გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003277343
#2/350 -2019 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.02.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს.,, ლ-------------ი“
წარმომადგენელი: ლ--–- ხ------–---–ი
მოპასუხეები: ჟ--- ს-------–---–ი, გ------- ქ----–--ე, ზ------ კ--------ო, ა---- რ-------ე
წარმომადგენელი: ლია ს-------–---–ი
დავის საგანი : სესხი
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „ლ-------------“-მა (ს/კ. 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ჟ--- ს-------–---–ის (პ.№5----------) გ------- ქ----–--ის (პ. № 6----------), ზ------ კ--------ოს (პ. №1----------), ა---- რ-------ის (პ/ნ 2----------) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ს.ს. „ლ-------------სა“ და ჟ--- ს-------–---–ს შორის 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N-12682589, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 6500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 24 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და გ------- ქ----–--ეს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს - 6695 ლარს.
ასევე, 2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და ზ------ კ--------ოს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თადებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 6695 ლარს. ასევე, 2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და ა---- რ-------ეს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 6695 ლარს.
კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.
2018 წლის 07 მაისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2019წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით სს „ლ-------------ი“-ს წინაშე მათმა დავალიანებამ შეადგინა 4682.91 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3112.92 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 1030 ლარი.
მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები და მიეცათ დამატებითი ვადა დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვისათვის, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია.
2017 წლის 01 აპრილს სს“ლ-------------სა“ და ჟ--- ს-------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელს განესაზღვრა 650 ლარიანი საკრედიტო ლიმიტი, რომლის მოქმედების ვადაა 12 თვე, ხოლო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 60.00%.
2018 წლის 28 აგვისტოდან დაარღვია საკრედიტო ბარათის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც სს „ლ-------------ი“ -ს წინაშე მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2019 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 851.43 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 51 ლარი, ჯარიმა 150.43 ლარი.
მსესხებელი ინფორმირებულია აღნიშნული ვალდებულების შესახებ, მას მიეცა დამატებითი ვადა, თუმცა აღნიშნულმა შედეგი ვერ გამოიღო.
სს “ლ-------------ი“ ითხოვს მოპასუხეებს ჟ--- ს-------–---–ს, გ------- ქ----–--ეს, ზ------ კ--------ოს და ა---- რ-------ეს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N-12682589 და შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 4682.91 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3112.92 ლარი, პროცენტი 539.99 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 1030 ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხე ჟ--- ს-------–---–ს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 851.43 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი-51ლარი, ჯარიმა 150.43 ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებს სს „ლ-------------ი“-ს სასრგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 167 ლარის გადახდა. ასევე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟს -50 ლარის ოდენობით, ფოსტის ხარჯს -45 ლარის ოდენობით და რეგისტრაციის ხარჯს 80 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე ითხოვს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიექცეს აღსასრულებლად.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მოპასუხეებს ჟ--- ს-------–---–ს, გ------- ქ----–--ეს, ზ------ კ--------ოს და ა---- რ-------ეს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N-12682589 და შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 3952ლარისა დ 91 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3112.92 ლარი, პროცენტი 539.99 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 300 ლარი.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხე ჟ--- ს-------–---–ს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების 761.43 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 30 ლარი და 17 თეთრი ჯარიმა 81 ლარი და 26 თეთრი„.
მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 167 ლარის გადახდა. ასევე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟს -50 ლარის ოდენობით, ფოსტის ხარჯს -45 ლარის ოდენობით და რეგისტრაციის ხარჯს 80 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის წარმომადგენელი არ ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე ჯანა ს-------–---–მა შემოიტანა შესაგებელი, სადაც ნაწილობრივ ცნობს სარჩელს. მოსამზადებელ სხდომაზე ყველა მოპასუხე გამოცხადდა. ყველა მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ საბანკო კრედიტის N-12682589 ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულების ფარგლებში სარჩელი ცნო ჟ--- ს-------–---–მა, გ------- ქ----–--ემ, ზ------ კ--------ომ, ა---- რ-------ემ.
ჯანა ს-------–---–ი ცნობს 2017 წლის 01 აპრილს სს“ლ-------------სა“ და ჟ--- ს-------–---–ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას-761.43 ლარს
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და ჟ--- ს-------–---–ს შორის 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N-12682589, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 6500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 24 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და გ------- ქ----–--ეს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს - 6695 ლარს.
2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და ზ------ კ--------ოს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 6695 ლარს.
2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და ა---- რ-------ეს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 6695 ლარს.
კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.
მოსარჩელის პოზიციით 2018 წლის 07 მაისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი, შესაბამისად აღნიშნული პერიოდიდან ერიცხებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2019წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით სს „ლ-------------ი“-ს წინაშე მათმა დავალიანებამ შეადგინა 4682.91 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 3112.92 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 1030 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ.18-23)
- თავდებობის ხელშეკრულებები(ს.ფ.25-34)
- დავალიანების ცნობა(ს.ფ.37)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 01 აპრილს სს“ლ-------------სა“ და ჟ--- საღინაშვილს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელს განესაზღვრა 650 ლარიანი საკრედიტო ლიმიტი, რომლის მოქმედების ვადაა 12 თვე, ხოლო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 60.00%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი, რომელიც შეადგენს 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის მთლიანი თანხიდან.
მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 28 აგვისტოდან დაარღვია საკრედიტო ბარათის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც სს „ლ-------------ი“ -ს წინაშე მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2019 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 851.43 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 51 ლარი, ჯარიმა 150.43 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ.38-43)
- ცნობა დავალიანების თაობაზე(ს.ფ.44)
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარემ საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი, მოპასუხეებს ჟ--- ს-------–---–ს, გ------- ქ----–--ეს, ზ------ კ--------ოს და ა---- რ-------ეს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის N-12682589 და შესაბამისი სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3952ლარისა დ 91 თეთრის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3112.92 ლარი, პროცენტი 539.99 ლარი და პირგასამტეხლო 300 ლარი.
მოპასუხე ჟ--- ს-------–---–ს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ (საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე) უნდა დაეკისროს დავალიანების 761.43 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 30 ლარი და 17 თეთრი და პირგასამტეხლო 81 ლარი და 26 თეთრი. მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროს ხარჯები 175 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე 286-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად „ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.“
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნეს სარჩელი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეები ეთანხმებიან მოსარჩელის მოთხოვნას, როგორც ძირის ასევე პროცენტის ნაწილში.
6.3.დადგენილია, რომ სს „ლ-------------სა“ და ჟ--- ს-------–---–ს შორის 2017 წლის 30 მარტს გაფორმებული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N-12682589, შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 6500 ლარი; კრედიტის მოქმედების ვადა - 24 თვე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 26%; ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
დადგენილია, რომ 2017 წლის 01 აპრილს სს“ლ-------------სა“ და ჟ--- ს-------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელს განესაზღვრა 650 ლარიანი საკრედიტო ლიმიტი, რომლის მოქმედების ვადაა 12 თვე, ხოლო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი 60.00%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი, რომელიც შეადგენს 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის მთლიანი თანხიდან.
მოსარჩელის განმარტებით 2018 წლის 28 აგვისტოდან დაარღვია საკრედიტო ბარათის დაფარვის გრაფიკი, რის შედეგადაც სს „ლ-------------ი“ -ს წინაშე მას ერიცხება სასესხო დავალიანება, რომელიც 2019 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 851.43 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 51 ლარი, ჯარიმა 150.43 ლარი.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
6.5.დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, კერძოდ: 2017 წლის 30 მარტს სს „ლ-------------სა“ და გ------- ქ----–--ეს შორის, სს „ლ-------------სა“ და ზ------ კ--------ოს შორის სს „ლ-------------სა“ და ა---- რ-------ეს შორის გაფორმებული იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მხარემ იკისრა სოლიდარული თავდებობა კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს - 6695 ლარს.
კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული წესითა და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რაც მსესხებლისა და მისი თავდების მიერ არ შესრულებულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები პირებია - მუხრან ცარციძე და შპს „საბა“. შესაბამისად ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ N-12682589 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით 300 ლარს, რასაც ეთანხმებიან მოპასუხეები
2017 წლის 01 აპრილს გაფორმებული საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე პირგასამტეხლოს სახით ითხოვს 81 ლარი და 26 თეთრი, რასაც ეთანხმება მოპასუხე.
6.7. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.“ დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სრულად მოსამზადებელ სხდომაზე, რის გამოც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარჩელის ცნობა მოხდა მოსამზადებელ ეტაპზე შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს შემოტანილი სახელმწიფო ბაჟი. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხარჯები 175 ლარი , საიდანაც 80 ლარი არის რეგისტრაციის ხარჯი, 45 ლარი არის ფოსტის ხარჯი და 50 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი. მოცემულ ხარჯებსაც ცნობენ მოპასუხეები.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს.,,ლ-------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ჟ--- ს-------–---–ს, გ------- ქ----–--ეს, ზ------ კ--------ოს და ა---- რ-------ეს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ (საბანკო კრედიტის N-12682589 ) სოლიდარულად დაეკისროთ 3952(სამი ათას ცხრაას ორმოცდათორმეტი)ლარისა დ 91 (ოთხმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 3112.92 ლარი, პროცენტი 539.99 ლარი და პირგასამტეხლო 300 ლარი).
1.2. ჟ--- ს-------–---–ს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ (საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე) დაეკისროს დავალიანების 761 (შვიდასსამოცდაერთი) ლარის და 43(ორმოცდასამი) თეთრის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა 650 ლარი, პროცენტი 30 ლარი და 17 თეთრი და პირგასამტეხლო 81 ლარი და 26 თეთრი).
1.3. ჟ--- ს-------–---–ს, გ------- ქ----–--ეს, ზ------ კ--------ოს და ა---- რ-------ეს სს „ლ-------------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოს ხარჯი 175(ასსამოცდათხუთმეტი)ლარი. (საიდანაც 50 ლარი არის სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი , 80 ლარი რეგისტრაციის ხარჯი და 45 ლარი საფოსტო ხარჯი).
2. მოსარჩელე - სს. ,,ლ-------------ს“ (ს/ნ.2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 167 (ასსამოცდაშვიდი)ლარი (საგადახდო დავალება №595807398, გადამხდელის ბანკი - სს „ლიბერთი ბანკი“, გადახდის თარიღი 18.10.2019 წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 167 ლარი, გადამხდელი - სს „ლ-------------ი“ ს/ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი