გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.12.2019
საქმის ნომერი
010310018002563825
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310018002563825

№3-388/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე - ნუ----------------ი

მოპასუხე-საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

წარმომადგენელი - ნი----------–---–ი

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. 2017 წლის 29 ნოემბერს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-165/19), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა, ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- და 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- განკარგულების ბათილად ცნობა;

2018 წლის 27 ივლისს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-388/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 19 ივლისს №6----- განკარგულების ბათილად ცნობა;

2018 წლის 27 ივლისს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-389/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 21 ივლისს N6----- განკარგულების ბათილად ცნობა;

2018 წლის 8 აგვისტოს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-415/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისს გამოცემული №6-----; №6-----; №6-----; №6-----, 2018 წლის 23 ივლისის №6----- და 25 ივლისის №6----- განკარგულების ბათილად ცნობა;

2018 წლის 24 სექტემბერს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-507/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 სექტემბერს გამოცემული №8----- და №8----- განკარგულების და 13 სექტემბრის №8----- განკარგულების ბათილად ცნობა;

2018 წლის 1-ელ ოქტომბერს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-517/18), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 21 სექტემბერს გამოცემული №8----- განკარგულების ბათილად ცნობა;

2018 წლის 9 ოქტომბერს ნუ----------------მა სარჩელი აღძრა სასამართლოში (საქმე №3-154/19), საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 18 ივნისის N6-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“ დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 ივლისს გამოცემული №7-- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ადმინისტრაციული საქმე №3-388/18, საქმე №3-389/18, საქმე №3-415/18, საქმე №3-507/18, საქმე №3-517/18, საქმე №3-154/19 და საქმე №3-165/19, ხოლო გაერთიანებულ ადმინისტრაციულ საქმეს მიენიჭა, ნომერი - №3-388/18.

 

2.მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე მხარის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასამართლოში წარმოდგენილ წერიილობით შესაგებელს და სარჩელი არ ცნო.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნუ----------------ი არის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარი.

,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, აეკრძალა მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 15:05 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა დაწესებულების სამედიცინო ნაწილის საპროცედურო ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მორიგე განწესის წევრებს, რითაც დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობით უფლების აკრძალვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, შეეზღუდა სატელეფონო საუბრის უფლება 1 (ერთი) თვის ვადით.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 18:25 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გაყვანის დროს, მეორე სართულის სამორიგეო ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მორიგე განწესის წევრებს და ამით შელახა მათი ღირსება, რის შედეგად დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 (ერთი) თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. „ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 19 ივლისს №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, აეკრძალა მომდევნო კუთვნილი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 9 ივლისს, დაახლოებით 10:30 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი დილის მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობით უფლების აკრძალვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 19 ივლისს №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 21 ივლისის №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, მოთავსებული იქნა სამარტოო საკანში 2 (ორი) დღე-ღამით.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 21 ივლისს, დაახლოებით 10:36 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი დილის მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სახე, სამარტოო საკანში 2 (ორი) დღე-ღამით მოთავსება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 21 ივლისს №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისს გამოცემული №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 12 ივლისს დაახლოებით 10:26 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №№6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისს გამოცემული №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 13 ივლისს, დაახლოებით 21:14 წუთზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა საკანთან მისულ მორიგე განწესის წევრებს სრულიად უსაფუძვლოდ მიაყენა სიტყვიეირ შეურაცხყოფა და ამით შელახა მათი ღირსება, რის შედეგად დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმები.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისს გამოცემული №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 11 ივლისს დაახლოებით 10:30 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.8. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისს გამოცემული №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 10 ივლისს, დაახლოებით 10:30 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, გაფრთხილება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.9. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 23 ივლისს გამოცემული №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 14 ივლისს, დაახლოებით 10:25 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელის სახე, საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 23 ივლისის №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.10. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 25 ივლისს გამოცემული №6----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 15 ივლისს, დაახლოებით 10:27 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 25 ივლისის №6----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.11. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 სექტემბერს გამოცემული №8----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 2 სექტემბერს, დაახლოებით 10:24 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 სექტემბრის №8----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.12. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 სექტემბერს გამოცემული №8----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 3 სექტემბერს, დაახლოებით 10:34 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 12 სექტემბრის №8----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.13. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბერს გამოცემული №8----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 4 სექტემბერს, დაახლოებით 10:21 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 13 სექტემბრის №8----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.14. ,,ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ“, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 21 სექტემბერს გამოცემული №8----- განკარგულებით ნუ----------------ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი, აეკრძალა მომდევნო კუთვნილი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება.

განკარგულების თანახმად, დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ 14 სექტემბერს, დაახლოებით 10:27 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი დილის მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. აღნიშნულით მსჯავრდებულმა დაარღვია დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგი და ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „მ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „ლ“ პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა.

განკარგულებაში ასახული მონაცემების გათვალისწინებით, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების 79-ე მუხლის შესაბამისად, ნუ----------------ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მომდევნო ხანმოკლე პაემნით სარგებლობით უფლების აკრძალვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 21 სექტემბრის №8----- განკარგულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.15. „№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 18 ივნისის №6-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალური მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“ დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 5 ივლისს გამოცემული №7-- ბრძანებით სხეულის დაზიანების თავიდან აცილებისა და შემდგომი უსაფრთხოების მიზნით, ასევე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით მსჯავრდებული ნუ----------------ი 2018 წლის 5 ივლისს, სხვა მსჯავრდებულებისგან განცალკევებით, განთავსებულ იქნა სარეჟიმო კორპუსის №2-- დეესკალაციის ოთახში, არაუმეტეს 72 საათისა და მის მიმართ დაწესდა ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობა.

ამასთან, ძალადაკარგულად გამოცხადდა, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 18 ივნისის №6-- ბრძანება, ელექტრონულ/ვიზუალური მეთვალყურეობის დაწესების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 ივლისის №7-- ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ნუ----------------ის მხრიდან არც ერთ შემთხვევაში, რაც სადავო აქტებშია აღწერილი, ადგილი არ ჰქონია დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტს.

საქმეში წარმოდგენილი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2017 წლის 15 ნოემბრის, 2017 წლის 25 ნოემბრის და 2018 წლის 13 ივლისის ოქმების, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორების ბექა შარაძის და დავით დუმბაძის წერილობითი ახსნა-განმარტებებით დაწესებულების დირექტორისადმი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის, მურთაზ ირემაძის წერილობითი პატაკებით, დაწესებულების დირექტორისადმი, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9-----, 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- და 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულებებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორების ბექა შარაძის, დავით დუმბაძის და ოლეგ ტარიელაძის ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 15:05 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა დაწესებულების სამედიცინო ნაწილის საპროცედურო ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მორიგე განწესის წევრებს; ასევე, 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 18:25 საათზე, მსჯავრდებულმა ნუ----------------მა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გაყვანის დროს, მეორე სართულის სამორიგეო ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მორიგე განწესის წევრებს; აგრეთვე, დადგენილია და დადასტურებული, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 21:14 წუთზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა საკანთან მისულ მორიგე განწესის წევრებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ნუ----------------მა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, რისთვისაც მას №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9-----, 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- და 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულებებით დაეკისრა, შესბამისი დისციპლინური სახდელები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №3 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ინსპექტორის, მურთაზ ირემაძის პატაკები;

- ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2017 წლის 15 ნოემბრის და 25 ნოემბრის და 2018 წლის 13 ივლისის ოქმები;

- №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- და 25 ნოემბრის №9----- და 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულებები;

- მოწმეების, ბექა შარაძის, დავით დუმბაძის და ოლეგ ტარიელაძის ჩვენებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია და უდავო, რომ ნუ----------------ი პენიტენციურ სისტემაში განთავსებულია 2014 წლის 20 თებერვლიდან, იგი სასჯელს იხდიდა პენიტენციური დეპარტამენტის სხვადასხვა დაწესებულებებში და ჩატარებული აქვს კლინიკო-ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები, როგორც საექიმო-სამედიცინო პუნქტებში, ასევე №1 სამკურნალო დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში. ნუ----------------ს პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში არაერთხელ გაეწია ფსიქიატრისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები, მას ასევე, უტარდებოდა მედიკამენტური მკურნალობა.

ნუ----------------ის დიაგნოზს 2018 წლის 30 იანვრის მდგომარეობით წარმოადგენდა: თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება - ნაწიბუროვანი სტადია. ხერხემლის სვეტის სქოლიოზური დეფორმაცია, ხერხემლის კისრისა და წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი; პოლიდისკოპათია; L.2-L.3 დისკების ცირკულარული გაფართოება; L4-L5 დორსო-მედიალური პროტრუზია ნევრალური არხების სტენოზირებით, ჰემოროიდული დაავადება XI-XII სტადია; შარდ-მარილოვანი დიათეზი, ქრონიკული ბალანოპოსტიტი; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა F60.3; ქრონიკული ევსტაქიტი, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ორმხრივი ართროზო-ართრიტი.

2017 წლის 15 ნოემბერს ნუ----------------ი ამბულატორიულად იყო გაყვანილი შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში“, სადაც სხვა გამოკვლევებთან ერთად ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, დაუდგინდა თორმეტგოჯა ნაწლავის ქრონიკული წყლულის დიაგნოზი (ბოლქვზე ფიქსირდება წყლული ზომით 1,0X0,8სმ), რის შემდეგაც, 2017 წლის 28 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა №18 დაწესებულებაში, სადაც გაუგრძელდა წყლულის საწინააღმდეგო მკურნალობა.

2017 წლის 21 დეკემბრის კონსულტაციის ბარათში და სხვა სამედიცინო დოკუმენტაციაშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს აქვს ტკივილი და სიარულის გაძნელება.

2018 წლის 9 იანვარს ნუ----------------ს ჩაუტარდა ენდოსკოპიური გამოკვლევა დინამიკაში, რის მიხედვითაც დაფიქსირდა დუოდენალური წყლულის ნაწიბური (შეხორცება). საყლაპავი მილის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი. რეფლუქს-ეზოფაგიტი. ქრონიკული გასტრიტი. ნუ----------------ს გაუგრძელდა დამცავი თერაპია იმის გათვალისწინებითაც, რომ ძირითადი დანიშნულების გარდა დღის განმავლობაში იღებს სხვადასხვა მედიკამენტებს, მათ შორის, ტკივილგამაყუჩებლებს, რაც დამაზიანებლად მოქმედებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანზე.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების თანახმად, პაციენტს ჰქონდა ჩივილები ხერხემლისა და ეპიგასტერიუმის არეში ტკივილებზე, გადაადგილდება ხელჯოხის დახმარებით, იყენებდა ასევე წელის ბანდაჟს, იმყოფებოდა მისი დაავადების შესაბამის სამკურნალო კვებაზე.

სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 იანვრის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ პაციენტი უზრუნველყოფილია ხელჯოხითა და წელის ბანდაჟით.

სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეებიც ადასტურებენ, რომ მსჯავრდებული ნუ----------------ი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში ხშირად პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ სასამართლოს მიერ გამოთხოვის შედეგად წარმოდგენილი, შპს „ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული ფორმა №IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3526 ცნობის და 2018 წლის 11 იანვრის №1133 ცნობების, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების, №3 პენიტენციური დაწესებულების მორიგე ექიმების აქტებითა და ოქმებით, სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული გამოკვლევების დასკვნებით, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე № 3/2159-16), ასევე, №3 პენიტენციური დაწესებულების ექიმის, ინგა სურმანიძის სასამართლოსთვის მიცემული განმარტების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ხშირ შემთხვევაში №3 პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარებული, საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების დროს ნუ----------------ის საკნიდან გამოსვლაზე უარი უკავშირდებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კერძოდ, სასამართლოში წარმოდგენილ, №3 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მიერ შესრულებულ ჩანაწერების წიგნში მოიპოვება დაწესებულების ექიმების მიერ მსჯავრდებულ ნუ----------------ის მონახულებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ინფორმაცია, ზოგიერთ იმ დღეებშიც, როდესაც მსჯავრდებულმა ნუ----------------მა საკნიდან გამოსვლაზე უარი განაცხადა და რაც დისციპლინურ სამართალდარღვევად იქნა შეფასებული.

კერძოდ, 2018 წლის 10 ივლისის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პაციენტი მოინახულა ექიმმა და მას აღენიშნებოდა თავის, კისრისა და ხერხემლის არეში ტკივილები;

2018 წლის 13 ივლისის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩივის თავისა და ხერხემლის ტკივილს, გააჩნია წვრილმარცვლოვანი გამონაყარი ტანზე და პირის ღრუში, ტემპერატურა 37,10;

2018 წლის 21 ივლისის ჩანაწერში (2018 წლის 21 ივლისს №6----- განკარგულება) მითითებულია, რომ მსჯავრდებულის განმარტებით ტკივილები აქვს ხერხემლის გასწვრივ კუჭის არეში, მთელი ღამის განმავლობაში აწუხებდა ტკივილი და ჩაძინება მოახერხა მხოლოდ დილის 7-8 საათისთვის. ექიმის მიერ გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი.

2018 წლის 14 ივლისის ჩანაწერის თანახმად (2018 წლის 23 ივლისის №6----- განკარგულება), პაციენტმა შეწყვიტა შიმშილობა და უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე.

შპს „ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ მიერ 2018 წლის 13 სექტემბერს გაცემული ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3526-ით დასტურდება, რომ გადატანილი დაავადებების შედეგად, პაციენტის განმარტებით, წინა დღით ქვედა კიდურებსა და წელის არეში, ჯდომისა და სიარულის დროს გაძლიერებული ტკივილების გამო ნუ----------------ი №3 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა გამოსაკვლევად აღნიშნულ ცენტრში, რის შედეგად დაესვა დიაგნოზი: ხერხემლის სვეტის სქოლიოზური დეფორმაცია, ხერხემლის კისრის და წელის სეგმენტის ოსტეოქონდროზი, პოლიდისკოპათია, 1.2. 1.3. დისკების ცირკულარული გაფართოება, 1.4. 1.5. დისკების დორსომედიალური პროტრუზია, ნევრალური არხების სტენოზირებით. მოსარჩელე ნუ----------------ის მტკიცებით, 2018 წლის 14 სექტემბერს სწორედ ამის გამო ვერ შეძლო საკნიდან გამოსვლა, საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების მიზნით.

№3 პენიტენციური დაწესებულების ექიმის, ინგა სურმანიძის განმარტებით, შესაძლებელი არის, ასეთი დაავადებების და დასახელებულ, კონკრეტულ დღეებში მითითებული ტკივილების არსებობისას, მსჯავრდებულს გაჭირვებოდა საკნიდან გამოსვლა, თუმცა, მისივე განმარტებით, დაზუსტებით შეფასება და ამაზე დასკვნის გაკეთება არ შეუძლია.

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 10 ივლისს, 13 ივლისს, 14 ივლისს, 21 ივლისს და 14 სექტემბერს №3 პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარებული, საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების დროს ნუ----------------ის საკნიდან გამოსვლაზე უარი გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც მას ხელს უშლიდა გადაადგილებაში.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მან №3 პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარებული, საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების მიზნით საკნიდან გამოსვლაზე ნუ----------------მა უარი ყველა სხვა შემთხვევაში, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2018 წლის 9 ივლისის, 11 ივლისის, 12 ივლისის, 15 ივლისის, 2 სექტემბრის, 3 სექტემბრის და 4 სექტემბრის ოქმებშია ასახული, კვლავაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილების შეუძლებლობის გამო განაცხადა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც მითითებულ დღეებში არ ფიქსირდება მსჯავრდებულის მიერ სამედიცინო დახმარების მოთხოვნა, ექიმისაგან მისი გასინჯვა, შესაბამისი მდგომარეობის დაფიქსირება, ან მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ მასალებში, რაც მოპასუხე მხარის განმარტებით, სრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი, ასეთი ფაქტების შემცველი დოკუმენტური მასალა არ მოიპოვება.

ამდენად, ამ ნაწილში არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მტკიცება და სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა 2018 წლის 19 ივლისის №6-----, 2018 წლის 20 ივლისის №6----- და №6-----, 2018 წლის 25 ივლისის №6-----, 2018 წლის 12 სექტემბრის №8----- და №8-----, 2018 წლის 13 სექტემბერს №8----- განკარგულებაში აღნიშნული გარემოებები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ნუ----------------მა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების მიზნით ჩატარებული ღონისძიების დროს საკნიდან გამოსვლაზე უარი, კანონის და პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნათა დარღვევით განაცხადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2018 წლის 9 ივლისის, 11 ივლისის, 12 ივლისის, 15 ივლისის, 2 სექტემბრის, 3 სექტემბრის და 4 სექტემბრის ოქმები;

- №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის №6-----, 20 ივლისის №6----- და №6-----, 25 ივლისის №6-----, 12 სექტემბრის №8----- და №8-----, 13 სექტემბერს №8----- განკარგულებები;

- მოწმე ინგა სურმანიძის ჩვენება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ნუ----------------ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

– საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

– საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების

№3 დაწესებულების დებულება;

– საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

– საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნუ----------------ი არის მსჯავრდებული და იგი სასჯელს იხდის (სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, კერძოდ, იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პატიმარი.

საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის“ მე-121 მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

პატიმრობის კოდექსის 662-ე მუხლის მიხედვით, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.

ამავე კანონის 30-ე მუხლი განსაზღვრავს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობებს:

1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;

ბ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საცხოვრებელი;

გ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების დირექტორის განკარგულებები დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ და „№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 18 ივნისის №6-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალური მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“ დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 5 ივლისს გამოცემული №7-- ბრძანება წარმოადგენს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის დ) პუნქტით განსაზღვრულ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს, რომელთა კანონიერება სასამართლოს მიერ უნდა შემოწმდეს ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით, რისთვისაც საკმარისი არ არის მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისითაც, უნდა შეფასდეს, არსებობდა თუ არა კანონისმიერი საფუძველი, სარეგისტრაციო ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმისათვის.

საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსის“ მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/ საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობების/ სისტემების ფუნქციონირებაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

 

6.3. „პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინური დარღვევის შედეგს წარმოადგენს მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული.

„პატიმრობის კოდექსის“ 81-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

„პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლით (1-ლი ნაწილი) განსაზღვრულია დისციპლინური სახდელის სახეები:

1. დისციპლინარული სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;

დ) ამანათისა და გზავნილის სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 20 დღემდე ვადით.

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

 

6.4. „პატიმრობის კოდექსის“ 84-ე მუხლით დადგენილია დისციპლინური სამართალწარმოების წესები:

1. დისციპლინარული დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს,რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.

11. დისციპლინარული დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს უფლებააქვს, ჰყავდეთ ადვოკატი.

2. ბრალდებულს განემარტება უფლება მისცეს ახსნა-განმარტება წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით,გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ.

3.ბრალდებულს/მსჯავდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინარულ დარღვევასთან დაკავშირებით,ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს.

4. დისციპლინარული დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინარული ღონისძიების გამოყენებუს შესახებ.

5. ზეპირი მომენის დროს ბრალდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

6. ბრალდებულის/მსჯავდებულის მიმართ დისციპლინარული ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარამოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინარული დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ,მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

7. ბრალდებულს/მსჯავდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინარული დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას,რომელიც ტარდება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება,რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში.თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება,ბრალდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავდებული.

8. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს,თუ ბრალდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.

 

6.5. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №1---- ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 33-ე მუხლი განსაზღვრავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს. №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის უფლებებთან ერთად, ამ ნორმით კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, ვალდებულებები და დაწესებული აკრძალვები:

4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში მყოფ ან შემსვლელ პირებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

ი) ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;

კ) ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ლ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

მ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;

ნ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;

ო) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დღის განრიგს, დებულებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

ამავე დებულების 77-ე მუხლით განსაზღვრულია დასწესებულების ფარგლებში ჩადენილი დისციპლინური დარღვევა:

1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

ი) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

კ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან სხვა საკანში ან დაწესებულების გარეთ;

ლ) დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

 

6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2017 წლის 15 ნოემბრის, 2017 წლის 25 ნოემბრის და 2018 წლის 13 ივლისის ოქმების, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორების ბექა შარაძის და დავით დუმბაძის წერილობითი ახსნა-განმარტებებით დაწესებულების დირექტორისადმი, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსის, მურთაზ ირემაძის წერილობითი პატაკებით, დაწესებულების დირექტორისადმი, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9-----, 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- და 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულებებით, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული, №3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორების ბექა შარაძის, დავით დუმბაძის და ოლეგ ტარიელაძის ჩვენებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეზე შეკრებილი ყველა სხვა მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, ნუ----------------ის მიმართ 2017 წლის 15 ნოემბერს, 2017 წლის 25 ნოემბერს და 2018 წლის 13 ივლისს შედგენილ, დისციპლინური დარღვევის ოქმებში მითითებულ გარემოებებს, მსჯავრდებულ ნუ----------------ის მიერ ჩადენილ გადაცდომებთან დაკავშირებით.

კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 15:05 საათზე, სარეჟიმო კორპუსში №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა დაწესებულების სამედიცინო ნაწილის საპროცედურო ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მორიგე განწესის წევრებს; ასევე, 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 18:25 საათზე, მსჯავრდებულმა ნუ----------------მა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გაყვანის დროს, მეორე სართულის სამორიგეო ოთახში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მორიგე განწესის წევრებს; აგრეთვე, დადგენილია და დადასტურებული, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 21:14 წუთზე №2-- საკანში განთავსებულმა მსჯავრდებულმა, ნუ----------------მა საკანთან მისულ მორიგე განწესის წევრებს სრულიად უსაფუძვლოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამით შელახა მათი ღირსება.

ნუ----------------მა ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით დაარღვია პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ პუნქტით, ასევე დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, რისთვისაც მას №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9-----, 2017 წლის 25 ნოემბრის №9----- და 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულებებით დაეკისრა შესაბამისი დისციპლინური სახდელები.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-15 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება, ამ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობები:

შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №1---- ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების 77-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ დარღვევას წარმოადგენს განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

 

6.7. სასამართლოს მიერ ასევე, დადგენილი და დადასტურებულია, რომ 2018 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 10:30 წუთზე №2-- საკანში განთავსებული მსჯავრდებული ნუ----------------ი დილის მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს არ გამოვიდა საკნიდან, რათა მომხდარიყო საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულის ვიზუალური შემოწმება-დათვალიერება. ნუ----------------ის მიერ ანალოგიური ქმედების ჩადენა დადასტურებულია, აგრეთვე, 2018 წლის 10 ივლისს, 11 ივლისს, 12 ივლისს, 13 ივლისს, 14 ივლისს, 15 ივლისს, 21 ივლისს, 2 სექტემბერს, 3 სექტემბერს, 4 სექტემბერს და 14 სექტემბერს, რასაც მოსარჩელეც არ უარყოფს, თუმცა ნუ----------------ი სადავოდ მიიჩნევს ამ ქმედებათა დისციპლინურ გადაცდომებად შეფასებას, იმ საფუძვლით, რომ ეს გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილების შეუძლებლობით და არ გამოხატავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაწესებულების უფლებამოსილი პირისადმი მის დაუმორჩილებლობას, ან წინააღმდეგობის გაწევას;

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ სასამართლოს მიერ გამოთხოვის შედეგად წარმოდგენილი შპს „ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის“ მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3526 და №1133 ცნობების, ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების, №3 პენიტენციური დაწესებულების მორიგე ექიმების აქტებითა და ოქმებით, სამედიცინო დაწესებულებებში ჩატარებული გამოკვლევების დასკვნებით, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე № 3/2159-16), ასევე, №3 პენიტენციური დაწესებულების ექიმის, ინგა სურმანიძის სასამართლოსთვის მიცემული განმარტების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ ხშირ შემთხვევაში №3 პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარებული, საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების დროს ნუ----------------ის საკნიდან გამოსვლაზე უარი უკავშირდებოდა, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კერძოდ, ყველა ამ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ №3 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურის მიერ შესრულებულ ჩანაწერებში აღნიშნულია, მსჯავრდებულის მონახულება დაწესებულების მიერ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კერძოდ, 2018 წლის 10 ივლისის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პაციენტი მოინახულა ექიმმა და მას აღენიშნებოდა თავის, კისრისა და ხერხემლის არეში ტკივილები; 2018 წლის 13 ივლისის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ პაციენტი უჩივის თავისა და ხერხემლის ტკივილს, გააჩნია წვრილმარცვლოვანი გამონაყარი ტანზე და პირის ღრუში, ტემპერატურა 37,10 ; 2018 წლის 14 ივლისის ჩანაწერის თანახმად, პაციენტმა შეწყვიტა შიმშილობა და უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზე. 2018 წლის 21 ივლისის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულის განმარტებით ტკივილები აქვს ხერხემლის გასწვრივ კუჭის არეში, მთელი ღამის განმავლობაში აწუხებდა ტკივილი და ჩაძინება მოახერხა მხოლოდ დილის 7-8 საათისთვის, ექიმის მიერ გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი.

№3 პენიტენციური დაწესებულების ექიმის, ინგა სურმანიძის განმარტებით, შესაძლებელი არის, ასეთი დაავადებების და ტკივილების არსებობისას, მსჯავრდებულს გაუჭირდეს საკნიდან გამოსვლა, მაგრამ დაზუსტებით შეფასება და ამაზე დასკვნის გაკეთება, მას არ შეუძლია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევებში არსებობდა დისციპლინური სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები, რამდენადაც მსჯავრდებულ ნუ----------------ის განზრახვას არ წარმოადგენდა დაწესებულების დებულების და დღის განრიგის დარღვევა, როდესაც უარს აცხადებდა დილის მსჯავრდებულთა შემოწმება-დათვალიერების დროს საკნიდან გამოსვლაზე, არამედ ამ ნორმებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება მან ვერ შეძლო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ მან №3 პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარებული, საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების მიზნით საკნიდან გამოსვლაზე ნუ----------------მა უარი ყველა სხვა შემთხვევაში, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2018 წლის 9 ივლისის, 11 ივლისის, 12 ივლისის, 15 ივლისის, 2 სექტემბრის, 3 სექტემბრის და 4 სექტემბრის ოქმებშია ასახული, კვლავაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილების შეუძლებლობის გამო განაცხადა, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, რამდენადაც მითითებულ დღეებში არ ფიქსირდება მსჯავრდებულის მიერ, სამედიცინო დახმარების მოთხოვნა, ექიმისაგან გასინჯვა, შესაბამისი მდგომარეობის დაფიქსირება, ან მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ მასალებში, რაც მოპასუხე მხარის განმარტებით, სრულყოფილი სახით არის წარმოდგენილი, ასეთი ფაქტების შემცველი დოკუმენტური მასალა არ მოიპოვება.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ამდენად, ამ ნაწილში არ დასტურდება მოსარჩელე მხარის მტკიცება და სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა 2018 წლის 19 ივლისის №6-----, 2018 წლის 20 ივლისის №6----- და №6-----, 2018 წლის 25 ივლისის №6-----, 2018 წლის 12 სექტემბრის №8----- და №8-----, 2018 წლის 13 სექტემბერს №8----- განკარგულებაში აღნიშნული გარემოებები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ნუ----------------მა №3 პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების მიზნით ჩატარებული ღონისძიების დროს საკნიდან გამოსვლაზე უარი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით განაცხადა.

 

6.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირი და გამოყენების წესი:

1.დისციპლინური ღონიძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.

2.დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3.დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ)შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ)სარეგისტრაციო ნომერს;

დ)მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვ.)

ე)დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დრო. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროს განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ვ)მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.

4.თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონიძიების გამოყენების შესახებ.

5.განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

6.დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7.დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.

8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათ ერთობლიობაში.

მოცემულ შემთხვევაში, მომჩივან მხარეს თავისი მტკიცების გასამყარებლად, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს არცერთ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და სასჯელაღსრულების №3 დაწესებულების ადმინისტრაცია ნუ----------------ის მიმართ ახორციელებს უსაფუძვლო დევნას, არ გააჩნია შესაბამისი დამადატურებელი მტკიცებულებები და ის თავისი არაბრალეულობის სამტკიცებლად, მხოლოდ საკუთარი განმარტებით შემოიფარგლება.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ----------------ის მიმართ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის შესახებ 2017 წლის 15 ნოემბრის და 25 ნოემბრის, 2018 წლის 13 ივლისის ოქმები; 2018 წლის 9 ივლისის, 11 ივლისის, 12 ივლისის, 15 ივლისის, 2 სექტემბრის, 3 სექტემბრის და 4 სექტემბრის ფაქტებთან დაკავშირებით დაწყებული დისციპლინური სამართალწარმოების დროს სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმის გარემოებები და მტკიცებულებათა ობიექტური ანალიზის შედეგად არის მიღებული დასკვნა, რომ ნუ----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება, როგორც დაწესებულების მუშაკების მიმართ შეურაცხმყოფელი და უცენზურო სიტყვებით მიმართვა, ისე №3 პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის ტექნიკური და მსჯავრდებულთა ვიზუალური შემოწმება-დათვალიერების მიზნით ჩატარებული ღონისძიების დროს საკნიდან გამოსვლაზე უარი წარმოადგენდა, „პატიმრობის კოდექსის“, დაწესებულების დებულების და განრიგის მოთხოვნების და ამასთანავე, დისციპლინურ დარღვევას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნუ----------------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ამ ფაქტებთან დაკავშირებით, №3 დაწესებულების დირექტორის მიერ მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რომ ნუ----------------ის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს, 2017 წლის 25 ნოემბერს და 2018 წლის 13 ივლისს ჩადენილი გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სხვა პირთა ღირსებას, დაწესებულების წესრიგს და უსაფრთხოებას და ეს ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

„პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია სახდელის შემდეგი ზომები:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

გ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;

ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;

ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;

თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;

მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ.

ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.

ნუ----------------ის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს, 2017 წლის 25 ნოემბერს და 2018 წლის 13 ივლისს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შედეგად, განზრახი ქმედების ჩადენით, რომლითაც ზიანი მიადგა დაწესებულების მუშაკთა ღირსებას და ხელშეუხებლობას, რისთვისაც №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- და 25 ნოემბრის №9----- და 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულებებით დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იქნა, „პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელები, რაც პროპორციულია, ჩადენილი ქმედებისა და ობიექტურად განსაზღვრავს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის კანონით დაწესებული სახდელის ზომას, შერჩეული დისციპლინარული სახდელი შეესაბამება, ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს.

ნუ----------------ის მიერ 2018 წლის 9 ივლისს, 11 ივლისს, 12 ივლისს, 15 ივლისს, 2 სექტემბერს, 3 სექტემბერს და 4 სექტემბერს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის, დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობის შედეგად ზიანი მიადგა დაწესებულების დებულებითა და განაწესით დადგენილ წესრიგს, ხოლო ამ შემთხვევაში, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის №6-----, 20 ივლისის №6----- და №6-----, 25 ივლისის №6-----, 12 სექტემბრის №8----- და №8-----, 13 სექტემბერს №8----- განკარგულებებით დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იქნა, „პატიმრობის კოდექსის“ 82-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელები, რაც ასევე პროპორციულია ჩადენილი ქმედებისა და ობიექტურად განსაზღვრავს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისათვის კანონით დაწესებული სახდელის ზომას, შერჩეული დისციპლინარული სახდელი შეესაბამება, ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს.

„პატიმრობის კოდექსის“ 85-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მიხედვით, ნუ----------------ის მიმართ მიღებული განკარგულებები დისციპინური ღონისძიების გამოყენების შესახებ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ნუ----------------ის მიმართ ჩატარებული დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში დარღვეული არ ყოფილა, მისი საპროცესო უფლებები. სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ ნუ----------------ს არ ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, არ მიეცა მტკიცებულებების წარდგენის უფლება და არ განემარტა, რომ ჰქონდა ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული წარმოების მასალებით ასეთი გარემოებები არ დასტურდება, ნუ----------------ს განმარტებული ჰქონდა თავისი საპროცესო უფლებების თაობაზე და დისციპლინური საქმის წარმოების სტადიაზე ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი საპროცესო უფლებების რეალიზაციისათვის, რომელთა ნაწილზე მან საკუთარი ნებით უარი განაცხადა.

ის გარემოება, რომ დაწესებულებაში არ არის დაცული და შენახული სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერები, სადავო განკარგულებებში აღწერილი დარღვევების ჩადენის შესაბამისი დროის მიხედვით, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე მხარე, ყურადსაღები და გასათვალისწინებელია მოპასუხე მხარის მიერ, თუმცა ეს ვერ გახდება იმ შეფასებისა და დასკვნის საფუძველი, რომ ნუ----------------ის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში მას არ მისცემია შესაძლებლობა, თავისი უფლებებისა და ინტერესების დაცვისათვის.

 

6.10. სასამართლო აღნიშნავს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

მიზანი, რომლის მიხედვითაც გამოიცა სადავო აქტები, უნდა შეესაბამებოდეს ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებულ საშუალებას, კერძოდ, იგი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ, კანონის უზენაესობაზე დამყარებული, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი უფლებამოსილების მხოლოდ კანონის საფუძველზე განხორციელების პრინციპებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში არ პასუხობს აღნიშნულ მოთხოვნებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ შემთხვევაშია ბათილი, თუ ის ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად არღვევს მისი მომზადების ან გამოცემის კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი, საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლით დადგენილი წესების დარღვევით.

ამ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №6-----; 2018 წლის 20 ივლისის №6-----; 2018 წლის 21 ივლისის №6-----; 2018 წლის 23 ივლისის №6----- და 2018 წლის 21 სექტემბრის №8----- განკარგულებები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №1---- ბრძანებით დამტკიცებული №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული, რაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

ამდენად, სარჩელი ამ აქტების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი №3 დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №6-----; 2018 წლის 20 ივლისის №6-----; 2018 წლის 21 ივლისის №6-----; 2018 წლის 23 ივლისის №6----- და 2018 წლის 21 სექტემბრის №8----- განკარგულება.

 

6.11. რაც შეეხება, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილის, კერძოდ, №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- და 25 ნოემბრის №9-----, 2018 წლის 19 ივლისს №6-----, 2018 წლის 20 ივლისის №6----- და №6-----, 2018 წლის 25 ივლისის №6-----, 2018 წლის 12 სექტემბრის №8-----, 12 სექტემბრის №8----- და 13 სექტემბრის №8----- განკარგულების უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად შეფასებისა და მათი ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნას, ამის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ეს აქტები კანონით დადგენილი წესის დაცვით არის მიღებული და მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების მიმართ ზიანის არსებობის საფუძველიც არ მოიპოვება.

ამდენად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია სასარჩელო მოთხოვნა, მსჯავრდებულ ნუ----------------ისათვის დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2017 წლის 22 ნოემბრის №9----- და 25 ნოემბრის №9-----, 2018 წლის 19 ივლისს №6-----, 2018 წლის 20 ივლისის №6----- და №6-----, 2018 წლის 25 ივლისის №6-----, 2018 წლის 12 სექტემბრის №8-----, 12 სექტემბრის №8----- და 13 სექტემბრის №8----- განკარგულებების, როგორც უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ----------------ის სარჩელის ამ ნაწილის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარჩელი აამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.12. რაც შეეხება „№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 18 ივნისის №6-- ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში განთავსებისა და ვიზუალური მეთვალყურეობის დაწესების შესახებ“ დაწესებულების დირექტორის მიერ 2018 წლის 5 ივლისს გამოცემული №7-- ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებულ სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრძანება არ წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გამოცემულ აქტს.

სასამართლო განმარტავს, რომ „პატიმრობის კოდექსი“ 86-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ადგენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებას, სასამართლოში გაასაჩივროს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება, რომ ის უფლებამოსილია ასეთი განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

აღნიშნული დებულების 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება. 64-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. ამავე დებულების 65-ე მუხლის თანახმად, 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს, ხოლო დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საჩივრით - მინისტრს. 4.დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

„პატიმრობის კოდექსის“ 54 მუხლის თანახმად, დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო - ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.

ამავე კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;

ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;

გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.

№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 ივლისის №7-- შეეხება სწორედ „პატიმრობის კოდექსის“ 54 მუხლით განსაზღვრულ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, კერძოდ, ამ ბრძანებით, ნუ----------------ი სხეულის დაზიანების თავიდან აცილების, შემდგომი უსაფრთხოების, ასევე სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევებით, განთავსებულ იქნა სარეჟიმო კორპუსის №2-- დეესკალაციის ოთახში, არაუმეტეს 72 საათით და დაწესდა მის მიმართ ვიზუალურ/ელექტრონული მეთვალყურეობა.

აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა №3 პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორის, 2018 წლის 5 ივლისის შუამდგომლობა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების 2018 წლის 5 ივლისის №608040 პატაკი, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მსჯავრდებული ნუ----------------ი იყო აღელვებული, იქცეოდა არაადეკვატურად, იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენებით, სხვა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით საჭიროებდა გადაყვანას სხვა შესაბამის ოთახში. №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიხეილ კანდელაკის 2018 წლის 2 ივლისის №61800609577 მოხსენებითი ბარათის თანახმად, კი მან მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს და ითხოვა ნუ----------------ის საცხოვრებელი საკნის ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, რაც დაკმაყოფილდა.

სასამართლო განმარტავს, რომ №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 ივლისის №7-- ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, საერთო წესით, ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) და შემდეგ, სასამართლოში.

მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლისა და წარმომადგენლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად, მოსარჩელე ნუ----------------ის მიერ №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 ივლისის №7-- ბრძანება გასაჩივრებული იქნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და პენიტენციური დეპარტამენტის 2009 წლის 3 სექტემბრის ნომერი MOC 2 18 00804620 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ გასაჩივრებული ბრძანება კანონიერად შეფასდა და მისი ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა. ნუ----------------ი პენიტენციური დეპარტამენტის 2009 წლის 3 სექტემბრის ნომერი MOC 2 18 00804620 წერილის გაცნობას ამავე წერილზე თავისი ხელმოწერით 2019 წლის 6 სექტემბერს ადასტურებს, ხოლო პენიტენციური დეპარტამენტის უარი მას სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნუ----------------ის სასარჩელო მოთხოვნა №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 5 ივლისის №7-- ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, სასამართლოს უწყებრივ განსჯადობას არ მიეკუთვნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ნუ----------------ი არის მსჯავრდებული და სასჯელს იხდის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 დაწესებულებაში, რაც მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობაზე.

სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, მსჯავრდებული ნუ----------------ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი წესის საფუძველზე, გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნუ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ბათილად იქნას ცნობილი: №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულება; 2018 წლის 20 ივლისის №6----- განკარგულება; 2018 წლის 21 ივლისის №6----- განკარგულება; 2018 წლის 23 ივლისის №6----- განკარგულება; 2018 წლის 21 სექტემბრის №8----- განკარგულება.

2. ნუ----------------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

3. მოსარჩელე მხარე, ნუ----------------ი გათავისუფლდეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. მოპასუხე მხარე, №3 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში/ მისამართი; ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე