გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2020
საქმის ნომერი
110210119003115338
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119003115338

№ 2/427 -2019 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 თებერვალი 2020 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

მოსარჩელე _ თ---------- მ----–--ე;

წარმომადგენელი - ნ---- თ------ძე;

მოპასუხე _ თ------- ც-----ძე;

წარმომადგენელი - მ----- ბ--------ძე;

დავის საგანი_ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1.ბათილად იქნას ცნობილი ა--- მ----–--ესა და თ------- ც-----ძეს შორის 2007 წლის 25 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------------ში მდებარე 3------------ ს.კოდის მქონე უძრავ ქონებაზე და ეს ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხოს მოსარჩელე თ---------- მ----–---- სახელზე.

 

სარჩელის გარემოებები:

 

მოსარჩელე უთითებს, რომ არის ა----- მ----–---- შვილი და მემკვიდრე, რომელიც თავის მხრივ იყო ა--- მ----–---- შვილი და მემკვიდრე. ა----- მ----–--ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ა--- მ----–---- სამკვიდრო, მდებარე ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------------ში ს.კოდით 3------------ თუმცა საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრებია. ა----- მ----–--ე გარდაიცვალა 2015 წლის 4 აგვისტოს და მისი დანაშთი ქონება მოსარჩელემ მიიღო ფაქტობრივი ფლობით. 2008 წელს მოპასუხე თ------- ც-----ძემ, რომლიც არის მისი მამის მეორე ცოლი, ქონება დაირეგისტრირა თავის სახელზე, საფუძველი კი არის ა--- მ----–--ესა და თ------- ც-----ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან ა--- მ----–--ეს სკლეზორი ჰქონდა და ვერ გაიაზრებდა თავის ნებას. ასევე, ა--- მ----–--ე ეროვნებით რუსი იყო და ქართულად არც მეტყველება და არც წერა არ შეეძლო, შესაბამისად არც ხელი არ მოუწერიახელშეკრულებაზე.

 

საქმის მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ტექ. ბიუროს მონაცემებით სადაო საცხოვრებელი სახლის ფართია 60 კვ.მ. რომელიც ა-–---------- მ----–--ემ აჩუქა ა--- მ----–--ეს. ამის შემდეგ ა-–---------- მ----–--ემ სახლს მიაშენა დამატებითი ფართი -35 კვ. მეტრამდე, რომელიც მას არ უჩუქებია ა--- მ----–----ათვის, და ეს ფართი იყო ა-–---------- მ----–---- საკუთრება, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ა----- მ----–--ემ და შემდგომ კი თ---------- მ----–--ემ.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი ა--- მ----–--ეს აჩუქა მისმა მეუღლემ ა-–---------- მ----–--ემ, ა--- მ----–--ემ კი სახლი და მიწის ნაკვეთი ნასყოდობის ხელშეკრულებით გადაუფორმა თავის რძალს თ------- ც-----ძეს და ხელშეკრულების დადება სრულიად კანონიერად განხორციელდა. გარიგების დადებისას ა--- მ----–--ე იყო საღ გონებაზე და საჯარო რეესტრში გამოხატა თავისი ნება. ა--- მ----–--ე არ ყოფილა მძიმედ დაავადებული, მით უფრო მას არ ჰქონია ათეროსკლეროზი და რაიმე პრობლემები გონებასთან და მეხსიერებასთან დაკავშირებით. ა--- მ----–--ე მართალია ეროვნებით რუსი იყო, თუმცა ქართულად კარგად მეტყველებდა და ქართული წერა-კითხვაც იცოდა. მან ქმრისგან მიღებულ სახლს გასხვისებამდე მიაშენა ორი ოთახი და გაზარდა სახლის ფართი.

თ------- ც-----ძემ მოუარა ოჯახის წევრებს, ა--- მ----–--ესა და ა----- მ----–--ეს, გარდაცვალებისას დაკრძალა ისინი და გაიღო ყველანაირი ხარჯი, ხოლო თ---------- მ----–--ეს არასოდეს უზრუნვია ბებიასა და მამაზე. იგი მამის დაკრძალვაზეც კი არ ყოფილა. იმყოფება საზღვარგარეთ და ფაქტობრივად არანაირ ქონებას არ დაუფლებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------------ში (წინათ ფ-------------------) მდებარე საცხოვრებელი სახლი 1987 წლისათვის ტექ. აღრიცხვის მონაცემებით აღრიცხული იყო ა-–---------- მ----–---- სახელზე (ფართი 62 კვ.მ).

 

სასამართლო დაეყრდნო საბინაო წიგნს.

 

3.2. ა-–---------- მ----–---- მეუღლე იყო ა--- მ----–--ე.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.3. 1987 წლის 6 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით ა-–---------- მ----–--ემ თავის მეუღლეს ა--- მ----–--ეს აჩუქა ქ.ზესტაფონში, ფ--------------------ში (შემდგომში მაზნიაშვილის 37) მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგებოდა 50 კვ. საცხოვრებელი ფართისა და 12 კვ.მ დამხმარე ფართისაგან, განთავსებული 600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე.

 

სასამართო დაეყრდნო 1987 წლის 6 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებას.

 

3.4.ა-–---------- მ----–--ესა და ა--- მ----–--ეს ჰყავდათ ერთი შვილი ა----- მ----–--ე, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი, მოსარჩელე თ---------- მ----–--ე, ხოლო მოპასუხე თ------- ც-----ძე არის ა----- მ----–---- მეორე მეუღლე.

 

სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.5. 2007 წლის 25 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა--- მ----–--ემ თ------- ც-----ძეზე გაასხვისა კუთვნილი ურავი ქონება, მდებარე ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------ში, მიწის ნაკვეთი 600 კვ. მეტრი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 96 კვ.მ. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა თ------- ც-----ძის საკუთრებად.

 

სასამართლო დაეყრდნო 2007 წლის 25 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებას, საჯარო რეესტრის ამონაწერს.

 

3.6. ა--- მ----–--ე გარდაიცვალა 2008 წლის 19 მარტს.

სასამართლო დაეყრდნო სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათს.

 

3.7. ა----- მ----–--ე გარდაიცვალა 2015 წლის 4 აგვისტოს.

სასამართლო დაეყრდნო სამკვიდრო მოწმობას.

 

3.8. თ---------- მ----–---- სახელზე 2019 წლის 3 მაისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მითითებულია შემდეგი: ,,თ---------- მ----–--ემ ქონების ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო როგორც მამკვიდრებლის ა----- მ----–---- სახელზე რიცხული უძრავი ქონება, ასევე ის უძრავი ქონება, რაც ეკუთვნოდა მამკვიდრებლის დედას, აწ. გარდაცვლილ ა--- მ----–--ეს, რომლის ქონებაც მამკვიდრებელმა მიიღო ფაქტობრივი დაუფლებით, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოასწრო სამემკვიდრეო უფლებების თავის თავზე გადაფორმება'' .

 

სასამართლო დაეყრდნო 2019 წლის 3 მაისის სამკვიდრო მოწმობას.

 

3.9. სადაო ქონება ა--- მ----–---- გარდაცვალების დროს არ შედიოდა მის დანაშთ სამკვიდროში, ვინაიდან მან ქონება გარდაცვალებამდე გაასხვისა; შესაბამისად აღნიშნული ქონება არც ა----- მ----–---- სამკვდროს არ წარმოადგენდა.

 

სასამართლო დაეყრდნო ნასყიდობის ხელშეკრულებას, მოპასუხის ახსნა-განმარტებას.

 

3.10. ა--- მ----–--ე ფლობდა ქართულ ენას და იცოდა ქართული წერა - კითხვა.

 

სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის ახსნა-განმარტებას, მოწმე ნ----- და მ--- მ----–--ეების ჩვენებებს, კალიგრაფიული ექსპერტიზისათვის წარდგენილ მასალებს.

 

3.11. ა--- მ----–---- სიბრმავე და ის, რომ იგი დაავადებული იყო ათეროსკლეროზით, ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები მეხსიერებასა და გონებასთან დაკავშირებით საქმის მასალებით არ დასტურდება. დგინდება, რომ ა--- მ----–--ე გარიგების დადებისას იყო საღ გონებაზე და გამოხატა თავისი ნება-სურვილი.

 

სასამართლო დაეყრდნო საქმის მთლიან მასალებს, მოპასუხის ახსნა-განმარტებას, მოწმეების ნ----- და მ--- მ----–--ეების ჩვენებებს.

 

3.12.. 2019 წლის 22 ნოემბრის N---------- კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით: ,, გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა ა--- მ----–---- სახელით განლაგებული 2007 წლის 25 იანვარს შედგენილ ხელშეკრულებაზე ნაბეჭდი ტექტის ბოლოს, მარცხენა მხარეს, გრაფაში ,,მხარეთა ხელმოწერები'' შესრულებულია თუ არა ა--- მ----–---- მიერ, შეუძლებლია, თავისუფალი ნიმუშების სიმცირის, შეუსაბამობისა და კვლევის შდეგად გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.

 

სასამართლო დაეყრდნო 2019 წლის 22 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების, აგრეთვე მათ მიერ საქმის მასალებად წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------- მ----–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105- ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 58-ე, 81, 319-, 477-ე მუხლებს.

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

დადგენილი, რომ წლის 6 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით ა-–---------- მ----–--ემ თავის მეუღლეს ა--- მ----–--ეს აჩუქა ქ.ზესტაფონში, ფ--------------------ში (შემდგომში მაზნიაშვილის 37) მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგებოდა 50 კვ. საცხოვრებელი ფართისა და 12 კვ.მ დამხმარე ფართისაგან, განთავსებული 600 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე.

 

დადგენილია, რომ 2007 წლის 25 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა--- მ----–--ემ თ------- ც-----ძეზე გაასხვისა კუთვნილი ურავი ქონება, მდებარე ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------ში, მიწის ნაკვეთი 600 კვ. მეტრი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 96 კვ.მ. ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა თ------- ც-----ძის საკუთრებად.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ გარიგებისას მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, ნება გამოვლენილ იქნას. გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად.

ამასთან, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადებით, მხარეები შედიან რა ერთმანეთთან ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების მატარებელნი ხდებიან, რომელთა შესრულება გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად. იმისათვის, რომ სახელშეკრულებო თვითბოჭვა იყოს ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება უნაკლო უნდა იყოს. გარიგებას არ მოჰყვება შესაბამისი იურიდიული შედეგები თუ მისი ერთ-ერთი მხარე იყო ქმედუუნარო, ე.ი არ გააჩნდა უნარი, საკუთარი ნებელობითი მოქმედებით შეეძინა უფლებები და მოვალეობები. ამ უნარის გარეშე დადებულ გარიგებას კანონმდებელი ბათილად მიიჩნევს.

 

სადავო გარიგების დადების მომენტისათვის მოსარჩელე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი არ ყოფილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირის ქმედუუნაროდ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო დადგენილების არარსებობა დასახელებული მუხლით გარიგების ბათილად ცნობის გამომრიცხველ გარემოებას არ წარმოადგენს, დასახელებულ დასკვნას ამაყარებს დათქმა „თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული“. აღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობაა ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს (მეორე ნაწილი), ასევე, სულით ავადმყოფის მიერ, როცა ეს არ შეესაბამება რეალური ვითარების სწორად აღქმას, თუნდაც ის არ იყოს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული (მესამე ნაწილი).

 

დასახელებული ნორმა გარიგების ბათილობას ითვალისწინებს მასში მითითებული გარემოებების (ცნობიერების დაკარგვა და ა.შ) უტყუარად არსებობის და არა ვარაუდის შემთხვევაში. ამ თვალსაზრისით, კანონმდებლის მიდგომა მკაფიოა და გარიგებას უპირობოდ ბათილად მიიჩნევს. ნორმის იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე კი იგი მისი სხვაგვარად განმარტების შესაძლებლობას არ იძლევა.

 

განსახილველი ფაქტობრივი სინამდვილის გათვალისწინებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვენ კვლევას სსკ-ის 58-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით განსაზღვრულ ნორმატიულ წინაპირობებში. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მატერიალური ნორმით განსაზღვრულ შედეგზე იმსჯელოს პროცესუალურ-სამართლებრივ ჭრილში – დგინდება თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მომენტში რამდენად შეეძლო მოსარჩელეს ვითარების სწორად აღქმა.

 

6.2. მოსარჩელე უთითებს, რომ ა--- მ----–--ე დაავადებული იყო ათეროსკლეროზით, იყო ბრმა და არ შეეძლო ნების გამოხატვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება, მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური მტკიცებულება, რომელიც განკუთვნადი იქნება საქმისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 58-ე მუხლის მესამე ნაწილი გარიგების ბათილად ცნობას არ უკავშირებს სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მიერ ნების გამოვლენას, ცნობიერების დაკარგვა, სულით ავადმყოფობა და ა.შ როგორც ფაქტის მტკიცება იმ სტანდარტით უნდა განხორცილდეს, რაც დადგენილია სსსკ-ის 102-ე მუხლით. ამგვარი გარემოების არსებობა კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურებულა. საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ა--- მ----–--ეს აღენიშნებოდა ცნობიერების დაკარგვა, ჰქონდა ათეროსკლეროზი, სიბრმავე და არ შეეძლო ვითარების სწორად აღქმა.

 

6.3. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს, რომ ა--- მ----–--ემ არ იცოდა ქართული წერა-კითხვა და იგი ვერ მოაწერდა ხელს ხელშეკრულებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამდენად, ნორმა მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.

მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლების გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ ა--- მ----–--ემ არ იცოდა ქართული წერა-კითხვა, მეტიც მოწმე ნ----- მ----–---- ჩვენებით ა--- მ----–--ე მას ამეცადინებდა სასკოლო საგნებში, ქართულად გამართულად მეტყველებდა და წერდა.

ასევე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით, არ დასტურდება, რომ 2007 წლის 25 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის ა--- მ----–--ეს.

6.4. საქმის მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმატებისას, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ტექ. ბიუროს მონაცემებით სადაო საცხოვრებელი სახლის ფართია 60 კვ.მ. რომელიც ა-–---------- მ----–--ემ აჩუქა ა--- მ----–--ეს. ამის შემდეგ ა-–---------- მ----–--ემ სახლს მიაშენა დამატებითი ფართი -35 კვ. მეტრამდე, რომელიც მას არ უჩუქებია ა--- მ----–----ათვის, და ეს ქონება იყო ა-–---------- მ----–---- საკუთრება და მისი გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივი ფლობით მიიღო ა----- მ----–--ემ და შემდგომ კი თ---------- მ----–--ემ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ა-–---------- მ----–---- საკუთრების და დანაშთი სამკვიდროს თაობაზე სარჩელში ფაქტობრივი გარემოებები არ მიუთითებია და არც სასარჩელო მოთხოვნაში განუცხადებია მასზე, არც მოსამზადებელ ეტაპზე დაუმატებია ასეთი ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისდად მას არ გააჩნია უფლება, მიეთითებინა ეს ახალი ფაქტები მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტებისას. ამდენად, აღნიშნული საპროცესო საფუძვლით, სასამართლო მთავარ სხდომაზე მითითებული ფაქტის თაობაზე ვერ იმსჯელებს.

7. საპროცესო ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან თ---------- მ----–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟი 60+390=450 და უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე თ------- ც-----ძეს (---------------- აეკრძალა ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------------ში მდებარე 3------------ ს.კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება, ან მასზე რაიმე ფორმის გარიგების დადება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე თ---------- მ----–---- (---------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.

 

3. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე თ------- ც-----ძეს (---------------- აეკრძალა ქ.ზესტაფონში, მ------–---–-------------ში მდებარე 3------------ ს.კოდის მქონე უძრავი ქონების გასხვისება, ან მასზე რაიმე ფორმის გარიგების დადება.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე