განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/143-20-9
(გამო N03818071900-)
ხ-–--რის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
0-.08. 20-9 წელი ქ. ხ-–--რი
ხ-–--რის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი რ-----------–ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ-----------------------------ძე, დაბადებული 0-.0-.1--- წელს. საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5---------- საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ხ-–--რი. ლ----–--ის ქ.N14.
ადვოკატი: თ-------–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე: ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ვ----------------ძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
ვ----------------ძემ ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
20-9 წლის 18 ივლისს დაახლოებით 15:00 საათზე ქ.ხ-–--რში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე ფეხით მიმავალ გ----------------ძეს ვ----------------ძემ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაისურის ჯიბიდან ფარულად ამოაცალა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ე.ი. ვ----------------ძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ვ----------------ძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: მ-----–--–----ძის, ს--------–--–---–--ლის, ლ---–------–--ლის, ვ-----------------ძის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ გ----------------ძის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ ბ-----------------–--ლსა და ბრალდებულ ვ----------------ძეს შორის ადვოკატ თ-------–----ძის მონაწილეობით.
პროკურორმა რ-----------–იამ 20-9 წლის 31 ივლისს ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა ბრალდებულ ვ----------------ძის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა: ბრალდებული ვ----------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტთ და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ვადით.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა რ-----------–იამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული ვ----------------ძე და მისი ადვოკატი თ-------–----ძე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული ვ----------------ძე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს საქმის მასალებისა და ვ----------------ძის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხ-–--რის რაიონული პროკურორის მოადგილის, რ-----------–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2.დამტკიცდეს პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ ვ----------------ძეს შორის 20-9 წლის 31 ივლისს დადებული საპროცესო შეთანხმება;
3. ვ----------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ქვეპუნქტთ და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100(ასი) საათის ვადით.
4. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ ვ----------------ძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი