განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
330100120003419008
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/144-20 (0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა

და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი ნინო ხაჩიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შ---- გ-------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ------ ა--------ი - დაბადებული 1--- წლის 2---------ოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-----------–----------------–-----–-------------ში;

 

ადვოკატი - ა----–-–---–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

თარჯიმანი - ვ-----–- მ----------ი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

რ------ ა--------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 28 ოქტომბრის, 29 ოქტომბრის და 31 ოქტომბრის ეპიზოდები), მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

რ------ ა--------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0.588903 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერებები, საიდანაც:

2019 წლის 28 ოქტომბერს, ქ------–-----------------–-–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის, მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,067 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ;

2019 წლის 29 ოქტომბერს, ქ------–-----------------–-–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის, მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,1492 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ;

2019 წლის 31 ოქტომბერს, ქ------–-----------------–-–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის, მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,1463 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ;

2019 წლის 2 ნოემბერს, ქ------–-----------------–-–----------------–-----–-------------ში არსებული თავის საცხოვრებელი სახლის, მიმდებარე ტერიტორიაზე, რ------ ა--------მა ნარკოტიკული საშუალება - 0,2212 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 100 (ასი) ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ზ----- ღ---–--ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ;

ხოლო ნარკოტიკული საშუალება - 0,005203 გრამი ჰეროინის შემცველ ნივთიერებებს რ------ ა--------ი უკანონოდ ინახავდა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხმარე სათავსოში, რაც ამოღებული იქნა შ---–--------–---------------–----------–-–-------------------ის თანამშრომლების მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს, ქ------–-----------------–-–----------------–-----–-------------ში არსებული რ------ ა--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ დამხარე სათავსოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - რ------ ა--------მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების გამოკითხვის ოქმები, პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმები, ნარკოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები თანდართული ფოტოსურათებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და საქმეში არსებული სხვა მასალები.) ერთობლიობა რ------ ა--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ------ ა--------მა ჩაიდინა:

 

1. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით;

 

2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2019 წლის 28 ოქტომბრის, 29 ოქტომბრის და 31 ოქტომბრის ეპიზოდები) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით;

 

3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი დიდი ოდენობით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

3.1. რ------ ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

3.2. რ------ ა--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის ფაქტი, რომ ბრალდებული ნასამართლევია.

 

4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ------ ა--------ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ------ ა--------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რ------ ა--------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, ასევე დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას, იმას, რომ გარდა უკანონო შეძენა-შენახვისა, დადგენილია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტები, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალების სახეობას, ასევე ითვალისწინებს იმას, რომ ბრალდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

ბრალდებული რ------ ა--------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. 2018 წლის 19 ნოემბერს პენიტენციური სამსახურიდან გათავისუფლდა სასჯელის მოხდით.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რომ რ------ ა--------ის მიმართ 8 (რვა) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ------ ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 29 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2019 წლის 31 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 2 ნოემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;

3. რ------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

4. რ------ ა--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 დეკემბრიდან;

5. რ------ ა--------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვას:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

6. ნარკოტიკული საშუალებები და მათი შესაფუთი მასალები, რ------ ა--------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს; 5 ცალი დისკი (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი