განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2019
საქმის ნომერი
330100119003118646
თარიღი
10.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/3498-19

№0-----------

10 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - დალი მეტრეველი

სხდომის მდივანი - ანა გაბუნია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს----------–---ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ----------------------------–------–--ში (პირადი №12---------)

 

ადვოკატი - ხ----------------,თარჯიმანი - გვ--–--–----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (2019 წლის 0-------ის და 2019 წლის 0-------ის ეპიზოდები), ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 0-------ს, საღამო საათებში ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე, N1------–----------–-----------------------ში, გ---------------ს, საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა - ს----------–---მა, კერძოდ, მუშტები დაარტყა დაზარალებულს თავის და მხრების არეში. ზემოაღნიშნულის შედეგად გ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 0-------ს, ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე, N1------–----------–-----------------------ში, გ---------------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ს----------–---მა, კერძოდ, მუშტები დაარტყა დაზარალებულს თავის არეში, მათ შორის სახეშიც, ასევე მკერდზე და ზურგშიც. ამის შემდეგ გააგრძელა გ---------------ს ცემა ფეხებით. საბოლოოდ, დაზარალებულმა თავს სახლიდან გაქცევით უშველა. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად, გ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ბრალდებულმა ს----------–---მა სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, ს----------–---მა სრულად დაადასტურა ბრალდების დადგენილებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ უარყო გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენა.

 

ს----------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა დაზარალებულ გ---------------ს ჩვენებისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:

 

N0----- შემაკავებელი ორდერის და ორდერის ოქმის თანახმად, 2019 წლის 0-------ს ს----------–---მა მეუღლეს, გ---------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმე ი---------------ს გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებული გ--------------- არის მისი ქალიშვილი, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს----------–---თან. 2019 წლის 0-------ს, სახლში ყოფნისას შემოესმა ხმაური. მეუღლესთან ერთად გავიდა მისაღებ ოთახში, სადაც შენიშნეს, რომ ს----------–---ი მუშტებს ურტყამდა მათ ქალიშვილს თავსა და ზედა კიდურებში. მოწმე ი----------------ს გამოკითხვის ოქმით ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 0-------ს მათ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 23:00 საათზე მივიდა ს----------–---ი, რომელიც იყო ნასვამი. მეუღლეებს მოუვიდათ შეკამათება, რა დროსაც ს----------–---მა შეკრული მუშტებით გამეტებით სცემა მისი ქალიშვილი. გ--------------- წაიქცა, რის შემდეგაც ს----------–---მა ფეხებით გააგრძელა ცემა. დაზარალებულმა მოახერხა გაქცევა და მეზობლის ბინიდან დაუკავშირდა პოლიციას.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე ს---------------ს გამოკითხვის ოქმით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისი, რ------------------–--–ი N---------------ში. შეთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაზარალებულმა მიუთითა მისაღებ ოთახზე, სადაც მეუღლემ განახორციელა ძალადობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებას - მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა გ---------------მ რადიკალურად შეცვალა თავისი პირვანდელი პოზიცია ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და სასამართლო განხილვისას ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით, არ მიეცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით გ---------------ს არც მისთვის მინიჭებულ დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი და არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით იქამდე გაცხადებული ფაქტები უარყვია.

 

სასამართლო უთითებს, რომ ს----------–---ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 0-------ის და 2019 წლის 0-------ის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდება, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, უტყუარადაა დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით. მოწმეები ი---------------ი და ს--------------- პირდაპირ ამხელენ ს----------–---ს, რომელმაც 2019 წლის 0-------ს და 2019 წლის 0-------ს ოჯახური კონფლიქტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს გ---------------ს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანმხვედრია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ საქმეზე გამოკვლეულ სხვა, ობიექტურ მტკიცებულებებთან, შემაკავებელი ორდერის ოქმთან და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, საკმარისია მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილის ხარისხის დასადგენად. მოცემულ ვითარებაში, სასამართლო თვლის, რომ არსებული დაზიანების ლოკალიზაცია და განვითარების მექანიზმი, კერძოდ დაზიანებები მიყენებულია ხელების და ფეხების გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში, ბრალდებულის აღიარების გათვალისწინებით ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრობითობისა და თანასწორობის საფუძველზე, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებები და მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 0-------ს ძალადობის ფაქტი ჩადენილია არა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, არამედ ს----------–---ის მიერ დანაშაული ჩადენილია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ს----------–---ის მიერ მეუღლის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ძალადობის ჩადენას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 0-------ს, საღამო საათებში ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე, N1------–----------–-----------------------ში, გ---------------ს, საფუძვლის გარეშე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა - ს----------–---მა, კერძოდ, მუშტები დაარტყა დაზარალებულს თავის და მხრების არეში. ზემოაღნიშნულის შედეგად გ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2019 წლის 0-------ს, ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე, N1------–----------–-----------------------ში, გ---------------ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - ს----------–---მა, კერძოდ, მუშტები დაარტყა დაზარალებულს თავის არეში, მათ შორის სახეშიც, ასევე მკერდზე და ზურგშიც. ამის შემდეგ გააგრძელა გ---------------ს ცემა ფეხებით. საბოლოოდ, დაზარალებულმა თავს სახლიდან გაქცევით უშველა. ზემოაღნიშნულის შედეგად, გ---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან (სსკ-ის 1261 მუხლი) სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, გ) შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ის 1261-ე მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე-2551, 3811 და 381 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ს----------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 0-------ის და 2019 წლის 0-------ის ეპიზოდები) რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ და დაენიშნოს სამართლიანი სასჯელი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს----------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს----------–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ს----------–---ს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დიდი ნაწილი სადავოდ არ გაუხდია, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში ს----------–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----------–---ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ზოგადი და სპეციალური პრევენციული მიზნების მიღწევა, დამნაშავე პირთა რესოციალიზაცია, მათ მიერ დანაშაულის უარყოფითი შედეგების გააზრება, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების გათავისება და მსხვერპლთათვის სამართლიანობის განცდის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ს----------–---ის მიმართ სასჯელად მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პირობებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ს----------–---ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მიაჩნია, რომ ბრალდებულის გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0-------ის და 2019 წლის 0-------ის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0-------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0-------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0-------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 0-------ის ეპიზოდი) და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

 

მსჯავრდებულ ს----------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 17 ივნისიდან - 2019 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

მსჯავრდებულ ს----------–---ს საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე დალი მეტრეველი