განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
330100120003408608
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/83-20

ს/ს საქმე №0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე მალხაზ ენუქიძე

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლ----------------–-–----------–---–-

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ-----------------ი დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #-----------), საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, ს------–-----------–------------–---------------

 

ადვოკატი _ მ-----------

თარჯიმანი _ ვ-----–--------------

 

კვალიფიკაცია

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: თ-----------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. ასევე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თბილისში, ს------–-----------–-–------------–---------------- სახლის ეზოში ს----------------------ს ფიზიკურად დაუპირისპირდა მისი ცოლის ძმა _ თ-----------------ი, რომელმაც ს----------------------ს, ამ ეტაპზე დაუდგენელი საგნის გამოყენებით, თავის არეში ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა. კერძოდ: რამდენჯერმე ჩაარტყა შუბლის მიდამოში, რის შემდეგაც დაზარალებულს თავის არედან სისხლდენა განუვითარდა, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2----–-–---------------- თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თ-----------------სს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

 

2019 წლის 5 დეკემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, თ---–--–----------–----------–-–------------–--------------------–-- ეზოში, ს----------------------სა და თ-----------------ს შორის წარმოქმნილი ფიზიკური დაპირისპირებიდან მალევე ს---------------------ა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სცადა დაძაბული სიტუაციიდან განრიდება, თუმცა თ-----------------მა, თან ნაქონი საგნით დააზიანა ს----------------------ის ავტომობილი, კერძოდ: ჩაუმსხვრია ავტომანქანის წინა საქარე მინა, შემდეგ ფეხით დააზიანა ავტომობილის მარჯვენა კარი და მინა, რა დროსაც დაზარალებულმა შეძლო ავტომანქანის დაძვრა და დატოვა ტერიტორია.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ს----------------------ისა და მოწმეების _ს-----------------------ას, მ-----–-----------–--ის, ი-----–------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, 2----–-–---------------- განაჩენით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ თ-----------------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ასევე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულებთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის ასაკის, პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, თ-----------------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი შემდგომი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-----------------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, და საქართელოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.

 

სასჯელის მოხდის ვადაში ჩეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2----–-–--------------------------–-–----------------- ჩათვლით.

 

გაუქმდეს თ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით გადახდილი თანხა განაჩენის არსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

საქმეზე დართული ნივთმტკიცებები:

 

ს----------------------ის სისხლის ნიმუში, ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ს----------------------ის ტანსაცმელი, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს ს----------------------ს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია ერთ ლაზერულ დისკზე და ავტომანქანის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მისი გასაჩივრება შეიძლება 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მალხაზ ენუქიძე