განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2020
საქმის ნომერი
330100119003203970
თარიღი
17.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4460-19

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ხ-------------–---–-,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული მ--–--------------------------------------------------–-------–-–--------------------------–----------–----------------–---- რეგისტრირებული მისამართზე: გ------------------–--------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ყ------–-------------------------------–------–--

ადვოკატი - ზ--------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით. (ორი ეპიზოდი)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის----- ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტები - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. 2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათიდან 12:30 საათამდე პერიოდში, თბილისში,--------------–- მ/რაიონის----- კორპუსის ბინა N26-ში უკანონოდ შეაღწია მ--–------------------- და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ფ--------------–----- კუთვნილ 100 ლარს, 20 აშშ დოლარსა და 680 ლარად ღირებულ ბიჟუტერიას. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული)

2. 2019 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 14:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მ--–------------------- უკანონოდ შეაღწია---------- 1-ლი მიკრორაიონის მე-11 კორპუსის ბინა №47-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ხ----------–-----–---–-- 150 ლარს, 10 ლარად ღირებულ ბიჟუტერიის ბეჭედსა და კულონს. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული)

3. 2019 წლის 20 ივნისიდან 30 ივნისამდე პერიოდში, მ--–------------------- უკანონოდ შეაღწია თბილისში,--------------- მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ბინა №47-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა-----------–---- კუთვნილ 1200 ლარად ღირებულ ვერცხლის 16 ჭიქასა და ვერცხლისფერ 6 ჭიქას, 3000 ლარად ღირებულ ვერცხლის 12 ჩანგალს, 1500 ლარად ღირებულ ვერცხლის 6 კოვზს, 500 ლარად ღირებულ მომინანქრებულ 6 კოვზს, 500 ლარად ღირებულ ვერცხლის 5 კოვზს, 200 ლარად ღირებულ მელხიორის 12 ჩანგალს, 100 ლარად ღირებულ ვერცხლის ჩანგალს, 400 ლარად ღირებულ მელხიორის ნივთებს, 500 აშშ დოლარს, 3000 ლარად ღირებულ ოქროს სამეულს - ბეჭედსა და საყურეებს, 2000 ლარად ღირებულ ოქროს სამეულს - ბეჭედსა და საყურეებს, 800 ლარად ღირებულ ერთ წყვილ საყურეს, 1000 ლარად ღირებულ გულსაბნევს, 1000 ლარად ღირებულ ოქროს სამაჯურს, 700 ლარად ღირებულ ოქროს რგოლს, 1000 ლარად ღირებულ „კამეას“ ბეჭედს, 800 ლარად ღირებულ ბეჭედს, 500 ლარად ღირებულ ბეჭედს, 200 ლარად ღირებულ ვერცხლის გულსაბნევს, 500 ლარად ღირებულ მარგალიტის სამ მძივსა და სადაფის სამაჯურს, 300 ლარად ღირებულ ვერცხლის ჯაჭვსა და 3 ბეჭედს, 100 ლარად ღირებულ მომცრო ზომის ქანდაკებას, 10 ლარად ღირებულ საყურესა და 850 ლარად ღირებულ „ეფლის“ ფირმის აიპადს. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის----- ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული)

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. დაზარალებული ფ--------------–----- ეპიზოდი

დაზარალებული ფ--------------–----- გამოკითვის ოქმით დგინდება შემდეგი: ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისი,--------------–- მ/რაიონი, კორპუსი N3, ბინა N26-ში, რომელიც მდებარეობს კორპუსის--------– სადარბაზოში, მე-9 სართულზე. 2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე წავიდა სამსახურში და სახლში 16 წლის ქალიშვილი - მ-------–--–--- დატოვა მძინარე. ბინიდან გასვლისას კარი საკეტით ჩაკეტა. დაახლოებით 12:20 საათზე მობილურ ტელეფონზე დაურეკა მეზობელმა, ნ------------, რომელმაც შეატყობინა, რომ მ------- მივიდა მასთან და უთხრა, რომ სახლში, სავარაუდოდ, ქურდი იყო შესული. ნ----------- დაინტერესდა, სახლიდან გასვლისას კარი ჩაკეტა თუ არა, რაზეც მეზობელს დაუდასტურა, რომ ჩაკეტილი ჰქონდა. ნ----------- ბინაში ასვლას და სიტუაციაში გარკვევას დაჰპირდა. სამსახურიდან წამოვიდა და დაახლოებით ხუთ წუთში სახლში რომ მივიდა, ნ--------------- შეიტყო, რომ როცა ბინაში შესვლა დაუპირებია, იქედან დაახლოებით 40 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გამოვარდნილა და სადარბაზოს გასასვლელისკენ გაქცეულა, ნ------------ ყვირილი - ქურდი გააჩერეთო, ეზოში მყოფ მეზობელს, მ----------------- გაუგონია და ქურდს დადევნებია. „112“-ზე დარეკა და მომხდარი ფაქტის შესახებ განაცხადა. სახლში რომ შევიდა, საძინებელი ოთახის კარადიდან ნივთები გადმოყრილი დახვდა, ადგილზე არ იყო კარადაში შენახული მოწითალო ფერის ყუთი, რომელშიც 20 დოლარი და ორი ორმოცდაათლარიანი კუპიურა ჰქონდა შენახული. ძებნის შემდეგ, კოლოფი სამზარეულოს მაგიდაზე იპოვა, თუმცა, მასში ფული აღარ იყო. მალევე მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საქმის ვითარებაში გარკვევა დაიწყეს. მოვიდა მეზობელი მ--------–, რომელმაც თქვა, რომ დაედევნა ქურდს და რაღაც ნივთებიც წაართვა მას. გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, საძინებლიდან სუნის კვალის ნიმუში აიღეს, შესასვლელი კარიდან ხელის კვლები და საკეტის გულა ამოიღეს, სამზარეულოს მაგიდიდან კი - კოლოფი, რომელშიც ფული ჰქონდა შენახული. საცხოვრებელი ბინის დათვალიერების დასრულების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი და მეუღლის საძინებელი ოთახის კარადიდან ფულის გარდა მოპარული იყო ერთი წყვილი ყვითელი ფერის მეტალის საყურე, სხვადასხვა ზომის ყვითელი ფერის ორი თვლით და აღნიშნული თვლების გარშემო თეთრი ფერის პატარა ზომის მრგვალი ფორმის თვლებით; თეთრი ფერის მეტალის ბეჭედი, ოთხკუთხედი ფორმის ყვითელი ფერის დიდი ზომის თვლით და გარშემო პატარა ზომის თეთრი თვლებით; ყავისფერი ტყავის სამაჯური, ორი შესაკრავი კნოპით; მეტალის ყელსაბამი, მრგვალი ფორმის მოთეთრო ფერის ქვებით, რომელზედაც დამაგრებულია ქაღალდი, წარწერით „SEMI-PRECIOUS"; ყავისფერი ტყავის ყელსაბამი, რომელსაც აქვს ყვითელი ფერის მეტალის შესაკრავი და თეთრი ფერის თვალი; ყელსაბამი, მოთეთრო ფერის ქვებით, ბოლოებში ყვითელი ფერის მეტალის ჯაჭვებით; ყვითელი ფერის მეტალის სამაჯური და მეტალის ყვითელი ფერის ყელსაბამი, სხვადასხვა ფერის თვლიანი მეტალის კულონით; ერთი წყვილი მეტალის საყურე, პატარა ზომის, მოშავო ფერის მრგვალი თვლით, რომელზეც რგოლით მიმაგრებულია ოთხკუთხედის ფორმის, თვლებიანი მეტალი; ორივე ბოლოში თოკებით მიმაგრებული ყელსაბამი; ყვითელი მეტალის საათი, ვარდისფერი სამაჯურით; თეთრი ფერის ქაღალდზე დამაგრებული, ,,francescas" ფირმის ერთი წყვილი საყურე; ყვითელი ფერის მეტალის სამაჯური, ორი ცალი შავი ფერის მრგვალი ფორმის თვლით; მოთეთრო მეტალის ყელსაბამი, ასეთივე მრგვალი კულონით; ყვითელი მეტალის ყელსაბამი; ერთი წყვილი ყვითელი მეტალის საყურე; ერთი წყვილი მეტალის საყურე, ვარდისფერი თვლით; მოთეთრო ფერის მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ოვალური ფორმით; მოთეთრო ფერის მეტალის ბეჭედი მართკუთხედის ფორმის, თეთრი ფერის თვლით და გვერდებზე პატარა ზომის თვლებით; ყვითელი მეტალის საათი, „TOMMY HILFIGER“-ის ფირმის მეტალისვე სამაჯურით; ერთი წყვილი საყურე მუქი ფერის თვლებიანი მეტალით; ერთი წყვილი პატარა საყურე მოოქროსფრო თეთრი ფერის ერთი თვლით. ზემოაღნიშნული სამკაული იყო ბიჟუტერია და არ შეიცავდა ძვირფას მეტალს და თვლებს. ნივთების ნაწილი ჩალაგებული ჰქონდა თავსახურიან მუყაოს ყუთში. დაზარალებულმა განმარტა, რომ 100 ლარის, 20 ამერიკული დოლარის (ექვივალენტი - 55 ლარი), 300 ლარად ღირებული „TOMMY HILFIGER“-ის ფირმის საათის, 50 ლარად ღირებული ვარდისფერსამაჯურიანი საათის და 230 ლარად ღირებული სხვა ბიჟუტერიის ქურდობის შედეგად მიადგა დაახლოებით 735 ლარის მატერიალური ზიანი.

 

მოწმე მ-------–--–---- გამოკითხვის ოქმით დგინდება შემდეგი: ქ.თბილისი,--------------–- მ/რაიონი, კორპუსი №3, ბინა №26-ში ცხოვრობს მშობლებთან, დ------–--–-------- და ფ--------------–------- ერთად. 2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებით 12:00 საათზე, მისი მშობლები წავიდნენ სამსახურში, თავად კი იმყოფებოდა სახლში და თავის საძიანებელ ოთახში ეძინა. დაახლოებით 13:00 საათზე გაიღვიძა, გავიდა სამზარეულოში და ნახა, რომ ბინის კარი ნახევრად ღია იყო, მშობლების საძინებელ ოთახში კი თვალი მოკრა უცნობ მამაკაცს. შეეშინდა, გავიდა სახლიდან და ჩავიდა მე-6 სართულზე მცხოვრებ მეზობელთან, ნ----------------, რომელსაც შეატყობინა, რომ სანამ ეძინა სახლში უცხო პირი შევიდა. ნ------------ დაურეკა დედამისს, ფ--------------–----, შემდეგ კი მე-9 სართულზე, მათ ბინაში ავიდა. თავად მე-7 სართულზე დარჩა. ჯერ ნ------------ ყვირილი გაიგონა - „ქურდია, დაიჭირეთ“-ო, შემდეგ კი კიბეზე ფეხის აჩქარებული ნაბიჯების ხმა მოესმა. შეეშინდა და დერეფნის კუთხეში დაიმალა. როცა უცნობმა კიბეები სირბილით ჩაიარა, მაშინღა ავიდა მე-8 სართულზე, სადაც ნ----------- სადარბაზოს ფანჯრიდან ეზოში მდგარ ბიჭებს გასძახოდა - კიბეზე ქურდი ჩამორბის და დაიჭირეთო. დაინახა, რომ ერთ-ერთი მეზობელი, მ----------------- გაეკიდა სადარბაზოდან გამოსულ მამაკაცს. რამდენიმე წუთში მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

 

მოწმე ნ------------ გამოკითხვის ოქმით დგინდება შემდეგი: ცხოვრობს ქ. თბილისი,--------------–- მ/რაიონი, კორპუსი №3, ბინა №18-ში ოჯახთან ერთად. მისი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს კორპუსის 1-ლ სადარბაზოში, მე-6 სართულზე. ამავე კორპუსში, მე-9 სართულზე, ბინა №26-ში ცხოვრობს მისი ნათესავი, ფ--------------–----, ოჯახთან ერთად. 2019 წლის 11 ივლისს, დაახლოებოთ 12:20 საათზე, იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში, როდესაც მასთან მივიდა ფ----- 16 წლის შვილი, მ-------–--–---, რომელიც იყო აღელვებული. მ-------- შეატყობინა, რომ სახლში მარტო მყოფს ეძინა, გაღვიძებისას ნახა, რომ ბინის კარი იყო ღია და კარში გაჭედილი იყო ჩუსტი, რამაც აფიქრებინა, რომ მის ბინაში იყო ქურდი. მ------- გაჰყვა მის ბინაში, ამავე დროს მობილური ტელეფონით დაურეკა ფ-----, რომელსაც ჰკითხა ბინის კარი ხომ არ დარჩენია ღია, რაზეც ფ----- უთხრა, რომ კარი დაკეტა. თავად მე-9 სართულზე ავიდა, შეშინებული მ------- კი მე-8 სართულზე დარჩა. ფ----- ბინის კარი იყო ღია, ხოლო ზღურბლზე იდო ჩუსტი, რაც საეჭვოდ ეჩვენა, ბინაში შესვლა ვერ გაბედა და სადარბაზოში გაჩერდა. რამდენიმე წამში ბინიდან გამოვიდა დაახლოებოთ 40 წლამდე უცნობი მამაკაცი, რომელსაც ხელში მოყავისფრო ფერის შავლაქებიანი მუყაოს კოლოფი ეჭირა. უცნობი მამაკაცი სწრაფად წავიდა სადარბაზოს კიბეებისკენ. მისი შეჩერება სცადა, მაისურში ხელი ჩაავლო, მაგრამ ვერ შეაჩერა და მამაკაცი კიბეებით სადარბაზოს--------–ი სართულისკენ გაიქცა. ჯერ გაედევნა, შემდეგ კი, მე-7 სართულის ფანჯრიდან კორპუსის ეზოში მდგარ მეზობლებს გადასძახა, რომ სადარბაზოდან ბინის ქურდი გამოვიდოდა და დაეჭირათ. მეზობელი, მ----------------- სადარბაზოდან გამოსულ ქურდს გაედევნა. როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, მ-------- მამაკაცი შეუჩერებია და მისთვის ბინიდან მოპარული ნივთებიც წაურთმევია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ უცნობი მამაკაცი იყო გამხდარი, დაახლოებოთ 175 სმ-მდე სიმაღლის, მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი, შუბლზე შემელოტებული თმით, ეცვა მუქი ფერის მაისური წვრილი თეთრი ზოლებით და მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი.

 

მოწმე მ------------------ გამოკითხვის ოქმით დგინდება შემდეგი: ცხოვრობს ქ. თბილისი, მ-------- დასახლება, 1-ლი მ/რაიონი, კორპუსი №3, ბინა №21-ში. 2019 წლის 11 ივლისს, დღის საათებში, იმყოფებოდა საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, რა დროსაც სადარბაზოდან მოესმა ყვირილი - „ქურდია, დაიჭირეთ!“-ო. სადარბაზოს ფანჯრიდან გამოიხედა მეზობელმა, ნ------------, რომელმაც სადარბაზოდან გამოსულ პიროვნებაზე მიუთითა. სადარბაზოდან გამოსულმა პირმა ჯერ ნაბიჯებს აუჩქარა და კორპუსის უკან წავიდა, შემდეგ კი გაიქცა. გაედევნა მას. უცნობს სირბილისას თავიდან ქუდი მოსძვრა და ძირს დაუვარდა, ასევე დაუცვივდა რაღაც ნივთები. სირბილისას ზემოაღნიშნულმა პირმა რაღაცას ფეხი წამოკრა და დაეცა. როცა მიუახლოვდა, უცნობმა შარვლის ჯიბეებიდან 50 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული და სამკაულები ამოიღო, ძირს დაალაგა და უთხრა, რომ რაც ჰქონდა ყველაფერს ტოვებდა და გაეშვა. მოულოდნელობისა და აღელვების გამო დაიბნა და ის პიროვნება გაუშვა. ნივთები აიღო და კორპუსისკენ გამობრუნდა ისე, რომ ქუდი და სხვა ნივთები, რაც უცნობს სირბილის დროს დასცვივდა, არ აუღია. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მამაკაცის ამოცნობა შეუძლია, იგი იყო დაახლოებით 175 სმ-მდე სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, 40 წლამდე ასაკის, მოგრძო პირისახის, ჰქონდა რკალისებრი წარბები, მოგრძო, სწორი ცხვირი, მუქი ფერის მოკლედ შეჭრილი შემელოტებული თმა, მუქი ფერის თვალები და საშუალო ზომის ტუჩები. მას ტანთ ეცვა მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და მუქი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, თეთრი ფერის ზოლებით.

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 11 ივლისს, 15:35-16:20 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ------------------–---–-- მიერ, პოლიციის ზემოაღნიშნული განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, მ--------------------- ამოღებული იქნა ფულადი თანხა 50 ლარის და 65 თეთრის ოდენობით, მუყაოს ყუთი, თავსახურზე წარწერით ,--------- და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სამკაულები: ერთი წყვილი ყვითელი ფერის მეტალის საყურე, ორი ცალი სხვადასხვა ზომის ყვითელი ფერის თვლით, ერთ მხარეს მომრგვალებული ფორმით და აღნიშნული თვლების გარშემო თეთრი ფერის პატარა ზომის მრგვალი ფორმის თვლებით; ერთი წყვილი მეტალის საყურე, პატარა ზომის მოშავო ფერის მრგვალი თვლით, მასზე რგოლით მიმაგრებულია ოთხკუთხედის ფორმის მეტალით, შუაში ოხკუთხედის ფორმის მოშავო ფერის თვლით, ხოლო გარშემო - თეთრი ფერის პატარა ზომის თვლებით; თეთრი ფერის მეტალის ბეჭედი, ოთხკუთხედი ფორმის ყვითელი ფერის, დიდი ზომის თვლით, ხოლო მის გარშემო პატარა ზომის თეთრი თვლებით; ყავისფერი ტყავის სამაჯური, ორი შესაკრავი კნოპით, მასზე დამაგრებულია ყვითელი ფერის თვლებიანი მეტალით; ყავისფერი ტყავის ყელსაბამი, ყვითელი ფერის მეტალის შესაკრავით და მასზე დამაგრებული მოგრძო ფორმის, ერთ მხარეს მომრგვალებული ბოლოთი, თეთრი ფერის თვლით; რომელიც მოთეთრო ფერის ქვებით აწყობილი ყელსაბამი, ორივე ბოლოში დამაგრებული ყვითელი ფერის მეტალის ჯაჭვებით; ყელსაბამი, ორივე ბოლოში მიმაგრებული მოწითალო ფერის ნაჭრის ფოჩებით; თეთრი ფერის ქაღალდზე დამაგრებული ერთი წყვილი საყურე; საყურე მოთეთრო და მომწვანო ფერის მრგვალი და ოვალური ფორმის ქვებით; მეტალის ყელსაბამი, მრგვალი ფორმის მოთეთრო ფერის ხუთი ქვით; ყელსაბამზე დამაგრებულია მართკუთხედის ფორმის ქაღალდი, რომელზეც ლათინური ასოებით იკითხება წარწერა ,,SEMI-PRECIOUS”; ყვითელი მეტალის საათი, ვარდისფერი სამაჯურით; ყვითელი მეტალის სამაჯური, ორი ცალი შავი ფერის მრგვალი ფორმის თვლით; მოთეთრო ფერის მეტალის ყელსაბამი, მასზე დამაგრებული მრგვალი ფორმის მოთეთრო ფერის მეტალის კულონით; ყვითელი მეტალის ყელსაბამი; ერთი წყვილი ყვითელი მეტალის საყურე; ყვითელი მეტალის სამაჯური; ყვითელი მეტალის ყელსაბამი, მასზე დამაგრებული, ფერადი თვლების მქონე მეტალის მრგვალი კულონით; ერთი წყვილი მეტალის საყურე, შუაში ვარდისფერი და თეთრი თვლებით; მოთეთრო ფერის მეტალის ბეჭედი, ზედა მხარეს ოვალური ფორმის; მოთეთრო ფერის მეტალის ბეჭედი შუაში მართკუთხედის ფორმის თეთრი ფერის თვლით და გვერდებზე პატარა ზომის თვლებით; საყურე მოთეთრო ფერის პატარა ზომის თვლით; ყვითელი მეტალის საათი, მეტალის სამაჯურით.

 

თბილისში,--------------–- მ/რაიონის----- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 11 ივლისს, 17:00-17:35 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში,--------------–- მ/რაიონის----- კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც, მ------------------ მითითებით ამოღებული იქნა შავი ფერის, კეპიანი ქუდი, წარწერით „adidas”, ორი ვერცხლისფერი და ერთი ოქროსფერი საყურე.

 

პირის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 20 ივლისს, 02:13-02:35 სთ. პერიოდში ქ. თბილისის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ-------–----- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას მ------------------- მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო პირი, რომელსაც, მისი განმარტებით, 2019 წლის 11 ივლისს, მეზობლის, ნ------------ თხოვნით დაედევნა და რომელმაც გადასცა ნაქურდალი ნივთები. მ------------------ მიერ ამოცნობილი პიროვნება აღმოჩნდა მ--–-------------------

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 11 ივლისს, 14:00-16:50 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში,--------------–- მ/რაიონის----- კორპუსის N26 ბინა, სადაც, საძინებელ ოთახში შეიმჩნეოდა არეულობა. ექსპერტების მიერ საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები. ასევე, საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელი კარის საკეტის გულა და ამავე კარის გარე და შიდა ზედაპირზე აღმოჩენილი ხელის კვლები.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტი:-------------------) თანახმად, ქ. თბილისი,--------------–- მ/რაიონი, კორპუსი N3, ბინა N26-დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მ--–----------------------- აღებული სუნის ნიმუშის.

 

მოწმე თ--------------–---–--, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შსს---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილებაში დეტექტივის თანამდებობაზე. 2019 წლის 19 ივლისს იმყოფებოდი სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ 2019 წლის 11 ივლისს, ქ. თბილისში,--------------–- მიკრორაიონის----- კორპუსში მდებარე ფ--------------–----- საცხოვრებელი ბინა გაქურდული ჰქონდა 1980 წელს დაბადებულ მ--–---------–------------------------- მიღებული ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

ბრალდებულმა მ--–------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

2. დაზარალებული ხ----------–-----–---–-- ეპიზოდი

ხ----------–-----–---–-- გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ იგი ცხოვრობს ქ. თბილისი,--------------–- მ/რაიონი, მე-11 კორპუსი, ბინა N47-ში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად. 2019 წლის 08 ივლისს, მეუღლე დილით გავიდა სამსახურში, ის კი ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა შინ. დაახლოებით 14:00 საათისათვის ბავშვებთან ერთად მაღაზიაში ჩავიდა. სახლის კარი ერთი საკეტით ჩაკეტა, რადგან მალევე აპირებდა დაბრუნებას. მაღაზიაში პურის შეძენის შემდეგ ბავშვებმა ეზოში არსებულ საქანელებზე ითამაშეს და დაახლოებით 15:00 საათზე დაბრუნდნენ შინ. ბინის კარის გასაღებად გასაღები საკეტს მოარგო, მაგრამ გადატრიალება ვერ შეძლო. აღმოჩნდა, რომ კარი იყო ღია. ბინაში შესვლისას დაინახა, რომ სახლი არეული იყო, კარადებიდან გადმოყრილი იყო ნივთები. გადაამოწმა მისაღებ ოთახში მდგარ კარადაში შენახული 150 ლარი (ერთი 100-ლარიანი და ერთი 50-ლარიანი კუპიურა), რომელიც ადგილზე არ დახვდა. დარეკა „112“-ში და შეატყობინა მომხდარის შესახებ. ადგილზე მოსულმა პოლიციის თანამშრომლებმა, მისი მონაწილეობით დაათვალიერეს საცხოვრებელი სახლი. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაასრულა ბინაში მუშაობა, სახლი დაალაგა და ნახა, რომ საძინებელ ოთახში, „ტრილიაჟის“ უჯრიდან მოპარული იყო ბიჟუტერიის სამკაული - მოზრდილი ზომის, ოვალური ფორმის გულსაბნევი, მოვერცხლისფრო-მოშაო ფერის მეტალზე, შავი თვლებით, რომელთაგანაც ერთი თვალი აკლდა, არ ჰქონდა შესაკრავიც; ასევე - ოქროსფერი, ოვალური ფორმის ბეჭედი, შუაში დიდი ზომის მომწვანი ფერის თვლით, გარშემო კი თეთრი ფერის წვრილი თვლებით. დაზარალებულის განმარტებით, ფულადი თანხის, ბეჭდისა და „კულონის“ მოპარვის შედეგად მიადგა 160 ლარის მატერიალური ზიანი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 08 ივლისს, 17:10-19:15 სთ. პერიოდში, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისში,--------------–- მ/რაიონის მე-11 კორპუსის №47 ბინა. ბინა იყო არეული, ემჩნეოდა ნივთების ძებნის კვალი. მისაღები ოთახში მდგარი კარადის სათავსოდან, რომლიდანაც გადმოყრილი იყო მასში შენახული თეთრეულის ნაწილი, ტყავის საფულე და პლასტმასის ბუდე, ხ----------–-----–---–-- განმარტებით, მოპარული იქნა 150 ლარი. საგამოძიებო მოქმედებისას საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, მისაღები ოთახიდან - საფულე და პლასტმასის ბუდე, ბინაში შესასვლელი კარის გარე და შიდა ზედაპირიდან კი - ხელის კვლები. ასევე ამოღებული იქნა ბინაში შესასვლელი კარის საკეტის გულა.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 ივლისს, 20:00-20:55 სთ. პერიოდში, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ ბ----------------–-–---–-- მიერ, ექსპერტების, დეტექტივ მ--–-------------–---–-- და მესაკუთრე თ--------------- მონაწილეობით, თბილისში,---–---------- მ/რაიონის 64-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა მ--–------------------- დროებით სარგებლობაში არსებული ლურჯი ფერის „ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით ,-----------, რა დროსაც, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის - 15 ცალი გასაღები; შავი ტყავის საფულე, ლ----------–----- სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, თ--------------- სახელზე გაცემული ტექნიკური პასპორტი, მ--–------------------- პირადობის მოწმობა, შ----------------------- მიერ მ--–------------------- სახელზე გაცემული ორი სალაროს გასავლის ორდერი, მ--–------------------- და ზ---–------------ სახელზე შედგენილი სალომბარდო ხელშეკრულებები, პატარა ზომის ხელჩანთაში მოთვსებული მკვნეტარას მსგავსი დეტალი და რკინის ხელსაწყოები, ასევე, - სამკაულები, მათ შორის, - მომწვანო ფერის თვლიანი ბეჭედი და ერთი ცალი შავი ფერის თვლიანი გულსაბნევი.

 

მოწმე თ--------------- გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში მისმა მეუღლემ, ი-----–------------, შეიძინა ლურჯი ფერის ,,ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,-----------, რომელიც გაფორმდა მის სახელზე, თუმცა მისი მეუღლე სარგებლობდა. 2019 მარტის თვეში, მეუღლემ ვინმე მ--–---------------------- შეიძინა სატვირთო ავტომანქანა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მ--–-------------------- გადაფორმების გარეშე, სარგებლობაში გადასცა მათ საკუთრებაში არსებული ავტომობილი. 2019 წლის მარტის თვეში დაუკავშირდა მეუღლე, ჩააწერინა მ--–------------------- მონაცემები და უთხრა, რომ ნოტარიუსთან მასზე მინდობილობა გაეკეთებინა. ასეც მოიქცა. მოგვიანებით, როგორც ავტომანქანის მესაკუთრე, დაესწრო სამართალდამცველთა მიერ ავტომანქანის დათვალიერებას და ჩხრეკას, რა დროსაც ნანახი და ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის, -გასაღებები, საფულე, საბუთები, ქვითრები, ქანჩების კრებული, რკინის ხელსაწყოები და სამკაულები. მოწმე თ--------------- განმარტა, რომ ავტომანქანის დათვალიერების და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები არ ეკუთვნოდა მას.

 

მოწმე ი-----–------------ გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის ნოემბრის თვეში შეიძინა ლურჯი ფერის ,,ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,-----------, რომელიც გააფორმა მეუღლის, თ--------------- სახელზე, მაგრამ სარგებლობდა თავად. 2019 მარტის თვეში იმყოფებოდა თბილისში,---–----------- მ/რაიონში, სადაც ერთ-ერთ ავტოსადგომზე ნახა ,,დაფის“ მარკის სატვირთო ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,-----------, რომელსაც ეწერა, რომ იყიდებოდა. ასევე მითითებული იყო მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც დაუკავშირდა პირს, როგორც აღმოჩნდა, - მ--–-------------------- რომელმაც განუცხადა, რომ სატვირთო ავტომანქანა იყო მისი საკუთრება და ყიდიდა 10 000 აშშ დოლარად. აღნიშნული საუბრის შემდეგ შეხვდა მ--–-------------------- რომლისგანაც, სიტყვიერი შეთანხმებისამებრ, 7 000 აშშ დოლარის და მეუღლის სახელზე რეგისტრირებული, „ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანის გადაცემის სანაცვლოდ, შეიძინა ზემოაღნიშნული სატვირთო ავტომანქანა. შესაბამისად, 2019 წლის მარტის თვიდან მისი მეუღლის, თ--------------- სახელზე რეგისტრირებული ავტომობილით მ--–------------------ სარგებლობდა. მოწმე ი-----–------------ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები არ ეკუთვნოდა მას.

მოწმე მ-------–----------–-–---–--, შსს---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილებაში დეტექტივის, გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 22 აგვისტოს პირადი კონტაქტისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ფ--------------–----- საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე დაკავებული, 01.03.1980 წელს დაბადებული მ--–------------------- სარგებლობაში არსებული ავტომანქანის, „ფოლცვაგენ პასატის“, სახელმწიფო ნომრით ,----------- ჩხრეკისას ამოღებული ბიჟუტერია - დაზიანებული კულონი და ბეჭედი, მ--–------------------- მიერ მოპარული იქნა ქ. თბილისი,--------------–- მ/რაიონი, კორპუსი №11, ბინა №47-იდან, ხ----------–-----–---–-- ბინიდან (სამართლის სამართლის №------------ საქმე).

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 24 აგვისტოს, 14:30-15:20 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ხ----------–-----–---–-- მონაწილეობით, დათვალიერდა სს №------------ საქმეზე ქ. თბილისი,---–---------- მ/რაიონის 64-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–------------------- სარგებლობაში არსებული ავტომანქანის („ფოლცვაგენ პასატი“ სახ. ნომრით ,-----------) ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. ზ/აღნიშნული ნივთების დათვალიერების შემდეგ ხ----------–-----–---–-- განაცხადა, შავი ფერის თვლებით გაწყობილი, დაზიანებული გულსაკიდი და ოქროსფერი ბეჭედი მოჩუქურთმებული მწვანე თვლით ეკუთვნის მას და ეს სამკაულები მოპარულია მისი ბინიდან.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს, 15:30-16:00 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–----, ხ----------–-----–---–-- მონაწილეობით სს №------------ საქმეზე დათვალიერდა მის მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი ბიჟუტერიის სამაჯური და ერთი წყვილი საყურე. კერძოდ სამაჯური არის მოყვითალო ფერის მეტალის ერთმანეთზე გადამბული რამდენიმე ცალი მოჩუქურთმებული მეტალის დეტალით, რომლებსაც აქვს მოწითალო ფერის, მომწვანო ფერის და მოლურჯო ფერის თვლები. ასევე საყურეც არის მრგვალი ფორმის მოყვითალო ფერის მეტალზე, შუაში დატანილი მოზრდილი ზომის მომწვანო ფერის თვლით, გარშემო წვრილი მოთეთრო ფერის თვლებით და ჩუქურთმებით. მრგვალი დეტალი ჩამოკიდებულია ყურზე დასამაგრებელი მეტალის დეტალზე რომელზედაც დამაგრებულია მრგვალი ფორმის მომწვანო ფერის თვალი და დაბლა განშტოებული აქვს ორი ცალი ფოთლისმაგვარი, მოგრძო დეტალი მოთეთრო ფერის თვლებით. სამაჯურიც და საყურეებიც, რომლებიც ამოცნობილ სამკაულებთან შესადარებად წარმოადგინა ხ----------–-----–---–--, მეტალის ფერით, ჩუქურთმებით, თვლების ფერით და ფორმით ძლიერ წააგავს მ--–------------------- სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულ მწვანეთვლიან ბეჭედს.

ბრალდებულმა მ--–------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

3. დაზარალებული ა-----------–---- ეპიზოდი

დაზარალებულმა ა-----------–----, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს მარტო, ქ. თბილისი,--------------- მ/რაიონი, მე-14 კორპუსი, ბინა №47-ში. ზემოაღნიშნული ბინა გადაკეთებულია - სადარბაზოდან შესასვლელი კარი გაუქმებულია, კორპუსის უკან აქვს პატარა, შემოღობილი ეზო, რომელშიც გაკეთებულია კორპუსზე მიშენება, საიდანაც მის ბინას აქვს შესასვლელი კარი. ბინას კორპუსის კედელზე აქვს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, რომელსაც, დაცვის მიზნით, დამონტაჟებული აქვს რკინის გისოსები. 2019 წლის 20 ივნისს დასასვენებლად გაემგზავრა საბერძნეთში, საიდანაც დაბრუნდა 30 ივნისს. ბინაში შესასვლელი კარი ჩვეულებრივ, გასაღებით გახსნა, საკეტი დაზიანებული არ იყო. შესასვლელში მდებარე ოთახსა და მისაღებში არეულობის რაიმე კვალი არ შეიმჩნეოდა, მაგრამ როცა საძინებელ ოთახში შევიდა, მიხვდა, რომ ბინა გაიქურდა. კარადები და სხვა სათავსოები არეული დახვდა და ადგილზე აღარ იყო სხვადასხვა ნივთები, კერძოდ: ძველი ვერცხლის 17 ცალი ჭიქა; მოვერცხლისფრო ლამბაქზე დალაგებული 6 ცალი ვერცხლისფერი ჭიქა; მუყაოს ყავისფერ ყუთში მოთავსებული ვერცხლის 12 ცალი ჩანგალი; 6 ცალი დიდი ზომის სუფრის კოვზი; 6 ცალი ჩაის კოვზი; 5 ცალი ჩაის პატარა კოვზი, ვაზის ფოთლის და ყურძნის მტევნის გამოსახულებით; 12 ცალი - 6 დიდი და 6 პატარა ზომის მელხიორის კოვზი; დიდი ზომის ვერცხლის ჩანგალი; მელხიორის 12 ცალი კოვზი; მელხიორის 12 ცალი სამარილე, მელხიორისვე პატარა კოვზებით; მელხიორის 6 ცალი პატარა კოვზი; წვნიანის მელხიორის ამოსაღები; ფულადი თანხა 500 დოლარის ოდენობით და ოქროს სამკაულები - ორი ე.წ. „სამეული“ - საყურეები და ბეჭედი. ერთ სამეულს ჰქონდა ყვავილის ფორმა, გაფორმებული იყო 7 ცალი ბრილიანტის თვლით, საყურეებს ამოვარდნილი ჰქონდა თითო ბრილიანტის თვალი; მეორე სამეულის საყურეებს შუაში ჰქონდა პლატინა, რომელზეც განთავსებული იყო 9 ცალი ბრილიანტი, იგივე სახის, მაგრამ მოგრძო ფორმის იყო სამეულის ბეჭედიც; ერთი წყვილი ოქროს საყურე თეთრი ოქროთი და პატარა ბრილიანტის თვლებით; საშუალო ზომის ოქროს გულსაბნევი, შუაში ჩამაგრებული დიდი ალმასის ქვით; მასიური ოქროს, გრეხილი სტილის სამაჯური; საქორწინო, ე.წ. „კამეას" სტილის, ფოთლის ფორმის ბრილიანტებიანი და ,,საფირის“ თვლებიანი ოქროს 4 ბეჭედი; ,,კამეის“ სტილის, ვერცლის გულსაბნევი; 3 ცალი მარგალიტის მძივი, მწვანე ფერის სადაფისმაგვარი, გრძელი ქვებისგან აწყობილი სამაჯური; ვერცხლის მსხვილი გრეხილი ცეპი; ვერცხლის ბეჭედი შავი ტოპაზის თვლით, ერთი ვერცხლის ბეჭედი ყვავილისმაგვარი წითელი თვლით; ოთხკუთხედი ვერცხლის ბეჭედი ყვითელი ფერის თვლებით; ცილინდრიანი კაცის ე.წ. „სტატუეტკა“; ვერცხლისფერი ვაზის ფოთლის ფორმის საყურეები; „ეიფლის“ ფირმის „აიპადი“. დაზარალებულის განმარტებით, მომხდარი ქურდობის შედეგად მიადგა დაახლოებით 21 560 ლარის მატერიალური ზიანი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 30 ივნისს, 19:10-22:10 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ-------–----- მიერ, ექსპერტების მონაწილეობით, დათვალიერდა თბილისი,---------------ა მ/რაიონის მე-14 კორპუსის N47 ბინა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგინდა, რომ პირველ სართულზე მდებარე ბინის ფანჯრის გისოსები იყო გაღუნული, ფანჯარა კი - ღია. საძინებელი ოთახი და მასში არსებული სათავსოები იყო არეული. საძინებელ ოთახში მდებარე კარადიდან, ა-----------–---- განმარტებით, მოპარული იყო ვერცხლის ჭიქები; ხოლო იქვე მდგარი საწოლის უჯრიდან - ოქროს სამკაულები და ფულადი თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით. საგამოძიებო მოქმედებისას ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში და ბინაში შესასვლელი კარის გარე და შიდა ზედაპირსა და კარადაზე აღმოჩენილი ხელის კვლები.

 

ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 ივლისს, 20:00-20:55 სთ. პერიოდში, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ ბ----------------–-–---–-- მიერ, ექსპერტების, დეტექტივ მ--–-------------–---–-- და მესაკუთრე თ--------------- მონაწილეობით, თბილისში,---–---------- მ/რაიონი, კორპუსი N64-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერდა მ--–------------------- დროებით სარგებლობაში არსებული ლურჯი ფერის „ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით K--------, რა დროსაც, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის - მ--–------------------- სახელზე გაცემული სალაროს გასავლის ორი ორდერი, მ--–------------------- და ზ---–------------ სახელზე შედგენილი სალომბარდო ხელშეკრულებები და სამკაულები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 აგვისტოს, 17:00-17:30 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ა-----------–---- მონაწილეობით, დათვალიერდა სს N------------ საქმეზე ქ. თბილისი,---–---------- მ/რაიონის 64-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მ--–------------------- სარგებლობაში არსებული ავტომანქანის („ფოლცვაგენ პასატი“, სახ. ნომრით K--------) ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, რა დროსაც ა-----------–---- განაცხადა, რომ მოვერცხლისფრო მეტალის, ვაზის ფოთლის ფორმის ბურთულებიანი საყურე ეკუთვნის მას და იგი მოპარული იყო მისი ბინიდან.

ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 15 აგვისტოს, 15:00-16:05 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ ქ. თბილისი,-–------------ N193-ში მდებარე შ----------------------- ოფისში, კომპანიის იურისტ ს----------------–---–------ ამოღებული იქნა ოქროს ნივთები - წყვილი საყურე, ერთი სამეული და ორი სამაჯური. (2-15)

მოწმე ლ-------------, შ--------------------------–------ ფილიალის მოლარე ექსპერტ შემფასებლის გამოკითვის ოქმით ირკვევა, რომ მისთვის წარდგენილი, მ--–------------------- სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან ამოღებული, 2019 წლის 01 და 10 ივლისის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც მ--–------------------- მიერ დალომბარდებული იქნა ოქროს ნივთები, შედგენილია მის მიერ. მოწმემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებული ნივთები სწორედ მ--–------------------- მიერ იქნა დაგირავებული, რადგან ნივთების დაგირავებამდე საჯარო რეესტრის ბაზაში ამოწმებს პირადობის მოწმობის ნამდვილობას, ახდენს კლიენტისა და პირადობის მოწმობაში ასახული პირის ფოტოსურათის ურთიერთშედარებას.

ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს, 19:15-19:30 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ა-----------–---- მისთვის წარდგენილ სამკაულებს შორის ამოიცნო ოქროს სამეული - ბეჭედი ყვავილის ფორმის გამოსახულებით 7 მოთეთრი ფერის თვლით და ყვავილის ფორმის საყურეები, 6-6 მოთეთრო ფერის თვლით (თითო თვალი ამოვარდნილი აქვს), რომელიც, მისი განმარტებით, მოპარეს ბინიდან.

ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს, 19:35-19:55 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებისას, ა-----------–---- მისთვის წარდგენილ სამკაულებს შორის ამოიცნო წყვილი საყურე მრგვალი ფორმის პლატინის დეტალით, მასზე განთავსებული ბრილიანტის თვლებით, რომელიც მისი განმარტებით, მოპარეს ბინიდან.

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 21 აგვისტოს, 14:05-14:40 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ ქ. თბილისი,--------–---–----- N1-ში მედებარე, შ--------------------- ფილიალში, კომპანიის იურისტ ნ-----–--------- ამოღებული იქნა ექვსი ჭიქა, რვა კოვზი და დოკუმენტაცია.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2019 წლის 21 აგვისტოს, 13:10-14:00 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ ქ. თბილისი,--------–---–----- N1-ში მდებარე, შ--------------------- ფილიალში, კომპანიის იურისტ ნ-----–--------- ამოღებული იქნა ვერცხლის ორი ჭიქა, ოთხი კოვზი და დოკუმენტაცია.

 

მოწმე ს---------–---------–------------------------–--------- ფილიალის ექსპერტ-შემფასებლისა და მოლარე ოპერატორის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 17 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მისი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ დღის განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცმა, თავისი პირადობის მოწმობის საფუძველზე, ჯერ გაიტანა ცოტა ხნის ადრე დაგირავებული ვერცხლის ჭიქები და კოვზები, შემდეგ კი, რამდენიმე საათში, კვლავ დააბრუნა და დააგირავა ისინი, რაზეც შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მოწმემ განმარტა, რომ დარწმუნებულია, რომ ნივთების გატანა და დაგირავება სწორედ იმ პირის მიერ მოხდა, რომელიც მითითებულია შესაბამის ხელშეკრულებებში და რომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლიც თან ერთვის ხელშეკრულებებს, რადგან ნივთების დაგირავებამდე ყოველთვის რწმუნდება, რომ პირადობის მოწმობის წარმომდგენი და პირადობის მოწმობაზე გამოსახული პიროვნება ერთიდაიგივე პირია. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული ნივთები დაგირავებილი იქნა მ--–------------------- მიერ.

მოწმე მ-----------–------–------------------------–--------- ფილიალის მოლარე ექსპერტ- შემფასებლის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 17 ივლისს, ღამის საათებში, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ლომბარდში მოვიდა ზაალ გვარმიანი, რომელსაც სურდა ვერცხლის ჭიქების და კოვზების ჩაბარება. აღნიშნული პიროვნება დაამახსოვრდა, რადგან იგი სხვა დროსაც მისულა მოვერცხლილი ჩანგლების ჩასაბარებლად, რა დროსაც მასთან მოუვიდა კონფლიქტი. პასპორტის შემოწმების შედეგად დარწმუნდა, რომ ის გაცემული იყო ზ---–-------------, შეამოწმა მის მიერ მოტანილი ვერცხლის ნივთები, შეადგინა შესაბამისი ხელშეკრულება, დაურთო ზ---–------------ პასპორტის ასლი და ნივთების დაგირავების სანაცვლოდ გადასცა თანხა.

მოწმე ზ---–------------ გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი მ--–------------------- მეგობარია. მ--–------------------- ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული სალომბარდო ქვითარი, სადაც მსესხებლად დაფიქსირებულია მისი პირადი მონაცემები და სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაგირავებული აქვს ვერცხლის ჭიქები და კოვზები, - არ ეცნობა, ასევე ვერ იხსენებს როდის ან ვისი თხოვნით დაალომბარდა ხელშეკრულებაში მითითებული ნივთები, რომლებიც მას არ ეკუთვნის, რადგან ასეთი ნივთები ოჯახში არ ჰქონია.

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 27 აგვისტოს, 17:40-18:10 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ა-----------–---- მონაწილეობით, დათვალიერდა „–----------------------- ამოღებული ნივთები, - ორი ცალი მოვერცხლისფრო ჭიქა ფეხიანი დასადგამის გარეშე; სამი ცალი პატარა ზომის ვერცხლისფერი კოვზი მინანქრით; ერთი ცალი მოვერცხლისფრო კოვზი ტარზე მოშაო ფერის ყვავილისმაგვარი ნახატით; სამი ცალი დიდი ზომის მოვერცხლისფრო კოვზი გრავირების გარეშე; ორი ცალი პატარა ზომის მოვერცხლისფრო გრავირებული და მინანქრიანი კოვზი, სამი ცალი მოვერცხლისფრო პატარა ზომის გრავირებული კოვზი, ვაზის ფოთლისა და ყურძნის მტევნის გამოსახულებით; 6 ცალი ფეხიანი, ვერცხლისფერი მეტალის ჭიქა. დათვალიერებისას მოწმე ა-----------–---- განაცხადა, რომ ყველა ვერცხლის ნივთი, - გარდა პატარა ზომის კოვზისა, რომელსაც ტარზე აქვს მოშაო ფერის ყვავილის ნახატი, - ეკითვნის მას და მოპარულია მისი ბინიდან.

ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ 2019 წლის 27 აგვისტოს, 17:40-18:10 სთ. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის---–-----------–------- სამმართველოს პოლიციის----- განყოფილების გამომძიებელ რ----------------–---- მიერ, ა-----------–---- მონაწილეობით, დათვალიერდა მის მიერ წარმოდგენილი მოვერცხლისფრო მეტალის პატარა ზომის კოვზი, რომელსაც ტარზე აქვს გრავირება, კერძოდ, გამოსახულია ვაზის ფოთოლი და ყურძნის მტევანი. აღნიშნული კოვზი იდენტურია შ------------------------ ამოღებული სამი ვერცხლის კოვზის.

სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სს N------------ საქმეზე, დადგენილების მიხედვით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამეული (საყურეები და ბეჭედი) დამზადებულია 750 სინჯის ოქროსაგან და გაწყობილია ბრილიანტის ქვებით; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საყურეები დამზადებულია 583 სინჯის ოქროსაგან და გაწყობილია ბრილიანტის ქვებით.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის ჭურჭელი დამზადებულია 875 და 916 სინჯის ვერცხლისაგან.

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ოქროს სამკაულის და ვერცხლის ჭურჭლის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 3 239 ლარს.

ბრალდებულმა მ--–------------------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო თვლის, რომ მ--–------------------- ბრალეულობა, გარდა მისი აღიარებისა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადგენილი სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობა საკმარისია ნებისმიერი ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ბრალდებით გათვალისწინებული, სამივე ეპიზოდით მოცული დანაშაული სწორედ მ--–------------------- მიერაა ჩადენილი.

სასამართლოს შეფასებით, პროკურორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ ამხელს მ--–------------------- ფ--------------–-----, ა-----------–---- და ხ----------–-----–---–-- ბინების გაქურდვასა და მათი კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში, კერძოდ:

 

სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულის ბინაში მ--–------------------- სუნის კვალის აღმოჩენის ფაქტი, - იმ ვითარებაში, როცა სრულად გამოირიცხა ამ საცხოვრებელში კანონიერი გზით ბრალდებულის მოხვედრის ყვალანაირი შესაძლებლობა, ასევე, შემთხვევის ადგილის დატოვებისთანავე ამ უკანასკნელის მიერ დაზარალებულის კუთვნილი, მის მიერვე ამოცნობილი ნივთების ფლობა, ცალსახა დასტურია იმისა, რომ ფ--------------–----- ბინა სწორედ მ--–------------------- მიერ იქნა გაქურდული.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ის გარემოებები, რომ ბრალდებულის სარგებლობაში არსებულ ავტომანქანაში აღმოჩნდა ხ----------–-----–---–--- და ა-----------–---- კუთვნილი, მათი ბინებიდან მოპარული ნივთები, აგრეთვე, ამავე ავტომანქანაში ნანახი იქნა ა-----------–---- კუთვნილი ნივთების ლომბარდში ჩაბარების დამადასტურებელი, მ--–------------------- და მისი მეგობრის სახელზე შედგენილი დოკუმენტაცია, სასამართლოს შეფასებით, უტყუარად ადასტურებს ბრალდებულის მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა - ხ----------–-----–---–--- და ა-----------–---- ბინების გაქურდვის ფაქტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფ--------------–-----, ა-----------–---- და ხ----------–-----–---–-- ბინებში უკანონო შეღწევის გზით, მ--–------------------, მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

ქმდების სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით), ქურდობას „დიდი ოდენობით“ (მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტი) და დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი). საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, მნიშვნელოვან ზიანად მიიჩნევა მატერიალური ზიანი 150 ლარის ზევით; „დიდი ოდენობა“ კი წარმოადგენს მატერიალურ ზიანს, რომელიც აჭარბებს 10 000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგინდა, რომ მ--–------------------, რომელმაც ფარულად შეაღწია დაზარალებულთა ბინებში, მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მათ კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რითაც ფ--------------–---- და ხ----------–-----–---–- 150 ლარზე მეტი, ა-----------–---- კი 10 000 ლარზე მეტი ოდენობის მატერიალური ზიანი მიაყენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ--–------------------- ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) და საქართველოს სსკ 177-ე მუხლის----- ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით) გათვალისწინებულ დანაშაულთა სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები. შესაბამისად, არსებობს ზემოაღნიშნულ დანაშაულთათვის მ--–------------------- დამნაშავედ ცნობის და სასჯელის სახით მისთვის სისხლისსამართლებრივი ღონისძიების დადგენის სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი (1-ლი ნაწილი); სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (მე-4 ნაწილი).

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, მ--–------------------- მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას (სასჯელის სახით საქართველოს სსკ 177-ე მუხლის----- და მე-4 ნაწილთა სანქციები უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას), სასამართლომ გაითვალისწინა რა საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და ბრალდებულის მიერ დანაშაულთა აღიარებისა და მონანიების ფაქტი, მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას სავსებით უზრუნველყოფს მ--–------------------- მიმართ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთის, სსკ 177-ე მუხლის----- ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის კი 6 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მ--–------------------- დანაშაულები პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში ჩაიდინა, რაც საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, განაჩენთა ერთობლიობით, განსაზღვრის საფუძველს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ--–------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის----- ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის----- ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის----- ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ--–------------------- სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის----------–-- განაჩენით მ--–------------------- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-------------------- სასჯელად განესაზღვროს 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ--–------------------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 20 ივლისიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკები და დოკუმენტები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. სუნის ნიმუშები, საკეტის გულა გასაღებით, კოლოფი, დაქტილობარათები, ნერწყვის ნიმუშები, ხელის კვლები - განადგურდეს. 3. მ--------------- ამოღებული ნივთები, კეპი, ბიჟუტერიის ნივთები, ავტომანქანებიდან ამოღებული ნივთები, შ--------------------------- ამოღებული ნივთები, ხ----–-----–---–----------- ამოღებული ნივთები - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე