გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
411210119003034018
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 41----------------

(2--2-2019)

გადაწყვეტილება

(დასწრებულ-დაუსწრებელი)

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. აბაშა

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

აბაშის მუნიციპალიტეტში- ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი - თამთა გოგია

 

მოსარჩელე - მა----ა ც-----ა

წარმომადგენელი - ქე--------------ა

 

მოპასუხე - ნა---–------ვა

 

მოპასუხე - მა-–------------ა

წარმომადგენელი - ბე-–--–---–--ა

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მერაბ მიქაძის მიერ 2019 წლის 08 მაისს სენაკის რაიონული სასამართლოს 09.11.2018 წელს გაცემული (სამოქალაქო საქმე N2---------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (სააღსრულებო საქმე NA-------3) მოვალის ქონებისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი „HITACHI” , შავი ფერის 1 ცალი - 300 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეული, მუქი ფერის, ხის ელემენტებით 1 კომპ.- 100 ლარის ღირებულების; მაცივარი „HITACHI” ორ კამერიანი, ღია ნაცრისფერი - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების; ზალის კედელი, ხუთ განყოფილებიანი, ყავისფერი, 1 ცალი-280 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეული ღია ფერის, ოთხი პატარა ზომის ბალიშით, გააჩნია ხის ელემენტები, მოჩუქურთმებული, 1 კომპლექტი- 400 ლარის ღირებულების; სარეცხი მანქანა “LG” , ნაცრისფერი 7კგ - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების.

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

ცხოვრობს ქალაქ აბ-–-–ი, იო---–---ის 1-ლი შესახვევი #9-ში. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის #2-------3 სამოქალაქო საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წლის 08 მაისს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის აღმასრულებლის მერაბ მიქაძის მიერ, მოპასუხე მა-–------------ას ვალის უზრუნველყოფის მიზნით, მის კუთვნილ სახლში აღიწერა და დაყადაღდა სადაო მოძრავი ნივთები, რომელიც წარმოდგენს მის პირად საკუთრებას, პირად ქონებას. მოსარჩელის განმარტებით, ზა--------------ა არის მისი სიძე - ქალიშვილის მეუღლე, რომელიც წელიწადნახევარი ცხოვრობდა მასთან საცხოვრებელ სახლში ცოლ-შვილთან ერთად, ვინაიდან იგი მის საცხოვრებელ სახლში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც მან მოიტანა მისი კუთვნილი ტელევიზორი და სარეცხი მანქანა, რომელიც საცხოვრებელი სახლიდან წასვლის შემდეგ აჩუქა მოსარჩლეს. ნაჭრის სამეული - მუქი ფერის, ხის ელემენტებით, ერთ კომპლექტად შეძენილია 1999 წელს, მაშინ როცა ნა---–------ვა არ იყო მისი ოჯახის რძალი. ე.წ. ,,ზალის კედელი“, ხუთ განყოფილებიანი, ყავისფერი, ერთ ცალი შეძენილია მის მიერ ტარიელ ფოჩხუას მაღაზიიდან. ნაჭრის სამეული ღია ფერის, ოთი პატარა ზომის ბალიშით, ხის ელემენტებით, მოჩუქურთმებული, ერთ კომპლექტად, შეძენილია მის მიერ. მოსარჩელე განმარტავს, რომ მართალია, სახლი აღრიცხული არ არის მის საკუთრებად, თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტები: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ქ. აბაშის საკრებულოს პირველი მოწვევის სესიის სხდომის 1--- წლის 0--------–-ს დადგენილება და განცხადება ადასტურებს, რომ უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა. მართალია მოპასუხე მა-–------------ა ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე, თუმცა აქტში მითითებული ნივთები მისი შეძენილი არ არის, მხოლოდ მისამართზე მოვალის ცხოვრება ვერ გახდება საფუძველი მესამე პირმა, მოსარჩელემ/ნივთის მესაკუთრემ პასუხი აგოს მა-–------------ას ვალის გამო, რადგან მას არ გააჩნია არავითარი უფლება დაყადაღებულ ქონებაზე. მოსარჩლე განმარტავს, რომ აღწერა-დაყადაღების დროს განაცხადა პრეტენზია, რომ კონკრეტული ქონება მისი საკუთრებაა. უკანონოდაა დაყადაღებული მა-–------------ას ვალის გამო მისი კუთვნილი მოძრავი ქონება და აღნიშნული ქონება არ შეიძლება იყოს აღსრულების საგანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ნა---–------ვას წარმომადგენელმა ეკ----------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და წერილობით განმარტა, რომ მა-–------------ას აქვს საალიმენტო დავალიანება 7704 ლარის ოდენობით. არ ღებულობს შვილების აღზრდაში მონაწილეობას, აღნიშნული ყველა ნივთი არ წარმოდგენს მოსარჩელის საკუთრებას. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ერთ ოჯახად ყოფნის პერიოდში სადაო ნივთები შეძენილია მოვალის მიერ. დაყადაღებული ნივთები, როგორიცაა ე.წ. ,,ზალის კედელი“, შეძენილი აქვთ ერთად, ქორწინების პერიოდში. თითოეული ნივთის საგარანტიო დოკუმენტებიც და განვადების ხელშეკრულება მა-–------------ას სახელზეა გაფორმებული. მა-–------------ა მუშაობდა და ოჯახის წევრების მის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ. მა-–------------ა არის მოსარჩელე მა----ა ც-----ას შვილი, ცხოვრობენ ერთად და ამ გზით ცდილობენ თავი აარიდონ ვალდებულების შესრულებას და გადაარჩინოს მისი ნივთები იძლებით წესით აუქციონზე გასხვისებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი მოითხოვს არ გათავისუფლდეს ყადაღისგან სადაო ნივთები, მოხდეს მათი გასხვისება აუქციონის წესით, რათ მოხდეს საალიმენტო დავალიანების ნაწილის დაფარვა მაინც. მოპასუხე ნა---–------ვა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

2.2. მოპასუხე - მა-–------------ამ სარჩელი ცნო სრულად იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩლე მა----ა ც-----ა არ არის ვალდებული პასუხი აგოს კუთვნილი ქონებით სხვისი ვალის გამო. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მა-–------------ას წარმომდგენელი ბე-–--–---–--ა დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. (იხ. შესაგებელი; სხდომის ოქმი)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს არ უდავიათ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მა-–------------ას გააჩნია შეუსრულებელი ვალდებულება ნა---–------ვას მიმართ.

 

3.1.2. მოსარჩელე მა----ა ც-----ა და მოპასუხე მა-–------------ა არიან დედა-შვილი, ხოლო მოპასუხე ნა---–------ვა არის მოპასუხე ნა---–------ვას ყოფილი მეუღლე, შესაბამისად, მოსარჩელე მა----ა ც-----ას ყოფილი რძალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა განმარტებებს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემებრს გაცემული N2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოპასუხე მა-–------------ას თავისი არასრულწლოვანი შვილების ელენე და მარიამ გაბუნიების სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა. ალიმენტის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მერაბ მიქაძის მიერ 2019 წლის 08ბ მაისს შედგა მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი, რომლის შესაბამისად, ყადაღა დაედო პლაზმური ტელევიზორს „HITACHI”-ს, შავი ფერის 1 ცალი - 300 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეულს, მუქი ფერის, ხის ელემენტებით 1 კომპ.- 100 ლარის ღირებულების; მაცივარს „HITACHI” ორ კამერიანს, ღია ნაცრისფერს - 1 ცალს- 300 ლარის ღირებულების; ე.წ. ,,ზალის კედელს“, ხუთ განყოფილებიანს, ყავისფერს, 1 ცალს-280 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეულს ღია ფერის, ოთხი პატარა ზომის ბალიშით, ხის ელემენტებით, მოჩუქურთმებულს, 1 კომპლექტს- 400 ლარის ღირებულების; სარეცხი მანქანას “LG”-ს, ნაცრისფერს 7კგ - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების.

 

აღნიშნული გარემოებები დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი;

 

3.2.2. აბაშის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 07 ივნისის №41---------------- (2--2-2019) განჩინებით , შეჩერდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბერს გაცემული №2--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მერაბ მიქაძის მიერ 2019 წლის 08 მაისს დაყადაღებული მოძრავი ნივთების (მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების ოქმი; სააღსრულებო საქმე #A 1------3) რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 07 ივნისის №41---------------- (2--2-2019) განჩინება;

 

3.2.3. ყადაღადადებული მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი „NITACNI” , შავი ფერის 1 ცალი - 300 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეული, მუქი ფერის, ხის ელემენტებით 1 კომპ.- 100 ლარის ღირებულების; მაცივარი „NITACNI” ორ კამერიანი, ღია ნაცრისფერი - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების; ე.წ. ,,ზალის კედელი“, ხუთ განყოფილებიანი, ყავისფერი, 1 ცალი-280 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეული ღია ფერის, ოთხი პატარა ზომის ბალიშით, გააჩნია ხის ელემენტებით, მოჩუქურთმებული, 1 კომპლექტი- 400 ლარის ღირებულების; სარეცხი მანქანა “LG” , ნაცრისფერი 7კგ - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების წარმოადგენს მოსარჩელე მა----ა ც-----ას საკუთრებას.

 

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მა-–------------ამ სარჩელის მოთხოვნა ცნო სრულად. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული მხარეს ეკისრება მტკიცების ვალდებულება. შესაბამისად, მოპასუხეები - ვალდებულნი არიან გააბათილონ მოსარჩელის არგუმენტაცია, მიუთითონ მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაკლოვანებაზე და თავის მხრივ, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლითაც დაუპირისპირდებიან მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მა----ა ც-----ას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიმართ არსებითი შედავება მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია. უფო მეტი, მოპასუხე მა-–------------ამ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ სადავო მოძრავი ნივთების მესაკუთრეა მა-–------------ა, ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ამ ნივთების მიმართ მა-–------------ას საკუთრების უფლების არ არსებობის ფაქტს; შესაბამისად, ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ყადაღადადებული მოძრავი ნივთების მა----ა ც-----ას საკუთრების უფლებით კუთვნილების ფაქტს.

 

3.2.4. მოპასუხე ნა---–------ვამ შესაგებელი წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს სხდომებზე 2020 წლის 22 იანვარსა და 2020 წლის 19 თებერვალს არ გამოცხადებულა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის სასამართლოს სხდომაზე განხილვის შესახებ შეტყობინება (უწყება) ჩაბარდა საქართველოს სს კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (უწყები ჩაბარდა ადრესატის დედას ნო---–--------ს, პ/ნ 3----------). ნა---–------ვას სასამართლოსათვის არ მოუმართავს და გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასევე არ მოუმართავს შუამდგომლობით სხდომის გადადების შესახებ.

 

4. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი;

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააღსრულებო ფურცლის თანახმად მოვალეა მალხა გაბუნია, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია წარმოადგენს ვარაუდს ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ, იგი შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებიც წინასწარ ცნობილია ან უნდა დადგინდეს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით გათვალისწინებული საქმის გარემოებებისათვის დამახასიათებელი ნიშნები ფაქტის პრეზუმფციისათვის, ამიტომ, 158-ე მუხლის პირველი ნაწილით ნავარაუდევი ფაქტი - ნივთის ფაქტობრივი მფლობელის მესაკუთრეობის შესახებ მტკიცებას არ საჭიროებს. შესაბამისად, მოსარჩელე დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის გარეშეც მიიჩნევა მესაკუთრედ. ამის საპირისპიროდ მოპასუხეებს კანონმდებლობით დაშვებულ ფარგლებში უნდა ემტკიცებინა საწინააღმდეგო, კერძოდ, მათ უნდა ემტკიცებინათ, რომ არ არსებობდა ნავარაუდევი ფაქტი მესაკუთრეობის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი შესაგებელი და მოპასუხის პოზიცია კი, ამგვარი სახის მტკიცებას არ შეიცავს. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, სადავო მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე საცხოვრებელ სახლში და მათ ფლობს მოსარჩელე.

 

6.6. საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და დაუშვებელია მისი ხელყოფა და შეზღუდვა გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, გადაწყვეტილების აღსრულება ხდება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომელიშიც ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მიეთითება მოვალისა და კრედიტორის რეკვიზიტები. ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.

 

ამრიგად, ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსასრულებლად წარდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებულია მალხა გაბუნია, რაც გამორიცხავს მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალედ.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, დასახელებული კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა აღსრულების საგნის - დაყადაღებული ნივთების მიმართ მისი საკუთრების უფლების არსებობა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება საქმეში არ არის. შესაბამისად, აღწერილი და დაყადაღებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. იმავე კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ამასთან, ვინაიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 233-ე მუხლით, არ არსებობს, სასარჩელო მოთხოვნა ნა---–------ვას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან”.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმე მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია და ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოპასუხე მა-–------------ამ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო სრულად და იგი გათავისუფლებულია სახელწმიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხე ნან შარტავას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 .1 მუხლის თანახმად. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს აბაშის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების -ყადაღადადებული ნივთების რეალიზაციის შეჩერების შესახებ, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მა----ა ც-----ას (პ/ნ 0----------) მოთხოვნა, მოპასუხეების ნა---–------ვასა და მა-–------------ას მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

ნა---–------ვას მიმართ მიღებულ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ყადაღისაგან გათავისუფლდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მერაბ მიქაძის მიერ 2019 წლის 08 მაისს სენაკის რაიონული სასამართლოს 09.11.2018 წელს გაცემული (სამოქალაქო საქმე N2---------) სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (სააღსრულებო საქმე NA-------3) მოვალის ქონებისა და დაყადაღების შესახებ აქტით აღწერილი და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები: პლაზმური ტელევიზორი „HITACHI” , შავი ფერის 1 ცალი - 300 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეული, მუქი ფერის, ხის ელემენტებით 1 კომპ.- 100 ლარის ღირებულების; მაცივარი „HITACHI” ორ კამერიანი, ღია ნაცრისფერი - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების; ე.წ. ,,ზალის კედელი“, ხუთ განყოფილებიანი, ყავისფერი, 1 ცალი-280 ლარის ღირებულების; ნაჭრის სამეული ღია ფერის, ოთხი პატარა ზომის ბალიშით, გააჩნია ხის ელემენტები, მოჩუქურთმებული, 1 კომპლექტი- 400 ლარის ღირებულების; სარეცხი მანქანა “LG”, ნაცრისფერი 7კგ - 1 ცალი- 300 ლარის ღირებულების.

2. მოპასუხე ნა---–------ვას (პ/ნ 3----------) მოსარჩელე მა----ა ც-----ას (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. განემარტოს მოპასუხე ნა---–------ვას რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლიათ შემოიტანონ საჩივარი აბაშის მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ ამ გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

4. განემარტოს მა-–------------ა, რომ მის მიერ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე - ლევან ნუცუბიძე