გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/25954-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 თებერვალი 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - გვანცა გიორგაძე
მოსარჩელე - საქართველოს შ-----------------------------
მოსარჩელის წარმომადგენელი - ო-------------–---
მოპასუხე - ბ--------–-----ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ბ--------–-----ს საქართველოს შ-----------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ქონებრივი ზიანის სანაცვლოდ 887,8 ლარი.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს შ-----------------------------ს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში ჩატარებული შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შედეგად დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმებით დადგინდა, რომ შ-- ც--------–---------------–----------–-–-------------------ში ჩატარებული იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის დანაკლისი, მათ შორის სამსახურებრივი შემოწმების მიხედვით ბ--------–-----ს უფიქსირდება დანაკლისი - 1 ცალი ფარული ტარების ჯ--–--–--–---ი, ღირებულებით - 887,8 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ გამორიცხა ფარული ჯ--–--–--–---ის დაკარგვის ფაქტი და მიუთითა, რომ იგი 2010 წელის აპრილის თვეში ჩააბარა შ-- ს--–---–------------------–----------------ში, მას შემდეგ, რაც რეორგანიზაციის შედეგად გადაყვანილი იქნა შ-- კ--------–----------–-–-------------------ში. ჯ--–--–--–---ი კ--------–----------–-–-------------------ში მას არ გადაუტანია.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ შ-----------------------------ს რიგებიდან 2010 წლის 22 დეკემბრიდან არის დათხოვნილი და, თუკი ს----------ო მიიჩნევდა, რომ მას დანაკლისი უფიქსირდებოდა, უწყებას ადრევე უნდა მოეხდინა რეაგირება. აღნიშნული მოსარჩელეს არ განუხორციელებია, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბ--------–-----ი 2006 წლიდან 2010 წლის 22 დეკემბრამდე მსახურობდა საქართველოს შ-----------------------------ში, სხვადასხვა პოზიციაზე. მათ შორის, 2008-2010 წლებში დაკავებული ჰქონდა შ-- ს--–---–-------------------–-----------------------------------–------–----–------------–-----------–---–-----------–---------------- სამმართველოს ო-------------–------–----–------------–---------------–ოს I-----------------------------------–--------------–ის თანამდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (დანართი #1);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შ-- ც--------–---------------–----------–-–-------------------ში შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი დასკვნის თანახმად, შ- ს----------ოს გ-------–------------–-აში შ- ს----------ოს ლოჯისტიკის დეპარტამენტიდან განსახილველად შევიდა 2017 წლის 23 მარტის №------------------------ ბარათი შ-- ც--------–---------------–----------–-–-------------------ში ჩატარებული შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შედეგებზე, რის საფუძველზეც დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება.
შემოწმებით დადგინდა, რომ შ- მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №---- ბრძანების საფუძველზე შ-- ლ-------------–-------------------------–--- პირველი განყოფილების გ--------------------–----–---------------------------ების მიერ შ-- ც--------–---------------–----------–-–-------------------ში ჩატარებული იქნა შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის დანაკლისი, მათ შორის ერთი ცალი ფარული ტარების ჯ--–--–--–---ი (შავი ფერის), რაც სამსახურებრივი საჭიროებისათვის, შესაბამისი უწყისით, გადაეცა ბ--------–-----ს.
ო-------------–------–----–------------–---------------–ოს ჯ--–--–--–---ების მიღების უწყისში მოპასუხე ბ--------–-----ისთვის ერთი ცალი ჯ--–--–--–---ის გადაცემის თარიღად მითითებულია 18.11.2009 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (დანართი #1);
- ო-------------–------–----–------------–---------------–ოს ჯ--–--–--–---ების მიღების უწყისი.
3.1.3. დასკვნის შედგენის დროისთვის ბ--------–-----ი დათხოვნილია შ-----------------------------ს რიგებიდან, შესაბამისად მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები შ- ს----------ოზე მიყენებული ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (დანართი #1);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. ერთი ერთეული ფარული ტარების ჯ--–--–--–---ის ღირებულება მოსარჩელემ განსაზღვრა 887,8 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 09.08.2019 წლის სამსახურებრივი ბარათი;
3.1.5. მხარეთა შორის სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის და მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დანაკლისის არარსებობის თაობაზე შემოვლის ფურცელი საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი.
3.1.6. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასარჩელო განცხადება საქართველოს შ-----------------------------მ სასამართლოში აღძრა 2019 წლის 17 ოქტომბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე ბ--------–-----ისთვის გადაცემული ერთი ერთეული ჯ--–--–--–---ის დანაკლისის შესახებ საქართველოს შ-----------------------------სთვის ცნობილი 2010 წლის ბოლოდან ცნობილი უნდა ყოფილიყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
კონკრეტულ დავაში მოპასუხემ სადავო გადახადა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. ბ--------–-----მა მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია ხანდაზმულობისათვის დადგენილი სამ წლიანი ვადის გასვლის გამო, რაც, მისი განმარტებით, გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ხანდაზმულობის ვადის დენა დაუკავშირა ყველაზე გვიან, 2010 წლის ბოლოს, როცა იგი დათხოვნილი იქნა შ-----------------------------ს რიგებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.
მოპასუხემ განმარტა, რომ იგი 2010 წლის 22 დეკემბრიდან დათხოვილია შ-----------------------------ს რიგებიდან. დათხოვნისას შ-- მოსამსახურის მხრიდან აუცილებელ პირობას წარმოადგენს შემოვლის ფურცლის ჩაბარება, რომლითაც ხორციელდება კონკრეტული მოსამსახურისათვის ს----------ოს ბალანსზე რიცხული მატერიალურ ფასეულობათა ჩაბარება. თავის მხრივ, შემოვლის ფურცლის ჩაბარებაზე ზედამხედველობის ორგანიზება (წარდგენილია თუ არა შემოვლის ფურცელი) კი ს----------ოს შესაბამისი სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს. ამდენად, მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ მოპასუხის პირად საქმეში შემოვლის ფურცლის არარსებობა ავტომატურად არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ მოსარჩელეს მოსამსახურის დათხოვნისას ვერ ეცოდინებოდა დანაკლისის შესახებ. შესაბამისად, არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან ინვენტარიზაცია 2017 წელს ჩატარდა, შ---მ ამ პერიოდში შეიტყო დანაკლისის შესახებ.
ამდენად, შესაძლო ზიანის მიყენების ფაქტის შესახებ საქართველოს შ-----------------------------სთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მოპასუხის სამსახურიდან დათხოვნიდან, მას შემდეგ რაც შედგენილი და წარდგენილი იქნებოდა შემოვლის ფურცელი. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ თუკი უფლების დარღვევის შესახებ შეტყობინების ფაქტს ინვენტარიზაციის აქტის შედგენას დავუკავშირებთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის #605 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ვალდებულება გააჩნდა ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩაეტარებინა და არ დალოდებოდა შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ინვენტარიზაციის შედეგებზე გ-------–------------–-ის 2019 წლის 9 ივლისის დასკვნას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 141-ე, 144-ე, 408-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შ----------------------------- ითხოვს მოპასუხის მიერ ზიანის ანაზღაურებას, განმარტავს, რომ ბ--------–-----მა ჩაიდინა საქართველოს შ-----------------------------ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ ს----------–----–------ საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N-----------ბის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, თუმცა ვინაიდან ბ--------–-----ი აღარ წარმოადგენს შ-----------------------------ს თანამშრომელს, დისციპლინური გადაცდომის სახდელის გამოყენება არ მომხდარა და მოპასუხემ ფულადი სახით უნდა აანაზღაუროს ქონებრივი დანაკლისი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის, დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგი - სამართლებრივი ურთიერთობის (შესაბამისად, პირთა უფლებებსა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიჩნია, რომ მოპასუხე ბ--------–-----ისთვის გადაცემული ერთი ერთეული ჯ--–--–--–---ის დანაკლისის შესახებ საქართველოს შ-----------------------------სთვის ცნობილი 2010 წლის ბოლოდან უნდა ყოფილიყო. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაცული არ არის, ვინაიდან სარჩელი მას მოთხოვნის წარმოშობიდან 3 წლის ვადაში უნდა წარედგინა. სარჩელი კი სასამართლოში 2019 წლის 17 ოქტომბერს არის წარდგენილი. ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად. ამასთან, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების გათვალისწინებით, მოპასუხეს არ ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს შ-----------------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე