განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
330100119003318885
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5786-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 თებერვალი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: მ------ გ-------ი

ადვოკატი: თ------ ს-------–---–-

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: ზ------ პ-----–---–ი

მამის სახელი: ტ---------

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი:------------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------–---------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 2---------–------------–--------–----------–------------–--

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: გირაო

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ზ------ პ-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: ზ------ პ-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს. მანვე, ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში 2019 წლის 18 ოქტომბრამდე ზ------ პ-----–---–ი ი--- ჯ----ესთან სისტემატურად ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, როგორც პირადად, ასევე საცხოვრებელი სახლის, მდებარე თ---–--–-----–----------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დახვედრის გზით. ასევე ტელეფონის გამოყენებით სთხოვდა მას შეხვედრას და უარის მიღების შემდეგ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. სისტემატურად უგზავნიდა შეურაცხმყოფელ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ტელეფონის ნომრებიდან 5--------------------------------------------------------------------------------- ი--- ჯ----ის ტელეფონის ნომერზე 5-----------. ზ------ პ-----–---–ი ი--- ჯ----ეს ემუქრებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში, ანანებდა. მისი ქმედებით ი--- ჯ----ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, ექმნებოდა ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში მისი და მისი შვილების მიმართ და მნიშვნელოვნად შეიცვალა ცხოვრების წესი, კერძოდ, საღამოს საათებში ვეღარ გადიოდა გარეთ, იშვიათად ხვდებოდა მეგობრებსა და ნათესავებს, ჰქონდა ძალადობის განხორციელების და შეურაცხყოფის მიყენების მუდმივი შიში.

2019 წლის 30 სექტემბერს, ღამის საათებში, თ---–--–-----–----------------------------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ზ------ პ-----–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ------ ჟ----–---–---ს, კერძოდ ძლიერად დაარტყა მარჯვენა ხელი მხარის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით, ამოღების ოქმით და ამოღებული ,,სქრინშოთებით“ და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ზ------ პ-----–---–მა ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ. მანვე, ჩაიდინა პირადად პირის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის და სხვა საშუალებით, ასევე სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, პირის და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში მისი ნასამართლობა.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ზ------ პ-----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზ------ პ-----–---–ი (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, ზ------ პ-----–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ზ------ პ-----–---–ს დაეწყოს 2020 წლის 24 თებერვლის 17:10 საათიდან და იგი დაუყონებლივ დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

ზ------ პ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმდეს.

ზ------ პ-----–---–ის სახელზე გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

ზ------ პ-----–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2019 წლის 19 ოქტომბრიდან 2019 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - 2019 წლის 19 ოქტომბრის ზ------ პ-----–---–ის პირადი ჩხრეკით ამოღებული ,,Huawei”-ის, ფირმის მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე