განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1023-18 (№046251018001)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 იანვარი 2020 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე თათია გოგოლაური
სხდომის მდივანი დავით აბაშიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- გ-----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული: თ---------- ჩ-----
მამის სახელი: ბ-----
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 2----------
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: ტყიბული, გ----------------------–---------
ადვოკატი - ე--- ნ--------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 25 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. ტყიბულში, გ-------–---------------------–- მდებარე სახლში, თ---------- ჩ-----მ იძალადა მეუღლეზე - მ---- გ--–-–---–--- (ესროლა თეფში, რომელიც ამ უკანასკნელს მოხვდა თავში). ძალადობის შედეგად მ---- გ--–-–---–-- განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება თ---------- ჩ------ მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ---------- ჩ------ ბრალეულობას.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- გ--–-–---–-- არ მისცა ჩვენება მეუღლის თ---------- ჩ------ წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---------------- ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ტყიბულის რაიონული სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 25 ოქტომბერს შევიდა შეტყობინება მ---- გ--–-–---–-- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ხელმძღვანელობის დავალებით გავიდა შემთხვევის ადგილზე, ოპერატიულ ჯგუფში იყო თავად, უბნის ინსპექტორი ბ--- ფ--------- და მ-----– შ----–----. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მამაკაცმა განუმარტა, რომ შელაპარაკების დროს ცოლს ესროლა თეფში. ამის შემდეგ გაესაუბრა მეუღლეს, რომელსაც თავიდან მოსდიოდა სისხლი და მისი განმარტებით თ---------- ჩ-----მ მიაყენა შიტყვიერი შეურაცხყოფა და შემდეგ ესროლა თეფში. აღნიშნულის შემდეგ თ---------- ჩ----- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რაზეც შედგა ოქმი. მანვე, დაკითხა დაზარალებული მ---- გ--–-–---–-, მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები და მიიღო შესაბამისი დასკვნები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----– შ----–----ს ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 25 ოქტომბერს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. დ-------------------- ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც სახლის აივანზე იდგა დაზარალებული, რომელსაც სდიოდა სისხლი. დ---------------- შეკითხვაზე თ---------- ჩ-----მ უპასუხა, რომ აღელვებული იყო და მეუღლეს ესროლა თეფში. თ---------- ჩ----- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით, რაზეც შედგა ოქმი. თ---------- ჩ-----ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ--- ფ---------მ, ანალოგიურად აღწერა ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------ ა-------–---- ჩვენებით ირკვევა, რომ თ---------- ჩ----- არის მისი მეუღლის ძმა. 2018 წლის 25 ოქტომბერს თ---------- ჩ------ სახლიდან შემოესმა ყვირილი, კერძოდ მ---- გ--–-–---–- ითხოვდა დახმარებას. როდესაც მათთან მივიდა, მ---- იყო განერვიულებული და განუმარტა, რომ თ----------მა მიაყენა დაზიანება. მ----ს უბრალო ნაკაწრი ჰქონდა კეფაზე, თუმცა თავად არაფერი დაუნახავს და დაზიანება საიდან მიიღო არ იცის. მ---- გ--–-–---–- აქვს ფსიქიკური პრობლემები.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად - 2018 წლის 25 ოქტომბერს ტყიბულის რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო ქ. ტყიბული, გ-----------------–----------------–- მ---- გ--–-–---–-- მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2------ თანახმად - ტყიბულის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად 2018 წლის 25 ოქტომბერს მ---- გ--–-–---–--- იძალადა ქმარმა და თავი აქვს გატეხილი.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად - 2018 წლის 25 ოქტომბერს ტყიბულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ დ---------------- მიერ ქ. ტყიბულში, გ------------------ის წინამდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის ეზოში თ---------- ჩ----- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 25 ოქტომბერს ტყიბულის რაინული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ--- ფ---------- მიერ 15:10 საათიდან 15:30 საათამდე დროის პერიოდში დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. ტყიბულში, გ----------------------–------ სახლი პირველში და არის თ---------- ჩ------ საცხოვრებელი სახლი. სახლის ეზოში მინდორზე, აივნის აღმოსავლეთით დაგდებულია ერთი ცალი თეთრი ფერის საშუალო ზომის ფაიფურის თეფში, რომელიც არის დაუზიანებელი. მ---- გ--–-–---–-- განმარტებით მისმა მეუღლემ თ---------- ჩ-----მ სწორედ აღნიშნული თეფში ესროლა მას, რომელიც მოხვდა თავში.
საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 25 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ სავარაუდო მსხვერპლი არის მ---- გ--–-–---–-, ხოლო სავარაუდო მოძალადე თ---------- ჩ-----. შემაკავებელი ორდერი გაცემულია თ---------- ჩ------ მიმართ.
სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N327-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: მ---- გ--–-–---–- გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 25.10.2018 წელს და დაესვა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა. 25.10.2018 წ. 20:16-20:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- გ--–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მოანცემებში). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-- გ-----------მ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.
4. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ბრალდების ფორმის მიხედვით სახეზეა განზრახი დანაშაული, შესაბამისად პირს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდეს ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა თ---------- ჩ------ ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა მ---- გ--–-–---–-- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ მოწმეებს მ------ ა-------–----, დ----------------, მ-----– შ----–----- და ბ--- ფ---------ს, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები და ავრცელებენ იმ პირისაგნ მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.
სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომას, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (იხილეთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548; §52). შესაბამისად, მოწმის ჩვენების სამართლებრივი ღირებულება, მაშინ როდესაც მის მიერ, სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად - წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N327-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: მ---- გ--–-–---–- გაეწია სასწრაფო-სამედიცინო დახმარება 25.10.2018 წელს და დაესვა დიაგნოზი: თავის ღია ჭრილობა. 25.10.2018 წ. 20:16-20:25 სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- გ--–-–---–- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მოანცემებში). ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო უთითებს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანება მ---- გ--–-–---–-- მიიღო თ---------- ჩ------ ძალადობრივი ქმედების შედეგად.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ თ---------- ჩ-----მ იძალადა მეუღლეზე მ---- გ--–-–---–---. კერძოდ, თეფში ესროლა თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა თ---------- ჩ------ ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს, რის გამოც თ---------- ჩ----- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---------- ჩ----- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
თ---------- ჩ------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ თ---------- ჩ-----ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეფში - განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თათია გოგოლაური