განაჩენი

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
330100119003378432
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#1/6255-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი საქართველოს სახელით 24 თებერვალი 2020 წელი თბილისი თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე პროკურორი: დ----- კ------- ადვოკატები: ნ-------- ო----–-----, მ------ მ--------, გ---–-- გ--------------ე ს/ს საქმე №0----------- ბრალდებული: გ------- ლ---–----ე მამის სახელი: ზ------- დაბადებული: 1---------–- პირადი ნომერი:------------ მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ------------------------–--------- პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2---------–- აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა დაკავების დრო:18.10.2019წ. 16:53 საათი ბრალდებული: ჯ--–--- დ-------ე მამის სახელი: ნ-------- დაბადებული: 1---------–- პირადი ნომერი: 6---------- მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–---–------------------- პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილი პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2---------–- აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა დაკავების დრო:18.10.2019წ. 16:48 საათი ბრალდებული: კ---- გ-----–-- მამის სახელი: თ------ დაბადებული: 0---------–- პირადი ნომერი: 6---------- მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–---–------------------- პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილი აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა დაკავების დრო:30.10.2019წ. 14:00 საათი ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ს----------–------------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის დ----- კ------ის შუამდგომლობა, ზემდგომი პროკურორის გ--- ძ---–--ის თანხმობით, სისხლის სამართლის #1/6255-19 საქმეზე, ბრალდებულებთან ჯ--–--- დ-------ესთან და გ------- ლ---–----ესთან 2020 წლის 24 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ კ---- გ-----–--ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი საქმის მასალების მიხედვით: ბრალდებულ ჯ--–--- დ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პირის მიერ ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც ამტკიცებს და ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი და სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების და შეთავაზების მიღება. ბრალდებულ გ------- ლ---–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა პირის მიერ ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც ამტკიცებს და ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი და სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების და შეთავაზების მიღება. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ-------------------–--–--------------–------------- ბენზინგასამართ სადგურთან, გ------- ლ---–----ე და ჯ--–--- დ-------ე შეხვდნენ ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------–--------------–------------- ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ნ-------–---–ს და ოპერატიულ ღონისძიებებში ნებაყოფლობით ჩართულ პირს - პირობით გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოქალაქე ვ--–------ ჩ--------–---–ს, რომელთაც შესთავაზეს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------- თანამშრომელ კ---- გ-----–--ზე ზეგავლენის მოხდენის შედეგად ს-------------------------–----------------- ვ--–------ ჩ--------–---–ის გატარება თ--------------------–------ნ ისე, რომ მოხელე გასვლას არ ასახავდა შ------------------------------------–-------------- ბაზაში. მტკიცების დასადასტურებლად კი წარადგინეს სოციალურ ქსელში კ---- გ-----–--სთან არსებული მიმოწერა, რომელიც თანხმობას აცხადებდა ზემოხსენებულ სქემაში მონაწილეობაზე, სანაცვლოდ კი გ------- ლ---–----ემ და ჯ--–--- დ-------ემ მოითხოვეს ფულადი თანხა 5000 დოლარის ოდენობით. 2019 წლის 1-----------------------–------------- საათზე, ჯ--–--- დ-------ემ და პირობით გამოსაცდელ ვადაში მყოფმა ვ--–------ ჩ--------–---–მა გადაკვეთეს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------- თანამშრომელ კ---- გ-----–--ს გამტარი ჯიხურის მეშვეობით ისე, რომ ვ--–------ ჩ--------–---–ი შ------------------------------------------–------------– ბაზაში არ დაფიქსირებულა, როგორც საზღვრის გადამკვეთი პირი, ხოლო ამავდროულად დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა შორის გასანაწილებლად, ქ. ბ------–----–-------------------------ში მდებარე სასტუმრო ,------------–-- გ------- ლ---–----ემ, გ------- ნ-------–---–ისგან აიღო ფულადი თანხა 5000 დოლარის ოდენობით. 2020 წლის 24 თებერვალს ბრალდებულებთან ჯ--–--- დ-------ესთან და გ------- ლ---–----ესთან დაიდო საპროცესო შეთანხმება, ბრალზე გარიგების ფორმით. აღნიშნულ პროცედურაში, ბრალდებულების გარდა, მონაწილეობდნენ მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები მ------ მ-------- და გ---–-- გ--------------ე. 2020 წლის 24 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ს----------–------------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა დ----- კ-------მ და ითხოვა ბრალდებულებთან ჯ--–--- დ-------ესთან და გ------- ლ---–----ესთან 2020 წლის 24 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. 2020 წლის 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე ს----------–------------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა დ----- კ-------მ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. 2020 წლის 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, ბრალდებულმა ჯ--–--- დ-------ემ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. 2020 წლის 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, ბრალდებულმა გ------- ლ---–----ემ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. 2020 წლის 24 თებერვალს სასამართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს ადვოკატებმა მ------ მ--------მ და გ---–-- გ--------------ემ და ითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეკრება და საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასაბუთებენ ბრალდებულების ჯ--–--- დ-------ის და გ------- ლ---–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ჯ--–--- დ-------ემ ჩაიდინა პირის მიერ ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც ამტკიცებს და ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი და სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების და შეთავაზების მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ლ---–----ემ ჩაიდინა პირის მიერ ზეგავლენით ვაჭრობა, რომელიც ამტკიცებს და ადასტურებს, რომ მას შეუძლია არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა მოხელის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე სხვა პირის სასარგებლოდ იმ პირისაგან, რომელიც მოქმედებს საკუთარი და სხვა პირის ინტერესებისათვის, პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, ასევე ასეთის თაობაზე დაპირების და შეთავაზების მიღება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით. ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულების ჯ--–--- დ-------ის და გ------- ლ---–----ის მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს დანაშაული, ამასთან, ისინი აღიარებენ ჩადენილს, სადავოდ არ ხდიან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობენ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ბრალდებულთა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ვ--–------ ჩ--------–---–ისგან ამოღებული საზღვრის კვეთის ბლანკით, კ---- გ-----–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამსახურებრივი ბეჭედით, შ-------------------------------------------–------------–- ბაზის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებულები ნებაყოფლობით აღიარებენ ბრალს. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულები სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულებს ჰქონდათ კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ისინი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ბრალი ედებათ; ასევე სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ისინი აღიარებენ და მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ისინი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდიან. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულებისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულებსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა და ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულებს განემარტა, რომ მათ მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), საქმის ფაქტობრივ გარემოებებს პროკურორმა მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია - იგი შეესაბამება ბრალდებულების პიროვნებას და შერაცხული ბრალდების სიმძიმეს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილს, წარსულში არ არიან ნასამართლები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ. დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: ბრალდებულ კ---- გ-----–--ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2019 წლის 16 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ-------------------–--–--------------–------------- ბენზინგასამართ სადგურთან, გ------- ლ---–----ე და ჯ--–--- დ-------ე შეხვდნენ ს----------–----------------------------------------------------------------------------------------------–---------------------------–-----------–--------------–------------- ინსპექტორ-გამომძიებელ გ------- ნ-------–---–ს და ოპერატიულ ღონისძიებებში ნებაყოფლობით ჩართულ პირს - პირობით გამოსაცდელ ვადაში მყოფ მოქალაქე ვ--–------ ჩ--------–---–ს, რომელთაც შესთავაზეს ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------- თანამშრომელ კ---- გ-----–--ზე ზეგავლენის მოხდენის შედეგად ს-------------------------–----------------- ვ--–------ ჩ--------–---–ის გატარება თ--------------------–------ნ ისე, რომ მოხელე გასვლას არ ასახავდა შ------------------------------------–-------------- ბაზაში. მტკიცების დასადასტურებლად კი წარადგინეს სოციალურ ქსელში კ---- გ-----–--სთან არსებული მიმოწერა, რომელიც თანხმობას აცხადებდა ზემოხსენებულ სქემაში მონაწილეობაზე, სანაცვლოდ კი გ------- ლ---–----ემ და ჯ--–--- დ-------ემ მოითხოვეს ფულადი თანხა 5000 დოლარის ოდენობით. 2019 წლის 1-----------------------–------------- საათზე, შ------------------------------------------–-------–-–------------------------------------------------------------------------------------------–-----------–---------------–--------------------------------------–---------------–-------------–--------------- პატრულ-ინსპექტორმა (მ-----------------------–-------) კ---- გ-----–--მ, რომელიც გახლდათ მოხელე, სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მისი გამტარი ჯიხურის მეშვეობით - ჯ--–--- დ-------ემ და პირობით გამოსაცდელ ვადაში მყოფმა ვ--–------ ჩ--------–---–მა გადაკვეთეს ისე, რომ ვ--–------ ჩ--------–---–ი შ------------------------------------------–------------– ბაზაში არ დაფიქსირებულა, როგორც საზღვრის გადამკვეთი პირი, ხოლო ამავდროულად დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირთა შორის გასანაწილებლად, ქ. ბ------–----–-------------------------ში მდებარე სასტუმრო ,------------–-- გ------- ლ---–----ემ, გ------- ნ-------–---–ისგან აიღო ფულადი თანხა 5000 დოლარის ოდენობით. კ---- გ----–--- ქმედებამ კი სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ბრალდებულთა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ვ--–------ ჩ--------–---–ისგან ამოღებული საზღვრის კვეთის ბლანკით, კ---- გ-----–--ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამსახურებრივი ბეჭედით, შ-------------------------------------------–------------–- ბაზის დათვალიერების ოქმით, გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერებით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ კ---- გ-----–--მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია. სასამართლო თვლის, რომ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, კ---- გ-----–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. მასვე, 01(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც იქნება პროპორციული ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან, შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 93-94-ე, 209-215-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა : ს----------–------------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორის დ----- კ------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. 1) დამტკიცდეს 2020 წლის 24 თებერვალს ს----------–------------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ----- კ-------ს (ზემდგომი პროკურორის გ--- ძ---–--ის თანხმობით), ბრალდებულ გ------- ლ---–----ესა და ადვოკატ გ---–-- გ--------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ------- ლ---–----ე (პ№5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 01(ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02(ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გ------- ლ---–----ეს განესაზღვროს 02(ორი) წელი. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ------- ლ---–----ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 18 ოქტომბრის 16 საათი და 53 წუთიდან. გ------- ლ---–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს. 2) დამტკიცდეს 2020 წლის 24 თებერვალს ს----------–------------–----- პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ დ----- კ-------ს (ზემდგომი პროკურორის გ--- ძ---–--ის თანხმობით), ბრალდებულ ჯ--–--- დ-------ესა და ადვოკატ მ------ მ--------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ჯ--–--- დ-------ე (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03(სამი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 01(ერთი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 02(ორი) წელი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ჯ--–--- დ-------ეს განესაზღვროს 02(ორი) წელი. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ჯ--–--- დ-------ეს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 18 ოქტომბრის 16 საათი და 48 წუთიდან. ჯ--–--- დ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს. 3) კ---- გ-----–-- (პN6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით 01(ერთი) წლით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა კ---- გ-----–--ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, 2019 წლის 30 ოქტომბრის 14 საათი და 00 წუთიდან. კ---- გ-----–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ს---------------------------------------–--------------------------–------- სამმართველოდან გადმოგზავნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების მასალები 12 ცალ დისკზე, ს------------–------–-------------- ვიდეო ჩანაწერი 01 ცალ დისკზე, მ-----–-------------------------- გამოთხოვილი ინფორმაცია 02 ცალ დისკზე, კომპიუტერულ ექსპერტიზის დასკვნას დართული 04 ცალი დისკი, საქმეზე ამოღებული ბეჭედი, საზღვრის კვეთის ბლანკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით. ბრალდებულთა ტელეფონები, ვ--–------ ჩ--------–---–ის პირადობის მოწმობა და ფულადი თანხა 5000 დოლარის ოდენობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, უფლება აქვს, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით. მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე