ----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 301-ე, 623-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ--ა ფ-–-–-ასა და მოპასუხე ე----- ჩ----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა ნ--ა ფ-–-–-ამ გადასცა მსესხებლს ე----- ჩ----–---–ს ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხიდან - 15 000 აშშ დოლარი, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ მსესხებელს შეთანხმებულ ვადაში ვალდებულება არ შეუსრულებია და ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 7 350 აშშ დოლარის ოდენობით.

 

??????????? ?????????? ???????? 286-? მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სსკ-ის 289.1 მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ?? ???????? 311?1 ?????? დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გ-–----ი მე-5 მ/რ კ.8. ბინა №---, ს.კ.0----------------------; იპოთეკის საგანი უზრუნველყოფდა სესხიდან წარმოშობილ მოთხოვნას სესხის ძირითად თანხასა და პროცენტზე; იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

მოსარჩელე ითხოვს ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-5 მ.რ, კორპ. 8, ბ. 1--, ს.კ 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაციას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულებების დროულად ან/და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა იპოთეკის საგნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოეყენებინა შემდეგი საშუალებები: იპოთეკის საგნის რეალიზაცია განეხორციელებინა აუქციონის საშუალებით; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის შესაბამისად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადასულიყო კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუ კრედიტორი და მოვალე ამის თაობაზე მიმართავდნენ ერთობლივი განცხადებით საჯარო რეესტრს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე, იპოთეკარი ნ--ა ფ-–-–-ა უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით (7350 აშშ დოლარის გადახდა) იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-5 მ.რ, კორპ. 8, ბ. 1--, ს.კ 0----------------------) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

მოცემულ შემთხვევაში ნ--ა ფ-–-–-ას სარჩელის დაკმაყოფილება გამორიცხავს ე----- ჩ----–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე ე----- ჩ----–---–ს მოსარჩელე ნ--ა ფ-–-–-ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 607 ლარის და იურიდიული მომსახურეობის თანხის 500 ლარის ანაზღაურება.

 

ე----- ჩ----–---–ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ--ა ფ-–-–-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ე----- ჩ----–---–ს ნ--ა ფ-–-–-ას სასარგებლოდ დაეკისროს - 7 530 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.

3. ვალდებულების შესრულების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, გ-–----ის მე-5 მ.რ, კორპ. 8, ბ. 1--, ს.კ 0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

4. ე----- ჩ----–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. ე----- ჩ----–---–ს ნ--ა ფ-–-–-ას სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 607 ლარის და იურიდიული მომსახურეობის თანხის - 500 ლარის ანაზღაურება.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლილი ტყემალაძე