განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2636-18
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ლ---–----–--–-–---–-------–--------------–---–-----------------–---–---------------------
სტაჟიორ - პროკურორი - ს--–-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ-----------–-----------–-------------- (დაბადებული - 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ც-------------------------–---–---–-–- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–-----–----–------------------–-----–--
ადვოკატი - ზ---–-------------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
დისპოზიცია: ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ ქმედებაში არ არის სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–------------–ს, მ------------------მა, დაჯავშნა სასტუმრო „ძ---–----------ს“ ორი ნომერი, ოთხი-ხუთი დღით. 2----–-–------------–ს, დაახლოებით 22:00 საათიდან 2----–-–------------–ის 23:00 საათამდე პერიოდში, მ------------------მა მოტყუებით ისარგებლა გ-----------------ესთან, ბ-------–------თან და ა-----------------ესთან ერთად, ქ. თბილისში, ს------------------------ში მდებარე სასტუმრო „ძ---–----------ს“ 2765.10 ლარის ღირებულების მომსახურებით, რომელიც არ გადაიხადა;
2----–-–------------–ს, მ------------------მა დაჯავშნა სასტუმრო „ვ--–-----–--------------–--“ საცხოვრებელი ერთი ოთხადგილიანი ოთახი, მანვე 2----–-–------------–ს, დაახლოებით 20:00 საათიდან, მოტყუებით ისარგებლა გ-----------------ესთან, ბ-------–------თან და ა-----------------ესთან ერთად ქ. თბილისში, რ---------–------------------- -ში მდებარე შპს „გ---------–--“ კუთვნილი სასტუმრო - „ვ--–-----–--------------–--“ 810 ლარის სრული მომსახურებით, რომელიც არ გადაიხადა;
2----–-–------------–ს, მ------------------მა დაჯავშნა ორი ორადგილიანი ნომერი ქ. თბილისში, კ-----------–---–-----------------–- მდებარე სასტუმრო შპს „ლ---–--------------------------------–ი“, ასევე სასტუმროში ყოფნის პერიოდში მან დაჯავშნა კიდევ ერთი ორადგილიანი ნომერი 14 და 16 აპრილის ჩათვლით. 2----–-–------------–იდან 16 აპრილამდე პერიოდში, მ------------------მა, მოტყუებით ისარგებლა გ-----------------ესთან, ბ-------–------თან და ა-----------------ესთან ერთად სასტუმროს 8828.30 ლარის სრული მომსახურებით, რომელიც არ გადაიხადა;
მ------------------ის ქმედების შედეგად სასტუმრო „ძ---–---------ს“, სასტუმრო „ვ--–-----–--------------–ს“ და სასტუმრო შპს „ლ---–------------------------------იას“ მიადგა 12 403.40 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა - მ------------------მა საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
3.2. მ------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ მ------------------ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების წარმომადგენლების: შ--–-----–--------–---–ის, გ----------------ის, ლ-----------------–---–ის და მოწმეების: ნ--------------ის, ლ-------------იას, გ-----------------ის, ბ-------–------ის, ე---–----–--ის, მ-----------–--–--ის, ვ-–-------------------ის, ვ-–-----------------–---–ის, მ-----------ის, ე-–----------–---–ის და ც-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; ამოღების 2----–-–------------–ის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–------------–ის ოქმს; სამეწარმეო რეესტრის დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმს; დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმს; ვიდეოჩანაწერის დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმს; ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან განსახილველი დანაშაულის ობიექტურ მხარეს გარკვეული მსგავსება აქვს თაღლითობის გზით სხვისი ქონების დაუფლებასთან. ორივე შემთხვევაში გამოიყენება დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი - მოტყუება. ამასთან, ამ ორ დანაშაულს შორის არსებობს განსხვავებაც. თაღლითობის დროს მოტყუება გამოყენებულია, როგორც მესაკუთრის მფლობელობაში არსებული ქონების დაუფლების საშუალება, ხოლო ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს კი მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისთვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას. ამ მოქმედების შედეგად მესაკუთრეს ადგება ზარალი, ე.წ. აცდენილი მოგების სახით. ეს ორი დანაშაული განსხვავდება ქონებრივი სარგებლის უკანონოდ მიღების მექანიზმით. თუ თაღლითობის დროს მოტყუებითი ხერხის გამოყენებით ხდება სხვისი კუთვნილი მოძრავი ნივთის დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ქონებრივი ზიანის მიყენებისას ნივთის ამ გზით ამოღება არ ხორციელდება - მესაკუთრის კანონიერ მფლობელობაში არსებული ქონება არ მცირდება. განსახილველი მუხლის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ დამნაშავე თავის სასარგებლოდ იყენებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას, რომელიც მესაკუთრემ ვერ მიიღო. ამრიგად, აღნიშნული დანაშაულის განხორციელებისას ქონებრივი ზიანი არ არის გამოხატული პირდაპირ ზიანში, არამედ გულისხმობს სარგებლის მიუღებლობას. ზემოაღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა. იგი დამთავრებულია არა მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ ქონების მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან. ცხადია, რომ დამნაშავის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დადგენილ უნდა იქნეს მიზეზობრივი კავშირი. ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს მისთვის ცრუ ცნობების მიწოდებით ან რეალურად არსებული ფაქტების შეუტყობინებლობით, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიადგება და სურს მისთვის ამ ზიანის მიყენება. სუბიექტური მოტივით სახეზეა ანგარების მოტივი და სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი. სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია საერთო სუბიექტი.
4.2. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ქმედების მაკვალიფიცირებელ ნიშანს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 (ათი ათასი) ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------------------ის ქმედების შედეგად სასტუმრო „ძ---–---------ს“, სასტუმრო „ვ--–-----–--------------–ს“ და სასტუმრო შპს „ლ---–------------------------------იას“ მიადგა 12403.40 ლარის მატერიალური ზიანი, რაც აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.
4.3. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.5. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.6. სასამართლო, ბრალდებულ მ------------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულების წარმომადგენლების: შ--–-----–--------–---–ის, გ----------------ის, ლ-----------------–---–ის და მოწმეების: ნ--------------ის, ლ-------------იას, გ-----------------ის, ბ-------–------ის, ე---–----–--ის, მ-----------–--–--ის, ვ-–-------------------ის, ვ-–-----------------–---–ის, მ-----------ის, ე-–----------–---–ის და ც-–------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; ამოღების 2----–-–------------–ის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–------------–ის ოქმით; სამეწარმეო რეესტრის დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმით; დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმით; ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმით; ვიდეო-კამერის ჩანაწერის დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2----–-–------------–ის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–------------–ს მ------------------მა დაჯავშნა სასტუმრო „ძ---–----------ს“ ორი ნომერი ოთხი-ხუთი დღით. 2----–-–------------–ს დაახლოებით 22:00 საათიდან 2----–-–------------–ის დაახლოებით 23:00 საათამდე პერიოდში მ------------------მა მოტყუებით ისარგებლა გ-----------------ესთან, ბ-------–------თან და ა-----------------ესთან ერთად ქ. თბილისში, ს------------------------ში მდებარე სასტუმრო „ძ---–----------ს“ 2765.10 ლარის ღირებულების მომსახურებით, რომელიც არ გადაიხადა; მანვე, 2----–-–------------–ს დაჯავშნა სასტუმრო „ვ--–-----–--------------–--“ საცხოვრებელი ერთი ოთხ ადგილიანი ოთახი, მანვე 2----–-–------------–ს დაახლოებით 20:00 საათიდან მოტყუებით ისარგებლა გ-----------------ესთან, ბ-------–------თან და ა-----------------ესთან ერთად ქ. თბილისში, რ---------–------------------- -ში მდებარე შპს „გ---------–--“ კუთვნილი სასტუმრო „ვ--–-----–--------------–--“ 810 ლარის სრული მომსახურებით, რომელიც არ გადაიხადა; მანვე 2----–-–------------–ს დაჯავშნა ორი ორ ადგილიანი ნომერი ქ. თბილისი, კ-----------–---–-----------------–- მდებარე სასტუმრო შპს „ლ---–------------------------------ია“-ში, ასევე სასტუმროში ყოფნის პერიოდში მან დაჯავშნა კიდევ ერთი ორ ადგილიანი ნომერი 14 და 16 აპრილის ჩათვლით. 2----–-–------------–იდან 16 აპრილამდე პერიოდში მ------------------მა მოტყუებით ისარგებლა გ-----------------ესთან, ბ-------–------თან და ა-----------------ესთან ერთად სასტუმროს 8828.30 ლარის სრული მომსახურებით, რომელიც არ გადაიხადა; მ------------------ის ქმედების შედეგად სასტუმრო „ძ---–---------ს“, სასტუმრო „ვ--–-----–--------------–ს“ და სასტუმრო შპს „ლ---–------------------------------იას“ მიადგა 12403.40 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------------------მა ჩაიდინა ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ე.ი. ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ ქმედებაში არ არის სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა. მ------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. მ------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
6.5. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ მ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განისაზღვროს - 4 (ოთხი) წლის ვადით.
6.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, მ------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით, უცვლელი დარჩა მ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენი.
6.7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, მ------------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2----–-–------------იდან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–--ის განაჩენით, უცვლელი დარჩა მ------------------ის მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენი.
6.8. მ------------------ის მიერ, მისთვის ინკრიმინირებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია 2018 წლის 01, 02 და 04 აპრილს; 2017 წლის 7 აპრილს ჩადენილი ქმედებებისთვის, იგი დამნაშავედაა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით, ხოლო 2017 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში ჩადენილი ქმედებებისთვის, იგი დამნაშავედაა ცნობილი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით; შესაბამისად, მ------------------ი, ქმედების ჩადენის დროს - 2018 წლის 01, 02 და 04 აპრილს, ნასამართლევი არ ყოფილა და მის მიმართ სასჯელი ვერ დაინიშნება დანაშაულის რეციდივისთვის გათვალისწინებული წესით.
6.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, მ------------------ისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები ჩადენილია 2018 წლის 01, 02 და 04 აპრილს; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით დადგენილი დანაშაული ჩადენილია - 2017 წლის 7 აპრილს; ხოლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დადგენილი დანაშაულები კი ჩადენილია - 2017 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვეებში (ორივე განაჩენი ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------------------ის მიმართ საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის წესით; კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით უნდა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით; საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც მისი სოციალური საშიშროების და მ------------------ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
- ვიდეოჩანაწერის ამსახველი ლაზერული დისკი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ვიდეოჩანაწერის ამსახველი ლაზერული დისკი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები ლაზერულ დისკზე დაულუქავი 1 (ერთი) პაკეტად, რომლებიც ერთის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის ვადით შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით; საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ მ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2020 წლის 24 იანვრიდან; მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2----–-–------------იდან - 2020 წლის 23 იანვრის ჩათვლით თავისუფლების აღკვეთის პერიოდი.
4. მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ვიდეოჩანაწერის ამსახველი ლაზერული დისკი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ვიდეოჩანაწერის ამსახველი ლაზერული დისკი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები ლაზერულ დისკზე დაულუქავი 1 (ერთი) პაკეტად, რომლებიც ერთის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე