განაჩენი

სისხლის სამართლის 08.01.2020
საქმის ნომერი
080100115003226096
დავის ტიპი
223 (1) 2
თარიღი
08.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/424-15

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 იანვარი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ციცინო მოსიძემ

ანა რობაქიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორ - რ----- თ---------ას

განსასჯელ - გ------ ჩ---–--ის (მონაწილეობის გარეშე)

ადვოკატების - ზ----- ნ-–------ის და ა-------–--ანიძის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ჩ---–--ის მიმართ - დაბადებულის 1984 წლის 23 მაისს, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონეს, რეგისტრირებულის ქ. ქუთაისში, ბ------ის ქუჩა მე-2 შეს N23-ში, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ------ ჩ---–--ეს წარედგინა ბრალდება კანონიერი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე მისივე მოთხოვნით, ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და მისი ტრადიციების მატარებელი. იგი ქურდულ სამყაროში მიღებული წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა ჯგუფს, დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენის მიზნით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგინდა შემდეგი გარემოებები:

 

წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით (ფორმა N1) ირკვევა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო 2006 წლის 25 აპრილს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი: ქ. ქუთაისში ბ------ის ქუჩა მე-2 შესახვევის N11-ში მცხოვრები ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე ზედმეტ სახელად ,,კ--–-----ი’’, რომელიც არის ნასამართლევი, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით დამნაშავეთა სამყაროში, ახდენს ,,საქმის გარჩევას’’, აქტიურ მონაწილეობას იღებს დანაშაულის მომზადებასა და განხორციელებაში.

 

იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსს 2006 წლის 28 აპრილს პატაკით მიმართა ამავე სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს N1 განყოფილების უფროსი ინსპექტორის პოლიციის კაპიტანმა გ. გ-------მ მასზედ, რომ ქ. ქუთაისში, ბ------ის მე-2 შეს N11-ში მცხოვრები ე.წ. „კანონიერი ქურდი“ გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე ზ/ს ,,კ--–-----ი’’, რომელიც არის ნასამართლევი, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, აწ. გარდაცვლილი „კანონიერი ქურდის“ ა---------– ჩ---–--ის ზ/ს „კ--–--ს“ შვილი. ორგანიზებას უკეთებს შავი სამყაროს სხვა წარმომადგენლებს, ჩარევის შემთხვევაში აკეთებს ე.წ. „ვაზვრატებს“, გარკვეული თანხის საფასურად. დამნაშავეთა სამყაროში სარგებლობს ავტორიტეტით.

 

2006 წლის 20 ივნისს გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით. ხოლო ბრალდებულის სახით (დაუსწრებლად) პასუხისგებაში მიეცა 2006 წლის 19 ივლისს.

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილით ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე გ------ ჩ---–--ის (დაბ. 2--------- წ. პ/ნ 6----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2002 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 9 აპრილამდე არ დაფიქსირებულა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წერილით ირკვევა, რომ გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის (დაბ. 23/05/1984 წ. პ/ნ 6----------) სახელზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მიხედვით, მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი N-0------ გაც. 17/04/1996 წ. და არასრულწლოვანის რეგისტრაცია. გამცემი ორგანო შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის წერილით ირკვევა, რომ გ------ ჩ---–--ე (დაბ. 2--------- წ.) ითვლება საქართველოს მოქალაქედ. აღნიშნულ პიროვნებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით არ მოუმართავს. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, გ------ ჩ---–--ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის ფაქტი არ ფიქსირდება.

 

2015 წლის 24 აპრილის ოქმით ინტერნეტ საიტების დათვალიერების შესახებ დადგენილია, რომ იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი მანაგაძემ, სპეციალისტის ზ----- ნ---------–---–ის და თარჯიმნის მ-------- მ-------ის მონაწილეობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 26 ივნისი) 287-289-ე, 333-334-ე, 338-339-ე მუხლების საფუძველზე, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N8------ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი კომპიუტერით მოახდინა ინტერნეტ საიტების დათვალიერება, კერძოდ ინტერნეტ საიტზე - საძიებო ველში გ------ ჩ---–--ის სახელის და გვარის ქართული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილ იქნა რუსეთის ფედერაციაში დაკავებული ,,კანონიერი ქურდის’’ გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის 54 წამიანი ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიდეო, რომელიც სპეციალისტის მიერ გადატანილი იქნა მის სამსახურებრივ პერსონალურ კომპიუტერში, საიდანაც შემდეგ ჩაწერილი იქნა ერთ ცალ DVD დისკზე. აღნიშნულის შემდეგ კომპიუტერში ინტერნეტის საძიებო სისტემა https://www.google.ge-ს საძიებო ველში ინგლისური ასოებით გ------ ჩ---–--ის სახელის და გვარის აკრების შემდეგ აღმოჩენილ იქნა რუსულ ენაზე განთავსებული ინფორმაცია „კანონიერი ქურდის“ გ------ ა---------–ის ძე ჩხლაძის - ზედმეტსახელად კ--–-----ის თაობაზე, იმავე გვერდზე აღმოჩენილ იქნა გ------ ჩ---–--ის ფოტოსურათები, რომელთაგან ერთ-ერთი ფოტოსურათის მარჯვენა მხარეს რუსულ ენაზე გათავსებულია მისივე მონაცემები. თარჯიმან მ-------- მ-------ის მიერ გადათარგმნილი იქნა გ------ ჩ---–--ის ფოტოსურათის გვერდით არსებული მონაცემები, რომელიც შეიცავდა შემდეგი სახის ინფორმაციას: გვარი, სახელი, მამის სახელი: ჩ---–--ე გ------ ა---------–ის ძე. ზედმეტსახელი: კ--–-----ი. დაბადების თარიღი: 2---------. მონათლული 2000. ნასამართლობები: პირველ გრაფაში: თარიღი 13.03.2006. სასამართლო, მოსკოვი გაგარინსკი. განაჩენი, 4 წელი. რეჟიმი საერთო. მუხლი, 158 მე-3 ნაწილი რუსეთის ფედერაციის სსკ. სასჯელის დაწყების დრო, 24.06.2005. სასჯელის დასრულების დრო, 23.06.2009. მეორე გრაფაში: თარიღი, 29.07.2011. სასამართლო, მოსკოვი მეშანსკი. განაჩენი, 2 წელი და 6 თვე. რეჟიმი მკაცრი. მუხლი 228 მუხლი პირველი ნაწილი რუსეთის ფედერაციის სსკ. სასჯელის დაწყების დრო, 29.01.2010. სასაჯელის დასრულების დრო, 28.07.2012.

 

აღნიშნული ვიდეო სპეციალისტის მიერ გადატანილი იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც დაერთო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობის და დართვის შესახებ 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №8------ საქმეზე ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად 2002 წლის 19 სექტემბრის დადგენილება ოპერატიული შემოწმების საქმის N3---ს შექმის შესახებ, ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის N5 განყოფილების უფროსი გამომძიებლის ო---- ს--–----ის მომართვა (23.05.2006წ.) შემოწმების საქმის მასალები; მ.ბ--–-------ის პატაკი საკონტროლო სამეთვალყურეო საქმის შექმნის შესახებ, მოთხოვნები გ------ ჩ---–--ის შესახებ, სამისამართო ცნობა (19.09.2002წ.), გ------ ჩ---–--ის შესახებ, ქუთაისის შსს სსს განყოფილების დამნაშავეთა სამყაროს ლიდერების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ინსპექტორის მ.მ----–--ის ცნობა (18.03.2003წ.) ასევე გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის ოპერატიული დადგენა N582 (21.06.2006). 2015 წლის 24 აპრილის ინტერნეტ საიტების დათვალიერების შედეგად მოპოვებული DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია რუსეთის ფედერაციაში დაკავებული კანონიერი ქურდი გ------ ჩ---–--ის ამსახველი 54 წამიანი ვიდეო, გ------ ჩ---–--ის, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის-კანონირი ქურდის თაობაზე საჯარო ინფორმაციის ამსახველი ინტერნეტ სტატია და ფოტომასალა, 01 ფურცელზე.

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ----- ნ---------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის 2015 წლის მდგომარეობით მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, კონკრეტულად კი ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტში. ეს დეპარტამენტი იყო სამინისტროს დაქვემდებარებაში და ტერიტორიულად მდებარეობდა თბილისში, მაგრამ თვითონ როგორც წარმომადგენელი, იყო ქუთაისში, ჯ-----–---–ის 12 ნომერში, სამხარეო პოლიციის შენობაში.

 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის უწყებას ეხმარებოდა და ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, რომ ამოუღიათ ჩანაწერები, როგორც დანაშაულის შემთხვევის ადგილებზე ასევე ინტერნეტ სივრციდანაც, ხოლო კონკრეტულ შემთხვევებს ვერ იხსენებს. სასამართლო სხდომაზე მოწმეს წარედგინა მოწმის დაკითხვის 2015 წლის 25 აპრილის ოქმი, რომელზე ხელმოწერასაც მოწმე ადასტურებს რომ მისია, მაგრამ აქვე განმარტავს, რომ ვიდეო ჩანაწერების ამოღებიდან დიდი დრო არის გასული და ვერ იხსენებს თუ რა საქმესთან დაკავშირებით ამოიღეს. მოწმის განმარტებით, ვიდეო ჩანაწერების ამოღების შემდეგ ისინი გადაჰქონდათ CD დისკზე, ილუქებოდა და ერთვოდა სისხლის სამართლის საქმეს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებდა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-------- მ-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ რამოდენიმე წლის წინ, როგორც თარჯიმანი დაესწრო თუ როგორ ნახულობდნენ პოლიციის თანამშრომლები სხვადასხვა საიტებზე ინფორმაციას. Youtube-ზე ნახულობდნენ ვიდეოებს, სადაც რამდენიმე კანონიერი ქურდის ვიდეოებს ნახულობდნენ, სადაც თავად ახსენებდნენ თავიანთ ვინაობას, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ. ამ ინფორმაციას შემდეგ იწერდნენ დისკში და სადაც ვადასტურებდით რა ინფორმაცია იყო მასში. პროკურორის კითხვაზე თუ კონკრეტულად სად მიიყვანეს ის, მოწმე განმარტავს, რომ ჯ-----–---–ის ქუჩაზე არსებულ პოლიციის შენობაში. მოწმის განმარტებით, ვიდეო მასალებში საუბარი იყო გ------ ჩ---–--ეზე, ე.წ. „კ--–--დ“ წოდებული. გამოკვლევის პროცესში მასთან ერთად იმყოფებოდა გამომძიებელი და აიტის წარმომადგენელი. მოპოვებული ინფორმაციის რაოდენობა არ ახსოვს. ადვოკატის კითხვაზე თუ ვის მიერ იყო განთავსებული ვიდეო Youtube-ზე, მოწმე განმარტავს, რომ მას ეს არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ვიდეოში მონაწილე პირებს ეტყობოდათ, რომ ქართველები იყვნენ და ქართული აქცენტით საუბრობდნენ რუსულად. ვიდეოში მონაწილე პირთა ვინაობა, წარმომავლობა და ეროვნება მისთვის ცნობილი არ იყო.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ო---- ს--–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2006 წელს ის იყო პოლიციის მეხუთე განყოფილების უფროსი. 2015 წელს, ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ მუშაობდა მეოთხე განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. მათთან შექმნილი იყო საინფორმაციო საქმე გ------ ჩ---–--ის მიმართ, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი. ასევე სხვადასხვა წყაროებიდან, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი. ოპერატიული საინფორმაციო საქმის, ოპერატიული დადგენილების საფუძველზე და სხვადასხვა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ გ------ ჩ---–--ე არის „კანონიერი ქურდი“. მოწმის განმარტებით, გ------ ჩ---–--ე რუსეთში ყოფნის პერიოდში ტელეფონის მეშვეობით ამყარებდა ურთიერთობებს სხვადასხვა დანაშაულის სამყაროს წევრებთან. სხვადასხვა ქურდული გარჩევებისა და ე.წ. „ობშიაკის“ შეგროვების მიზნით. გ------ ჩ---–--ის აწ. გარდაცვლილი მამა ა---------– ჩ---–--ეც იყო კანონიერი ქურდი და როგორც იცის, იგი მეუღლესთან ერთად მოკლეს რუსეთის ფედერაციაში. 2006 წელს ბ------ის ქუჩაზე გ------ ჩ---–--ის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა მისი ბებია. გ------ ჩ---–--ის ზედმეტი სახელი იყო „კ--–-----ი“. 2002 წელს მას გ------ ჩ---–--ე საქართველოში არ უნახავს, მაგრამ ოპერატიული მონაცემებით ის საქართველოში იმყოფებოდა. ქურდული გარჩევის მეორე მხარე ვინ იყო არ დაუდგენიათ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ--–- გ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ის 1993 წლიდან მუშაობს პოლიციის დაწესებულებაში. 2005 წელს ის მუშაობდა პოლიციის მეორე განყოფილებაში და იმავე წელს გადავიდა სამხარეოში, მთავარ სამმართველოში. როდესაც ის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების სახით დაიკითხა. გამოძიებას მიაწოდა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ გ------ ჩ---–--ის მიმართ მიღებულ იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, ასევე მონაწილეობას ღებულობდა საქმის გარჩევებში და იყო ე.წ. „კანონიერი ქურდი“, ზედმეტ სახელად „კ--–-----ი“. როგორც მოწმეს ახსოვს, 1993 წელს გ------ ჩ---–--ის მამა ა---------– ჩ---–--ე მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლესთან ერთად. ამ დროს სახლში იმყოფებოდა მისი მცირეწლოვანი შვილიც, რომელიც ეგონათ გარდაცვლილი, მაგრამ გადარჩა. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება ჩამოიყვანეს ქუთაისში, სადაც იზრდებოდა და სადღაც 16-17 წლის ასაკში წავიდა ქუთაისიდან და რუსეთში მოინათლა როგორც „კანონიერი ქურდი“. საქართვლოში ცხოვრების პერიოდში გ------ ჩ---–--ე ცხოვრობდა ბ------ის ქუჩაზე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შ----- მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის 2006 წელს მუშაობდა ქალაქ ქუთაისის მეხუთე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. მისი სამოქმედო ზონა იყო, სადაც გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე ცხოვრობდა, ბ------ის ქუჩის მეორე შესახვევი N29-ში. როდესაც ის ამ განყოფილებაში გადავიდა, უკვე შექმნილი იყო გ------ ჩ---–--ეზე პირადი საქმე, ოპერატიულ-საინფორმაციო საქმე, როგორც მისი სამოქმედო ტერიტორია, აწარმოებდა ამ საქმეს. გ------ ჩ---–--ე 92-93 წლიდან დაახლოებით 94 წლიდან, წაიყვანეს. რუსეთში ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი, სადაც 94 წელში მოუკლეს მშობლები, შემდეგ გასვენებაში იყვნენ ჩამოსული, როდესაც წავიდნენ ამის შემდეგ გ------ი ქუთაისში აღარავის არ უნახავს. ეს პიროვნება 18 წლის ასაკში მოინათლა „კანონიერ ქურდად“. საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნეტის და ტელეფონის მეშვეობით, რომლის ნომერიც დაუდგენელი იყო, ახორციელებდა ზარს საქართველოში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან, ჰქონდა ურთიერთობა და დავალებებს აძლევდა მათ. მოწმე განმარტავს, რომ ის არ იცნობს ისეთ პიროვნებას, რომელსაც 1994 წლის შემდეგ გ------ ჩ---–--ე საქართველოში ენახოს. ადვოკატის კითხვაზე, თუ რას ნიშანვას კანონიერ ქურდად მონათვლა, მოწმემ განმარტა, რომ მისმა მეგობრებამა სკაიპის მეშვეობით მონათლეს გ------ ჩ---–--ე კანონიერ ქურდად, რასაც თავად მოწმე არ უყურებდა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული მ--- ფ-----–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ბ------ის ქუჩა N16-ში ოჯახთან ერთად. ჰყავს მეუღლე ვ----– ა------ის ძე ჩ---–--ე, დაბადებული 1961 წლის 10 მაისს. ამჟამად ჩაწერილია ქალაქ მოსკოვში. არის რუსეთის მოქალაქე და საქმიანობას ეწევა რუსეთის ფედერაციაში. ის 2005 წლის 05 ოქტომბრიდან წასულია საქართველოდან და არ ჩამოსულა. მის საქმიანობას წარმოადგენს უძრავი ქონებისა და მიწის ნაკვეთის იჯარით გაქირავება. ის მას შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. ჰყავთ ორი შვილი: ს--–---- ჩ---–--ე, დაბადებული 1988 წლის 05 მარტს და მ------ ჩ---–--ე, დაბადებული 1991 წლის 26 აგვისტოს. რაც შეეხება მის მაზლის შვილს გ------ი ა---------–ის ზე ჩ---–--ეს, დაიბადა 1984 წლის 23 მაისს, ქ. ქუთაისში. მისი მშობლები: ა---------– ჩ---–--ე და დედა მ----- ლ----------ე 1994 წლის 12 აპრილს მოკლეს ქ. მოსკოვში. გ------ის მამა ა---------– ჩ---–--ე იყო კანონიერი ქურდი, ზედმეტ სახელად „კ--–--“. გ------ი ამ დროს 9 წლის იყო. როდესაც მისი მშობლები ჩამოასვენეს საქართველოში, ჩამოვიდა და სწავლა განაგრძო ქუთაისის N3-ე საშუალო სკოლაში. იქ ისწავლა 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, შემდეგ სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ, კერძოდ ინგლისში. იქ სწავლის პერიოდი გაგრძელდა დაახლოებით ორი წელი. რის შემდეგაც ჩავიდა ქ. მოსკოვში და განაგრძო სწავლა. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მშობლებმა გ------ი წაიყვანეს სამი წლის ასაკიდან და ის რვა წლის იყო, როდესაც დარეგისტრირდა ქ. მოსკოვში. როდესაც სრულწლოვანი გახდა, მან მიიღო რუსეთის მოქალაქეობა. აქვს რუსეთის პასპორტი და ცხოვრობს ქალაქ მოსკოვში. დაახლოებით ოთხი წლის წინ შეირთო ცოლი. მას შემდეგ რაიმე სახის მონაცემებს არ ფლობს. მასთან ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი დ----- და ა---------– ჩ---–--ეები. მას შემდეგ რაც მშობლები დაასაფლავა, თუ არ ჩავთვლით სწავლის პერიოდს, გ------ი საქართველოში ჩამოსული არის ორჯერ, პირველად 2002 წლამდე, 2001 წელს, როდესაც დისშვილი გარდაეცვალა. 2002 წელს აღდგომის დღესასწაულზე მან მშობლებისა და დისშვილის საფლავი მოინახულა და მოსკოვში დაბრუნდა. მას შემდეგ ის საქართველოში აღარ ჩამოსულა. გ------ის და ს-------- ჩ---–--ე გათხოვილია. ის მცირეწლოვან დ---- დ------თან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, მაგრამ ამჟამად ორივენი იმყოფებიან ქ. მოსკოვში. მოწმის მაზლის შვილი გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე ე.წ. „კანონიერ ქურდად“ აღიარეს 2002 წელს ქ. მოსკოვში. ამ დროს მოწმე და მისი მეუღლე ოჯახური საქმეების გამო იმყოფებოდნენ აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, სადაც ეს ამბავი შეიტყვეს. აღნიშნულის შესახებ მის მეუღლეს დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება. ამის გამო მისმა მეუღლემ ინერვიულა და გადაიტანა მინი ინფარქტი. იმის გამო რომ გ------ ჩ---–--ე კანონიერი ქურდი გახდა, მოწმის მეუღლემ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მასთან. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ დაელაპარაკა მას, ისიც იმის გამო, რომ გ------ი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა და ძალიან მძიმედ იყო. ვინაიდან მისი მეუღლე ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, გადაწყვიტა თავზე დადგომოდა მას. ქ. ქუთაისში ჯ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე მოწმის დედამთილის ე------ ჩ---–--ის სახლის გარდა მათი ოჯახი არანაირ უძრავ ქონებას არ ფლობს. ბ------ის ქუჩაზე მდებარე სახლი მისი მამამთილის ა------ ვ----–ის ძე ჩ---–--ის და მისი მეუღლის ვ----– ჩ---–--ის აშენებულია. მოწმის მაზლს ა---------– ჩ---–--ეს და მის მაზლიშვილს გ------ ჩ---–--ეს მშენებლობაში არანაირი წვლილი არ მიუძღვით. მოწმის განმარტებით, ეს სახლი არის მოწმის სახელზე და ჩაწერილი ჰყავს მისი ორი შვილი. ხოლო ჯ-----–---–ის ქუჩაზე მდებარე სახლი არის მისი დედამთილის ე------ ჩ---–--ეზე გაფორმებული. მოწმის განმარტებით მას და მის მეუღლეს არანაირი ფულადი თანხები გ------ ჩ---–--ისგან არ მიუღიათ. გ------ ჩ---–--ეს თავისი ქურდული ავტორიტეტიდან გამომდინარე საქართველოსთან არანაირი შეხება არა აქვს. კონკრეტულად ვისი ინიციატივით იყო გ------ ჩ---–--ე აღიარებული კანონიერ ქურდად, მოწმისთვის უცნობია. მოწმის საკუთრებაშია ავტომანქანა, სახ. ნომრით D-----. მათ ოჯახს სხვა ავტომანქანა არ გააჩნია. ეს მანქანა არის მის სახელზე და ის მისმა მეუღლემ შეუძინა დაახლოებით 13 წლის წინ. მოწმისთვის უცნობია თუ რა საკუთრებას ფლობს მისი მაზლიშვილი გ------ი ჩ---–--ე ქალაქ მოსკოვში ან არის თუ არა რაიმე წილებში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული გ------ ნ------ის ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ 2014 წლის სექტემბრის თვიდან მუშაობს ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის სამოქმედო ტერიტორიაში შედის ქ. ქუთაისში მდებარე ყოფილი ბ------ის, ამჟამად პეტრიძის ქუჩა. აღნიშნულ ქუჩაზე მე-2 შეს. ყოფილ N29-ში ამჟამად კი N16-ში ცხოვრობს ე.წ. „კანონიერი ქურდი“, გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე, მეტსახელად „კ--–-----ი“. ამჟამად აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს გ------ ჩ---–--ის ბებია ე------ ჩ---–--ე, დაბადებული 1937 წელს. რაც შეეხება გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ეს, 1993-94 წლებიდან ის საქართველოში აღარ ცხოვრობს. ამ პერიოდში მისი მამა - ა---------– ჩ---–--ე, „კანონიერი ქურდი“ მეტსახელად „კ--–--“, მოკლეს ქ. მოსკოვში. ის დაკრძალულია ქ. ქუთაისში ე.წ. „ოღასკურის“ სასაფლაოზე, ჯ-----–---–ის ქუჩაზე, მის მიერ აგებული ეკლესიის გვერდით მეუღლესთან ერთად. გ------ი ჩ---–--ე ჩამოსული იყო სწორედ მისი მშობლების დაკრძალვის ცერემონიალზე და მას შემდეგ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ის საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში აღარ ჩამოსულა. იმ პერიოდში გ------ ჩ---–--ის საცხოვრებელ სახლში, მისი ბებიის ე------ ჩ---–--ის გარდა, ცხოვრობდნენ ბიძა-ვ----– ა------ის ძე ჩ---–--ე და ბიცოლა მ--- ჩ---–--ე. ამჟამად აღნიშნული პიროვნებები გ------ ჩ---–--ის საცხოვრებელ სახლში აღარ ცხოვრობენ. 2002 წლის 19 სექტემბრიდან პოლიციის მე-5 განყოფილებაში გ------ ჩ---–--ის მიმართ შეიქმნა ოპერატიული შემოწმების საქმე, აღნიშნული საქმის შექმნას საფუძვლად უდევს ინფორმაცია მასზედ, რომ გ------ი ა---------–ის ძე ჩ---–--ე ქურდულმა სამყარომ აღიარა ე.წ. „კანონიერ ქურდად“. გ------ი ა---------–ის ძე ჩ---–--ე ზედმეტსახელად „კ--–-----ი“, დაბადებულია 1984 წელს ქ. ქუთაისში. ის „კანონიერ ქურდად“ აღიარეს 18 წლის ასაკში. იგი საქართველოში ნასამართლევი არ არის, ვინაიდან გ------ი ჩ---–--ე 1993-94 წლებიდან მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და დამნაშავე თუ დამნაშავეთა სამყაროს რომელ ავტორიტეტებთან და „კანონიერ ქურდებთან“ აქვს ურთიერთობა, ამის შემდეგ მოწმისთვის უცნობია. გ------ ჩ---–--ე საქართველოში ჩაწერილი არ არის. მის ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ჩაწერილი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, სადაც ბავშვობაში სკოლაში სწავლობდა. ამჟამად, როგორც ზონის ინსპექტორი, პერიოდულად ახდენს ძებნილ გ------ ჩ---–--ის საცხოვრებელ მისამართზე გადამოწმებას, სადაც ხვდება მისი ბებია ე------ ჩ---–--ე, რომლის განმარტებითაც უცნობია თუ სად იმყოფება მისი შვილიშვილი გ------ ჩ---–--ე. გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე არის „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „კ--–-----ი“, რომელიც ასევე ცნობილია „კ--–-- მალადოით“ და „გ------ კუტაისკით“. ქურდულ სამყაროში სარგებლობს დიდი ავტორიტეტით. იგი რუსეთის ფედერაციაში ყოფნის დროს მობილური ტელეფონის საშუალებით მონაწილეობდა საქმეების გარჩევებში, ე.წ. „წილების“ და ქურდული „ობშიაკის“ განკარგვაში. ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივი სამყაროსადმი მიდრეკილების მქონე პირების დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებას. ქურდული სამყაროს სახელით, ზეწოლას ახორციელებდა მოქალაქეებზე, რომლებსაც აიძულებდათ ემოქმედათ მისი პირადი ინტერესის მიხედვით. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, გ------ ჩ---–--ე, მეტსახელად „კ--–-----ი“, დღეის მდგომარეობით მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის საშუალებით ახერხებს დაკავშირებას საქართველოში დანაშაულებრივი სამყაროსადმი მიდრეკილების მქონე პირებთან და ორგანიზებას უწევს მათი დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებას, რომელი ინფორმაციაც ამჟამად მოწმის მიერ გადამოწმების პროცესშია. გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის, ზედმეტსახელად „კ--–-----ის“ კანონიერ ქურდობას ადასტურებს ინტერნეტ საიტებზე და სოციალურ ქსელებში გავრცელებული როგორც ვიდეო, ასევე ბეჭდური ინფორმაცია. გ------ი ჩ---–--ეს ჰყავს და, რომელიც ასევე ბავშვობიდან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში, ის საქართველოში არ ჩამოდის და შესაბამისად აღნიშნულ პიროვნებაზე არანაირი ცნობები არ მოიპოვება.

 

მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო და მიმდინარეობდა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681 და 1682 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, გაებათილებინათ მეორე მხარის მტკიცებულებები, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა გ------ ჩ---–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. კერძოდ:

 

როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების (პოლიციის თანამშრომლების) ჩვენებებიდან ირკვევა, მათ გააჩნიათ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია გ------ ჩ---–--ის კანონიერი ქურდობის შესახებ და განსასჯელის მიერ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე ინფორმაცია არა აქვთ, რაც დაადასტურებდა ამ პიროვნების კანონიერ ქურდობას. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, თუ იგი არ იქნა სათანადოდ შემოწმებული და რეალიზებული მისი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, რომლის შედეგად დადგინდებოდა მისი ნამდვილობა, ვერ შეიძენს მტკიცებულებით მნიშვნელობას, რამდენადაც საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ამგვარი ინფორმაციის მიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად, მართებულად ვერ ჩაითვლება.

 

ოპერატიული ინფორმაციის ავტორიც (წყარო) საზოგადოების წევრია, რომელიც შესაძლოა არასწორ ინფორმაციას ფლობდეს, ეყრდნობოდეს ან ავრცელებდეს, ამიტომ არის საჭირო მისი გადამოწმება და არა თავიდანვე უტყუარ ფაქტად მიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კოსტოვსკი (kostovski) ნიდერლანდების წინააღმდეგ (განაცხადი #11454/85), დაასკვნა, რომ გამოძიების ეტაპზე ანონიმური ინფორმატორის გამოყენება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას არ არღვევს, მაგრამ სასამართლო განხილვის ეტაზე ჩვენებები, რომელიც ემყარება ანონიმურ ინფორმატორს, ვერ ჩაითვლება იმ საკმარის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შეიძლება პირის მსჯავრდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 44).

 

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დანაშაულად გამოცხადდა 2005 წლის 20 დეკემბრის შესწორების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ბრალად შეერაცხება მხოლოდ ამ ცვლილების (დამატების) ამოქმედების შემდეგ განხორციელებული იმ ქმედებისათვის, რომლის კრიმინალიზაციაც მოახდინა სისხლის სამართლის კოდექსმა, ანუ პირი ქურდული სამყაროს წევრობისათვის ან/და კანონიერი ქურდობისათვის დაისჯება მხოლოდ 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ (და არა მანამდე) ჩადენილი იმ ქმედებისათვის, რის გამოც მას დაუდასტურდება ქურდული სამყაროს წევრობა ან/და კანონიერი ქურდობა.

 

ვინაიდან ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრა 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას... უკუძალა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის სად, როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა კანონიერ ქურდად აღიარებული გ------ ჩ---–--ე. ბრალდება შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით და საბრალდებო დასკვნაში მიუთითა, რომ „გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ე მისივე მოთხოვნით ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და მისი ტრადიციების მატარებელი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2002 წლიდან გ------ ჩ---–--ე საქართველოში არ შემოსულა. დადგენილია, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე გ------ ჩ---–--ის (დაბ. 2--------- წ. პ/ნ 6----------) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2002 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 9 აპრილამდე არ დაფიქსირებულა. ასევე დადგენილია, რომ გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის (დაბ. 23/05/1984 წ. პ/ნ 6----------) სახელზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპიუტერული ბაზის მიხედვით, მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პასპორტი N-0------ გაც. 17/04/1996 წ. და არასრულწლოვანის რეგისტრაცია. გამცემი ორგანო შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის წერილით ირკვევა, რომ გ------ ჩ---–--ე (დაბ. 2--------- წ.) ითვლება საქართველოს მოქალაქედ. აღნიშნულ პიროვნებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით არ მოუმართავს. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, გ------ ჩ---–--ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ფლობის ფაქტი არ ფიქსირდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 2002 წელს აღიარებული რომ ყოფილიყო კანონიერ ქურდად და ემოქმედა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, ეს საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ გ------ ჩ---–--ე 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ დასჯილიყო კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლიც დაადასტურებდა გ------ ჩ---–--ის კანონიერ ქურდად აღიარების ფაქტს. საბრალდებო დასკვნის თანახმად, გ------ ჩ---–--ე ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენის მიზნით. მაგრამ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები და გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ გ------ ჩ---–--ის კავშირებს ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე, ვერ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ის ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენის მიზნით.

 

ინტერნეტსაიტების და http://www.google.ge დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციას რაც შეეხება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საიტების დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დაუშვებელად მიაჩნია გაურკვეველ ინტერნეტგვერდებზე განთავსებული არასანდო და არაავთენტიკური ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

განსასჯელის საუარესოდ სისხლის სამართლის კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება იკრძალება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომლის მიხედვით „არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. ამასვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული სამართლის მიხედვით, იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დღევანდელი საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა დენადი დანაშაული არ არის და იგი განგრძობადი დანაშაულია, რამდენადაც ქმედების შემადგენლობა მიბმულია ამ ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანიზებისას სხვადასხვა აქტიური მოქმედებების ჩადენასთან, ამიტომ თუ ამგვარი ქმედებების ჩადენა ხდებოდა იმ დროს (რაც მოცემულ შემთხვევაშიც არ დასტურდება), როცა ქმედების კრიმინალიზაცია ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, დღეს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დაუშვებელია. აუცილებელია პირს ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანოზებისას ერთი ქმედება მაინც ჰქონდეს ჩადენილი აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაციის შემდეგ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვებერი (Veeber) ესტონეთის წინააღმდეგ #2 (განაცხადი #45771/99), იმსჯელა სისხლის სამართლის კანონის უკუქცევით ძალაზე განგრძობადი და დენადი დანაშაულების კონტექსტში, კერძოდ, განგრძობადი დანაშაულის შემთხვევაში პირი პასუხს აგებს იმ სისხლის სამართლის კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე (2003 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტები 34-39).

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე მტკიცებულებას აფასებს თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. მე-4 ნაწილის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ------ ჩ---–--ის ბრალეულობაში.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

„ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამდენად კანონიერი ქურდის ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან სხვა პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვაში ან ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად.

 

ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას, ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებზე, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ან წესებს, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ქურდული სამყაროს მართვას, იგი გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში და ასე შემდეგ, კანონიერმა ქურდმა შეიძლება მართოს არა მარტო ქურდული სამყარო, არამედ პირთა გარკვეული სხვა ჯგუფიც, რომლებსაც არ უღიარებიათ ქურდული სამყარო და არც მისი წევრები არიან, მაგრამ შეიძლება საშველად მიმართეს ,,კანონიერ ქურდს“ ან კანონიერ ქურდი იძულებისა და მუქარის გამოყენებით ახერხებს მათ მართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა სასამართლოსთვის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განსასჯელის მიერ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვას ან/და ორგანიზებას. იმისათვის, რომ დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კანონიერი ქურდობისათვის, უნდა დადგინდეს, რომ იგი მოქმედებდა (მართავდა ან/და ორგანიზებას უწევდა პირთა წრეს) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. საკმარისად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება თავის თავს უწოდებს კანონიერ ქურდს ან პირთა გარკვეული ჯგუფი მას უწოდებს კანონიერ ქურდს. არც ისაა გადამწყვეტი, თუ მას ქურდული სამყაროს გარდა საზოგადოებაც იცნობს ,,კანონიერი ქურდის’’ სახელით, არამედ იმისთვის, რომ სახეზე იყოს ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის ნიშნები, მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მიხედვით აუცილებელია, პირს დაუმტკიცდეს პირთა გარკვეული წრის მართვა ან/და ორგანიზება, რაც პასუხისმგებლობის საკითხის დადგომისათვის აუცილებელი. მართვა და ორგანიზება კონკრეტულ მოქმედებებს გულისხმობს, რაც მტკიცების საგანს შეადგენს და მისი მტკიცება უნდა იტვირთოს ბრალდების მხარემ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ გ------ ჩ---–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით, არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. იგი დაფუძნებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე, მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ასევე გაურკვეველ ინტერნეტსაიტებზე განთავსებულ არასანდო და არაავთენტიკურ ინფორმაციაზე, რაც რა თქმა უნდა არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით (მტკიცებულებათა არარსებობა) არ დადასტურდა განსასჯელ გ------ ჩ---–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 502-ე, 504-ე, 510-511-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------ ჩ---–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

გ------ ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განემარტოს გამართლებულ გ------ ჩ---–--ეს, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის, დაბ. 1984 წლის 23 მაისს, ქ. ქუთაისში, ბ------ის ქ. მე-2 შეს. N16-ში და ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქ. N27-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს და მასში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის სახელით (ან სახელზე) მისი ან მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების: ბიცოლის - მ--- ფ-----–---–ის (მცხ. ქ ქუთაისი, ბ------ის ქ. მე-2 შეს. N32-ში), ბიძის - ვ----– ა------ის ძე ჩ---–--ის (მცხ. ქ ქუთაისი, ბ------ის ქ. მე-2 შეს. N32-ში), ბიძაშვილის - ს--–---- ვ----–ის ასული ჩ---–--ის (მცხ. ქ ქუთაისი, ბ------ის ქ. მე-2 შეს. N32-ში), ბებიის - ე------ ე------ეს ასული ჩ---–--ის (მცხ. ქ ქუთაისი, ჯ-----–---–ის ქ. N27-ში), სახელზე შემოსულ ყველა სახის წერილს, დეპეშას, რადიოგრამას, ბანდეროლს, ამანათს, საფოსტო კონტეინერს ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ შეტყობინებას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას გ------ ა---------–ის ძე ჩ---–--ის, დაბ. 1984 წლის 23 მაისს, ქონებას - საცხოვრებელ სახლებს და საკარმიდამო ნაკვეთებს, რეგისტრირებულს ე------ ჩ---–--ის და გ------ი ჩ---–--ის სახელზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ბ------ის ქ. მე-2 შეს. N23-ში და ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–ის ქუჩა N29-ში.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი DVD დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე