განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
010100119002936193
დავის ტიპი
185 2 ა
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119002936193

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - დავით კირჩხელი

 

ბრალდებული - გი------------–--–--ლი (დასწრების გარეშე)

ადვოკატი - და-------------ძე

 

ბრალდებული - გი-------ძე

ადვოკატი - გვ--–------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,1. ბრალდებული: გი------------–--–--ლი

მამის სახელი: რ-----ი

დაბადებული: 0-.03.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთი, შ. რ---------–ის ქ. N18

ფაქტობრივი მისამართი: ქობულეთი, სოფ. მ-----------ე

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი

 

2. ბრალდებული: გი-------ძე

მამის სახელი: გ--–ა

დაბადებული: 25.0--1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 6---------7

ნასამართლობა: არმქონე

მისამართი: ქობულეთი, სოფ. მ-----------ე

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 22 თებერვალს, ღამის საათებში, გი------------–--–--ლმა, წინასწარი შეთანხმებით გი-------ძესთან ერთად, ქ. ბათუმის შემოსასვლელში საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ----------აძის მართვის ქვეშ მყოფ ტაქსს შეთანხმებისამებრ 30 ლარად ააყვანინა თავი ქობულეთის მინიციპალიტეტის, სოფ. მ-----------ეში, თანხა არ გადაუხადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც ლ----------აძე ქონებრივად დააზიანა მოტყუებით.

 

2. 2019 წლის 22 თებერვალს, ღამის საათებში, გი-------ძემ, წინასწარი შეთნხმებით გი------------–--–--ლთან ერთად, ქ. ბათუმის შემოსასვლელში საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ----------აძის მართვის ქვეშ მყოფ ,,ტ----------------ი’’-ს მარკის, სახ. ნომრით VV 8-- SS ტაქსს შეთანხმებისამებრ 30 ლარად ააყვანინა თავი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. მ-----------ეში, თანხა არ გადაუხადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც ლ----------აძე ქონებრივად დააზიანა მოტყუებით.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. 2019 წლის 22 თებერვალს გი------------–--–--ლმა ქონებრივი დაზიანება მიაყენა ლ----------აძეს, კერძოდ მოატყუა ეს უკანასკნელი და არ გადაუხადა ტაქსით მომსახურების - ბათუმიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში მგზავრობისთვის განკუთვნილი თანხა 30 ლარი.

 

4. გი-------ძეს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. დაზარალებულ ლ----------აძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების ანალიზის თანახმად იგი ქ.ბათუმიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში 30 ლარად ტრანსპორტირების უზრუნველყოფის სანაცვლოდ შეუთანხმდა გი------------–--–--ლს და 2019 წლის 22 თებერვალს ეს უკანასკნელი და გი-------ძე ქ.ბათუმში მდებარე საბაგირო გზის მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანა ქობულეთის მიმართულებით. ვინაიდან გი-------ძე იყო მთვრალი მას ჩაეძინა. სოფელ მ-----------ეში ასვლისას გი------------–--–--ლმა გააჩერებინა ავტომანქანა, გააღვიძა გი-------ძე, ხოლო ლ----------აძეს კი განუცხადა, რომ ფულს მოუტანდა მცირე დროში და წავიდნენ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაზარალებული მიხვდა, რომ იგი მოატყუეს. ლ----------აძეს სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულებთან სამართლებრივი პრეტენზია არ გააჩნია, ვინაიდან ზიანი ანაზღაურებული აქვს.

 

6. 2019 წლის 25 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ლ----------აძემ ამოიცნო გი------------–--–--ლი - პირი ვინც 2019 წლის 22 თებერვალს მას ჩაუჯდა ავტომანქანის წინა სავარძელზე და წაიყვანა სოფელ მ-----------ეში.

 

7. 2019 წლის 25 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად ლ----------აძემ ამოიცნო გი-------ძე- პირი, ვინც 2019 წლის 22 თებერვალს მას ჩაუჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე და წაიყვანა სოფელ მ-----------ეში.

 

8. მოწმის სახით დაკითხვისას გი-------ძემ უარყო დანაშაულებრივი განზრახვა და გი------------–--–--ლთან წინასწარი შეთანხმება დანაშაულის ჩადენის შესახებ. აღნიშნა, რომ იყო მთვრალი, ავტომანქანაში ეძინა და ტაქსის მძღოლისთვის თანხა ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა.

 

9. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების - ლ--------------ძის გამოკითხვის ოქმის თანხმად - მან თანამშრომლის - გ-----–-----ძის თხოვნით 2019 წლის 22 თებერვალს გამოიძახა ტაქსი, რომელიც ჭირდებოდა ამ უკანასკნელის თანასოფლელებს გი-------ძეს და გი------------–--–--ლს.

 

10. ლ--------------ძის გამოკითხვის ოქმში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულების - გ-----–-----ძის გამოკითხვის ოქმით.

 

11. გი------------–--–--ლი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მიიჩნევს, მის ნაწილში ბრალდების მტკიცებულებები დაცვის მხარემ უდავოდ გახადა, ხოლო ბრალდებულის მოწმის სახით დაკითხვა გი-------ძის ნაწილში ვერ განხორციელდა, რადგან სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას წინასწარი შეტყობინებით მან დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

12. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმე განიხილება წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ(ებ)ს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება. ,,{...} ბრალდებული ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი ინფორმაციით, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სრულად აღსაქმელად შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად {...} რაც შეეხება ბრალდებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის ბრალდების ,,საფუძვლის“ შეცვლას, ბრალდებული სათანადოდ და სრულად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და დაცვა ახალი ინფორმაციის ან ბრალდების საფუძველზე ააგოს.“[1] სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისთვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი.[2]

 

14. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვერდა, ეს აპრიორი არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მაგრამ არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებიდან გადახრით ბრალდების საგანს ემატება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაძლოა, ხელყოს ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება - ჯეროვნად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისგან.

 

15. საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ხოლო მაკვალიფიცირებელი დამამაძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

16. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები. ობიექტური მხრივ, ეს დანაშაული გამოიხატება მოტყუებაში, რის შედეგადაც მესაკუთრეს ან ქონების სხვა მფლობელს ქონებრივი ზიანი ადგება. ამასთან, დამნაშავის ქმედებაში არ უნდა იყოს თაღლითობის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ქონებრივი ზიანის გამოწვევის დროს მოტყუება გამორიცხავს მესაკუთრისათვის სათანადო ქონების მიღებას, რაც წესით მას უნდა მიეღო. ამასთან, დამნაშავე ან უკანონოდ იყენებს მისთვის მინდობილ ქონებას, ითვისებს იმ შემოსავალს, რომელიც მესაკუთრისათვის უნდა გადაეცა, ან თავს არიდებს მის გადაცემას.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე.

 

18. ნათელია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ლ----------აძესთან კომუნიკაცია და შეთანხმება მოახდინა გი------------–--–--ლმა, ხოლო გი-------ძეს მანქანაში ჩაჯდომიდან სოფელ მ-----------ეში ასვლამდე ეძინა, შესაბამისად ამ უკანასკნელის ნაწილში არ არის საკმარისი მტკიცებულებები განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]

 

ამდენად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გი-------ძეს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია.

 

19. როგორც სასამართლომ აღნიშნა გი------------–--–--ლი არ უარყოფს დანაშაულის ჩადენას - ლ----------აძის მოტყუებას, რასაც ასევე ეს უკანასკნელიც ადასტურებს, შესაბამისად ხსენებული ბრალდებულის ნაწილში პროკურორს საკმარისად აქვს მტკიცებულებები წარმოდგენილი, ხოლო ვინაიდან გი-------ძე სასამართლოს უდანაშაულოდ მიაჩნია, გი------------–--–--ლის მიმართ წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს.

20. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მთავარი აქცენტი კეთდება შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო კამათის პირობებში განხილულ მტკიცებულებებზე. კოდექსი თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს მათ მიერ მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სასამართლოს წინაშე მათი წარმოდგენის მხრივ. მხარეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიპოვებენ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------------–--–--ლის მიმართ საქმეზე წარმოდგენილია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა, რომ მის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო გი-------ძე უდანაშაულოა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

21. გი------------–--–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების მონანიება და დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო დამამაძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

22. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

 

23. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

24. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

25. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი------------–--–--ლს სასჯელი სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ გი------------–--–--ლის მიმართ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გი------------–--–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთსი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ბრალდებული გი-------ძე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

განიმარტოს, რომ გი-------ძეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი