გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.12.2019
საქმის ნომერი
330210019002917516
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/6591-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

31 დეკემბერი, 2019 წელი თ---–--ი

 

შესავალი ნაწილი

 

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველ---ი

 

მოსარჩელე - ლ---ა კ-------ი

წარმომადგენელი - ნ-----–---- კ--------–---–ი

 

მოპასუხე - შპს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–ი“

წარმომადგენელი - თ------ ე---–--ე

 

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. აღიარებულ იქნას გადახდილად ლ---ა კ-------ის მიერ №--------- იპოთეკის ხელშეკრულებითა და №---- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა სრულად;

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი იპოთეკის ხელშეკრულება №--------- და სესხის ხელშეკრულება №----.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2016 წლის 07 აპრილს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №--------- მხარეთა შორის გაფორმებული №---- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა - 5 700 აშშ დოლარი, მხარეებმა შეათანხმეს გრაფიკი, მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა 16 თვის განმავლობაში.

 

2017 წლის 03 აგვისტოს გამსესხებელმა მოითხოვა სესხის ახალი ხელშეკრულების გაფორმება. მხარეებმა გააფორმეს სესხის ახალი ხელშეკრულება - 14 000 ლარზე, თუმცა ეს თანხა მსესხებელს არ მიუღია. შეიქმნა ახალი გრაფიკი, რის მიხედვითაც გამსესხებელმა მოითხოვა სესხის დაფარვა. ეს ყოველივე მიზნად ისახავდა მოსარჩელის მოტყუებას: გრაფიკი შედგენილია 60 თვეზე, იფარება ჯერ სესხის პროცენტი, ხოლო სესხის ძირითად თანხას აკლდება მხოლო მცირე ნაწილი. მსესხებლის მიერ 15 თვის განმავლობაში გადახდილი თანხიდან, სესხის ძირი არ შემცირებულა. ამის შემდეგ გაფორმდა კიდევ ახალი ხელშეკრულება, საიდან გამომდინარეც მოსარჩელე კიდევ 13 თვის განმავლობაში იხდიდა თანხას. ჯამურად, ლ---ა კ-------მა თანხა გადაიხადა 28 თვის განმავლობაში - 7 703 აშშ დოლარი და 5 288 ლარი. სააღსრულებო ფურცლით კი მსესხებელს დაეკისრა - 13 549,5 ლარის გადახდა, 28 თვის განმავლობაში გადახდილი თანხიდან, სესხის ძირს მოაკლდა - 450,5 ლარი.

 

მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხები არ გადაანაწილა სწორად, გადახდილი თანხა მიიჩნია 60 თვიან საპროცენტო განაკვეთად, მაშინ როდესაც ხელშეკრულება შეწყვიტა 2 წლის შემდეგ, 2--- წლის სექტემბერში, 455 ლარის 10 დღით გვიან გადახდის გამო, მიუხედავად მოსარჩელის მრავალჯერადი თხოვნისა, განხორციელებულიყო სესხის რესტრუქტურიზაცია.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მსესხებელმა შეასრულა სრულად.

 

2017 წლის იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა ფიქტიურად, გამსესხებელს სესხის თანხა მსესხებლისათვის არ გადაუცია. მსესხებელს სარგებლის სახით უნდა მიეღო - 4 788 აშშ დოლარი, ხოლო სესხის ძირითადი თანხის სახით - 5 700 აშშ დოლარი. მოსარჩელემ გადაიხადა - 7 703 აშშ დოლარი და 5 288 ლარი, მოპასუხისათვის გადასახდელი დარჩებოდა - 2 175.8 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ 5700,00 აშშ დოლარის ოდენობით სესხი მოსარჩელემ აიღო და დაფარა ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

 

2017 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელის სახელზე გაიცა სესხი - 14 000,00 ლარის ოდენობით, სესხი მიიღო ლ---ა კ-------მა პირადად, სს „თ----ი ბ---იდან“ საბ---ო ჩეკის მეშვეობით, რაც დასტურდება სალაროს გასავლის ორდერით №------ და №------ საბ---ო ჩეკზე მისივე ხელმოწერით, ასევე საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართულ გრაფიკზე თანხის მიღებასთან დაკავშირებით პირადი ხელმოწერით.

 

სასესხო ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ სადავო №---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, მოსარჩელის მიერ სულ გადახდილია - 5 781,00 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - 1 446,14 ლარი და 14 თვის სარგებელი - 4 017,20 ლარი, ასევე პირგასამტეხლო - 317,66 ლარი.

 

მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებას სისტემატურად. 2--- წლის მაისის, სექტემბრისა და ო-------რის თანხები საერთოდ არ გადაუხდია, რის გამოც 2--- წლის 17 ო-------ერს ვადამდე იქნა შეწყვეტილი ხელშეკრულება.

 

№---- საკრედიტო ხელშეკრულებითა და შესაბამისი უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება კრედიტორის მხრიდან არ წარმოადგენს დავის საგანს და არც აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების იძლებით აღსრულების მიზნითაა კრედიტორის მხრიდან რაიმე ქმედება განხორციელებული.

 

2017 წლის 03 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 07 აპრილს სს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–სა“ და ლ---ა კ-------ს შორის გაფორმდა „იპოთეკა“ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---------), რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ლ---ა კ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: 7------------------, მდებარე: თ---–--ი, გ-–-----------–-----ის რაიონი, მ------ის ხ--ი, სართული №-, ბინა №--, ფართი 62,30 კვ.მ.

 

2016 წლის 07 აპრილს სს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–სა“ და ლ---ა კ-------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (№----), რომლის თანახმად 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულების (საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 5 700 აშშ დოლარი, ხელშეკრულების მოქმედების თარიღი 60 თვე, თვიური საპროცენტო განაკვეთი - 3 პროცენტი თვეში, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ---ა კ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თ---–--ი, გ-–-----------–-----ის რაიონი, მ------ის ხ--ი, სართული №-, ბინა 95, ფართი 62,30 კვ.მ, 7------------------ საკადასტრო კოდი.

 

ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-17).

იპოთეკის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 18-25).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37).

 

3.1.2. 2017 წლის 03 აგვისტოს სს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–სა“ და ლ---ა კ-------ს შორის გაფორმდა „იპოთეკა“ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №---------), რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ლ---ა კ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: 7------------------.

 

2017 წლის 03 აგვისტოს სს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–სა“ და ლ---ა კ-------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (№----), რომლის თანახმად 2017 წლის 03 აგვისტოს გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულების (საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 14 000 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების თარიღი 60 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30% პროცენტი თვეში, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ---ა კ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: თ---–--ი, გ-–-----------–-----ის რაიონი, მ------ის ხ--ი, სართული №-, ბინა №--, ფართი 62,30 კვ.მ, 7------------------ საკადასტრო კოდი.

 

გამსესხებელი სს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–ი“ უფლებამოსილი იყო მოეთხოვა ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცლის გაცემა.

 

ხელშეკრულება აღირიცხა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

2017 წლის 03 აგვისტოს „იპოთეკა“ (ს.ფ. 26-28).

იპოთეკის ხელშეკრულება №---- (ს.ფ. 29-35).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37).

 

3.1.3. 2--- წლის 22 ო-------ერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) კრედიტორს წარმოადგენს სს „მ---------------ო ჯ--------- კ-------–ი“, მოვალე - ლ---ა კ-------ი, მესაკუთრე ლ---ა-კ-------ი, ვალდებულების წარმოშობის საფუძველი - 2017 წლის 03 აგვისტოს სანოტარო აქტი ოპოთეკის შესახებ; ვალდებულების შესრულების დრო 2022 წლის 3 აგვისტო. ხელშეკრულების პირობების დარღვევის დრო - 2--- წლის 17 ო-------ერი; აღსასრულებელი ვალდებულების სახე - იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მდებარე თ---–--ი, ლ--- კ-------–--ის ქუჩა №--, სართული №-, ბინა №--, 62,30 კვ.მ.

 

აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - სესხის ძირითადი დარჩენილი თანხა - 12 553,68 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 37,1%, გადაუხდელი თანხა - 763,94 ლარი, პირგასამტეხლო 17.10.2--- წლისათვის - 104,98 ლარი, სულ მოხოვნა - 13 422,78 ლარი; სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126,72 ლარი და აღსრულების ხარჯები სრულად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 47-49).

 

3.1.4. 2--- წლის 27 ნოემბრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (A----------------) მოვალე ლ---ა კ-------ს ეცნობა 2--- წლის 22 ო-------ერს გაცემული აღსრულების ქვემდებარე აქტის №1-------- შესახებ. მოვალეს შეტყობინებიდან მიეცა 7 დღე ვალდებულების ნებაყოფლობით შესასრულებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 42-46).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება სს „მ---------------ო ო---------–ია ჯ--------- კ-------–ის“ მიერ 2017 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულების დადებისას ლ---ა კ-------ის მოტყუების/შეცდომაში შეყვანის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ნების გამოვლენა არის იურიდიული აქტი, რომელიც მიმართულია გამოხატული ნების შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, ანუ ნების გამოვლენა წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, რომელიც მიმართულია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს პრეზუმფცია რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის ნამდვილ (შინაგან) ნებას. კანონმდებელი ერთმანეთისაგან არ გამოყოფს პირის შინაგან ნებას და გამოვლენილ ნებას. იგულისხმება, რომ გამოვლენილი ნება შეესაბამება პირის სურვილს, განზრახვას. თუმცა, შესაძლებელია მათ შორის არსებობდეს შეუსაბამობაც, მაგალითად, შეცდომის, მოტყუების, ძალადობის დროს. შინაგანი ნებისა და გამოხატული ნების შეუსაბამობა, შესაძლოა გამოწვეული იყოს სხადასხვა გარემოებებით, მათ შორის ცალკეული ფაქტების არცოდნით ან მათი არასწორად გაგებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, როდესაც ნების გამოვლენა მოხდა შეცდომით, მოტყუებით ან ძალადობით დადებული გარიგება ითვლება ბათილად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014).

 

მოსარჩელე იპოთეკის ხელშეკრულებისა №--------- და სესხის ხელშეკრულების №---- ბათილად ცნობის მოთხოვნებს ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მოატყუა ლ---ა კ-------ი აღნიშნული ხელშეკრულებების გაფორმებისას, რაც გამოიხატა მოპასუხის მიერ 2017 წლის 03 აგვისტოს სესხის ხელშეკრულების (14 000 ლარზე) გაფორმებაში ისე, რომ სესხის თანხა მოსარჩელეს არ გადასცემია.

 

მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილია სესხის დაფარვის გრაფიკი (№---------), რომელზედაც ლ---ა კ-------ის მიერ ხელმოწერით დადასტურებულია თანხის მიღება, საქმეში წარმოდგენილია ასევე სს „თ----ი ბ---ის“ სალაროს გასავლის ორდერი (№------ 03/08/2017), რომლის თანახმად, მფლობელის სს „მ---------------ო ჯ--------- კ-------–ის“ ანგარიშიდან ლ---ა კ-------ის სასარგებლოდ გაიცა სესხი (დანიშნულებით) 13 720,00 ლარის ოდენობით.

 

გარდა ამისა, თავად მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულებიდან (14 000 ლარზე) გამომდინარე თანხას მოსარჩელე იხდიდა (იხ. 2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:21:14). აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის წარმომადგენელს, რომელმაც ასევე მიუთითა, რომ სადავო №---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ სულ გადახდილია - 5 781,00 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - 1 446,14 ლარი და 14 თვის სარგებელი - 4 017,20 ლარი, ასევე პირგასამტეხლო - 317,66 ლარი (იხ. შესაგებელი, 2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:34:22).

 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი არსებითად არ შედავებია მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ლ---ა კ-------ის დავალ---ება დაიფარა სრულად 2017 წლის 03 აგვისტოს ახალი სესხის ხელშეკრულების გაფორმებით (14 000 ლარზე), რაც შედეგად მოჰყვა დოლარის ვალუტაში არსებული სესხის ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრის მიზნით მოპასუხის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე მოსარჩელის მიერ თანხმობის გაცხადებას; მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორი მოთხოვნას არ აყენებს, მას არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის აღნიშნული მოთხოვნით (იხ. 2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:28:30 - 17:40:27 ).

 

მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლ---ა კ-------ის ვალდებულება შესრულებულია (იხ. 2019 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:28:30 - 17:40:27) ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული №---- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ლ---ა კ-------ის ვალდებულება შესრულებულია 2017 წლის 03 აგვისტოს ახალი სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მოტყუების ფაქტის შინაარსთან დაკავშირებით, არ ქმნის ლოგიკური და თანმიმდევრული ვარაუდისა და შესაბამისად, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისათვის მყარ საფუძველს. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ დადასტურებულია სესხის თანხის მიღება, ხოლო 2016 წლის 07 აპრილის ხელშეკრულება აღიარებულია შესრულებულად, ამასთან, მოსარჩელე იხდიდა თანხას ახალი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სადავო კი ხელშეკრულება გახდა, მას შემდეგ რაც ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი გასცა, მოსარჩელის მითითება, გარიგების მოტყუებით დადებაზე, მოკლებულია გონივრულობას და ლოგიკური ვარაუდის საფუძველს; სადავო გარემოების დადგენისას სასამართლო მხარის აღნიშნულ მითითებას ვერ გაითვალისწინებს შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო გარიგებების ბათილობის საფუძვლის არსებობა, კრედიტორის მიერ კი ვალდებულების შესრულება მოთხოვნილია 2017 წლის 03 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამასთან, 2016 წლის 07 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მიერ შესრულებულია, სასამართლოს თვლის, რომ არ არსებობს №--------- იპოთეკის ხელშეკრულებითა და №---- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ლ---ა კ-------ის მიერ გადახდილად აღიარებაზე, როგორც სადავო გარემოებაზე დამატებით მსჯელობის აუცილებლობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე, 81-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მიხედვით, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არსებით შეცდომად ითვლება, როცა: ა ) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა; ბ ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა; გ ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალ---ბების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეს გარემოება სათანადო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს. საგულისხმოა, რომ მითითებული საფუძვლებით გარიგების ბათილად ცნობა გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 72-ე - მე-80 და 81-ე - 84-ე მუხლებით. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ელემენტების დამტკიცების ტვირთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოტყუებით დადებულ გარიგებაზე მსჯელობისას გამოყენებული უნდა იყოს დამკვიდრებული „თვალსაჩინოების სტანდარტის“ აუცილებლობა მიზეზ-შედეგობრიობის დადგენისას. ამ „თვალსაჩინოების სტანდარტის“ ქვეშ მოიაზრება ის ფაქტი, რომ მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ---ა კ-------მა ვერ შეძლო დაედასტურებინა მოპასუხის მიერ 2017 წლის 03 აგვისტოს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე მოტყუებით/შეცდომაში შეყვანით გარიგებაზე ხელმოწერის ფაქტი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სკ-ის 81-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, სასარჩელო მოთხოვნა გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია.

 

ამასთან, №--------- იპოთეკის ხელშეკრულებითა და №---- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ლ---ა კ-------ის მიერ შესრულებულად აღიარების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი არ არის სადავო განსახილველ დავაში, აღნიშნული ვალდებულება მოსარჩელის მიერ შესრულებულია, კრედიტორი კი სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნას არ განსაზღვრავს აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, აღნიშნული აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მოსარჩელეს გამოკვეთილი არ აქვს. კრედიტორი არ ხდის სადავოდ, რომ №---- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მოვალემ შეასრულა, მაგრამ დგინდება, რომ ეს ვალდებულებები შეასრულა სწორედ სადავოდ გამხდარი 2017 წლის 3 აგვისტოს ხელშეკრულებით მიღებული თანხის ხარჯზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესის ცნებაში იგულისხმება მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. შესაბამისად, იურიდიული ინტერესის ცნებაში მოიაზრება არა თეორიული ინტერესი, შორსმიმავალი მიზანი თუ სურვილი, არამედ კონკრეტული და ეფექტური მიზანი (სამართლებრივი შედეგი), რომლის მიღწევა აღიარებით სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით შემდგომში უკვე გარდაუვალია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს პირველი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იწვევს სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებების ბათილობას, ან სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულებების შემცირებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ლ---ა კ-------ის მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---ა კ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ე-–---- შ----–---–ის მიერ 2--- წლის 22 ო-------ერს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თ---–--ი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, №64).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე