განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
330100120003441695
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/322-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ა------–-------

ადვოკატი: ი----- ნ-------–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ვ--–------- ჯ------ე

მამის სახელი: ზ----

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: თ---–-------–--------------–--------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–----–---------------–---–---------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 0---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 31.12.2019წ. 20:40 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ვ--–------- ჯ------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ვ--–------- ჯ------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის ოქტომბრის თვიდან ვ--–------- ჯ------ე დაახლოებით ორი თვის განმავლობაში, ლ---- კ--------ის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ადევნებას, კერძოდ: დაჰყვებოდა ლ---- კ--------ს ფეხით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას და უკანონოდ უთვალთვალებდა, ასევე, სოციალური ქსელ ,,ფ---------“ მეშვეობით, მის მიერვე დარეგისტრირებული შეცვლილი სახელების გამოყენებით, ამყარებდა დაზარალებულისათვის არასასურველ კომუნიკაციას. აღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია ლ---- კ--------ის ფსიქიკური ტანჯვა და შეუქმნა რეალური საჭიროება ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის.

2019 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ---–--–----------–---–------------ში მდებარე ,---------“ აფთიაქში, ვ--–------- ჯ------ე ლ---- კ--------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ლ---- კ--------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ვ--–------- ჯ------ემ ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვ--–------- ჯ------ეს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ--–------- ჯ------ე (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–------- ჯ------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ--–------- ჯ------ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 31 დეკემბრის 20 საათი და 40 წუთიდან.

ვ--–------- ჯ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ვ--–------- ჯ------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე