განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100119003270864
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5258-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-------–---–----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ------------ - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 1---------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–----ს რაიონი, სოფელი ტ--–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)

 

ბრალდებული - ნ-------- ჰ----------–-- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------–--------------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად)

 

ადვოკატი - ლ-----–--–------–-–---–-

თარჯიმანი - ვ-----–--------------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 25 სექტემბერს, ნ--- ი------მა და ნ-------- ჰ----------–--მ, ჯგუფურად იძალადეს ნ-------- ჰ----------–--ს შვილზე - ა------ მ--------ზე. კერძოდ: ბ---–----ს რაიონში, ნ-----------------ის კუთვნილ „ო---–--------ს“ მარკის ავტომობილში სარეგისტრაციო ნომრით F------, ნ-------- ჰ----------–--მ შვილს - ა------ მ--------ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მ----------------–უს თანდასწრებით. ძალადობის გამო ა------ მ--------ი გადახტა მოძრავი ავტომანქანიდან. მასთან მივიდა ნ------------, მოქაჩა თმებში და თავის არეში ძლიერად დაარტყა მუშტი, რა დროსაც ა------ მ--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღიშნულის შემდეგ, ნ--- ი------მა ა------ მ--------ი ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომანქანაში, ნ-------- ჰ----------–--მ ა------ მ--------ს მუშტებითა და გაშლილი ხელით რამდენჯერმე დაარტყა სახისა და თავის არეში. სოფელ თ--–-----ში ჩასვლის შემდეგ, იმის გამო, რომ ა------ მ--------მა უცხო პირს სთხოვა გამოეძახებინა პოლიცია, ნ-------- ჰ----------–--მ ა------ მ--------ს დაუჭირა ხელები, ხოლო ნ--- ი------მა ძალით მიიყვანა ავტომანქანასთან, შეაჯახა ავტომანქანის გვერდითი ხედვის სარკეს, გაშლილი ხელი დაარტყა თავში და ძალით ჩასვა ავტომანქანაში, რა დროსაც ა------ მ--------მა კვლავ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ავტომანქანის დაძვრის შემდეგ, ნ-------- ჰ----------–--მ თავისა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ა------ მ--------ს, ა------ მ--------მა დაკარგა გონება. ნ------------სა და ნ-------- ჰ----------–--ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ა------ მ--------მა სხეულზე მიიღო დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მათ გამოკვლევაზე.

 

2.2. სასამართლოს დასკვნა ნ------------ს და ნ-------- ჰ----------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ა------ მ--------ის და მოწმეების - გ--–-------–-------------–-------------- გამოკითხვის ოქმებს; ა------ მ--------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ------------სა და ნ-------- ჰ----------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლში კრიმინალიზებულია ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ცემა და სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად. ამ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დანაშაულის შემადგენლობის ნაწილს ასრულებდეს სულ მცირე ორი პირი და ორივე უნდა იყოს ამსრულებელი. არ არის სავალდებულო ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი. ასევე, აუცილებელია ჯგუფის ორი წევრი მაინც იყოს შერაცხადი და პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს, ნ--- ი------მა ნ-------- ჰ----------–--სთან ერთად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადა ა------ მ--------ზე.

 

3.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. უდავო მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 25 სექტემბერს ნ-------- ჰ----------–--მ ჯგუფურად, ნ--- ი------თან ერთად ფიზიკურად იძალადა შვილზე ა------ მ--------ზე, ძალადობას შეესწრო დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი მ----------------–უ.

 

3.4. სასამართლო ხაზს უსვამს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, იყოს დაცული მისი სხეული ყოველგვარი ძალადობისგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.6. საქმეში არსებული პრეიუდიციული ფაქტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ნ--- ი------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაული.

 

3.7.ბრალდებულმა ნ-------- ჰ----------–--მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ნ------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით.

 

4.2. ნ-------- ჰ----------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილზე.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს ნ------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ნ-------- ჰ----------–--ს შემთხვევაში პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ძალადობის ხერხი - ინტენსიური დარტყმები სხეულის სხვადასხვა ადგილზე.

 

5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდებულების რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით დამნაშავე პირებს უნდა განესაზღვროთ წარდგენილი კვალიფიკაციით მაქსიმალური სასჯელი, ნ-------- ჰ----------–--ს შემთხვევაში ეს არის თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით (განსაკუთრებით გასაკიცხია ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ), ხოლო ნ------------ს შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. სასჯელის მოხდის წესის განსაზვრისას მხედველობაში იქნა მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცაა: დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული. ბრალდებულებს გაცნობიერებული აქვთ ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მათი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, ბრალდებულების იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ნ-------- ჰ----------–--ს პირადი ნივთები - დაუბრუნდეს ნ-------- ჰ----------–--ს, ავტომანქანა „ო---–--------“, სახელმწიფო ნომრით F--------- ასევე დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. ნ--- ი------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 26 სექტემბრიდან - 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

2. გაუქმდეს ნ------------ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

3. ნ-------- ჰ----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. ნ-------- ჰ----------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 26 სექტემბრიდან - 2019 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

4. გაუქმდეს ნ-------- ჰ----------–--ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ნ-------- ჰ----------–--ს პირადი ნივთები - დაუბრუნდეს ნ-------- ჰ----------–--ს.

 

ავტომანქანა „ო---–--------“,სახელმწიფო ნომრით F-------- დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა