განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2020
საქმის ნომერი
080100119003108948
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
04.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/622-19 (N 041160-19003)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

04 თებერვალი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი დავით დათიაშვილი

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ-------- ტ---–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატი - ზ------ ჯ---–-ა

 

ბრალდებული - თ-------- ც------–--ე

მამის სახელი: მ------

დაბადების თარიღი: 0--0--1--- წელი

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ქალაქი ქ-------ი, ა------–-----–ის ქუჩა პ------–- შესახვევი N6---

 

ბრალდებული - ლ---- გ--–-–---–ი

მამის სახელი: ა-–---------ე

დაბადების თარიღი: 2--1--1--- წელი

პირადი ნომ----: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ქალაქი ქ-------ი, ა------–-----–ის ქუჩა პ------–- შესახვევი N6---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1.1. თ-------- ც------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 16 ი-----, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------ში ა------–-----–ის ქ. პ------–- შესახვევი N6----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში თ-------- ც------–--ემ დედასთან - ლ---- გ--–-–---–თან ერთად არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის გ------- ც------–--ისა და 2 წლის გ--- ც------–--ის თანდასწრებით ჯგუფურად განახორციელა ძალადობა მათ დედაზე - ს--–---- ჭ----–-–---–ზე, რომელთანაც იგი იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. კერძოდ, თ-------- ც------–--ე ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ს--–---- ჭ----–-–---–ს თავის, სახის და ტანის არეში, ხოლო ლ---- გ--–-–---–მა ხელი დაარტყა მას სახის არეში. თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის ქმედებებით ს--–---- ჭ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. ლ---- გ--–-–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2--- წლის 16 ი-----, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------ში ა------–-----–ის ქ. პ------–- შესახვევი N6----ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ლ---- გ--–-–---–მა შვილთან - თ-------- ც------–--ესთან ერთად არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის გ------- ც------–--ისა და 2 წლის გ--- ც------–--ის თანდასწრებით ჯგუფურად განახორციელა ძალადობა მათ დედაზე - ს--–---- ჭ----–-–---–ზე, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მის შვილთან - თ-------- ც------–--ესთან. კერძოდ, თ-------- ც------–--ე ხელებსა და ფეხებს ურტყამდა ს--–---- ჭ----–-–---–ს თავის, სახის და ტანის არეში, ხოლო ლ---- გ--–-–---–მა ხელი დაარტყა მას სახის არეში. თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის ქმედებებით ს--–---- ჭ----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ---- ლ------მ განმარტა, რომ 2--- წლის 16 ი----- იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც კლინიკური საავადმყოფოდან შესული შეტყობინების თანახმად დაზარალებულს მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ მ------ ბ------ესთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დააკავეს დაზარალებულის მეუღლე. მოწმს განმარტებით მან მონაწილეობა მიიღო ბრალდებულის დაკავებაში, რა დროსაც ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები, მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ამის შემდეგ, ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში. მოწმის განმარტებით, დანაშაულის შესახებ დაზარალებულის გარდა ოპერატიული ჯგუფისთვის სხვას ინფორმაცია არ მიუწოდებია.

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ----– ნ-–--–-–---–მა განმარტა, რომ 2--- წლის 16 ი----- მიღებულ იქნა ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება. ამასთან, მსხვერპლის მოთხოვნის საფუძველზე შედგენილ იქნა ორი შემაკავებელი ორდერი - თ-------- ც------–--ის და ლ---- გ--–-–---–ის მიმართ. შემაკავებელი ორდერი უშუალოდ მომხდარის დღეს არ გაცემულა, ის გამოიცა 18 ი-----, რაც განაპირობა დაზარალებულ ს--–---- ჭ----–-–---–ის საავადმყოფოში ყოფნამ, თუმცა ფაქტს, რის გამოც ცუდად იყო დაზარალებული მოწმე არ შესწრებია. მოწმემ აჩვენა, რომ მსხვერპლის განმარტებით, რომელიც შემდეგ ასახულ იქნა შემაკავებელ ორდერებში, მოძალადეებმა მას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ ორივე ბრალდებული დადებითად დაახასიათა და აღნიშნა, რომ მათ მისი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე დიდი ხანია იცნობს. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ მან ახსნა-განმარტება მხოლოდ დაზარალებულისგან მიიღო, რომლის განმარტებით დაზიანება მიიღო კონფლიქტის დროს.

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ განმარტა, რომ გამომძიებლის დადგენილების და თანდართული სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექპსერტიზა. სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით გაირკვა, რომ ს--–---- ჭ----–-–---–მა სავადმყოფოს მიმართა 16.0-.2--- წელს 15:40 საათზე, საიდანაც გაეწერა 18.0-.2--- წელს 14:39 საათზე. დაზარალებულის გადმოცემით, ის სცემა მეუღლემ, კერძოდ, თავის არეში ესროლა უთო. დაზარალებული აღნიშნავდა ცნობიერების დაკარგვას, უჩიოდა თავის ტკივილს, გულის რევის შეგრძნებას, ტკივილს კისრის არეში, თუმცა ერკვეოდა დროში და გარემოში, მარცხნივ გახედვისას ჰორიზონტალური ნისტაგმი. მარჯვნივ შუბლის და წარბის არეში რბილი ქსოვილები შემსივნებული იყო, ასევე, შემსივნებული იყო მარცხნივ კეფის არეში რბილი ქსოვილები. აღენიშნებოდა ნიკაპის არეში მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები და კანის ზერელე ექსკორიაციები. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით ს--–---- ჭ----–-–---–ის დიაგნოზი იყო თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა სისხლჩაქცევები მარჯვნივ შუბლის, ნიკაპის და მარცხნივ კეფის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებთა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მიღებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმის თქმით, დაზიანებები რომლებიც აღენიშნებოდა დაზარალებულს ყოველთვის განვითარდება რაიმე მკვირვი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მაგრამ უშუალოდ, კონკრეტულად რა საგანზეა საუბარი ამის დადგენა ექსპერტიზას მოცემულ შემთხვევაში არ შეუძლია.

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების გამომძიებელმა მ-----– კ-----მა განმარტა, რომ 2--- წლის 16 ი----- შესული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე უბნის ინსპექტორ-გამომძებელ ი-----–- ხ-----სთან ერთად გავიდა, სადაც დახვდათ ბრალდებული თ-------- ც------–--ე და სახლის მეპატრონე ბრალდებულის ბებია - მ---- ც------–--ე. ამის შემდეგ, განხორციელდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ი-----–- ხ----- და სახლის მეპატრონე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა მტკიცებულებები, მათ შორის უთო, სისხლის ლაქები, იატაკიდან და სამზარეულოდან დანა. დანას რაიმე ლაქები არ აღენიშნებოდა, მაგრამ ვინაიდან სისხლის კვალი აღენიშნებოდა შემთხვევის ადგილს, დანის საეჭვო მდებარეობიდან გამომდინარე იქნა ამოღებული. ამოღებული ნივთები დაილუქა, ლუქს ხელი მოაწერა ი-----–- ხ-----მ, ო-–--- ს-----ემ და სახლის მეპატრონემ. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მოვიდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ------ ბ------ე, რომელმაც დააკავა თ-------- ც------–--ე და გადაიყვანეს პოლიციის მესამე განყოფილებაში. მ------ ბ------ე თავდაპირველად იმყოფებოდა დაზარალებულთან და სწორედ დაზარალებულის მიერ იქნა მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიწოდებული. გამოიკითხა ბრალდებული თ-------- ც------–--ე, რომელმაც მიუთითა შემთხვევის ადგილზე თუ სად მოხდა კონფლიქტი. აღნიშნული დაფიქსირებულია გამოკითხვის ოქმშიც. ამის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა ასევე ექსპერტი. მოწმის თქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი იყო ვითარების აღდგენა მიცემული ჩვენების საფუძველზე, ამ დროს არანაირი ნივთი არ ყოფილა ამოღებული. მოწმემ განმარტა, რომ მან გააცნო ბრალი ბრალდებულებს და გამოიტანა დადგენილება ს--–---- ჭ----–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ. მოწმის თქმით, თ-------- ც------–--ე აღელვებულ მდგომარეობაში იყო.

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------ ბ------ემ განმარტა, რომ 2--- წლის 16 ი----- იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუში, რა დროსაც კლინიკური საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადააც ს--–---- ჭ----–-–---–ს მისმა მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ექიმის თანხმობით გამოკითხულ იქნა ს--–---- ჭ----–-–---–ი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ, კერძოდ, მისმა მეუღლემ თ-------- ც------–--ემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. დაზარალებულს სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ამასთან, ს--–---- ჭ----–-–---–მა მიუთითა იმ მისამართზე სადაც მოხდა აღნიშნული კონფლიქტი. დაზარალებულთან გამოკითხვის ოქმი არ შემდგარა, გასაუბრებას ზეპირი ხასიათი ჰქონდა. გასაუბრების შემდეგ გაემართნენ ქალაქ ქ-------ში, ა------–-----–ის პირველ შესახვევში ბინა N6-ში ბრალდებულის დაკავების მიზნით. აღნიშნულ მისამართზე დახვდა თ-------- ც------–--ე, რომელსაც წარუდგინეს თავი, რომ იყვნენ პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომლები და განუმარტეს უფლებები, რომ ის დაკავებული იყო 1261-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და გადაყვანილ იქნა პოლიციის მესამე განყოფილებაში. დაკავებისას რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. მოწმემ განმარტა, მან შეადგინა დაკავების ოქმი და ბრალდებულის დაკავების თაობაზე შეატყობინა თ-------- ც------–--ის ძმას. მოწმემ ასევე, მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა გამომძიებელი მ-----– კ-----ი, რომელმაც შეადგინა ოქმი, ასევე მონაწილეობდა ბრალდებული თ-------- ც------–--ე, ა-–---------ე ა--------ე, ექსპერტები და ბინის მეპატრონე მ---- ც------–--ე. მოწმის განმარტებით, თ-------- ც------–--ემ დაკავების დროს დანაშაული აღიარა, თუმცა ეს ფაქტი მოწმის მხრიდან დოკუმენტალურად დაფიქსირებული არ არის. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იყო უწესრიგობა, სისხლის კვალი მას არ შეუმჩნევია.

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიცისს მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი----- დ------–---–მა განმარტა, რომ მან გამოკითხა დაზარალებული ექიმის თანხმობით, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში იყო მოთავსებული. ასევე გამოკითხულ იქნა დაზარალებულის მკურნალი ექიმი და არასრულწლოვანი მოწმე გ------- ც------–--ე საპროცესო წარმომადგენელთან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ დაზარალებულის განმარტებით მეუღლემ და დედამთილმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ აღნიშნა, რომ დაზიანების კვალი დაზარალებულს აღენიშნებოდა სახეზე. მან ასევე მონაწილობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის და შემთხვევიას ადგილის დათვალიერების დროს ფოტომასალის გახსნა-დათვალიერებაში. მოწმემ მიუთითა, რომ დიდი ხანია იცნობს ბრალდებულებს და ისინი დაახასიათა დადებითად.

საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ წ---–---მ განმარტა, რომ 2--- წლის 16 ი----- მუშაობდა იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი მედიცინის მორიგე ექიმად. აღნიშნულ დღეს 15:40 საათზე, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ მიყვანილ იქნა მოქალაქე ს--–---- ჭ----–-–---–ი, რომელსაც როგორც მოწმემ განმარტა, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სახისა და თავის არეში, ასევე, ექსკორაციები სახის არეში. მოწმემ განმარტა, რომ პაციენტს ჩაუტარდა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო კვლევები. მოწმემ აღნიშნა, რომ მას ს--–---- ჭ----–-–---–მა განუმარტა, რომ დაზიანებები მიაყენეს მისმა მეუღლემ და დედამთილმა.

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------ე ა--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ქ-------ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში 15 წელია. 2--- წლის 16 ი----- ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ, იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში, რა დროსაც გამომძიებლის მ-----– კ-----ის მითითებით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მის გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა დაკავებული თ-------- ც------–--ე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მ------ ბ------ე, გამომძიებელი მ-----– კ-----ი და ექსპერტ-კრიმინალისტი. ოქმი შედგენილ იქნა გამომძიებლის მიერ და მასში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი ოქმს. მოწმემ განმარტა, რომ თ-------- ც------–--ის თახმობითა და მითითებით ღამის საათებში მივიდნენ ა------–-----–ის პირველ შესახვევში მის საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა თ--------ს ბებია. დაკავებულმა მიუთითა საცხოვრებელ ბინაში იმ ადგილზე, სადაც მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმემ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად რაიმე სახის ნივთები ან საგნები ამოღებული არ ყოფილა.

საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დასაკითხმა დაზარალებულმა ს--–---- ჭ----–-–---–მა და არასრულწლოვანმა გ------- ც------–--ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე (იხ. სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: ს--–---- ს-----ე, გ-------– ა----–---–ი, ლ---- გ--–-–---–ი და თ-------- ც------–--ე, ხოლო დაცვის მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: მ------- მ---------ე, ი----------ა, ნ--–- ჯ-------, თ-------- ც------–--ე და ლ---- გ--–-–---–ი. ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის დასაკითხი მოწმეები: მ---- ც------–--ე, ი-----–- ხ-----, ო-–--- ს-----ე და ა---- გ------ა.

ბრალდების მხარემ საქმის არსებითი განხილვის დროს არ გამოიკვლია და მტკიცებულებათა ნუსხიდან მოხსნა შემდეგი სახის ნივთიერი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქები, დანა, ბალიშისპირი, ზეწარი, ვერცხლისფერი ჯვარი ყელსაბამით, უთო და შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა.

საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვეულ იქნა ბრალდების და დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებები. ასევე, გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის ნივთიერი მტკიცებულება საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა.

ბრალდებულებმა თ-------- ც------–--ემ და ლ---- გ--–-–---–მა ისარგებლეს დუმილის უფლებით და საბოლოო სიტყვაში ითხოვეს გამართლება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაიკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

სასამართლომ ერთობლიობაში შეაფასა საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულები თ-------- ც------–--ე და ლ---- გ--–-–---–ი ცნობილ უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული ვერ იქნა დამაჯერებელი, პირდაპირი მტკიცებულებები წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, რადგანაც, ბრალდება თავის დასკვნას პირის ბრალდების შესახებ ამყარებს მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულების თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც საფუძველი გახდებოდა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნ--–-ს მიერ ტკივილის განცდაა. თუ მსხვერპლს ასეთი ტკივილის განცდა არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი (ამ შემთხვევაში ძალადობის განხორციელებისას), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

საქმეში არსებული, N0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქ-------ის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2----ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N1----- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემის თარიღი 20.0-.2---წ)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ს--–---- ჭ----–-–---–მა აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 16.0-.2---წ.-ს 15:40 სთ-ზე საიდანაც გაეწერა 18.0-.2--- წ-ს 14:39 სთ-ზე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, კანქვეშა სისხლჩაქცევები მარჯვნივ შუბლის, ნიკაპის და მარცხნივ კეფის მიდამოში. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და კანის ზერელე ექსკორაციები ნიკაპის არეში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.“ შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულისათვის ბრალდებულების მიერ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რაც გამოიწვევდა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჯგუფურად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულების თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის მათზე წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ ს--–---- ჭ----–-–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი არასრულწლოვნის თანდასწრებით, ჯგუფურად, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ასევე, ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე უტყუარი, პირდაპირი მტკიცებულება. ხოლო, რაც შეეხება დაზარალებულ ს--–---- ჭ----–-–---–ს მისი მხრიდან გამოყენებულ იქნა კანონით მინიჭებული უფლება არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ბრალდებულის მხრიდან ჰქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულის მიმართ, რაიმე სახის ძალადობას. აღნიშნულის საწინააღმდეგო, რაიმე უტყუარი მტკიცებულება, ბრალდების მხარის მიერ, სასამართლოში არ არის წარმოდგენილი და გამოკვლეული, რომელიც გააბათილებდა დაცვის მხარის მოთხოვნის არგუმენტაციას და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ირიბი მტკიცებულებები, ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფუძველს, რადგანაც, გასათვალისწინებელია, რომ ,,მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი, მტკიცებულება ვერ იქნება უტყუარი, თუ იგი იმაზე მეტ გავლენას ახდენს მართლმსაჯულებაზე, ვიდრე ეს მისი ბუნებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მტკიცებულება არ უნდა უქმნიდეს ფაქტების დამდგენს მცდარ წარმოდგენას ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობის ან არარსებობის თაობაზე“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1|1|548 გადაწყვეტილება).

სასამართლო ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მიიჩნევს უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს, თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება.

 

მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდება ვარაუდს და არსებობს მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, სასამართლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, მიიჩნევს, რომ ბრალდებულების თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის მიმართ, წარდგენილი ბრალდება დაუდასტურებელია და შეუძლებელია მათ მსჯავრი დაედოს წარდგენილი კვალიფიკაციით.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლი ადგენს მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გულისხმობს, რომ შედეგი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული პირის ქმედებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენ--–- მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულების მიერ განხორციელებულ შესაძლო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლ----დ გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის მიმართ, არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მათ ბრალეულობას, რადგანაც, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესოს კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ევს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქმის სასამართლო განხილვით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ, ბრალდებულების თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულების თ-------- ც------–--ისა და ლ---- გ--–-–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც, ცნობილი უნდა იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პ------–- ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-280-ე და 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-------- ც------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. ლ---- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. თ-------- ც------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 21 ი-----ს განჩინებით ყადაღადადებულ მ------ ც------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (საცხოვრებელ ბინას) - მდებარე ქ. ქ-------ში, ა------–-----–ის 1-ლი შეს. N6----ში (საკადასტრო კოდით 0--01.0--0---0-----).

4. ლ---- გ--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

5. გამართლებულ თ-------- ც------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

6. გამართლებულ ლ---- გ--–-–---–ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.

7. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

7.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქების, დანის, ბალიშისპირის, ზეწარის, ვეცხლისფერი ჯვარის ყელსაბამით და უთოს ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

7.2. საქმეზე დართული 02 (ორი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი