განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/013-20წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
21 თებერვალი, 2020 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლუიზა თოდუა
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---------------–---–- (დაბადებული 2---------წ., პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---, ვ-------------------–--------------, კორპუსი N------------)
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ადევნება, ანუ პირადად უკანონო თავლთავლი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის საშუალებით, რომელიც ხორციელდება სისტემატურად, რამაც ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია და ასევე შექმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით, სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დადგინა:
2018 წლის დასაწყისიდან 2019 წლის 26 აგვისტოს პერიოდამდე გ---------------–---–- მისივე ნაცნობის ს----------------------- მიმართ სისტემატურად ახორციელებდა უკანონო თვალთავლს, ასევე ტელეფონის მეშვეობით ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რის შედეგადაც ს----------------------- განიცადა ფსიქიკური ტანჯვა და აღნიშნულმა ქმედებამ შეუქმნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
ე.ი. გ---------------–---–-ა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1 ნაწილით.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
სასამართლომ დადგინა:
2019 წლის 26 აგვისტოს ქალაქ ბ---------–-, ე.წ. „პ--------------“-ს ტერიტორიაზე გ---------------–---–-ა ურთიერთშელაპარაკებისას ხელი გადაუგრიხა ს-----------------------, რის შედეგად ს------------------------ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე.ი. გ---------------–---–-ა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 ნაწილით.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ბრალდებულმა გ---------------–---–-ა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: ს-----------------------, ი------------------- მ--------------------, მ--------–-------, დ--–---------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს დასკვნა გ---------------–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ---------------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.
4.2. გ---------------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით, რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია ბრალდებულთან, მისი საპატიმროში გატარებული დროის გათვალისწინებით გ---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ამასთან დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. აღნიშნული კი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ---------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით.
გ---------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი და 6 თვე.
2. გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 30 ნოემბრიდან 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
გ---------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე ,კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.
მოსამართლე ლუიზა თოდუა