გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.02.2020
საქმის ნომერი
330310019003047102
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4589-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ფ-------–---------ა

წარმომადგენელი - მ-------–----ე

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენლები: ი--------–--- და გ--------------–---–-

 

დავის საგანი - თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ფ-------–----------- გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფ-------–-----------თვის იძულებით განაცდურის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 11 იანვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის M---------------- ბრძანებით, ფ---------------------–--–---------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს---–----------–-----–----------–---------–--------------------------------–-------------------–----------------------–----–--------–--------------------------–---------------–-----------------, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომლეთა/ მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის (განუსაზღვრელი ვადით) თანახმად.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 27 ივლისის M---------------- ბრძანებით ფ---------------------–--–---------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–--- (--–------------------------------–-------------–-----------------.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 23 დეკემბრის M---------------- ბრძანებით, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 17 დეკემბრის M---------------- წერილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანების საფუძველზე, ფ---------------------–--–---------- დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლ---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–--- (--–------------------------------–-------------–-----------------, 2016 წლის 19 დეკემბრიდან, გათავისუფლდა რა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–-ს თანამდებობიდან (--–------------------------------–-------------–-----------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2014 წლის 28 ივლისის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 16);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 27 ივლისის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 17);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 23 დეკემბრის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 18).

 

3.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფების შტატები, კერძოდ, დანართი №----- დამტკიცდა ს-------------–----------–----------------. ბრძანება ამოქმედდა 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანების დანართი №----- დგინდება, რომ ს-------------–--------–---–----------------- სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 2-- ერთეულით, მათ შორის, ს----------------------–---------–----–-- თანამდებობა (სამოქალაქო პირი) 1 საშტატო ერთეულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანება, დანართით (ტ.I. ს.ფ. 77-90).

 

3.3. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2017 წლის 4 იანვარს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია არ შეეხებოდა ისეთ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ: 1. ქალები, რომლებსაც ჰყავთ 3 წლამდე ასაკის ბავშვი; 2. ორსული ქალები (დასაბუთებული შესაბამისი ცნობით); 3. ქალები, რომლებიც იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში; 4. დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები; 5. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი და დედმამიშვილი); 6. უცხოეთში მივლინებაში მყოფი თანამშრომლები; 7. სამკურნალო შვებულებაში მყოფი პირები (ბიულეტინის მოქმედების ვადის გათვალისწინებით). ამასთან, გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს დაევალათ 2017 წლის 6 იანვრამდე J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში დაქვემდებარებული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმის წარდგენა, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ დასახელებული გამონაკლისების გათვალისწინებით. J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი ინფორმაციის დამუშავება და 2017 წლის 10 იანვრამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურულო ერთეულების საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანის ბრძანების პროექტების მომზადება, რომელთა ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 იანვრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2017 წლის 4 იანვრის სამუშაო შეხვედრის ოქმი (ტ. I. ს.ფ. 68-71);

- 2017 წლის 6 იანვრის ტელეფონოგრამა №- (ტ.I. ს.ფ. 72).

 

3.4. საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა №- ტელეფონოგრამის შესრულების მიზნით, 2017 წლის 6 იანვარს J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსს აცნობა გასაუქმებელი სამოქალაქო თანამდებობების ჩამონათვალი (საშტატო კატეგორიისა და შტატის ნომრით), მათზე დანიშნული სამოქალაქო პირების მითითებით (სახელი, მამის სახელი, გვარი), რომელთა შორის იყო: „3. ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–- (--–------------------------------–-------------–----------------- - ფ---------------------–--–----------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 6 იანვრის M---------------- წერილი და დანართი (ტ. I. ს.ფ. 74-76).

 

3.5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით „ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფების შტატების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ბრძანების №---- დანართები ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციებით. ბრძანება ძალაში შევიდა 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანების დანართი №----- დგინდება, რომ ს-------------–--------–---–----------------- სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 1-- ერთეულით, მათ შორის, ს----------------------–---------–----–-- თანამდებობა (სამოქალაქო პირი) გაუქმდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანება, დანართით (ტ. I. ს.ფ. 91-103);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 25 ივლისის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 2-3).

 

3.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესის“ მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №973 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფ---------------------–--–---------- გათავისუფლდა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–-ს (--–------------------------------–-------------–----------------- თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან.

 

ამავე ბრძანების თანახმად, მის გამოცემას საფუძვლად დაედო J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 9 იანვრის M---------------- წერილი, J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- წერილი, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის M---------------- წერილი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 104);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2017 წლის 01 ივნისის M---------------- წერილი (ტ. I. ს.ფ. 118).

 

3.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 12 მაისის M---------------- ბრძანებით, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- ს-------------------------------–---------–----–- (--–------------------------------–-------------–----------------- ფ---------------------–--–---------- გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 12 მაისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 12 მაისის M---------------- ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 116).

 

3.8. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 2016 წლის 6 აგვისტოს M---------------- ბრძანებით დამტკიცდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობები (დანართი №1). დანართის თანახმად, ს-------------–--------- ს-------------------------------–----–-- ფუნქციონალური მოვალეობები განისაზღვრა შემდეგი სახით: ექვემდებარება ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- სარემონტო საამქროს უფროსს და სარემონტო საამქროს უფროსის მოადგილეს; თავის საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წესდებებით, თავდაცვის მინისტრის, გენერალური შტაბის უფროსისა და მათი მოადგილეების, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, მისი მოადგილეების, შტაბის უფროსის და ს-------------–--------- უფროსის ბრძანებებით, განკარგულებებით, სხვა ნორმატიული აქტებით. ს-------------------------------–----–- პასუხისმგებელია: 1. სააღრიცხვო დოკუმენტაციის სწორ წარმოებაზე, შენახვასა და დაცვაზე; 2. სარემონტო საამქროზე რიცხული მატერიალური ქონების აღრიცხვის ინსპექტირებასა და სიზუსტეზე; 3. მუდმივ წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი, საბუღალტრო-სააღრიცხვო წიგნები და სამსახურში არსებული ყველა დოკუმენტი; 4. აწარმოოს მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობათა სწორი და დროული აღრიცხვიანობა; 5. ინსპექტირება გაუწიოს ქონების აღრიცხვას, სისტემატიურად აკონტროლოს მისი მდგომარეობა; 6. აწარმოოს სააღრიცხვო წიგნები, პერიოდულად მოახდინოს მათი შედარება ზემდგომ სამსახურებთან, ცვლილებების შეტანის შესახებ მოახსენოს S-4-ის უფროსს (ოფიცერს); 7. კვირაში ერთხელ აწარმოოს შედარება შესაბამის სამსახურებთან ერთად, სარემონტო საამქროში არსებულ მატერიალურ ფასეულობათა რაოდენობასა და საბუღალტრო მონაცემს შორის; 8. თვეში ერთხელ შეამოწმოს სარემონტო საამქროში მატერიალური საშუალებების რაოდენობა, მათი მდგომარეობა და მოახსენოს სარემონტო საამქროს უფროსს ან მის მოადგილეს; 9. დადგენილ ვადებში მოახდინოს ანგარიშგება შესაბამის სამსახურებთან; 10. იცოდეს კომპიუტერის მუშაობა; 11. შეასრულოს ბაზის უფროსის ბრძანებით დაკისრებული მოვალეობა.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 2017 წლის 25 იანვრის M---------------- ბრძანებით დამტკიცდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობები (დანართი №1), რომელთა შორის არ იყო ს-------------–--------- ს-------------------------------–----–-- თანამდებობა და მისი უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 23 ოქტომბრის M---------------- წერილისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- უფროსის 2019 წლის 22 ნოემბრის M---------------- პატაკის თანახმად, 2016 წელს განხორციელებული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემდგომ გაუქმდა ს-------------–--------- ს-------------------------------–----–-- შტატი, ხოლო ფუნქცია-მოვალეობები სხვა სამსახურის და თანამდებობის პირის ფუნქციონალურ მოვალეობაში არ გადასულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 2016 წლის 6 აგვისტოს M---------------- ბრძანება (ტ. II. ს.ფ. 238-239);

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის 2017 წლის 25 იანვრის M---------------- ბრძანება, დანართით (ტ. II. ს.ფ. 10-174);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2019 წლის 23 ოქტომბრის M---------------- წერილი (ტ. II. ს.ფ. 219);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- უფროსის 2019 წლის 22 ნოემბრის M---------------- პატაკი (ტ. II. ს.ფ. 240).

 

3.9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------–----------------------------------–----–--- სამსახურის პერიოდში ფ-------–----------- დარიცხული ხელფასი შეადგენდა 951,60 ლარს (მათ შორის: თანამდებობრივი სარგო - 732,00 ლარი, დანამატი წელთა ნამსახურობისათვის - 219,60 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 10 მაისის M---------------- პატაკი (ტ. I. ს.ფ. 126).

 

3.10. დადგენილია, რომ ფ-------–---------ა წარმოადგენს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა (ტ.I. ს.ფ. 19).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანება, ფ-------–----------- კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლომ, ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომლებში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, კერძოდ, „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასეთ დაწესებულებებს წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლები/მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი“ მტკიცდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. ამ წესით განისაზღვრება აღნიშნულ თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესები და საფუძვლები. ამ კანონის მოქმედება ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანამშრომლებზე/მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სამხედრო მოსამსახურეებთან ურთიერთობების მარეგულირებელი კანონმდებლობით და ამავე პუნქტში მითითებული წესით სხვაგვარად არ რეგულირდება შესაბამისი სამსახურებრივი ურთიერთობები.

 

დადგენილია, რომ ფ-------–---------ა საქართველოს თავადაცვის სამინისტროში სამსახურიდან გათავისუფლებამდე მუშაობდა გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ს-------------–--------- ს-------------------------------–----–-- (--–------------------------------–-------------–----------------- თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე უნდა გავრცელდეს მითითებული ნორმატიული აქტები.

 

6.3. სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდეგში – გენერალური შტაბი). ამასთან, დებულების მე-3 მუხლის პირველი და მესამე პუნქტების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი. იგი: ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ზედამხედველობს მათ შესრულებას; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნისა და შვებულებაში გასვლის საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; რ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო ნუსხას, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებსა და საშტატო ნუსხებს, ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საშტატო ნუსხის, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცებაზე უფლებამოსილ პირს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესი, რომელიც ვრცელდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა (გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა) და სახმელეთო ჯარების სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

 

მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, მოსამსახურეთა ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები, თანამდებობრივი ინსტრუქციები და მითითებები დგინდებოდა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეს ჰქონდა ვალდებულება შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობანი, რომელიც განსაზღვრული იყო კანონმდებლობით, ამ წესით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილი ქცევის სპეციალური წესით, ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული და სხვა სამართლებრივი აქტებით.

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესის მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას).

 

ამდენად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ადგილი ჰქონდა თუ არა იმ სტრუქტურულ ერთეულში რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას, მათ შორის, გაუქმებას, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე, კერძოდ, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული ცვლილების შედეგად რა მდგომარეობაში დარჩა კონკრეტულად მისი საშტატო ერთეული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფების შტატები, კერძოდ, დანართი №----- დამტკიცდა ს-------------–----------–---------------- და სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 2-- ერთეულით, მათ შორის, ს----------------------–---------–----–-- თანამდებობა (სამოქალაქო პირი) 1 საშტატო ერთეულით.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2017 წლის 4 იანვრიდან დაიწყო საშტატო ერთეულების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია, რასთან დაკავშირებითაც შემუშავდა საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაციის გეგმა. შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საშტატო ნუსხების რეორგანიზაცია/ოპტიმიზაცია არ შეეხებოდა ისეთ საშტატო ერთეულებს, რომლებზეც დანიშნულნი იყვნენ: 1. ქალები, რომლებსაც ჰყავთ 3 წლამდე ასაკის ბავშვი; 2. ორსული ქალები (დასაბუთებული შესაბამისი ცნობით); 3. ქალები, რომლებიც იმყოფებოდნენ დეკრეტულ შვებულებაში; 4. დაჭრილ-დასახიჩრებული მოსამსახურეები; 5. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილი და დედმამიშვილი); 6. უცხოეთში მივლინებაში მყოფი თანამშრომლები; 7. სამკურნალო შვებულებაში მყოფი პირები (ბიულეტინის მოქმედების ვადის გათვალისწინებით). ამასთან, საჯარო დაწესებულებაში განისაზღვრა ის გამონაკლისები, რომელსაც არ შეეხებოდა ცვლილებები, ასევე, გასაუქმებელი სამოქალაქო თანამდებობების ჩამონათვალი (საშტატო კატეგორიისა და შტატის ნომრით), მათზე დანიშნული სამოქალაქო პირების მითითებით და მომზადდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხებში ცვლილებების შეტანის ბრძანების შესაბამისი პროექტი.

 

საქმეში არსებული მასალების თანახმად, განსახორციელებელი ცვლილებები გამონაკლისის გარეშე შეეხებოდა ომისა და ვეტერანებს და ამ ცვლილებების გათვალისწინებით ერთ-ერთ გასაუქმებელ სამოქალაქო თანამდებობად განისაზღვრა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–- (--–------------------------------–-------------–-----------------, რომელიც დაკავებული ჰქონდა ფ-------–-----------. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით „ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ქვედანაყოფების შტატების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის M---------------- ბრძანებაში და მის დანართებში შევიდა ცვლილება. დანართი №---- თანახმად, ს-------------–--------–---–----------------- სამოქალაქო პირის შტატი განისაზღვრა 1-- ერთეულით, მათ შორის, ს----------------------–---------–----–-- თანამდებობა (სამოქალაქო პირი) გაუქმდა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურში გავლის წესის“ მე-13 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 13 დეკემბრის №973 ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანების საფუძველზე, ფ---------------------–--–---------- გათავისუფლდა ს----------–----–-------------–-----–-------------–------–------------------–---------------------------–---------------–--------------------–------------------------------------------–----–-ს (--–------------------------------–-------------–----------------- თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში, 2017 წლის 11 იანვრიდან. ამდენად, აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში გადაყვანას საფუძვლად დაედო დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე.

 

ამავე კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად განთავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისას, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაფრთხილების ვადის გასვლიდან პირველივე დღეს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის №ბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება-მოვალეობების შესრულებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სტრუქტურულ ერთეულში საშტატო ერთეულები რაოდენობრივად შემცირდა, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის გაუქმების გზით. კერძოდ, რეორგანიზაციის შემდეგ მთლიანად ქვედანაყოფში - ს-------------–--------–---–----------------- სამოქალაქო პირის შტატი ნაცვლად 2-- ერთეულისა განისაზღვრა 1-- ერთეულით. ამასთან, ის თანამდებობა, რომელიც დაკავებული ჰქონდა ფ-------–-----------, რეორგანიზაციამდე განსაზღვრული იყო 1 საშტატო ერთეულით, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად მთლიანად გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების თანახმად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის - ს-------------–--------- ს-------------------------------–----–-- უფლება-მოვალეობები სხვა სამსახურის და თანამდებობის პირის ფუნქციონალურ მოვალეობაში არ გადასულა. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოსაზრებას მისი შრომითი უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით სამსახურში დარჩენის უპირატესობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების თანახმად, გათავისუფლებამდე მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული თავისი ფუნქციებით მთლიანად გაუქმდა და არ მომხდარა მისი სახეცვლილება. აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ქვედანაყოფში - ს-------------–--------–- სამოქალაქო შტატები სადავო რეორგანიზაციის შემდეგ კვლავ არსებობდა, თუმცა არა უშუალოდ ის, რომელიც მხარეს ჰქონდა დაკავებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცემამდე. აქედან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას, შტატების შემცირებით და მოსარჩელე ექვემდებარებოდა კადრების განკარგულებაში გადაყვანას.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-17 მუხლებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 11 იანვრის M---------------- ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. ამასთან, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნებს ფ-------–----------- გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს, ასევე, დაუსაბუთებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამასთან, ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლები საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენასა და იძლებითი განაცდური ხელფასის ანაზრაურებას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილშიც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, შესაბამისად, ფ-------–----------- უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 10 მაისს სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ფ-------–------რიას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. მოსარჩელე მხარეს დაუბრუნდეს 2017 წლის 10 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, ანგარიში/სახაზინო კოდი (კრედიტი) - 300773150; ბანკის კოდი - TRESGE; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეზე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე