განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
010100120003481444
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100120003481444

საქმე N1-223/20წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19.02. 2020 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - რო--------–---ძე

 

ბრალდებული:ხვ------------ძე

მამის სახელი: ავ--------–ი

დაბადებული: 12.---1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ა---------–----–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ქედის რაიონი სოფელი გუ--------ი

 

ადვოკატი - და----------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ხვ------------ძემ 2019 წლის 19 დეკემბერს დაახლოებით 16:45 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუნდაგაში საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე ოჯახის წევრს მეუღლეს ინ--------------ეს სახის არეში ხელის დარტყმითა და თმების ხელების მოქაჩვის შედეგად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ინ--------------ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახში ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

2.1. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. ბრალდებულმა ხვ------------ძემ დაადასტურა, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ინ--------------ეს რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);

 

2.4 სამედიცინო ექსპერტიზის №0-------, 20.01.2019 წ დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით ინ--------------ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური კვალი არ აღენიშნება (იხ. ს/ფ 106-108)

 

2.5 19/12/2019 წლის ქედის რაიონული სამმართველოს გამომძიებლების მიერ შედგენილი N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს ქედის რაიონის სოფელ გუ--------ის საავტომობილო გზაზე ხვ------------ძემ განახორციელა სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა თავის მეუღლეზე ინ--------------ეზე ( იხ. ს/ფ 80-81);

 

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგენილია ოჯახური დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს ოჯახის ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.7. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.8. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ხვ------------ძე და ინ--------------ე იმყოფებიან ქორწინებაში.

 

2.9. ამდენად, სასამართლოს, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ნა------------ის, ინ--------------ის, ხვ------------ძის, ავ--------– ბე------------------------ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინება, შემაკავებელი ორდერი და ორდერის ოქმი, დაკავების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოდანართი ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ხვ------------ძემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება;

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, მხარეთა მიერ შეთანხმებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ხვ------------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ხვ------------ძეს ჰქონდა განზრახვა, ხელეყო დაზარალებულის ჯანმრთელობა ფიზიკური ძალის გამოყენებით;

 

სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ხვ------------ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას;

 

5.3. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

5.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ასევე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნება, მისი მახასიათებლები;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს ჩადენილს, თუმცა დაზრალებულთან შერიგებული არ არის და უცნობია მისი პოზიცია; ბრალდებულის განმარტებით მას აქვს მცდელობა რომ შურიგდეს მას;

 

სასამართლო ჩადენილი დანაშაულის, ბრალდებულის პიროვნების, მისი წარსულის გათვალისწინებით და ზემოთ მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამად მისი იზოლირება მოხდეს საზოგადოებისაგან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნას, რაც გამოიწვევს გარკვეული პერიოდით მისი ქცევის გაკონტროლებას საამისოდ უფლებამოსილი უწყების მხრიდან;

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ხვ------------ძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული წარსულში არ არის ნასამართლევი - თვლის, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხვ------------ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ხვ------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ხვ------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს ას-–-----------ძეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის“ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი გირაო - 3000 (სამი ათასი) ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი 10/9907, დასტური N ა 05----- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ხვ------------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 19 დეკემბრიდან 2019 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

 

პირობით მსჯავრდებულის ხვ------------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე