განაჩენი

სისხლის სამართლის 19.12.2019
საქმის ნომერი
330100119003084502
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

საქმე №1/3064-19

№0-----------

19დეკემბერი,2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------–--- დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ქ--------------------------------------ში (პირადი №6----------)

 

ადვოკატი - გ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

წარდგენილი ბრალდების არსი:

გ----------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------------------------------–---------------–-------------–--------------- გ----------–--- დაახლოებით 1 წლის და 3 თვის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–------------თან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ეუბნებოდა, რომ მას, როგორც ქალს უპირობოდ უნდა შეესრულებინა მისი, მამაკაცის მოთხოვნები და მითითებები, ყოფილიყო მისი მორჩილი, როგორც ეს ქალებს ევალებათ მამაკაცებთან და მეუღლეებთან მიმართებით. ი-----–----------ე, როგორც ქალი, უნდა გაეზარდა, ისეთი როგორიც მას სურდა.

2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:00 სთ-ზე, ქ. თბილისში, ქ--------------------------ში, გ----------–---მ მის სახელზე რეგისტრირებული “G-------------4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი ყელისა და ნიკაპის არეში მიუშვირა ოჯახის წევრს - მეუღლეს ი-----–------------ და დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამასთან, გ----------–---მ ი-----–------------ ძლიერად მოქაჩა თმა, ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მკლავზე და რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი მეტლახის იატაკზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანებები თავის, მარცხენა მკლავის, მარცხენა ლოყასა და თვალს შორის, მარჯვენა ყურის, ყელის და მარჯვენა მუხლის არეში.

ამის შემდეგ, გ----------–---მ ი-----–------------ დანა მიადო ყელზე და დაემუქრა, რომ გადაუჭრიდა თავს კბილებში, რის შედეგადაც ი-----–------------ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ----------–---მ ი-----–------------ მოუქნია დანა სახის მიმართულებით, ი-----–----------ემ მარჯვენა ხელით დაუჭირა მოქნეული დანა, რა დროსაც გაეჭრა მარჯვენა ხელის 3 თითი.

გ----------–--ის მიერ ი-----–----------ეზე განხორციელებულმა ძალადობამ და სისტემატურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია ი-----–----------ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

სასამართლომ დაადგინა:

გ----------–---მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ყოველივე ზემოაღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–-------–-–------------------------------–---------------------------–-----------------------------------------–---------------–-------------–--------------- გ----------–--- დაახლოებით 1 წლის და 3 თვის განმავლობაში ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–------------თან. 2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ--------------------------ში, გ----------–---მ მის სახელზე რეგისტრირებული “G-------------4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მიუშვირა მეუღლეს, ი-----–------------ და დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ამასთან, გ----------–---მ ი-----–------------ ძლიერად მოუჭირა ხელი მარცხენა მკლავზე და ძლიერ მოქაჩა თმა, რის შედეგადაც ი-----–----------ე წაიქცა და თავი და სახე მეტლახის იატაკს დაარტყა. გ----------–--ის ძალადობრივ ქმედებათა შედეგად ი-----–----------ემ ფიზიკური ტკივილი განიცადა და დაზიანებები მიიღო თავზე, მარცხენა მკლავზე, მარცხენა ლოყაზე, მარჯვენა ყურზე, ყელსა და მარჯვენა მუხლზე.

ამის შემდეგ, გ----------–---მ ი-----–------------ დანა მოუღერა და მოკვლით დაემუქრა, რის შედეგადაც ი-----–------------ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მარჯვენა ხელით დაუჭირა მოქნეული დანა, რა დროსაც გაეჭრა მარჯვენა ხელის სამი თითი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

შეტყობინების რეგისტრაციის N13----- ბარათის თანახმად, 2019 წლის 24 მაისს, 23:28 საათზე, საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა ფ---------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი, ი-----–----------ე, თბილისში, ქ-----------------------ში, ოჯახური კონფლიქტისას, დანით დაჭრა მეუღლემ. ი-----–----------ემ, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა ქ. ქ-------ში, უარი განაცხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

შეტყობინების რეგისტრაციის N1------ ბარათით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქ-------ი) “107” საპატრულო ეკიპაჟის პ--------–-------------მა ვ. ო-------მ განაცხადა, რომ ფ---------------ისგან მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმად, 2019 წლის 24 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისში, ქ-----------------------ში მის შვილს, ი-----–------------, მეუღლემ, შსს ს---------–--------------------- თანამშრომელმა გ----------–---მ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იარაღის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და დანით დაუზიანა მარჯვენა ხელი. ი-----–------------ ქ-------ში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია.

 

დაზარალებულმა ი-----–----------ემ, ბრალდებულ გ----------–--ის მეუღლემ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 22 მაისს ჰქონდა დაბადების დღე და სტუმრად ჰყავდა დედა და დედამთილი. 23 მაისს დედამთილი წავიდა, 24 მაისს კი დედამისი, ფ---------------ე გააცილეს. სახლში დაბრუნების შემდეგ გ----------–---მ ჩხუბი დაუწყო, - როგორ უყურებდი დედაჩემს და ფულს რატომ სთხოვდიო. მეუღლემ, რომელიც ასეთი აღელვებული არასდროს უნახავს, სეიფიდან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიღო, სახეში მიუშვირა და მოკვლით დაემუქრა, - მეც არაფრად მაგდებ და ჩემს მშობლებსაც ცუდად ექცევი, ამიტომ შენც მოგკლავ და თავსაც მოვიკლავო. შეეშინდა და მეუღლის დაწყნარება დაიწყო, პატიებასაც სთხოვდა, მაგრამ მან, პატიების ღირსი არ ხარო, უპასუხა, შემდეგ სამზარეულოდან ხისტარიანი დანა გამოიტანა, მიუშვირა, „ამით უნდა მოგკლა“-ო დაემუქრა და სახის მიმართულებით მოუქნია. შეეშინდა და მოქნეული დანა მარჯვენა ხელით დაუჭირა, რის გამოც სამი თითი გაეჭრა. გ----------–---მ მის ხელზე სისხლი რომ დაინახა, თავადაც შეშინდა და თითები გადაუხვია. როცა ცუდად გახდა და ჩაიკეცა, მეუღლემ ჩხუბი დაუწყო, „რატომ იტყუები“-ო, შემდეგ ჯერ მარცხენა მკლავზე მოუჭირა ძლიერად ხელი, შემდეგ კი ხელი თმაში ჩაავლო. წაიქცა და თავი და სახის მარჯვენა მხარე ძლიერად დაარტყა მეტლახის იატაკს. აღნიშნულის შედეგად მიიღო დაზიანებები, რომლებიც მოგვიანებით გამომძიებლის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებში იქნა დაფიქსირებული. ინციდენტი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გ----------–---ს მშობლები დაუკავშირდნენ მობილურ ტელეფონზე, მათთან საუბრისას იგი გამოემშვიდობა დედ-მამას და სთხოვა ბავშვისთვის მიეხედათ. ბოლოს გ----------–---მ უთხრა სახლიდან წასულიყო, რის გამოც მეზობელთან, ი-----------თან წავიდა, საიდანაც მეგობარს, ქ----------------–---ს დაუკავშირდა. მეგობარმა მიაკითხა მას და ტანსაცმელი და ფული მისცა, რის შემდეგაც ჯერ ქ-------ში, შემდეგ კი მშობლებთან, სოფელში გაემგზავრა. მშობლებს მომხდარის შესახებ უამბო, მათთან ერთად ქ-------ის პოლიციაში მივიდა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ განაცხადა. დაზარალებულმა ი-----–----------ემ დაკითხვისას განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით გ----------–---სთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და მისი მკაცრად დასჯა არ სურს. მანვე აღნიშნა, რომ დისკრიმინაციული აზრები და ქცევა მის მეუღლეს არასდროს ჰქონია.

მოწმე ი-----------მა, დაზარალებულ ი-----–----------ის მეზობელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს მასთან სახლში მივიდა მისი შვილის მასწავლებელი - ი-----–----------ე, რომელსაც საღამური ეცვა და გაწითლებული და აფორიაქებული იყო. ი-----–---მ მისი ტელეფონით ისარგებლა და მალევე წავიდა.

 

მოწმე ქ----------------–---მ, დაზარალებულ ი-----–----------ის მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 მაისს, საღამოს, ი-----–--- დაუკავშირდა ტელეფონით, იგი ტიროდა და სთხოვდა მიეკითხა მისთვის და წაეყვანა. მითითებულ ადგილას ი-----–---ს სანახავად რომ მივიდა, მას „პიჟამო“, ჩუსტები და მაისური ეცვა, თითი ჰქონდა გაჭრილი, დაზიანებები სახეზეც ეტყობოდა. ი-----–---სგან შეიტყო, რომ იგი მეუღლეს უცემია და იარაღითაც დამუქრებია მოკვლით. ი-----–---ს ტანსაცმელი და ფული მისცა, მშობლებთან წასვლა რომ შეძლებოდა.

 

მოწმე ფ---------------ემ, დაზარალებულ ი-----–----------ის დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი სიძე და ქალიშვილი მარტონი ცხოვრობდნენ თბილისში. 2019 წლის 22 მაისს, ი-----–---ს დაბადების დღეზე, სტუმრად ჩავიდა მათთან, 24 მაისს კი სახლში დაბრუნდა. საეჭვოდ ეჩვენა, ქალიშვილმა ნამგზავრი რომ არ მოიკითხა და თავად დაურეკა. მის ზარს ი-----–---ს მულმა უპასუხა, რომელმაც უთხრა, რომ გ---მ და ი-----–---მ იჩხუბეს, ეს უკანასკნელი სახლიდან წავიდა და ეძებდნენ. ი-----–--- იმავე დღეს ჩავიდა მათთან, იგი ანერვიულებული იყო და ცახცახებდა, სახეზე დალურჯებები ჰქონდა, თითები კი - გაჭრილი. ქალიშვილმა უამბო, რომ მეუღლემ სცემა, იარაღით დაემუქრა და სახლიდან გააგდო. მოწმე ფ---------------ემ ასევე განმარტა, რომ ცოლ-ქმარს ადრეც მოსვლია სიტყვიერი კონფლიქტი, რადგან გ----------–--- ცოლს წვრილმანებზე უშარდებოდა.

 

მოწმე ი-------------, დაზარალებულ ი-----–----------ის მამამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 მაისს, საღამოს, მან და მისმა მეუღლემ შეიტყვეს, რომ ი-----–---ს და გ---ს უჩხუბიათ და ი-----–--- სახლიდან წასულა. დაიწყეს შვილის ძებნა, რა დროსაც ქ----------------–--ისგან გაიგეს, რომ იგი მათთან გამოემგზავრა. ი-----–--- რომ ჩამოვიდა, სახეზე, ლოყაზე, თვალთან სილურჯეები ეტყობოდა, თითებზე კი ჭრილობები ჰქონდა. ერთად მიიღეს გადაწყვეტილება პოლიციისთვის მიემართათ. მოწმე ი------------- განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში მის ქალიშვილსა და სიძეს კონფლიქტი არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ ფიზიკურ ძალადობამდე საქმე არასდროს მისულა. როცა გ----------–---ს ეკითხებოდა, რა იყო მათ შორის ჩხუბის მიზეზი, იგი ეუბნებოდა, რომ ი-----–--- ეჯიუტებოდა და არაფერს უჯერებდა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმ რ------------------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, დასტურდება, რომ 2019 წლის 24 მაისს ქ. ქ-------ში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 23:30 საათზე „112“-დან მიიღეს შეტყობინება, რომ მოქალაქემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ბრიგადა დაუყოვნებლივ გავიდა გამოძახების ადგილზე, კერძოდ, ქ. ქ-------ში, მ-------------------------------------------------------- გადაკვეთაზე. ადგილზე დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ი-----–----------ე, მისი დედა და ოჯახის სხვა წევრები. ი-----–----------ე განმარტავდა, რომ თბილისში, მეუღლის მხრიდან გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ი-----–------------ ხელის თითები ჰქონდა გადასერილი, როგორც თავად განმარტა, - დანით, ასევე, სახესა და სხეულზე ჩალურჯებები ეტყობოდა, რომლებიც ვიზუალურად ფიზიკური ძალადობის კვალს ჰგავდა. პაციენტი იმ მომენტში თავს ცუდად გრძნობდა, ჰქონდა თავბრუსხვევა და ეტყობოდა, რომ აღელვებული იყო.

 

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებით - შსს ს----------–-------–-–-------------------------------------------------------–-------------–------------- ვ-–----------ის გამოკითვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 24 მაისს ქ. ქ-------ში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 23:30 საათზე, მიიღო შეტყობინება, რომ მოქალაქემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. მივიდა გამოძახების ადგილზე, - ქ. ქ-------ში, მ-------------------------------------------------------- გადაკვეთაზე. ადგილზე დახვდნენ შეტყობინების ინიციატორი ფ---------------ე, მისი შვილი - ი-----–----------ე, ი-----–---ს მამა - ი-----------ე, მამიდა და ბებია. ფ---------------ემ აცნობა გამოძახების მიზეზი და უამბო, რომ მისი შვილი, ი-----–----------ე მეუღლის, გ----------–--ის მხრიდან გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი. ფ---------------ის განმარტებით, მისი სიძე იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მუშაობდა თბილისის ი-------------------------–--------------ს თანამდებობაზე. დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ი-----–--- და გ--- დაოჯახებულები იყვნენ, ჰყავდათ შვილი და ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, ქ---------------- ი-----–------------ა და გ----------–---ს ყოფით ნიადაგზე მოსვლიათ კამათი, რა დროსაც გ----------–---ს მეუღლე უცემია, თავი არტყმევინა მას მეტლახის იატაკზე და დანის გამოყენებით დაუჭრია კიდეც. პირადი გასაუბრების დროს ი-----–----------ემ დაუდასტურა ყოველივე ის, რაც დედამისმა ფ---------------ემ უამბო. ი-----–----------ე დეტალურად აღწერდა მასსა და გ----------–---ს შორის მომხდარ კონფლიქტს, რა დროსაც გ----------–---მ მას ხელ-ფეხი ურტყა სხეულის სხვადასხვა ადგილას, თავი არტყმევინა მეტლახის იატაკზე და დანა მოუქნია, რომელიც ხელით მოიგერია და გადაეჭრა თითები. ი-----–------------ ვიზუალურად ნამდვილად ეტყობოდა დაზიანებები - სახეზე, კისერზე, ფეხზე და მკლავზე ჰქონდა ჩალურჯებები, თითები კი გადასერილი ჰქოდა. დაზარალებულთან გასაუბრებისას ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებსაც ი-----–----------ემ იგივე უამბო. მას დაუმუშავეს ჭრილობა თითზე, მოწმინდეს სისხლი და გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება. ექიმებმა ი-----–------------ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც შესთავაზეს, რაზეც ი-----–---მ უარი განაცხადა.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების, შსს ი------------------–-----------------------------------–-–--------------------ს, ქ. ქ-------ის სამმართველოს პ---–-–-----------------------–---- უფროსი გ----------–----–---–-ს გამოკთხვის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 24 მაისს იგი გამოცხადდა ქ. ქ-------ში, მ-------------------------------------------------------- გადაკვეთაზე, სადაც დახვდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, ი-----–----------ე და მისი ოჯახის წევრები. ი-----–----------ე აცხადებდა, რომ მეუღლის, გ----------–--ის მხრიდან, რომელიც მუშაობდა თბილისში, პ--------–-------------ად, იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ი-----–----------ის განმარტებით, მეუღლესთან ყოფით ნიადაგზე მოსვლია კამათი, რა დროსაც გ----------–---ს უცემია იგი, კერძოდ, თავი არტყმევინა მეტლახის იატაკზე, ხელ-ფეხით მიაყენა სხეულის დაზიანებები და დაუჭრია დანით. ი-----–------------ ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანებები, სახეზე, კისერზე, ფეხზე და მკლავზე ჰქონდა სიწითლეები, ასევე თითები ჰქონდა გაჭრილი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ ს-----------------–------------------–----------------------–---------------–-------- N4--- სამედიცინო ბარათში მითითებულია, რომ ი-----–------------ 2019 წლის 24 მაისს აღენიშნებოდა "დასერილი და სილურჯე", რაც არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშნებს, სსიპ ს-----------------–------------------–----------------------–---------------–-------- სამედიცინო ბარათის ჩანაწერებში ი-----–----------ის სხეულზე არსებული რაიმე სახის მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნების შესახებ მითითებული არ არის.

2019 წლის 25 მაისს, ი-----–----------ემ პირად შემოწმებაზე უარი განაცხადა, რაზედაც გამომძიებლის მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.

N4--- სამედიცინო ბარათში აღნიშნულია, რომ ი-----–------------ 2019 წლის 24 მაისს, 23:45 სთ-ზე აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება. პაციენტის განმარტებით, ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, უჩივის თავბრუსხვევას. მარჯვენა მე-2 და მე-4 თითებზე აღენიშნება დასერილი. მარჯვენა ყვრიმალზე სილურჯე, სიმპტომები და ნიშნები დაკავშირებული ემოციურ მდგომარეობასთან.

ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...ი-----–----------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურის წინა ზედაპირზე არსებული მოყვითალო მოყავისფრო ლაქა შეიცავს სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----–------------; გარდა ამისა, ამავე პაკეტში მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ი-----–------------.

ი-----–--- ს------ს ვიზუალური დათვალიერების ოქმზე დართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ 2019 წლის 25 მაისისათვის ი-----–------------ აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები.

მოწმე ს--------------–---მ, ბრალდებული გ----------–--ის დამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 მაისს რძალსა და მის ძმას შორის მომხდარ კონფლიქტს არ შესწრებია, მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო ძმისგან, რომ ასეთს ადგილი ჰქონდა. გ---სთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა ი-----–---ს, რადგან არ ეგონათ, რომ იგი ბავშვს დატოვებდა და ქ-------ში წავიდოდა. მოწმე ს-------------------მ ასევე აღნიშნა, რომ რძლის ბებია აშანტაჟებდა მის ოჯახს და სასამართლოში ჩვენების არმიცემის სანაცვლოდ ი-----–---ს სახელზე გ---ს ბინის გადაფორმებას ითხოვდა. დაზარალებულის ბებიის მხრიდან ამგვარი მოთხოვნის შემცველი სატელეფონო საუბარი ჩაიწერა კიდეც, ჩანაწერი კი პროკურორს წარუდგინა.

 

ბრალდებულმა გ----------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 24 მაისს მეუღლესთან, ი-----–------------თან, კონფლიქტს ადგილი მართლაც ჰქონდა, თუმცა მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც მოკვლით დამუქრებია მას. ი-----–----------ის სხეულზე არსებულ დაზიანებებს იმ გარემოებით ხსნის, რომ როცა მეუღლე შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა, წამოსაყენებლად მას მკლავზე ხელი მოუჭირა, სახეზე მისთვის წყლის მისასხმელად თმა რომ გადაუწია, არ გამორიცხავს რომ განერვიულებულმა ძალა ვერ მოზომა და თავიც ატკინა. რაც შეეხება სახეზე არსებულ დაზიანებებს, ისინი ი-----–---მ ჩაკეცვისა და წაქცევის შედეგად მიიღო. თითებზე არსებული დაზიანებები რა ვითარებაში მიიღო მისმა მეუღლემ არ ახსოვს, რადგან აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოკვლით ცოლს არასდროს დამუქრებია და არც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დაუჩაგრავს იგი. დიდი ასაკობრივი სხვაობა გარკვეულ გაუგებრობას იწვევდა მათ შორის, რა დროსაც მხოლოდ იმას სთხოვდა მეუღლეს, რომ დაეჯერებინა მისთვის. ყველაფერში ხელს უწყობდა მას და არასდროს არაფერი დაუშლია მისთვის. ბრალდებულმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლეს უნებურად ტკივილი მიაყენა.

სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეიცავს საკმარის ფაქტებს, იმაში დასარწმუნებლად, რომ გ----------–---მ 2019 წლის 24 მაისს მეუღლის, ი-----–--- ს------ს მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, ხოლო რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ქმედებათა დისკრიმინაციის მოტივით ჩადენას, ისევე, როგორც გ----------–--ის მიერ მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფას, - საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ამ ფაქტებმა დადასტურება ვერ ჰპოვა.

ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

წარდგენილი ბრალდება

სასამართლო ვერ დაეთანხმება ბრალდებულ გ----------–--ის პოზიციას მისი სრული უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში გამოიხატა.

 

ზემოაღნიშნულ დანაშაულში გ----------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ მთავარ მტკიცებულებას დაზარალებულ ი-----–--- ს------ს ჩვენება წარმოადგენს, რომელიც პირდაპირ ამხელს ბრალდებულს ოჯახური კონფლიქტისას მის მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენებაში, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო თავზე, მარცხენა მკლავზე, მარცხენა ლოყაზე, მარჯვენა ყურზე, ყელსა და მარჯვენა მუხლზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ი-----–--- ს------ს ზემოაღნიშნული ჩვენების უტყუარობა ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ იგი თანმიმდევრული და დამაჯერებელია, - დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ:

თავად დაცვის მხარის მტკიცებულებებით, ბრალდებულისა და მისი დის - ს--------------–---ს ჩვენებებით, დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს, 2019 წლის 24 მაისს, გ----------–---სა და ი-----–------------ შორის ოჯახურ კონფლიქტს ადგილი მართლაც ჰქონდა, რაც სანდოობას სძენს დაზარალებულის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ დღეს მის სხეულზე არსებული დაზიანებები სწორედ მეუღლემ - გ----------–---მ მიაყენა.

 

დაზარალებულისა და ბრალდებულის მეზობლის, მოწმე ი-----------ის ჩვენებით, -რომელმაც პირველმა ნახა მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის გამო სახლიდან წამოსული ი-----–----------ე, - დგინდება, რომ ღამის საათებში მასთან მოულოდნელი სტუმრობისას ი-----–------------ სისხლით დასვრილი ე.წ. „პიჟამო“ ეცვა და აღელვებული დასარეკად ტელეფონის ითხოვდა.

 

დაზარალებულის მეგობრის, ქ----------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის ღამეს მას მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ მეზობელთან თავშეფარებულმა ი-----–----------ემ დაურეკა, რომელმაც სთხოვა მიეკითხა მისთვის. ი-----–--- რომ ნახა, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კვალი ეტყობოდა, შეიტყო, რომ იგი მეუღლეს უცემია და სახლიდან გაუგდია. მეგობარს საკუთარი ტანსაცმელი და ფულადი თანხა მისცა მშობლებთან გასამგზავრებლად.

 

დაზარალებულის დედ-მამამ, ფ---------------ემ და ი------------- ასევე დაადასტურეს, რომ იმ დღეს, როცა ი-----–---ს სახლიდან წასვლის შესახებ შეიტყვეს, იგი მათთან ჩავიდა სოფელში, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, ერთ-ერთი - სისხლმდინარი. ოჯახის წევრების ი-----–---სთან გასაუბრების შემდეგ ერთად გადაწყვიტეს გ----------–--ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი პოლიციისთვის ეცნობებინათ.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმისა და ქ-------ის პოლიციის განყოფილების უფროსის გამოკითხვის ოქმებით ასევე დასტურდება ი-----–----------ის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტი, რომლებსაც იგი მეუღლის მიერ მისთვის მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას უკავშირებდა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ 2019 წლის 24 მაისს დაზარალებულ ი-----–------------ სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ისინი დაზარალებულს სწორედ მეუღლემ - გ----------–---მ მიაყენა განზრახ. ამავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------–--ის ქმედება განპირობებული იყო მის მშობლებთან ი-----–----------ის არასათანადო ქცევის გამო გამოწვეული სიბრაზით და მის ქმედებაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივი არ ვლინდება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება - ბრალდებულ გ----------–--ის დის, ს--------------–---ს ჩვენება, - რომლის თანახმადაც დაზარალებულ ი-----–----------–--ესა და მისი ოჯახის წევრებს გააჩნიათ ქონებრივი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილების სანაცვლოდაც სასამართლოში გ----------–--ის მამხილებელი ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავებასაც დაჰპირდნენ, - ვერ ახდენს დაზარალებულის ჩვენების და მასთან კავშირში მყოფ ბრალდების სხვა მტკიცებულებების დისკრედიტაციას, როგორც მათი სიმყარის, ისე იმ გარემოების გამო, რომ ამგვარი ინტერესის არსებობაც კი საქმის ვითარებას და გ----------–--ისათვის ბრალადშერაცხულ, რეალურად არსებულ ფაქტებს არ ცვლის.

 

ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული 1261-ე მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატურ შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია.

სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ----------–--ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, გ----------–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც უნდა განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ----------–--ის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ მან დაზარალებულ ი-----–----------ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რამაც ამ უკანასკნელს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სავსებით აკმაყოფილებს უტყუარობის და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის საკმარისობის კრიტერიუმებს, რადგან დაზარალებულ ი-----–----------ის ჩვენება მისი მეუღლის, გ----------–--ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღისა და დანის გამოყენებით განხორციელებული მუქარის შესახებ, დასტურდება ზემოგანხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლითაც უტყუარად დგინდება შემთხვევის დღეს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტის არსებობის, გ----------–--ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის და გ----------–---სთან კონფლიქტის შემდეგ ი-----–----------ის მარჯვენა ხელის თითებზე დანისთვის დამახასიათებელი დაზიანებების არსებობის ფაქტები.

 

სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულ ი-----–----------ის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთად ქმნის მტკიცებულებათა იმ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა დანაშაულებრივი ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დარწმუნდა, რომ გ----------–---, ოჯახური კონფლიქტისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ი-----–------------, რამაც, - სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებისა და სამართალდამცველი ორგანოსთვის მიმართვის ფაქტის მხედველობაში მიღებით, - ი-----–------------ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩინა. რაც შეეხება ზემოაღნიშნული ქმედების გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენის ბრალდებას, სასამართლოს შეფასებით, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით იგი დადგენილი ვერ იქნა.

 

კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.

სასამართლო თვლის, რომ გ----------–--ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) ნიშნები და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის გ----------–--ის მსჯავრდების და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდების საფუძვლები.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ, იარაღის გამოყენების მუქარით.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, იარაღის გამოყენების მუქარით პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ამავე კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციებით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და ჩადენილი დანაშაულის ხასიათს (ოჯახური დანაშაული), რომლისთვისაც დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია.

გარდა ამისა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ----------–--- შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პ--------–-------------ია, შესაბამისად, დანაშაულთა ჩადენისას მის მიერ უგულვებელყოფილ იქნა არამარტო სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვები, არამედ პოლიციის ეთიკის ძირითადი პრინციპები და ქცევის წესები, რომელთა დაცვაც, როგორც პოლიციის თანამშრომლებს, ევალებოდა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ასევე - სამსახურს გარეთ.

სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ გ----------–---ს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ისევე, როგორც ამ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება. ამასთანავე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გ----------–--ისათვის დამატებითი სასჯელის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, სახით იარაღთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის შეძენა, შენახვის და ტარების უფლება);

 

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის შეძენა, შენახვის და ტარების უფლება).

 

მსჯავრდებულ გ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 25 მაისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება:

ლაზერული დისკები, სამედიცინო ბარათი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სისხლის ნიმუში, ერთი ცალი გასაშლელი დანა და ორი ცალი თეთრტარიანი დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

ოთხი ცალი დანა ამოღებული ბინის სამზარეულოს მე-2 უჯრიდან, თეთრი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ნაჭრის შარვალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

გ----------–--ის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი G------- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - გადაეცეს საქართველოს შსს ლ-------------------------------–------------ სამმართველოს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი