განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2020
საქმის ნომერი
180100119003269958
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
05.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100119003269958

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/333-19 5 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - მერი თათრიშვილი,სხდომის სახე - ღია,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ--–---------------ე;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ს--------------–-ა;

 

ბრალდებული - გ------ი მ-------ს ძე ზ---------ი (დაბადებული 1--- წლის 20 ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლევი, უმუშევარი, მცხოვრები: მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის №8 დაწესებულების პატიმარი;

 

კვალიფიკაცია:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 15 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ------ი ზ---------მა, 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაბრაზებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ქ------ნ მ-------–---–ს, კერძოდ მუშტი დაარტყა სახეში, შეშინებული ქ------ნ მ-------–---–ი გაიქცა მეზობელთან და ცოტახანში, მეუღლის დაჟინებული თხოვნით უკან დაბრუნებულს, გ------ი ზ---------მა გაშლილი ხელი კვლავ ძლიერად დაარტყა სახეში, რის გამოც ქ------ნ მ-------–---–მა მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

1.2. 2018 წლის 15 ნოემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ------ი ზ---------მა, 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, მეუღლე ქ------ნ მ-------–---–თან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაბრაზებულმა, დაემუქრა ქ------ნ მ-------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, დააგდო საწოლზე და უთხრა, რომ სისხლში აცურავებდა, რის გამოც ქ------ნ მ-------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულმა გ------ი ზ---------მა ნაწილობრივ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. ის დაეთანხმა ბრალდების ფორმულირების მხოლოდ იმ ნაწილს, რომ მან ქ------ნ მ-------–---–ს მარჯვენა გაშლილი ხელი დაარტყა ლოყაზე, რითაც მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა და ასევე, მას უგზავნიდა მუქარის შემცველ მესიჯებს, რა დროსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც აღიარა და მოინანია სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდებულმა გ------ი ზ---------მა წარდგენილი ბრალდების დანარჩენ ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო. ბრალდებულის ჩვენებით, 2019 წლის 24 ივლისს, ქ------ნ მ-------–---–მა დაიწყო კამათი წინა დღით მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ისიც აჰყვა, რის გამოც ქ------ნ მ-------–---–მა ბავშვი აიყვანა და გავიდა გარეთ, ხოლო ის დარჩა უფროს შვილთან ერთად, რომელიც მოგვიანებით მეზობელმა გაიყვანა სახლიდან. გ------ი ზ---------მა ქ------ნ მ-------–---–ს მობილურ ტელეფონზე დაურეკა და ჰკითხა თუ სად იყო და რატომ წაიყვანა უფროსი შვილი მეზობელმა, ასევე სთხოვა დაბრუნებულიყო სახლში. ქ------ნ მ-------–---–ი სახლში დაბრუნდა, მას გამოჰყვა მეზობელიც. სახლში ჯერ ბავშვი შემოვიდა, შემდეგ ქ------ნ მ-------–---–ი, რომელმაც უთხრა მეზობელს, ისიც შემოჰყოლოდა შიგნით. ბრალდებულმა გ------ი ზ---------მა ჰკითხა ქ------ნ მ-------–---–ს, თუ რატომ მოიქცა ასე და მარჯვენა სილა დაარტყა მარჯვენა ლოყაზე. ბრალდებულის განმარტებით, მართალია, ის ქ------ნ მ-------–---–ს მეზობელთან ყოფნის დროს წერდა მუქარის, მათ შორის სიცოცხლის მოსპობის მუქარის, შემცველ შეტყობინებებს, თუმცა მას მისთვის მუშტი არ გაურტყამს, ლოგინზე არ დაუგდია და ასევე, არ უთქვამს, რომ სისხლში აცურავებდა.

2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს გ------ი ზ---------ის აღნიშნულ პოზიციას და დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები, რადგან მისი ბრალეულობა ბრალდების ორივე ეპიზოდში დადასტურებულია ნაწილობრივ, როგორც თავად ბრალდებულ გ------ი ზ---------ის სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ასევე მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

2.3. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გ------ი ზ---------თან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში 2013 წლიდან და ჰყავს ორი შვილი, ლ---ა და ლ------ე. გ------ი ზ---------ი არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული, ასევე ნარკოტიკულ საშუალებებზე, რის გამოც მკურნალობდა მეთადონის პროგრამით. 2019 წლის 23 ივლისს მან და გ------ი ზ---------მა ბავშვები წაიყვანეს აცრაზე რუსთავში, ვინაიდან ბავშვები აღნიშნულ ადგილას იყვნენ რეგისტრირებულები. გზად სტამბოლის ბაზრობაზე ქ------ნ მ-------–---–ს ჰქონდა საქმე, ამიტომ გააჩერა ავტომანქანა ავტოსადგომზე. გ------ი ზ---------მა უთხრა, რომ ბავშვებს დაიტოვებდა. ბაზრობიდან გამოსულ ქ------ნ მ-------–---–ს არავინ არ დახვდა ავტომანქანაში, რის გამოც დაურეკა გ------ი ზ---------ს და კითხვაზე, თუ სად წაიყვანა ბავშვები, მან უპასუხა, რომ მანქანაში იყვნენ ჩაკეტილები, თვითონ კი ორი წუთით შეიარა კაზინო 777-ში, რომელიც იქვე იყო, ავტოსადგომთან. მათ კარები რომ გააღეს, ბავშვები იყვნენ გაოფლიანებულები, ხოლო ერთ-ერთი ტიროდა, მან გ------ი ზ---------ს უსაყვედურა. თავად გ------ი ზ---------იც განერვიულდა. შემდეგ მეუღლემ მას გამოართვა ფული, რომელსაც ის უნახავდა. გ------ი ზ---------ი დარჩა იქ, ხოლო ქ------ნ მ-------–---–ი გაემართა სახლისკენ. გზაში გ------ი ზ---------ი მას ურეკავდა და მუქარის შემცველ ტონით ეუბნებოდა, რომ ფული კიდევ გადაერიცხა, დაბრუნდებოდა სახლში და ნახავდა, რაც მოხდებოდა, თუმცა საღამოს საათებში, დაახლოებით 10 საათზე, როდესაც ის დაბრუნდა სახლში, მას არ უჩხუბია, მხოლოდ უთხრა, რომ მის გამო წააგო დიდი თანხა, ასევე, ბავშვების ხათრით არ ეტყოდა არაფერს. 2019 წლის 24 ივლისს გ------ი ზ---------ი ძალიან განერვიულებული და გაღიზიანებული იყო. ამ დღეს მან დალია ლუდი და მიიღო რაღაც აბები. გ------ი ზ---------მა კვლავ მოითხოვა ფული. ქ------ნ მ-------–---–მა უთხრა, რომ თანხა საერთოდ არ იყო დარჩენილი ანგარიშზე, ამის შემდეგ გ------ი ზ---------მა მას მოსთხოვა სასწრაფოდ მიეტანა თანხა, რომელიც ასესხა მეზობელს. ქ------ნ მ-------–---–ი გავიდა სახლიდან და გამოიტანა საკუთარი სახელფასო ბარათიდან ფული და აღნიშნული თანხა მისცა მას. შინ დაბრუნებულს გ------ი ზ---------მა აგრესიულად ჰკითხა, თუ ვის დაურეკა გარეთ ყოფნის დროს და მოუყვა მომხდარის შესახებ. როდესაც ქ------ნ მ-------–---–მა უარყო აღნიშნული, გ------ი ზ---------მა შეაგინა მას, აიღო და ესროლა მაგიდაზე მდგარი პლასტმასის ჭიქა, რომელიც ასცდა და დავარდა იატაკზე. ამ დროს ლ---ამ, რომელიც ეჭირა ხელში, დაიწყო ტირილი. ჭიქის სროლის შემდეგ გ------ი ზ---------მა აგრესიულად უთხრა „ნახე, ახლა რა მოგივაო“, გაემართა სამზარეულოს კარადისკენ, სადაც ელაგა დანები. აღნიშნულზე მას შეეშინდა, კივილით, ფეხშიშველი გავარდა ეზოში ქვიშიან ზედაპირზე, რა დროსაც ხელში კვლავ ეჭირა ლ---ა. მეზობელ ზ---- ბ---------ის სთხოვა მათი სახლიდან გამოყვანა ლ------ე. ზ---- ბ---------იმ რამდენიმე წუთში მიუყვანა მას ლ------ე. გ------ი ზ---------მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა მას და უთხრა ბავშვები დაებრუნებინა. ცოტახანში ის დაბრუნდა სახლში ბავშვებთან ერთად მეზობელ ზ---- ბ---------ის თანხლებით. გ------ი ზ---------ი ზ---- ბ---------ს არ აძლევდა საშუალებას შესულიყო სახლში, თუმცა ის არ უშვებდა ზ---- ბ---------ს ხელს და სთხოვდა არ დაეტოვებინა მასთან სახლში მარტო. ამ დროს გ------ი ზ---------მა დაარტყა სახის მიდამოში მუშტი, ხელი მოხვდა ცხვირში, ნიკაპი დაუბუჟდა და ტუჩი გაუსკდა, რის გამოც განიცადა ტკივილი. ამის შემდეგ ის კვლავ ზ---- ბ---------ის სახლში წავიდა. ცოტახანში სახლში დაბრუნდა ზ---- ბ---------იც, რომელიც მანამდე გ------ი ზ---------ის დამშვიდებას ცდილობდა. გ------ი ზ---------ი ქ------ნ მ-------–---–ს ურეკავდა და წერდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. ის ვინაიდან არ დაბრუნდა სახლში, გ------ი ზ---------მა მიაკითხა და ზ---- ბ---------ს შეპირდა, რომ ხელს არ დააკარებდა ქ------ნ მ-------–---–ს, მხოლოდ საუბარი სურდა მასთან და დაბრუნებულიყო სახლში. ქ------ნ მ-------–---–მა დაუჯერა, თუმცა სახლში გ------ი ზ---------მა გააგრძელა მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, უარესად გაღიზიანდა. მოწმის განმარტებით, გ------ი ზ---------მა გაშლილი ხელი დაარტყა მას. გ------ი ზ---------მა ის ლოგინზე მიაგდო და დაემუქრა მას, რომ თანხას თუ არ მოიტანდა, სისხლში აცურავებდა. ამის შემდეგ კვლავ წავიდა სამზარეულოს კარადისკენ, სადაც ელაგა დანები, რის გამოც ხვეწნა დაუწყო, ბავშვების თვალწინ ნურაფერს დაუშავებდა და არაფერი მოემოქმედა. შემდეგ გ------ი ზ---------ი დადიოდა გაღიზიანებული, ჩაიცვა და სახლიდან წავიდა. მომხდარი შემთხვევის შემდეგ გ------ი ზ---------ი მას და დედამისს წერდა სიცოცხლის ხელყოფის მუქარის შემცველ შეტყობინებებს. გ------ი ზ---------ის მხრიდან, ხშირად ჰქონდა ადგილი მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტს. მოწმის განმარტებით, გ------ი ზ---------ის მხრიდან მუქარას ადგილი ჰქონდა როგორც სიტყვიერად, ასევე დანის დემონსტრირებით. აღნიშნული ქმედებების გამო ის იმყოფებოდა მუდმივ სტრესში და განიცდიდა სულიერ ტანჯვას. დაზარალებულმა ქ------ნ მ-------–---–მა დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ პრეტენზია მეუღლის ბრალდებულ გ------ი ზ---------ის მიმართ არ გააჩნია, ვინაიდან ის ბოლოს და ბოლოს, მისი შვილების მამაა და ითხოვა მის მიმართ გამოყენებულ იქნეს შეღავათები. ასევე, მან დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციის სისწორე.

2.4. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას ზ---- ბ---------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 ივლისს ანერვიულებული, მტირალი და ფეხშიშველი ქ------ნ მ-------–---–ი ბავშვით ხელში მივიდა მის სახლში. ქ------ნ მ-------–---–მა უთხრა, რომ მან და გ------ი ზ---------მა იკამათეს და სთხოვა მას ლ------ე გამოეყვანა სახლიდან. როდესაც შევიდა სახლში, დაინახა დივანზე მჯდარი გ------ი ზ---------ი, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვი არ გაეყვანა, თუმცა ზ---- ბ---------იმ არ დაუჯერა. ამის შემდეგ გ------ი ზ---------ი ურეკავდა ქ------ნ მ-------–---–ს, რომ დაბრუნებულიყვნენ სახლში. ცოტახანში გ------ი ზ---------ი თვითონ გამოვიდა და წაიყვანა ქ------ნ მ-------–---–ი. მას ქ------ნ მ-------–---–მა სთხოვა, რომ ისიც თან გაჰყოლოდა მათ. ისიც წაჰყვა მათ. გ------ი ზ---------მა სახლში ყოფნისას ჰკითხა ქ------ნ მ-------–---–ს მიზეზი იმისა, თუ რატომ წაიყვანა ბავშვები სახლიდან და რატომ გაიქცა ის. მოწმის განმარტებით, გ------ი ზ---------მა ერთი წაარტყა ქ------ნ მ-------–---–ს ლოყაში გაშლილი ხელი, თუმცა ძლიერად არა. გარტყმის შედეგად ქ------ნ მ-------–---–ს სისხლი არ წამოსვლია. ამის შემდეგ ის დაბრუნდა სახლში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია.

2.5. ამასთან, მოწმე ზ---- ბ---------იმ მთლიანად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გ------ი ზ---------ი ურეკავდა ქ------ნ მ-------–---–ს უწყვეტად და ეუბნებოდა მას, რომ ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დაბრუნებულიყო შინ, რაზედაც ქ------ნ მ-------–---–ი ეუბნებოდა უარს. მას ეშინოდა სახლში დაბრუნების, რადგან გ------ი ზ---------თან ჰქონდა გარკვეული კონფლიქტი. ქ------ნ მ-------–---–მა სთხოვა მას, რომ გაჰყოლოდა თან. სახლში მისვლის დროს გ------ი ზ---------მა შეუშვა ქ------ნ მ-------–---–ი სახლში, ხოლო მას არ აძლევდა სახლში შესვლის უფლებას, იყო აგრესიული. ხოლო ქ------ნ მ-------–---–ი შეშინებული სთხოვდა მარტო არ დაეტოვებინა და არ უშვებდა მას ხელს. მოულოდნელად გ------ი ზ---------მა ძლიერად დაარტყა მუშტი სახეში ქ------ნ მ-------–---–ს, კერძოდ ცხვირისა და ტუჩის მიდამოში, რის შემდეგაც ქ------ნ მ-------–---–ი გამოიქცა ისევ მაშინვე მისი სახლის მიმართლებით შვილთან, ლ---ასთან ერთად, ხოლო ის და ლ------ე დარჩნენ სახლში გ------ი ზ---------თან, რის შემდეგაც ის ეუბნებოდა გ------ი ზ---------ს, რომ არ შეიძლებოდა ქალის ცემა, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთში მაშინვე დაბრუნდა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ქ------ნ მ-------–---–-- შვილთან, ლ------ესთან ერთად, ვინაიდან თავს გრძნობდა უხერხულად. ამის შემდეგ გ------ი ზ---------ი კვლავ ურეკავდა მასთან სახლში მყოფ ქ------ნ მ-------–---–ს, რომელიც იყო აღელვებულ მდგომარეობაში, თუმცა 15-20 წუთში ქ------ნ მ-------–---–ი თავის ბავშვებთან ერთად დაბრუნდა სახლში. მას მანამ, სანამ ქ------ნ მ-------–---–ი მასთან მივიდოდა, არანაირი ხმაური არ გაუგია, ვინაიდან საქმეებით იყო გართული და საერთოდ, არ უყვარს სხვის ოჯახურ საქმეებში ჩარევა.

2.6. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, 2019 წლის 25 ივლისს გამოძიება დაიწყო მცხეთის რაიონ სოფელ ქ---–ი 11.01.1986 წ. ქ------ნ ა--------ს ასულ მ-------–---–-- მიმართ მეუღლის გ------ი მ-------ს ძე ზ---------ის მხრიდან განხორციელებული ოჯახის ძალადობის ფაქტზე.

2.7. 2019 წლის 25 ივლისის ქ------ნ მ-------–---–-- განცხადების მიხედვით, ის იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში გ------ი ზ---------თან, რომელიც 24 ივლისს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იყო აგრესიული და მას აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

2.8. სამედიცინო ბარათი N399-ის თანახმად, ქ------ნ მ-------–---–ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ტუჩის არეში. როგორც მან განმარტა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა სახეში.

2.9. სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნის მიხედვით, ქ------ნ მ-------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება ჭრილობის, სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ხელმოწერით დადასტურებულია ექსპერტ თ---------- ქ----–--ის მიერ.

2.10. 2019 წლის 28 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, - გადამოწმდა ქ------ნ მ-------–---–-- მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაცია. მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ------ნ მ-------–---–მა მიუთითა - მისაღებ ოთახში მდგარ მაგიდაზე, საიდანაც მისმა მეუღლემ გ------ი ზ---------მა აიღო წყლით სავსე პლასტმასის ჭიქა და ესროლა, თუმცა ვერ მოახვედრა მას; მისაღებ ოთახში არსებულ სამზარეულოს კარადაზე, რომელშიც ელაგა დანები და რომლისკენ წავიდა გ------ი ზ---------ი და მას აგრესიულად ეუბნებოდა „ახლა ნახე, რა მოგივაო“; ზ---- ბ---------ის სახლზე, სადაც გადავიდა მუქარის შემდეგ; კვლავ მიუთითა მის საცხოვრებელ სახლზე, კერძოდ, მისაღებ ოთახის შესასვლელ ნაწილზე, სადაც დაარტყა მუშტი ცხვირისა და ტუჩის მიდამოში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი; მისაღები ოთახიდან მარცხენა მხარეს მდებარე საძინებელ ოთახზე, სადაც გ------ი ზ---------მა ძლიერად გაარტყა ჯერ გაშლილი ხელი სახეში, ხოლო შემდგომ საძინებელ ოთახში არსებულ საწოლზე, რაზეც მიაგდო გ------ი ზ---------მა დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით; აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მისი სისწორე დადასტურებულია ექსპერტ-კრიმინალისტის ზ---- მ----სა და გამომძიებლის გ------ი ტ-----–---–ის მიერ.

2.11. ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N7------ დასკვნის მიხედვით, გ------ი ზ---------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მეტადონის, ოპიუმის, ბენზოდიაზეპინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი. აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია ექსპერტის, ექიმ-ნარკოლოგის ი----- მა------–-–---–-ს მიერ.

2.12. 2020 წლის 28 ივლისის დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმების მიხედვით, გ------ი ტ-----–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- თანდასწრებით მისი კუთვნილი აიფონ 6. მობილური ტელეფონის სიმ ბარათის ნომრიდან, რომელიც ქ------ნ მ-------–---–-- განმარტებით ეკუთვნის გ------ი ზ---------ს, 2019 წლის 24 ივლისს 21:06 საათზე მიიღო შემდეგი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებები: „xoisc andob bavshv da me ara?????? chemi shvilebi moiyvane; saswrafod droulad gamodi; girchevina gadmoxvide; dtirulad; 5 wuti gakvs; tanxa dajda? Sad carrrr??!!!!!!!“ 2019 წლის 25 ივლისს 23:30 სთ-ზე მიიღო შემდეგი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებები: „shen tu magit gonia majobeb dzlian cdebi da amas martla ar gapatieb; bavshvebi moiyvane saxlshi waklaaaaa;“ 2019 წლის 24 ივლისს 13:50 საათზე მიიღო შემდეგი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებები: „l----- da L--as vpicav, mati dzvlebi mechamos tu es shegarchino waklaa; sadatian chemi shvilebi gameci pasuxii;“ 2019 წლის 26 ივლისს 11:46 სთ-ზე მიიღო შემდეგი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებები: “chemi puli moitane rac chagiricxe da dolaric kide” 2019 წლის 27 ივლისს 13:50 სთ-ზე მიიღო შემდეგი სახის მოკლე ტექსტური შეტყობინებები: “siurprizi ar ginda?”. 2019 წლის 25 ივლისიდან 10:36 სთ-დან 2019 ლის 27 ივლისის 13:43 სთ-ის ჩათვლით მიიღო მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური ხმოვანი შეტყობინებები, რომ გ------ი ზ---------ი მოიცლიდა ქ------ნ მ-------–---–--თვის, ყველგან გასაქცევს გაუხდიდა, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა, ამავდროულად აგინებდა დედის მისამართით და ეუბნებოდა საერთოდ გაგაქრობ შენ დამაცადეო. ქ------ნ მ-------–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერებისას მოხდა აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფოტოგრაფირება.

2.13. 2019 წლის 25 თებერვლის ქ------ნ მ-------–---–-- ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, დათვალიერებისას ნანახი იქნა ქ------ნ მ-------–---–-- დაზიანება ზედა ტუჩის მარჯვენა მხარეს. მარჯვენა ფეხის წვივის არეში, რომელიც ქ------ნ მ-------–---–-- განმარტებით დაიზიანა თავად გაქცევის დროს, სკამზე მირტყმის შედეგად.

2.14. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------9 დასკვნის მიხედვით, ქ------ნ მ-------–---–ი გ------ი ზ---------ის ქმედების შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. - აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ხელმოწერით დადასტურებულია ექსპერტ თ------- კ----ის მიერ.

2.15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3.2. განსახილველ საქმეში ნაწილობრივ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

3.6. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ნაწილობრივ აღიარება და ნაწილობრივ ბრალდების მტკიცებულებების უდავოდ დადგენა, ცალსახად არ ნიშნავს ბრალდებულის ბრალეულობას. სასამართლო სამართლებრივად აანალიზებს და აფასებს ბრალდების მხარის თითოეულ მტკიცებულებას მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ------ი ზ---------ის ბრალეულობის დასადგენად.

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

3.8. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტს წარმოადგენს და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

3.9. სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს უტყუარად დადგენილ იმ გარემოებას, რომ 2019 წლის 24 ივლისს, გ------ი ზ---------ის მიერ მეუღლის ქ------ნ მ-------–---–-- მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტს მოწმობს თავად დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- ქცევა, რომ იგი გ------ი ზ---------ის მხრიდან ძალადობის განხორციელების შიშის გამო ფეხშიშველი გარბის ქუჩაში, განერვიულებული და მტირალი მირბის მეზობლის სახლში, სთხოვს მეზობელ ზ---- ბ---------ს დახმარებას, რომ მეორე შვილი, რომელიც იმყოფება სახლში გ------ი ზ---------თან, გამოიყვანოს მასთან, გ------ი ზ---------ის არაერთგზისი მოთხოვნის შემდეგ სახლში დაბრუნება მეზობელთან ერთად, რადგან მას ეშინია მეუღლის გ------ი ზ---------ის და მასთან მარტო დარჩენის, შემდეგ გ------ი ზ---------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და მისი ისევ მეზობლის სახლში გაქცევა, რაც თავის მხრივ ადასტურებს დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების სარწმუნოებას. კერძოდ, დაზარალებულმა ქ------ნ მ-------–---–მა სასამართლოს დამაჯერებლად მოახსენა გ------ი ზ---------ის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ფაქტის შესახებ. მისი ჩვენებით, 2019 წლის 24 ივლისს, გ------ი ზ---------მა წინა დღით მათ შორის მომხდარი კონფლიქტის გამო მასზე განახორციელა ძალადობა. კერძოდ, გ------ი ზ---------მა მას ჯერ მუშტი დაარტყა სახეში, ხოლო მეორედ კვლავ ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. მართალია, სასამართლო სხდომაზე თავად ბრალდებულმა გ------ი ზ---------მა არ უარყო გაშლილი ხელის დარტყმა ქ------ნ მ-------–---–--თვის იმ დროს, როდესაც ქ------ნ მ-------–---–ი შვილებთან და მეზობელ ზ---- ბ---------თან ერთად შევიდნენ სახლში, მაგრამ სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამ დროს გ------ი ზ---------მა ქ------ნ მ-------–---–ს სახეში ჩაარტყა მუშტი, ხოლო გაშლილი ხელი დაარტყა სახეში მოგვიანებით, როდესაც ის და ქ------ნ მ-------–---–ი დარჩნენ სახლში მარტო. ასევე, მოწმე ზ---- ბ---------მა დაადასტურა გ------ი ზ---------ის მიერ ქ------ნ მ-------–---–--თვის სახეში მუშტის დაარტყმის ფაქტი. მისი ჩვენებით, რომ 2019 წლის 24 ივლისს ანერვიულებული, მტირალი და ფეხშიშველი ქ------ნ მ-------–---–ი ბავშვით ხელში მივიდა მის სახლში. ქ------ნ მ-------–---–მა უთხრა, რომ მან და გ------ი ზ---------მა იკამათეს და სთხოვა მას ლ------ე გამოეყვანა სახლიდან. როდესაც შევიდა სახლში, დაინახა დივანზე მჯდარი გ------ი ზ---------ი, რომელმაც უთხრა, რომ ბავშვი არ გაეყვანა, თუმცა ზ---- ბ---------იმ არ დაუჯერა. ამის შემდეგ გ------ი ზ---------ი ურეკავდა ქ------ნ მ-------–---–ს უწყვეტად და ეუბნებოდა მას, რომ ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დაბრუნებულიყო შინ, რაზედაც ქ------ნ მ-------–---–ი ეუბნებოდა უარს. მას ეშინოდა სახლში დაბრუნების, რადგან გ------ი ზ---------თან ჰქონდა გარკვეული კონფლიქტი. ქ------ნ მ-------–---–მა სთხოვა მას, რომ გაჰყოლოდა თან. სახლში მისვლის დროს გ------ი ზ---------მა შეუშვა ქ------ნ მ-------–---–ი სახლში, ხოლო მას არ აძლევდა სახლში შესვლის უფლებას, იყო აგრესიული. ხოლო ქ------ნ მ-------–---–ი შეშინებული სთხოვდა მარტო არ დაეტოვებინა და არ უშვებდა მას ხელს. მოულოდნელად გ------ი ზ---------მა ძლიერად დაარტყა მუშტი სახეში ქ------ნ მ-------–---–ს, კერძოდ ცხვირისა და ტუჩის მიდამოში, რის შემდეგაც ქ------ნ მ-------–---–ი გამოიქცა ისევ მაშინვე მისი სახლის მიმართლებით შვილთან, ლ---ასთან ერთად, ხოლო ის და ლ------ე დარჩნენ სახლში გ------ი ზ---------თან, რის შემდეგაც ის ეუბნებოდა გ------ი ზ---------ს, რომ არ შეიძლებოდა ქალის ცემა, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთში მაშინვე დაბრუნდა მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ქ------ნ მ-------–---–-- შვილთან, ლ------ესთან ერთად, ვინაიდან თავს გრძნობდა უხერხულად. ამის შემდეგ გ------ი ზ---------ი კვლავ ურეკავდა მასთან სახლში მყოფ ქ------ნ მ-------–---–ს, რომელიც იყო აღელვებულ მდგომარეობაში, თუმცა 15-20 წუთში ქ------ნ მ-------–---–ი თავის ბავშვებთან ერთად დაბრუნდა სახლში. მას მანამ, სანამ ქ------ნ მ-------–---–ი მასთან მივიდოდა, არანაირი ხმაური არ გაუგია, ვინაიდან საქმეებით იყო გართული და საერთოდ, არ უყვარს სხვის ოჯახურ საქმეებში ჩარევა.

3.10. მართალია, მოწმე ზ---- ბ---------მა სასამართლო პროცესზე თავიდან ჩვენების მიცემისას დაადასტურა გ------ი ზ---------ის მიერ ქ------ნ მ-------–---–--ათვის გაშლილი ხელის და არა მუშტის დარტყმა, მაგრამ შემდეგ მან დაადასტურა როგორც ეს გარემოება, ასევე მთლიანად გამოძიებაში გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაციის შინაარსის სისწორე. გ------ი ზ---------ის მიერ ქეტევან მ-------–---–--ათვის მიყენებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები, გარდა დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–ის ჩვენებისა გამყარებულია შემდეგი მტკიცებულებებით: სამედიცინო ბარათი N399-ით, რომლის მიხედვით, ქ------ნ მ-------–---–ი უჩიოდა ტკივილს მარჯვენა ტუჩის არეში. აღნიშნულ ბარათში, დაზარალებულის განმარტებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, კერძოდ მუშტი ჩაარტყა სახეში; 2019 წლის 25 თებერვლის ქ------ნ მ-------–---–-- ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმით, რომლის მიხედვით დათვალიერებისას ნანახი იქნა ქ------ნ მ-------–---–-- დაზიანება ზედა ტუჩის მარჯვენა მხარეს; 2019 წლის 28 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომლისს მიხედვით ქ------ნ მ-------–---–მა მიუთითა მის საცხოვრებელ სახლზე, კერძოდ, მისაღებ ოთახის შესასვლელ ნაწილზე, სადაც დაარტყა მუშტი ცხვირისა და ტუჩის მიდამოში, რა დროსაც იგრძნო ძლიერი ტკივილი; სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნით, რომლის მიხედვით ქ------ნ მ-------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება ჭრილობის, სისხლნაჟღენთის და ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს;

3.11. გ------ი ზ---------ის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად ქ------ნ მ-------–---–--ათვის ფსიქოლოგიური ტანჯვის გამოწვევა დადადასტურებულია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------9 დასკვნით, რომლის მიხედვით, ქ------ნ მ-------–---–ი გ------ი ზ---------ის ქმედების შედეგად განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

3.12. საქართველოს სისხლს სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, მუქარა გამოიხატება სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.

3.15. მართალია, ბრალდებულმა გ------ი ზ---------მა აღიარა მუქარის ეპიზოდში სიცოცხლის მოსპობის მუქარა ქ------ნ მ-------–---–--ათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, მაგრამ მან უარყო, რომ ქ------ნ მ-------–---–ი არ დაუგდია საწოლზე და არ დამუქრებია მას შემდეგი სიტყვებით - „სისხლში აცურავებდა“. სასამართლო არ იზიარებს გ------ი ზ---------ის აღნიშნულ განმარტებას, რადგან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მთლიანად დადასტურებულია, როგორც დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- ჩვენებით, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ, გ------ი ზ---------ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელებას დამაჯერებლად, ცალსახად და მკაფიოდ ადასტურებს დაზარალებული ქ------ნ მ-------–---–-- სასამართლო სხდომაზე მის მიერ მიცემული ჩვენებით, რომლის მიხედვით, გ------ი ზ---------მა ჯერ მის მიმართ ისევ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, ხოლო შემდეგ საწოლზე დააგდო და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, გ------ი ზ---------მა უთხრა, რომ სისხლში აცურავებდა, რის გამოც ქ------ნ მ-------–---–მა მას დაუწყო ხვეწნა, ბავშვების თვალწინ არაფერი მოემოქმედა. 2019 წლის 28 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ქ------ნ მ-------–---–მა მიუთითა მისაღები ოთახიდან მარცხენა მხარეს მდებარე საძინებელ ოთახზე, სადაც გ------ი ზ---------მა ძლიერად გაარტყა ჯერ გაშლილი ხელი სახეში, ხოლო შემდგომ საძინებელ ოთახში არსებულ საწოლზე, რაზეც მიაგდო გ------ი ზ---------მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით;

3.16. სასამართლო სხდომაზე გ------ი ზ---------ის ნაწილობრივი აღიარება მისთვის წარდგენილი ბრალდების მუქარის ეპიზოდში, ასევე დასტურდება 2020 წლის 28 ივლისის დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომლის მიხედვით, ბრალდებული გ------ი ზ---------ი დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–ს წერდა: 2019 წლის 24 ივლისს 21:06 საათზე - შემდეგი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „xoisc andob bavshv da me ara?????? chemi shvilebi moiyvane; saswrafod droulad gamodi; girchevina gadmoxvide; dtirulad; 5 wuti gakvs; tanxa dajda? Sad carrrr??!!!!!!!“ 2019 წლის 25 ივლისს 23:30 სთ-ზე - შემდეგი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „shen tu magit gonia majobeb dzlian cdebi da amas martla ar gapatieb; bavshvebi moiyvane saxlshi waklaaaaa;“ 2019 წლის 24 ივლისს 13:50 საათზე - შემდეგი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „l----- da L--as vpicav, mati dzvlebi mechamos tu es shegarchino waklaa; sadatian chemi shvilebi gameci pasuxii;“ 2019 წლის 26 ივლისს 11:46 სთ-ზე - შემდეგი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: “chemi puli moitane rac chagiricxe da dolaric kide” 2019 წლის 27 ივლისს 13:50 სთ-ზე - შემდეგი სახის მოკლე ტექსტურ შეტყობინებები: “siurprizi ar ginda?”. ხოლო 2019 წლის 25 ივლისიდან 10:36 სთ-დან 2019 ლის 27 ივლისის 13:43 სთ-ის ჩათვლით მუქარის შემცველ მოკლე ტექსტურ ხმოვან შეტყობინებებს, რომ გ------ი ზ---------ი მოიცლიდა ქ------ნ მ-------–---–--თვის, ყველგან გასაქცევს გაუხდიდა, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდა, ამავდროულად აგინებდა დედის მისამართით და ეუბნებოდა საერთოდ გაგაქრობ შენ დამაცადეო.

3.17. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–ს რომ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დადასტურებულია, როგორც თავად დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–--, ასევე თვითმხილველი მოწმის ზ---- ბ---------ის ჩვენებით, დაზარალებულის ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ბრალდებულის ქცევით მუქარამდე და მას შემდეგ. დაზარალებულის ქცევით, როდესაც ის სახლიდან გაიქცა გ------ი ზ---------ისგან მტირალი, ანერვიულებული, ფეხშიშველი, ბავშვით ხელში და დახმარების მიზნით მიმართა მეზობელს, რომელსაც სთხოვა თავისი შვილის ლ------ეს გამოყვანა სახლიდან. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ გ------ი ზ---------ის მიერ აგრესიული ქცევები დაზარალებულში აღძრავდა შიშის გრძნობას ჯერ კიდევ მუქარის განხორციელებამდე, მას სახლში გ------ი ზ---------თან მარტო შესვლის და დარჩენის ეშინოდა მის მიერ მოსალოდნელი ძალადობის საფუძვლიან მოლოდინში. მტკიცებულებებით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემობები, რომ გ------ი ზ---------ი იყო აგრესიული, განერვიულებული, მას და დაზარალებულს წინა დღეს ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ დროს და ფორმით წარმოთქმული მუქარა იყო მისი განხორციელების შიშის წარმოქმნის საფუძველი დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–ში. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ------ი ზ---------ის მდგომარეობას, კერძოდ იმას, რომ 2019 წლის 25 ივლისის ქ------ნ მ-------–---–-- განცხადების მიხედვით, გ------ი ზ---------ი 24 ივლისს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, იყო აგრესიული, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N7------ დასკვნით, გ------ი ზ---------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა მეტადონის, ოპიუმის, ბენზოდიაზეპინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი.

3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ქ------ნ მ-------–---–--ა და მოწმე ზ---- ბ---------ის ჩვენებებით და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათითა და 2019 წლის 25 ივლისის ქ------ნ მ-------–---–-- განცხადებით, შემაკავებელი ორდერით, სამედიცინო ბარათი N399-ით, სამედიცინო ექსპერტიზის N1--------- დასკვნით, 2019 წლის 28 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N7------ დასკვნით, 2020 წლის 28 ივლისის დაზარალებულ ქ------ნ მ-------–---–-- მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებით, 2019 წლის 25 თებერვლის ქ------ნ მ-------–---–-- ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმითა და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------9 დასკვნით უდავოდ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ 2019 წლის 24 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქ---–ი მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაბრაზებული გ------ი ზ---------ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, დააგდო დივანზე და უთხრა, რომ სისხლში აცურავებდა, რის გამოც ქ------ნ მ-------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ასევე, მანამდე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ქ------ნ მ-------–---–ს, კერძოდ მუშტი დაარტყა სახეში, შეშინებული ქ------ნ მ-------–---–ი გაიქცა მეზობელთან და ცოტახანში, მეუღლის დაჟინებული თხოვნით უკან დაბრუნებულს, გ------ი ზ---------მა გაშლილი ხელი კვლავ ძლიერად დაარტყა სახეში, რის გამოც მან მიიღო დაზიანებები, განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ქ------ნ მ-------–---–თან ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გაბრაზებული გ------ი ზაფირიდი დაემუქრა ქ------ნ მ-------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, დააგდო საწოლზე და უთხრა, რომ სისხლში აცურავებდა, რის გამოც ქ------ნ მ-------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის - მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.19. ამდენად, მტკიცებულებების უტყუარობის თვალსაზრისით სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------ი ზ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ გ------ი ზ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. 2018 წლის 15 ნოემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გ------ი ზ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ვინაიდან 2019 წლის 24 ივლისის მდგომარეობით ,გ------ი ზ---------მა ახალი დანაშაული ჩაიდინა რეციდივის მდგომარეობაში, ვინაიდან გ------ი ზ---------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, რომლის მიხედვით, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 1 აგვისტოს წერილის შესაბამისად, გ------ი ზ---------ის მიმართ დაკისრებული ჯარიმა 2000 ლარი გადაუხდელია და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

5.4. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 33-ე და 35-ე მუხლებით ასევე დადგენილია ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.7. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით _ მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.8. სწორედ, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა (დაზარალებულს პრეტენზია არ გააჩნია) და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------ი ზ---------ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------ი ზ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. გ------ი ზ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ზომის სასჯელი და გ------ი ზ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------ი ზ---------ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

5. გ------ი ზ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

6. გ------ი ზ---------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 31 ივლისიდან.

7. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: ერთი ცალი ტყავის საფულე, ფულადი თანხა ჯამში 234 ლარი და 50 თეთრი, პლასტიკური ბარათები, ავტომანქანის ტექმოწმობა, ტელეფონის დამტენი და ე.წ. ,,უსბ“ და კაბელი, აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს გ------ი ზ---------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო ერთი ცალი სდ დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

8. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი