გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210019003243250
#2/326-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.02.2020 წელი ქ.საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: შ.პ.ს. ”ფ------------------ო”
წარმომადგენელი: ნ----- ა--–---–---–ი
მოპასუხე: ი-----–--- გ-----ე
მოპასუხის წარმომადგენელი: თეა მ------–-–---–ი
დავის საგანი: საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შ.პ.ს. ”ფ------------------ო”-მ (ს.კ.4--------) მოპასუხე - ი-----–--- გ-----ის (პ.№5----------) მიმართ, საკრედიტო დავალიანების გადახდევინების თაობაზე.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და განმარტა, რომ შპს „ფ-----------------ო“ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ახორციელებს პრობლემური აქტივების მართვას.
2019 წლის 13 სექტემბერს სს „ს----------–--------მა“ მსესხებლის გ-----ე მირიანის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ (დანართი #1 - მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები).
ი-----–--- გ-----ემ 2012 წლის 11 ივლისს „ს----------–--------ი“-ს მეშვეობით გამოიტანა სესხი 1780 დოლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგედა 21.60%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2017 წლის 27 იანვარს. ი-----–--- გ-----ემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება . მოსარჩელის პოზიციით მოპასუხის დავალიანება განისაზღვრება 3531,36 დოლარით, საიდანაც ძირი თანხაა 1695,18 დოლარი დარიცხული პროცენტი 1271,12დოლარი და პირგასამტეხლო 565,06 დოლარი.
მოსარჩელე ითხოვს შპს „ფ-----------------ო“-ს სასრგებლოდ, მოპასუხე ი-----–--- გ-----ეს დაეკისროს ს.ს. „ს----------–--------თან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოქმნილი თანხა - 3531,36 დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1695,18 დოლარი დარიცხული პროცენტი 1271,12დოლარი და პირგასამტეხლო 565,06 დოლარი.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეზე სახელმწიფო ბაჟის 313ლარი და 93 თეთრი დაკისრებას და საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებას 140 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს , რომ გაეცნო შპს „ფ-----------------ოს“ სარჩელს და იგი სარჩელს არ ცნობს, რადგან მას არასოდეს დაუდევს სესხის ხელშეკრულება ს----------–--------თან. არ არსებობს ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსარიგებლად, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2019 წლის 13 სექტემბერს სს „ს----------–--------მა“ მსესხებლის გ-----ე მირიანის სასესხო ვალდებულებების თაობაზე, დათმო მოთხოვნის უფლებები შპს „ფ-----------------ო“-ს სასარგებლოდ (დანართი #1 - მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობა/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები).
მოსარჩელის პოზიციით ი-----–--- გ-----ემ 2012 წლის 11 ივლისს „ს----------–--------ი“-ს მეშვეობით გამოიტანა სესხი 1780 დოლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგედა 21.60%. სესხის პირობების მიხედვით, მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2017 წლის 27 იანვარს. ი-----–--- გ-----ემ აიღო ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეესრულებინა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე არსებული ვალდებულება, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება . მოსარჩელის პოზიციით მოპასუხის დავალიანება განისაზღვრება 3531,36 დოლარით, საიდანაც ძირი თანხაა 1695,18 დოლარი დარიცხული პროცენტი 1271,12დოლარი და პირგასამტეხლო 565,06 დოლარი.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია , რომ ს.ს.,,ს----------–--------“-სა და და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებები (ს.ფ.15-25)
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ შ.პ.ს. ”ფ------------------ო”-ს სარჩელი ი-----–--- გ-----ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ერთმნიშვნელოვანია, რომ საქმეში არ მოიპოვება ს.ს.,,ს----------–--------“-სა და მოპასუხეს შორის არსებული სასესხო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე, 50--ე 53-ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-420, 623-ე, 624-ე, 867-ე, მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ არსებობს სესხის ხელშეკრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.”
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, „კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას.“
მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს, არ არსებობს სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობა.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ გაფორმებული სესხის ხელშეკრულება არ არსებობს და არ არსებობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველიც.
6.6.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმეში არ არსებობს ვალდებულების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7.. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
9. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. ,,ფ-----------------ო“-ს (ს/კ4--------) სარჩელი, ი-----–--- გ-----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი