განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2020
საქმის ნომერი
330100119003064414
თარიღი
07.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2866-19 (№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ა------–-------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - თ-------------–------–------- - დაბადებული 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------------------------------ში

 

ადვოკატები - თ---------------------–---–-- გ----------------

 

თარჯიმანი - ხ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 6------ს განაჩენით, თ-------–------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარისათვის პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მყოფმა თ-------–------მა, კვლავ, არაერთგზის განახორციელა მუქარა ოჯახის წევრის - დის, თ------–-------ს მიმართ, კერძოდ: 2----–-–----------ს, საღამოს საათებში, თ-------–------- მივიდა ქ------–--–-----------–-----------6-ში მდებარე თ------–-------ს საცხოვრებელ სახლთან და სიტყვებით, რომ გამოასალამებდა სიცოცხლეს, გადაუწვავდა სახლ-კარს და თავადაც წაუკიდებდა ცეცხლს, სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით დაემუქრა მას. თ-------–-------ს ქმედებების შედეგად, თ------–-------ს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

დაზარალებულ თ------–-------ს ჩვენებით, ბრალდებული მისი ძმაა, რომელთანაც ურთიერთობა გაუფუჭდა მას შემდეგ, რაც საკუთარი ბინიდან ამოწერა თ-------ს შვილი, რომელიც მუდმივად პრობლემებს უქმნიდა. ბრალდებულისაგან განიცდის სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ქუჩაში შეხვედრისას ემუქრება სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, ყოფილა ჯოხით გამოკიდებისა და შეშინების ფაქტებიც.

 

დაზარალებულის ჩვენებით, 2----–-–----------ს, საღამოს საათებში, არასრულწლოვან შვილიშვილთან ზ----–-------ასთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–--–-----------–-------------ში, რა დროსაც მათთან მივიდა თ-------–-------, რომელიც ყვიროდა ეზოდან, მისი მისამართით იძახდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ემუქრებოდა მოკვლით, სახლზე ბენზინის გადასხმითა და დაწვით. ბრალდებული ასევე ემუქრებოდა არასრულწლოვანს, მომხდარი ფაქტით შეშინებულმა ზ----–-------ამ დარეკა პოლიციაში.

 

დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებების გამო არის მუდმივ სტრესში, მის მიერ განხორციელებულ მუქარას აღიქვამს რეალურად და ეშინია, რომ მისი ოჯახის წევრებს არ შეექმნას საფრთხე. აღნიშნული შიში განპირობებულია ბრალდებულის აგრესიულობითა და წარსული გამოცდილებით, კერძოდ: იყო შემთხვევა, როდესაც ბრალდებულმა მის სიძეს მოაჭრა ყური, უშუალოდ დაზარალებულის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა გრძელდება დიდი ხნის მანძილზე, რის გამოც თ-–-------ს ეშინოდა ქუჩაში მარტო გადაადგილება და თავს არიდებდა ბრალდებულთან შეხვედრას, ზოგჯერ მეზობლები აცილებდნენ სახლამდე უსაფრთხოების მიზნით, ეზოს რკინის კარი მუდმივად ჩაკეტილი ჰქონდა ბრალდებულის შიშით, ბრალდებულის მხრიდან მუქარასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას არაერთხელ შესწრებიან მეზობლები, რომელთა დახმარებითაც კონფლიქტი განმუხტულა. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული გასამართლებულია მის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის თაობაზე მუქარისათვის, თუმცა ამის მიუხედავად ანალოგიური განმეორდა 2----–-–----------საც, რის შემდეგაც შეშინებულ დაზარალებულს 3 ღამე არ უძინია იმაზე ფიქრით, რომ ბრალდებული მუქარას სისრულეში მოიყვანდა.

არასრულწლოვანი მოწმის ზ----–-------ას ჩვენებით, არის დაზარალებულ თ------–-------ს შვილიშვილი, თ-------–------- კი არის თ------- ძმა. ბრალდებული გამოირჩევა აგრესიულობით მისი ოჯახის წევრების მიმართ, ხშირად აწუხებს მათ, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება. ბრალდებულის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს ადგილი აქვს როგორც ქუჩასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეხვედრისას, ისე თ-–------- მათ აკითხავთ სახლში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის გამო მის ოჯახს გაწყვეტილი აქვს კონტაქტი ბრალდებულთან, თუმცა ეს უკანასკნელი მაინც არ ანებებს თავს მათ.

 

მოწმის ჩვენებით, 2----–-–----------ს, საღამოს საათებში, ბებიასთან, თ------–-------სთან ერთად იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თ---–--–-----------–-------------ში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ბრალდებულის ყვირილის ხმა, რომელიც უხმობდა მათ გარეთ და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ზ---მ აღნიშნული შეატყობინა ბებიას. მოწმის განმარტებით, კართან მყოფი თ-------–------- ემუქრებოდა დას სიცოცხლის მოსპობითა და სახლის გადაწვით, არწმუნებდა, რომ ციხეში მოხვედრის შემთხვევაშიც კი მოახერხებდა ვინმეს მეშვეობით თ-–-------ს მოკვლას. ზ----–-------ას განმარტებით, მასაც და თ------–-------საც ძალიან შეეშინდათ, რომ ბრალდებული მუქარას რეალურად განახორციელებდა და არასრულწოვანმა დარეკა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ბებიასთან ერთად ეზოში გავიდა, დაკეტილი კარის მიღმა კი იდგა ბრალდებული და აგრძელებდა მათ მიმართ მუქარასა და შეურაცხყოფას, არასრულწლოვანს ეძახდა ნაბიჭვარს და ემუქრებოდა, რომ სკოლაში მივიდოდა და შეარცხვენდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მათი მეზობელი ქ------------------–---–-ც. ზ-–--------ს ჩვენებით, ბრალდებულის ქმედებების გამო თ------–-------- არის მუდმივი სტრესის ქვეშ, ერიდება ქუჩაში მარტო გადაადგილებას და ბრალდებულთან შეხვედრას, თავადაც შიშის გამო არ დადის სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ თ-------–------მა სასჯელიც კი მოიხადა დის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე, მისი მხრიდან აგრესია ოჯახის წევრების მიმართ მაინც გაგრძელდა.

 

მოწმე ქ------------------–---–-ს ჩვენებით, თ------–------- არის მისი მეზობელი, ბრალდებული კი არის თ-–-------ს ძმა. დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არის კონფლიქტური სიტუაცია, რაც განპირობებულია წარსულში რამდენჯერმე თ-------ს მხრიდან დისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, დაზარალებული მუდმივად შეშინებულია და გაფრთხილებული ჰყავს ყველა მეზობელი, რომ ხმამაღალი საუბრის ან ყვირილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მივიდნენ მის სახლში დასახმარებლად. მოწმის ჩვენებით, 2----–-–----------ს, შემოესმა თ------–--------ს ეზოს კარიდან ჩხუბის ხმა. იმ მომენტისათვის სახლში იმყოფებოდნენ მხოლოდ თ------ და მისი არასრუწლოვანი შვილიშვილი ზ---, რომელმაც მიწერა მოწმეს, რომ დასახმარებლად მათთან მისულიყო. მოწმის ჩვენებით, გარეთ გასულმა დაინახა, რომ ეზოს შიგნით იდგნენ თ------ და ზ---, ხოლო დაკეტილი კარის გარეთ თ-------–-------. თ------ ეხვეწებოდა ბრალდებულს, რომ წასულიყო და თავი დაენებებინა მათთვის, თ------- კი აგრესიულად აგრძელებდა სიტყვიერი შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სახლის გადაწვით, ამასთან ზ---საც ემუქრებოდა, რომ სკოლაში მიაკითხავდა და შეაშინებდა. მომხდარის გამო თ------–-------ს ჰქონდა ისტერიული შეტევა და მას ასულიერებდნენ მეზობლები.

 

მოწმე ლ-–---------–---–-ს ჩვენებით, 2016 წლიდან მუშაობს შ--------------–-------–-–--–-----------–--------------- თანამდებობაზე. 2----–-–----------ს, საღამოს საათებში ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან, ს--–-------------სთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, თბილისში, დ----ს ქუჩაზე. ადგილზე დახვდათ ბრალდებული თ-------–-------, მისი და და გოგონა - დაზარალებული და მისი შვილიშვილი სახლის ეზოში იყვნენ, ხოლო თავად ბრალდებული ეზოს კართან იდგა. დაზარალებულის განცხადებით, მისი ძმა აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სახლ-კარის დაწვით. არასრულწლოვანმა გოგონამაც დაადასტურა მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი და განმარტა, რომ თ-–-------საგან მოსალოდნელი საფრთხის გამო სკოლაშიც კი არ დადიოდა. თავად თ-–------- აცხადებდა, რომ დაზარალებული ცრუობდა. მოწმის განმარტებით, მოძალადე თ-------–-------ს მიმართ ადგილზევე შედგა შემაკავებელი ორდერის ოქმები.

 

მოწმე ს--–------------ის ჩვენებით, სამი წელია მუშაობს შ--------------–-------–-–--–-----------–--------------- თანამდებობაზე. 2----–-–----------ს, ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, დ----ს ქუჩაზე ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. ადგილზე მისვლისას დახვდათ სახლი, რომელსაც ჰქონდა ღობე და რკინის კარი. ღობის გარეთ იყო მამაკაცი, ხოლო შიგნით - ქალბატონი თ------ და ბავშვი, სახელად ზ---. დაზარალებული ქალბატონი მათივე თანდასწრებით ეკითხებოდა ბრალდებულს, თუ რატომ არ ანებებდა თავს. თ------–-------სთან გასაუბრებით დადგინდა, რომ თ-------–------- იყო ნასამართლევი მუქარის ფაქტზე, ციხიდან გამოსული იყო 20 დღის წინ და აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას, კვლავ ემუქრებოდა ოჯახის წევრს. თ------–------- განმარტავდა, რომ ბრალდებული ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით - სახლის გადაწვით. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული და დაჭირდა დამამშვიდებელი წამლები. თ-–------- ასევე აცხადებდა, რომ წარსულში ბრალდებულმა მის სიძეს მოაჭრა ყური. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს არასრულწლოვანმა ზ----–-------ამაც დაუდასტურა, რომ ბრალდებული მასაც ემუქრებოდა სკოლაში მისვლითა და სახელგამტეხი ცნობების გახმაურებით, რადგან სს საქმეზე (რომელზეც დადგა გამამტყუენებლი განაჩენი) გოგონამ მისცა ბრალდებულის მამხილებელი ჩვენება. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეზობელიც, რომელიც აცხადებდა, რომ ბრალდებული ხშირად აკითხავდა და აწუხებდა თ-–-------ს ოჯახს, ასევე ბრალდებულს მიმართავდა დაენებებინა თავი დაზარალებულისათვის. დაზარალებულის მოთხოვნით, ადგილზევე შედგა შემაკავებელი ორდერები მოძალადე თ-------–-------ს მიმართ.

 

მოწმე გ--------–------ის ჩვენებით, მუშაობს შ--------------–-------–-–--–-----------–--------------- თანამდებობაზე. 2----–-–----------ს, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ინსპექტორი და არასრულწლოვანი ზ----–-------ასაგან მიიღო ინფორმაცია თ-–-------ს მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის თაობაზე. გოგონას განმარტებით, ბრალდებული სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა მის ბებიას, თ------–-------ს. მოწმის განმარტებით, მომხდარის გამო არასრულწლოვანი იყო დათრგუნული, აღელვებული და ძლიერი სტრესის ქვეშ.

 

მოწმე ზ---------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მ-----------------–---ში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2----–-–-ს 18 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა თ------–-------, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული და აცხადებდა რომ ძმასთან თ-------–------თან ჰქონდა პრობლემები, კერძოდ, ბრალდებული ემუქრებოდა მოწმეს სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით. მოწმის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. დაზარალებული განცხადებაში განმარტავდა, რომ ეშინოდა ბრალდებულის და თვლიდა, რომ მუქარა რეალურად განხორციელდებოდა.

 

ბრალდებულ თ-------–-------ს ჩვენებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია. სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას ბრალდებული განმარტავდა, რომ მისმა დამ განზრახ მეორედ დასდო ბრალი მუქარის განხორციელებაში, ვინაიდან სურს მისი ბინის წართმევა და მისაკუთრება, სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში კი განაცხადა, რომ კონფლიქტი განპირობებული იყო დისშვილების არასათანადო და მისთვის მიუღებელი ცხოვრების წესით. ბრალდებულმა ასევე აჩვენა, რომ 2----–-–----------ს საერთოდ არ მისულა თ-–-------ს სახლთან და პოლიციამ იგი დააკავა კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თუმცა შემდეგ საუბარშივე დაადასტურა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა თ---–--–-----------–-------------ში, თუმცა დაზარალებულის ეზოში არ შესულა და კართან ჩამოჯდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

 

დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2----–-–----------ს 21:20 საათზე, თ---–--–-----------–-------------ის წინ ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა თ-------------–------–-------.

 

2----–-–----------ის N0----- (შემდგენი გ--–-----ძე) და N0----- (შემდგენი ს---------) შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე თ-------–-------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერები მსხვერპლის, ზ----–-------ას მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის და მსხვერპლის, თ------–-------ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სახლის დაწვის თაობაზე მუქარის ფაქტებზე.

 

2----–-–-ს 18 თებერვლის N0----- (შემდგენი ზ--------–---–-) შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე თ-------–-------ს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის, თ------–-------ს მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, სიცოცხლის მოსპობისა და სახლის დაწვის თაობაზე მუქარის ფაქტებზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 6------ს განაჩენით, თ-------–------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ თ------–-------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–-ს 18 თებერვლიდან 2----–-–-ს 6------ს ჩათვლით - 2 (ორი) თვე და 19 (ცხრამეტი) დღე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა, რა დროსაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

დაზარალებულ თ-–-------სა და არასრულწლოვანი ზ-–--------ს, პატრულ-ინსპექტორებისა და თვითმხილველი მოწმის ქ---------–---–-ს ჩვენებებით, აგრეთვე შემაკავებელი ორდერებითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით უტყუარად დადგენილია, რომ თ------–------- განიცდიდა ძმის, თ-------–-------საგან სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც პირადად, ისე ოჯახის წევრების მიმართ, სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების - სახლის გადაწვის მუქარას, რის გამოც იყო მუდმივ სტრესში, ერიდებოდა ქუჩაში მარტო გადაადგილებას და ბრალდებულთან შეხვედრას, ეშინოდა, რომ თ-------–------- მუქარას რეალურად განახორციელებდა. დაზარალებულის მიერ შიშის რეალურად განცდაზე ნათლად მეტყველებს მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა როგორც 2----–-–----------ამდე (ეზოს ჭიშკარი მუდმივად დაკეტილი ჰქონდათ, ხშირად მეზობლებთან ერთად გადაადგილდებოდა ქუჩაში, არასრულწლოვან ზ-–--------საც კი უწევდა სკოლის გაცდენა და ა.შ.), ისე 2----–-–----------ის ინციდენტის დროს, როდესაც შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებსა და ქ---------–---–ს თ------–------- დახვდათ ძლიერ აღელვებული, შეშინებული, დამამშვიდებელი პრეპარატის მიღებაც კი გახდა საჭირო.

 

მუქარის საფუძვლიანობის შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე მუქარის განმახორციელებლი პირის - ბრალდებულის პიროვნებას, მის არაადეკვატურ ქცევას და აგრესიას დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ (მათ შორის, სასამართლო სხდომის დარბაზში), რის გამოც თ------–------- და მისი ოჯახი იმყოფება მუდმივ სტრესსა და საფრთხის მოლოდინში, შემაკავებელი ორდერები და გამამტყუნებელი განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრიც კი არ აღმოჩნდა ბრალდებულის სათანადო ქცევის გარანტი და მან კვლავ გააგრძელა მუქარა და ფსიქოლოგიური ძალადობა დის მიმართ.

 

საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 6------ს განაჩენით, თ-------–------- გასამართლებულია საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ თ------–-------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 6 თვე პირობითი მსჯავრი, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და მან 2----–-–----------ს, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოება - არაერთგზისობა, ვინაიდან თ-–------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

ასევე დადგენილია, რომ თ-------–-------ს მიერ სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა განხორციელებულია დის, თ------–-------ს მიმართ, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, წარმოადგენს ოჯახის წევრს, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის სამართლებრივი შეფასება ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლისა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს 2----–-–-ს 20 სექტემბრის N5--- კანონით (ძალაშია 15.10.2----–-–-დან) საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი - მაკვალიფიცირებელი გარემოება მუქარის განხორციელება „ოჯახის წევრის მიმართ“ (აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით სხვა სასჯელებთან ერთად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2-3 ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ (ე.ი. 111 მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედება) პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

 

თ-–-------ს დანაშაულებრივი ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ჩადენილი არაერთგზის) შეფასებისას, სსკ-ის 531 მუხლის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, მინიმალური სასჯელი იქნებოდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამავე მუხლში საქართველოს 2----–-–-ს 20 სექტემბრის N5--- კანონით განხორციელებული ცვლილებით სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა სსკ-ის 531 მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებას, ვინაიდან ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „ოჯახის წევრის მიმართ“ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა გახდა მაკვალიფიცირებელი გარემოება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 2----–-–-ს 20 სექტემბრის N5--- კანონით (ძალაშია 15.10.2----–-–-დან) საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილში განხორციელებული ცვლილება - „დ“ ქვეპუნქტის დამატება გავლენას ახდენს თ-–-------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციასა და სასჯელზე შემსუბუქების კუთხით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-–-------ს ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, სწორია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. თ-------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

4.2. თ-------–-------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით_ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება თ-------–-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზრვრის პირობებში, ვინაიდან ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნა, არააადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ამასთან, სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია როგორც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან, ისე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებასთან და ხსენებულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულ რეკომენდაციებთან (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირების განუხორციელებლობა. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ-------–-------ს მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 6------ს განაჩენი, კერძოდ:

 

თ-------–------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ თ------–-------ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–-ს 18 თებერვლიდან 2----–-–-ს 6------ს ჩათვლით - 2 (ორი) თვე და 19 (ცხრამეტი) დღე.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------–-------ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-------–-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე.

 

თ-------–------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თ-------–-------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 6------ს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვე;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-ს 6------ს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ თ-------–------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------იდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება - თ-–-------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები (ინახება შ--------------–-------–-–-----------------------------–---------------------------–------------------------------–--–ი) დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია