გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2020
საქმის ნომერი
010310019003154709
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010310019003154709

N3-415/19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - და---------–--ე

წარმომადგენელი - ნა---------–------–--–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა

წარმომადგენელი - ნა---------–---–ი

მესამე პირი - სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა

წარმომადგენელი - პლ---------------–---–ი

დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. და---------–--ემ (წარმომადგენელი - ნა---------–------–--–-–---–ი) სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა და---------–--ის მიერ 2--- სასწავლო წელს, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) სრული კურსის დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0------) მიღების ფაქტის აღიარება.

 

1.2. სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს N3------9 განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო - სსიპ განთლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

 

1.3. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

და---------–--ემ 2--- წელს დაასრულა ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლა და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი, N0------.

და---------–--ეს სწავლის გასაგრძელებლად დასჭირდა საშუალო განათლების ატესტატის აპოსტილით დამოწმება და განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თუმცა, 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ და---------–--ის მიერ წარდგენილ N0------ საშუალო განათლების ატესტატში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება არაიდენტური იყო, მასზე დასმულ ბეჭედთან მიმართებაში.

ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის 2--- წლის ბრძანებათა წიგნში არ აღმოჩნდა სკოლის დირექტორის ბრძანება, და---------–--ის მიერ საშუალო საფეხურის დასრულების თაობაზე, ამ სახის დოკუმენტი არც ცენტრალურ არქივში ინახება და გარდა ამისა, არ არის დაცული პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები.

2019 წლის 23 ივლისს, და---------–--ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის დასრულებისა და საშუალო განათლების ატესტატის მიღების ფაქტის დადასტურება, აღიარებითი სარჩელის ფარგლებში აუცილებელია იმ მხრივ, რომ მხარემ შესაძლოს ატესტატის აღება და სწავლის გაგრძელება.

უდავოა, რომ და---------–--ემ 2--- წელს დაამთავრა ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლა. ამ ფაქტის მიუხედავად, ვერ ხდება ატესტატის დუბლიკატის გაცემა, ვინაიდან ვერ ხერხდება სკოლასთან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურება, ხოლო ამ ურთიერთობის დადგენის გარეშე, საფრთხე ექმნება მოსარჩელე მხარის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, განათლების უფლება დარჩება განუხორციელებელი

სარჩელის დაკმაყოფილების მიმართ კანონიერი ინტერესი, პირველ რიგში მოიცავს კონსტიტუციით მინიჭებული განათლების უფლების დაცვასა და რეალიზებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის დადგენის, არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებას მასზედ, რომ და---------–--ის მიერ 2--- სასწავლო წელს, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) სრული კურსის დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0------) მიღების ფაქტი.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შემდეგი საფუძვლით:

2019 წლის 23 ივლისს, და---------–--ემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის გაცემა.

,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N1---- ბრძანებით დამტკიცებული, N1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 23 ივლისის N979029 წერილიდან გამომდინარე, ქობულეთის რესურსცენტრმა მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლას და გამოითხოვა და---------–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია. წერილის საფუძველზე გაირკვა, რომ და---------–--ის შესახებ დოკუმენტაცია გადაცემულია არქივისთვის, ცენტრალიზებულ დაცვაზე. საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს - ქობულეთის არქივის მიერ 2019 წლის 25 ივლისს გაცემული N0-------- საარქივო ცნობის თანახმად, ქობულეთის არქივში დაცული, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის დოკუმენტებით, 2--- წლის 1-ლი ივნისის N124 ბრძანებით დასტურდება, რომ მე-11 კლასის კურსდამთარებულები, რომლებსაც ყველა საგანში აქვთ წლიური დადებითი შეფასება, დაშვებული იქნა საშუალო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებზე, მათ შორის სიითი ნომრით 20 - და---------–--ე. N0-------- საარქივო ცნობის შესაბამისად, ჩაქვის 1-ელი საშუალოს სკოლის 2--- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის რეგისტრაციის წიგნი, ქობულეთის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შეტანილა.

რაც შეეხება მოსარჩელის ხელთ არსებულ საშუალო განათლების ატესტატს და მისი მონაცემების შეუსაბამობას, შეცდომა შესაძლოა განპირობებულია ტექნიკური ხარვეზით ან სხვა მსგავსი გარემოებით, რასაც პრაქტიკაში აქვს ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და---------–--ის მიერ ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის დასრულებისა და მასზე ატესტატის გაცემის ფაქტი დასტურდება, თუმცა ვერ მოხერხდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებისა და სკოლის დირექტორის შესაბამისი ბრძანების მოძიება და სკოლის მიერ მხოლოდ ამის გამო ეთქვა უარი და---------–--ეს, თავის მოთხოვნაზე, თუმცა მისი სკოლაში სწავლისა და დასრულების ფაქტი სადავო არ არის.

 

3. მესამე პირის პოზიცია:

2.2. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

2019 წლის 29 ივლისსა და 2019 წლის 02 აგვისტოს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის N995468 და N1010-74 წერილებით გადაგზავნილი, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის N995838 კორესპოდენციის თანახმად, გასული წლების დოკუმენტაცია გადაცემული იყო არქივისთვის, ცენტრალიზებულ დაცვაზე.

საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის 2019 წლის 25 ივლისის N0-------- და 2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობებით, არქივში ინახება და---------–--ის გამოსაშვებ გამოცდაზე დაშვების შესახებ ინფორმაცია. ამავე ცნობების თანახმად, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის 2--- წლის ბრძანების წიგნში, ბრძანება კურსდამთავრებულთა შესახებ, არ ფიქსირდება, ხოლო, პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი და ატესტატის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალი არქივში ცენტრალიზებულ დაცვაზე არ შესულა.

ვინაიდან, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ვერ მოხერხდა და---------–--ის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის N1---- ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის მე-7 მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე 2019 წლის 6 აგვისტოს N1020029 წერილით ეცნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2019 წლის 26 ივნისს, და---------–--ემ N1------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვის 1-ელი საშუალოს სკოლის მიერ 2--- წელს გაცემული N0------ საშუალო განათლების ატესტატის აპოსტილით დამოწმება.

N1------ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, გამოირკვა, რომ N0------ საშუალო განათლების ატესტატში მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება არაიდენტური იყო ბეჭედთან მიმართებაში, რის გამოც სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის N0---------- გადაწვეტილებით, მოსარჩელე მხარის N1------ განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 ივლისის N0---------- გადაწვეტილება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.2. 2019 წლის 23 ივლისს, და---------–--ემ N5------ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

2019 წლის 23 ივლისს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ NM------------ წერილით მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლითაც სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლიდან და საარქივო სამმართველოს - ქობულეთის არქივიდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია - და---------–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 23 ივლისის NM------------ წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. 2019 წლის 29 ივლისს, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლამ NM------------- წერილით აცნობა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტს, რომ ინფორმაცია და---------–--ის ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელ საშუალო სკოლაში სწავლების შესახებ ვერ გაიცემოდა, საარქივო დოკუმენტაციის არ არსებობის გამო. ამავე წერილის თანახმად, საარქივო დოკუმენტაცია გადაცემული იყო ქობულეთის საარქივო დეპარტამენტისთვის

ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით (ასლი) დავით დავითის ძე ახალაძეზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი, ნომრით - 0------.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის მიერ 2019 წლის 25 ივლისს გაცემული N0-------- საარქივო ცნობის თანახმად, ქობულეთის არქივში დაცული, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის დოკუმენტებით, 2--- წლის 1-ლი ივნისის N124 ბრძანებით დასტურდება, რომ მე-11 კლასის კურსდამთარებულები, რომლებსაც ყველა საგანში აქვთ წლიური დადებითი შეფასება დაშვებული იქნა საშუალო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებზე. მათ შორის, სიითი ნომრით 20 არის, და---------–--ე. ამავე საარქივო ცნობის შესაბამისად, ჩაქვის 1-ელი საშუალოს სკოლის 2--- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის რეგისტრაციის წიგნი ქობულეთის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შეტანილა.

2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობის შესაბამისად, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის 2--- წლის ბრძანების წიგნში მე-11 კლასის კურსდამთავრებულებზე ატესტატის გაცემის შესახებ ბრძანება არ მოიძებნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იძებნება ბრძანება და---------–--ის ატესტატის მიღების შესახებ. ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის 2--- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის რეგისტრაციის წიგნი, ქობულეთის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შეტანილა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 29 ივლისის NM------------- წერილი;

- 2019 წლის 25 ივლისის N0-------- საარქივო ცნობა;

- 2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2019 წლის 6 აგვისტოს NM------------- წერილით აცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რომ ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ვერ ხერხდებოდა და---------–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2019 წლის 6 აგვისტოს NM------------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 7 აგვისტოს N65/2561/გ გადაწყვეტილებით, და---------–--ეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 0--0--2----–-–------------- გადაწყვეტილება;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. 2019 წლის 21 აგვისტოს, და---------–--ემ (წარმომადგენელი - ნა---------–------–--–-–---–ი) სარჩელი აღძრა სასამართლოში, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მიმართ, რომლითაც მოითხოვა აღიარებული იქნას და---------–--ის მიერ 2--- სასწავლო წელს, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) სრული კურსის დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0------) მიღების ფაქტი.

სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს N3------9 განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო - სსიპ განთლების მართვის საინფორმაციო სისტემა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- და---------–--ის სასარჩელო განცხადება;

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემაც დაადასტურა, რომ და---------–--ე სწავლობდა ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) და 2--- წელს დაამთავრა სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ატესტატი - N0------.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის NM------------- წერილით, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის 2019 წლის 25 ივლისის N0-------- და 2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობებით, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით.

ამასთან, საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული მარინა კუნჭულიას განმარტებით, რომელიც არის სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი, და---------–--ე იყო მისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლე და მას იცნობს რამდენიმე წელია. და---------–--ემ გაიარა სრული კურსი და ის სწავლობდა დამაკმაყოფილებლად. 2--- წელს მე-11 კლასის ყველა მოსწავლემ, მათ შორის და---------–--ემ ჩააბარა გამოცდა. დადგენილი წესის თანახმად, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სრული კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემოდა ატესტატი და დირექტორი იღებდა ბრძანებებს, ატესტატის გაცემის შესახებ. ეს ყოველივე აღინიშნებოდა ატესტატების გაცემის წიგნშიც და მითითებული წესები მოქმედებს ამჟამადაც.

მარინა კუნჭულიას განმარტებით, და---------–--ე ნამდვილად სწავლობდა სოფელ ჩაქვის 1-ელ საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 2--- წელს.

მოწმის სახით დაკითხული გოჩა თავართქილაძის განმარტებით, იგი და---------–--ის ბავშვობის მეგობარი და კლასელია, თავდაპირველად ერთად სწავლობდნენ სოფელ ბუკნარის სკოლაში და მე-10 კლასიდან სწავლა განაგრძეს ჩაქვის 1-ელ საშუალო სკოლაში. გოჩა თავართქილაძე და და---------–--ე ერთად დადიოდნენ სკოლაში, კლასში დაახლოებით 22 მოსწავლე იყო, მე-11 კლასის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლემ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდა. და---------–--ემაც ჩააბარა გამოცდა და მიიღო ატესტატი.

ამდენად, მოწმეები თავიანთ ჩვენებებში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ და---------–--ე ნამდვილად სწავლობდა ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელ საშუალო სკოლაში, რომელიც დაასრულა 2--- წელს და მასზე გაიცა საშუალო განათლების ატესტატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2019 წლის 29 ივლისის NM------------- წერილი;

-2019 წლის 25 ივლისის N0-------- საარქივო ცნობა;

-2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობა;

-ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერი;

-მოწმეების, მ----------–------------------------–---- ჩვენებები;

-მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ და---------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, 2--- წელს, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო (ზოგადი) განათლების ატესტატის მიღების ფაქტის აღიარების შესახებ.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია;

- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი ამ კოდექსის 22-24-ე მუხლების საფუძველზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღიარებითი სარჩელის წინაპირობები, კერძოდ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი; უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის საკითხი; ასევე უნდა დადგინდეს სარჩელის დასაშვებობა, ანუ მიკუთვნებითი/ვალდებულებითი სარჩელის შესაძლებლობა.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების საფეხურები განმარტებულია შემდეგნაირად - საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი); ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მომზადება. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის სწავლის შედეგები შეესაბამება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-2 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს, ხოლო ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის/ სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგები − ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-4 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებს. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს.

ამავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს: ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულია ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.

ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სრული ზოგადი განათლების მიღებას უზრუნველყოფს და აფინანსებს სახელმწიფო. ხოლო აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ კანონმდებლობა ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ატესტატის (დაკარგვის შემთხვევაში - დუბლიკატის) გაცემას.

ატესტატი გაიცემა აგრეთვე საბაზო განათლების მიღების შემდეგაც.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

სასამართლო განმარტავს, რომ საბაზო განათლების მიღების ფაქტის აღიარებით დგინდება, მხარის უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი.

კერძოდ, საშუალო განათლების მიღების ფაქტის დადგენა და---------–--ეს აძლევს შესაბამისი ატესტატის დუბლიკატის მიღების უფლებას და მოსარჩელე გახდება საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღიარებას ექვემდებარება უფლების არსებობა-არარსებობის ფაქტი, ამასთან სახეზეა მოსარჩელის იურიდიული (კანონიერი) ინტერესი.

 

6.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---- ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“.

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება:

ა)საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი;

ბ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი.

ამავე წესის მე-5 მუხლის შესაბამისად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, სააგენტო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემას უზრუნველყოფს საინფორმაციო სისტემის მიერ ფორმირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე. ხოლო ამავე წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია - შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი. ამასთან, ამავე წესის 7.16 მუხლის თანახმად პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არა უგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ და---------–--ისათვის ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) მიერ გაცემულია ატესტატი, თუმცა მასზე დასმული ბეჭედი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდების ზუსტად იდენტური არ არის. სწავლის გასაგრძელებლად და---------–--ეს ესაჭიროება, კანონის შესაბამისი ატრიბუტებით შევსებული ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

მოსარჩელემ ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლა (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) დაამთავრა 2--- წელს, როდესაც ატესტატი გაიცემოდა ჯერ კიდევ სკოლის მიერ. ამჟამად ატესტატი (დუბლიკატი) გაიცემა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---- ბრძანების შესაბამისად. ამასთან, ატესტატის დუბლიკატის გაცემისას იმპერატიულად არის გათვალისწინებული შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არსებობა, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ.

 

6.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ დავთ ახალაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამსახურს და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა.

და---------–--ეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ უარი ეთქვა მოთხოვნაზე, ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით რომ N5------4-- განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა შემდეგი: 2019 წლის 23 ივლისს, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ NM------------ წერილით მიმართა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტს, რომლითაც სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლიდან და საარქივო სამმართველოს - ქობულეთის არქივიდან გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია - და---------–--ის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ. 2019 წლის 29 ივლისს, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლამ NM------------- წერილით აცნობა ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტს, რომ ინფორმაცია და---------–--ის ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელ საშუალო სკოლაში სწავლების შესახებ ვერ გაიცემოდა საარქივო დოკუმენტაციის არ არსებობის გამო. ამავე წერილის თანახმად, საარქივო დოკუმენტაცია გადაცემული იყო ქობულეთის საარქივო დეპარტამენტისთვის. ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით (ასლი) დავით დავითის ძე ახალაძეზე გაცემულია საშუალო განათლების ატესტატი, ნომრით - 0------.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის მიერ 2019 წლის 25 ივლისს გაცემული N0-------- საარქივო ცნობის თანახმად, ქობულეთის არქივში დაცული, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის დოკუმენტებით, 2--- წლის 1-ლი ივნისის N124 ბრძანებით დასტურდება, რომ მე-11 კლასის კურსდამთარებულები, რომლებსაც ყველა საგანში აქვთ წლიური დადებითი შეფასება დაშვებული იქნა საშუალო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებზე, სიითი ნომრით 20 კი არის, და---------–--ე. ამავე საარქივო ცნობის შესაბამისად, ჩაქვის N1 საშუალოს სკოლის 2--- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის რეგისტრაციის წიგნი ქობულეთის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შეტანილა. 2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობის შესაბამისად, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის 2--- წლის ბრძანების წიგნში მე-11 კლასის კურსდამთავრებულებზე ატესტატის გაცემის შესახებ ბრძანება არ მოიძებნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იძებნება ბრძანება და---------–--ის ატესტატის მიღების შესახებ. ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის 2--- წლის პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმები და საშუალო განათლების ატესტატების გაცემის რეგისტრაციის წიგნი ქობულეთის არქივში სახელმწიფო შენახვაზე არ შესულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინფორმაციო სისტემამ ვერ შეძლო და---------–--ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

საინფორმაციო სისტემის 2019 წლის 6 აგვისტოს NM---------------- წერილზე დაყრდნობით, სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 7 აგვისტოს N6-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, და---------–--ეს უარი ეთქვა 2019 წლის 23 ივლისის N5------4-- განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ სკოლის მოქმედ ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ძველი თარიღით გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და---------–--ის სკოლაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შესახებ. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული აქტების არსებობის აღიარება, ასევე შეუძლებელია სკოლას დაევალოს ძველი თარიღით აღნიშნული აქტების გამოცემა (აღდგენა). აღნიშნული აქტების არარსებობა ზღუდავს მოსარჩელის უფლებებს, კერძოდ ატესტატის დუბლიკატის მიღებაზე. ამავდროულად სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №1---- ბრძანებით დამტკიცებულია „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“ არ არეგულირებს ადმინისტრირებას, მსგავს შემთხვევაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ და---------–--ის მიერ საშუალო განათლების მიღების ფაქტის აღიარება, გარდა აღიარებითი სარჩელით სასამართლოსადმი მომართვისა, შეუძლებელია.

 

6.6. სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ და---------–--ე სწავლობდა ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელ საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) და აღნიშნულ სკოლაში 2--- წელს დაამთავრა სრული ზოგადი საგანმანათლებლო პროგრამა, რის შედეგადაც მას მიეცა ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, ატესტატი - N0------.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება მოწმეთა მ----------–------------------------–---- ჩვენებებით, 2019 წლის 29 ივლისს, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის NM------------- წერილით, საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანოს ქობულეთის არქივის 2019 წლის 25 ივლისის N0-------- და 2019 წლის 6 აგვისტოს N0-------- საარქივო ცნობებით, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ლი საშუალო სკოლის საშუალო განათლების ატესტატების გაცემის წიგნის ჩანაწერით.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ და---------–--ეზე გაცემულია ატესტატი, თუმცა მასზე დასმული ბეჭედი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდების ზუსტად იდენტური არ არის.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ და---------–--ე ნამდვილად სწავლობდა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვის N1 საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) და 2--- წელს მიიღო საშუალო განათლების ატესტატი N0------.

შესაბამისად, აღიარებული უნდა იქნეს, და---------–--ის მიერ 2--- სასწავლო წელს ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა) დამთავრების და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის მიღების ფაქტი;

 

6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 20--ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, საქმეში არსებული მასალების და მხარეთა განმარტების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

7. საპროცესო ხარჯები“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 25-ე, მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.და---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

-აღიარებული იქნას და---------–--ის მიერ 2--- სასწავლო წელს, ქობულეთის რაიონის ჩაქვის 1-ელი საშუალო სკოლის (ამჟამად სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლა) სრული კურსის დამთავრებისა და ამავე სკოლის საშუალო განათლების ატესტატის (N0------) მიღების ფაქტი;

2.მოპასუხე მხარეს, სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლას დაეკისროს და---------–--ის სასარგებლოდ, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით.

3.და---------–--ეს (პ/N61004046221) უკან დაუბრუნდეს, 2019 წლის 21 აგვისტოს, სს ,,თიბისი ბანკში“ N0 საგადასახადო დავალებით, ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, 20 ლარის ოდენობით.

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დრის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე