განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN030100119003327347
საქმე№1/387-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2020 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით კეკენაძე
სხდომის მდივანი - ლევან ქირია
პროკურორი - ა-–---------- კ-------,ბრალდებული - ე---- ქ-------,ადვოკატი: ზ---- კ--------–--
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№022270619001
ბრალდებული: ე---- ქ-------,პირადი ნომერი: 6----------,დაბადებული: 0-.0-.1---,საქართველოს მოქალაქე;
განათლება: უმაღლესი;
ნასამართლობა: არ მქონე;
მისამართი: ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N-, ბ. N9
კვალიფიკაცია;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების დადგენილების თანახმად ე---- ქ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების თანახმად მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N-/3--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე---- ქ-------მ თავის, მკლავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა ყოფილ მეუღლეს მ------ დ-------, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ე---- ქ-------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, 2019 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N-/3--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე---- ქ-------მ თავის, მკლავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა ყოფილ მეუღლეს მ------ დ-------, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2. ბრალდებულმა ე---- ქ-------მ სასამართლოს წინაშე თავი არ ცნო დამნაშავედ სსკ-ს 1261 მუხლის პირველი ნაწილით და აჩვენა, რომ 2019 წლის 17 ნოემბერს, არც ცემა-ტყეპას და არც სიტყვიერ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ოჯახის მარჩენალია. პირველი დაკავების შემდეგ, როდესაც გათავისუფლდა, დაზარალებულს არ მოეწონა და შეპირდა კვლავ დააჭერინებდა; იმ დღეს იყო მასთან, მაგრამ ხმაც არ აუწევია, ტელევიზორს უყურებდა. ხმაური და ჩხუბი არ ყოფილა. მოწმე ნ------- მ--------- უნდა ჩაიგდო ხელში მიწის ნაკვეთი და ბინა და ამიტომ იქცევა ასე;
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, მიმართულია პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და წინააღმდეგობრივია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან;
ე---- ქ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ
მოწმე მ------ დ------- აჩვენა, რომ ბრალდებულის ყოფილი მეუღლეა; 2019 წლის 17 ნოემბერს ე---- ქ------- ნასვამი მივიდა სახლში, იყო აგრესიული, ეჩხუბებოდა თუ რატომ ქონდა ტელეფონი გამორთული, მოთხოვა არაყი, დალია, შემდეგ დაუწყო გინება და სცემა. მეზობლებმა ე---- ქ------- გაიყვანეს გარეთ, თვითონ კი წავიდა ბიძაშვილთან, აბაშაში. ბრალდებულმა შეუთვალა რომ არ დანახვებოდა, თორემ დაჭრიდა, შეეშინდა და დარეკა პოლიციაში. ქუთაისში ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტს აჩვენა დაზიანებები და მოუყვა, რომ ბრალდებულმა დაარტყა თავისა და ხელის არეში. მკურნალობდა ნევროპათოლოგთან. ცემის შედეგად განიცადა ტკივილი; ადრეც ქონდა მსგავს შემთხვევებს ადგილი, თუმცა პატიობდა. განქორწინებულია, მაგრამ ეცოდებოდა და იღებდა სახლში. ე---- ქ------- ხელოსანია, მე-2 ჯგუფის ინვალიდია და იღებს დახმარებას; ხშირად სვამს, არ გააჩნია კუთვნილი ბინა. შერიგების პერსპექტივა არაა.
მოწმე გ-- გ------------ (ექსპერტი) აჩვენა, რომ მ------ დ------- მიმართ გასცა ექსპერტიზის დასკვნა. შემოწმებისას მ------ დ------- განუმარტა, რომ ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, უჩიოდა ტკივილებს, სხეულზე ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობა შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნით.
მოწმე ნ------- მ--------- აჩვენა, რომ მ------ დ------- მეზობელია. 2019 წლის 17 ნოემბერს შუადღისთვის მიდიოდა სტუმრად მ------ დ------- მეზობლად, რა დროსაც შემოესმა საზარელი კივილისა და წივილის ხმა, მ------ დ------ ითხოვდა შველას. ე---- ქ------- სცემდა მეუღლეს, ვერავინ მივიდა საშველად. ხელის დარტყმის ხმა ისმოდა. საღამოს, როცა მივიდა მ------ დ-------თან, ნახა, რომ სხეული საშინელ მდგომარეობაში ქონდა, ასევე ტკიოდა თავი. მან ურჩია დაერეკა პოლიციაში და ეცნობებინა მომხდარის შესახებ. ე---- ქ------- ხშირად სვამს და ჩხუბობს, საშიში ადამიანია.
მოწმე ხ------- შ--------- აჩვენა, რომ გამომძიებელია. 2019 წლის 21 ნოემბერს იყო მორიგე, შემოვიდა მ------ დ------- შეტყობინება, რომ მეუღლემ მასზედ იძალადა. დაიწყო გამოძიება, დაიკითხა დაზარალებული და გაგზავნილ იქნა ექსპერტიზაზე, ე---- ქ-------ს მხრიდან ხშირად აქვს ადგილი ძალადობას ყოფილი მეუღლის მიმართ. დაკითხა მოწმე ნ------- მ--------, რომელმაც დაადასტურა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე ძალადობის ფაქტი. მანვე განუმარტა, რომ ე---- ქ-------, ხშირად ძალადობს მეუღლეზე და ის საშიში პიროვნებაა.
იხ. ს.ს. საქმის ფურცელი 25-28; ტომი 2;
საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N008362419 დასტურდება, რომ მ------ დ------- სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. მ------ დ------- განმარტებით 2019 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ყოფილმა მეუღლემ ე---- ქ-------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მ------ დ------ უჩიოდა ტკივილს კისრის უკანა ზედაპირზე და მარცხენა მხარის მიდამოში; მარცხენა მხარის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება უსწორო-ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5.9X3.1 სმ. მარცხენა მხარის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება ასეთივე ფორმისა და და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2.9X2.1 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ბრალდებულის ბრალეულობა ასევე დასტურდება გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, რომლის თანახმად ე---- ქ-------ს მიმართ დაიწყო გამოძიება სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; 2019 წლის 21 ნოემბრის შეტყობინებით, რომლის თანახმად მ------ დ------- მიმართა პოლიციას და განუცხადა ბრალდებულის მხრიდან რამოდენიმე დღის უკან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების თაობაზე და ითხოვა დახმარება; შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლის თანახმად გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი ე---- ქ-------ს მიმართ მ------ დ------ზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე; ასევე საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით;
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.
სსკ-ს 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან. ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან; მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავს საქმის ბედით დაინტერესებული პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ე---- ქ-------ს მიერ დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელებას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ფოთი, მ--–------- ს--------- N-/3--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ე---- ქ-------მ თავის, მკლავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში ხელის რამდენჯერმე დარტყმით სცემა ყოფილ მეუღლეს მ------ დ-------, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
8. ე---- ქ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
9. ბრალდებულ ე---- ქ-------ს მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა არ არის ნასამართლევი, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი. უმუშევარია; ხასიათდება დადებითად;
10. ბრალდებულ ე---- ქ-------ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში;
11. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დანაშაულის ობიექტის (ქალი) გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ე---- ქ-------ს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (თავისუფლების აღკვეთა 06 თვიდან 02 წლამდე ვადით) ბრალის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნების მხედველობაში მიღებით სანქციის ქვედა ზღვართან მიახლოებული ზომით- თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვისა და 15 დღის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ე---- ქ-------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ”საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განვითარებული მოსაზრება მასზედ, რომ ”დანაშაულის ჩამდენის მიმართ სახელმწიფოს პასუხი პირველ რიგში, მოტივირებულია თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით, მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით, საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით, მინიმალიზაციით,” ”არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ სხვა პირების დაშინება”, ”ადამიანი არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტი და დანაშაულთან ბრძოლის საშუალება, ადამიანი არის მიზანი, რომელზე ორიენტირებითაც მოქმედებს ხელისუფლება”, ”სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი არის პროპორციული სანქციის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვისაც და საზოგადოებისათვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისათვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისათვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით, მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს.
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;
ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას; ბრალდებულ ე---- ქ-------ს მიმართ სასჯელად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა 06 თვისა და 15 დღის ვადით დანაშაულის ხასიათისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით ვერ იქნება ღირსების შემლახავი;
ბრალდებულ ე---- ქ-------ს პიროვნებიდან და ბრალის ხასიათიდან გამომდინარე დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის დანიშვნა არ იქნება სამართლიანი;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-14 ნაწილით, 199-ე, 200-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ე---- ქ------- (პ/ნ 6----------), ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით;
2. მსჯავრდებულ ე---- ქ-------ს მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2020 წლის 25 თებერვლიდან. მსჯავრდებული ე---- ქ------- მოთავსდეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში;
3. მსჯავრდებულ ე---- ქ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 02 დეკემბრიდან 2019 წლის 23 დეკემბრამდე - 22 დღე.
4. ე---- ქ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს(გირაო გადახდილი არაა).
5. განაჩენი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა N3)
მოსამართლე დავით კეკენაძე