განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2019
საქმის ნომერი
330100119002947969
თარიღი
29.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1661-19

(გამოძიების #0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ----------------------,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვ-------–------------ (დაბადებული - 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, პირადი #1----------, რეგისტრირებული: თ---–------------–-----------–---–-----------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------–-------------------------–--–----------------------------ში),ადვოკატები - მ---–-----------–---- და მ--–--------------,თარჯიმანი - ფ-------------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ვ-------–------------- უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2019 წლის 5-------ს, ქ-------–--–-----------------------–--–--------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული - 4 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 8.829 გრამი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.

 

2.4. ვ-------–------------ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ო--------------ს, ს-----------–------ს, გ-----------–--ს, მ-----–------–-–---–-ს, ს----–---------–----ს, გ----------------–---–-ს, მ--------------------ს, პ-------–--–---–---ს, ნ--------------------სა და თ---------------ს ჩვენებები, პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ბინის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.

 

2.5. 2019 წლის 5--------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ს----------–----–-------------------------–---------–-–------------------------------------------------–-----------–------------–---ს გამომძიებელ ზ--------------–---–-- მიერ, თარჯიმან მ--------------------ს, გამომძიებლების - ს----–---------–----სა და გ----------------–---–-ს მონაწილეობით, ქ-------–--–-----------------------–--–------------------- მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილ იქნა ვ-------–------------. ბრალდებულისაგან პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა გ----------–- ფერის პოლიეთილენის თავმილღობილ პარკის ნაჭერში მოთავსებული ე.წ. „ჩეკებად“ დაფასოებული, ოთხ ცალ მ---–-------- ფერის პარკის ნაჭრებში მოთავსებული ნივთიერება. ბრალდებულმა პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, თუმცა ამოღებულ ნივთიერებასთან დაკავშირებით შენიშვნა ან პრეტენზია წერილობით არ დაუფიქსირებია. ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკის კანონიერება დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6--------- განჩინებით.

 

2.6. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 6--------- #9-------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მ------------- ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით 12.95 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით - 8.829 გრამს.

 

2.7. ექსპერტებმა - ნ----------------------------------–--–---–---- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

2.8. ბრალდებულ ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების კანონთან შესაბამისობა დაადასტურა გამომძიებელმა გ----------------–---–-- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2019 წლის მ------- თვის დასაწყისში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე. შეიქმნა ორი ოპერატიული ჯგუფი, მოიძიეს ბრალდებულის ფოტოსურათი, დაადგინეს მისი დემოგრაფიული მონაცემები და 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში გაემართნენ ფ-------–--კენ. რ------------------–--–--------ე კორპუსთან შეამჩნიეს ვ-------–------------, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა. შეაჩერეს ბრალდებული, განუმარტეს რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და შესთავაზეს კანონსაწინააღმდეგო ნივთის ან ნივთიერების ნებაყოფლობით წარდგენა. უარის მიღებისა და უფლებების განმარტების შემდეგ, თარჯიმნის მონაწილეობით გაჩხრიკეს ბრალდებული, რა დროსაც გამომძიებელ ს----–---------–----ს მიერ, ვ-------–------------ს სპორტული ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში შეხვეული, ოთხ წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. გამომძიებელმა ადგილზე შეადგინა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ამოღებული ნივთები დალუქა კანონის შესაბამისად, რის შემდეგაც ბრალდებული გადაყვანილ იქნა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში. ვ-------–------------------------------- გაჩერებულ ავტომანქანაში ჩასვეს საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისა და შესაბამისი ოქმების შევსების შემდეგ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში და ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის აგრესიას ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე დაკავებულის ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ვ-------–------------- გამომძიებლებთან საუბრისას დააზუსტა მხოლოდ ის გარემოება თუ რა სასჯელი ელოდა მას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ოპერატიული ჯგუფის წევრებს პოლიციის ფორმები არ ეცვათ.

 

2.9. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა ს----–---------–----- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ-------–--–-----------------------–--–-- #2-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ--------------–---–თან და გ----------------–---–თან ერთად გაჩხრიკა ვ-------–------------. ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულს განუმარტეს უფლებები და შესთავაზეს ნებაყოფლობით წარედგინა კანონსაწინაღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. ვ-------–-------------გან უარის მიღების შემდეგ, ბრალდებულს სპორტული ქურთუკის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ამოუღეს პოლიეთილენის პარკში შეხვეული, ოთხ ცალად დაფასოებული ნივთიერება. ასევე ამოღებულ იქნა პირადი ნივთები. ამოღებული ნივთები და ნივთიერება გამომძიებელმა დალუქა კანონის შესაბამისად, ადგილზე შედგა სათანადო ოქმები, რომლებიც ვ-------–-----------ს გააცნეს თარჯიმნის დახმარებით. ბრალდებულმა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს ხელი არ მოაწერა. ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა და რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. დაკავებულთან პოლიციის თანამშრომლების გარდა არავინ მისულა. ბრალდებულის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს. აუცილებელი პროცედურების დასრულების შემდეგ ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. პირადი ჩხრეკის დაწყებამდე ბრალდებულს ხელში მხოლოდ ტელეფონი ეჭირა. კატეგორიულად გამორიცხავს ვ-------–------------ს მიმართ, პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას.

 

2.10. გამომძიებელმა ზ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ ბრალდებულ ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბრალდებული გაჩხრიკეს 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, ქ-------–--–--------------------–--–--- მდებარე 2-------------თან, რა დროსაც ამოუღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული ნივთიერება დალუქეს, შეადგინეს სათანადო ოქმები და დაკავებული ოპერატიული ავტომანქანით გადაიყვანეს ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში. პირადი ჩხრეკისა და დაკავების დროს ბრალდებულთან პოლიციელების გარდა არავინ მისულა. ვ-------–------------ დაინტერესდა ნარკოტიკული საშუალების შეძენისთვის რა სასჯელი ელოდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. შემთხვევის ადგილზე აგრესიული საუბარი არ მოუსმენია.

 

2.11. თარჯიმანმა მ--------------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გადაადგილდებოდა ავტომანქანით. რ------------------–--–ზე გამომძიებლებმა შეამჩნიეს ქვეითად მოძრავი ვ-------–------------, რომელიც შეაჩერეს და უფლებების განმარტების შემდეგ გაჩხრიკეს. ჩხრეკის შედეგად, ვ-------–------------ს ზედა ტანსაცმლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკში რამდენიმე ცალად შეფუთული ნივთიერება. პირადი ჩხრეკის დაწყებამდე (ვ-------–------------ს ჯიბეში ხელის ჩაყოფამდე) გამომძიებლის ხელში რაიმე ნივთი ან ნივთიერება არ დაუნახავს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულს დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა პირადი ჩხრეკის გამო (რატომ უნდა გამჩხრიკოთო). შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, თუმცა დაკავებულთან ახლოს არავინ მისულა. ვ-------–------------ს ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს. ჩხრეკის პროცესს ახლო მანძილიდან აკვირდებოდა და ხმაური/ყვირილი ან ბრალდებულის ხმამაღალი საუბარი არ მოუსმენია. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, ვ-------–------------ დააკავეს. ადგილზე შედგა სათანადო ოქმები, რის შემდეგაც დაკავებული გადაიყვანეს ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებაში. ვ-------–-----------ს მისთვის გასაგებ ენაზე, დეტალურად უთარგმნა ყველაფერი და ბრალდებულს რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

 

2.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, ასევე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნისა და გამომძიებელთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის საქმის არსებითი განხილვისას რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ გამოკვეთილა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით ცალსახად დასტურდება, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, თბილისში, რ------------------–--–------- კორპუსთან, თარჯიმნის მონაწილეობით გაიჩხრიკა ვ-------–------------, რომლისგანაც ამოღებულ იქნა ოთხ ცალად დაფასოებული ნივთიერება. პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ ვ-------–------------ დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით, ამოღებული ნივთები კი დაილუქა კანონის შესაბამისად, შედგა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, რომლებზეც არ ფიქსირდება ბრალდებულის პრეტენზია პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე გამომძიებლებმა - ზ--------------–---–მა, ს----–---------–----- და გ----------------–---–--, ასევე თარჯიმანმა მ--------------------- დაადასტურეს, რომ ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკა და დაკავება ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. უფლებების განმარტების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ბრალდებული და ამოუღეს ოთხ ცალად დაფასოებული ნივთიერება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ადგილზე შედგა სათანადო ოქმები, დაილუქა ბრალდებულისგან ამოღებული ნივთიერება და პირადი ნივთები, რის შემდეგაც ვ-------–------------ გადაყვანილ იქნა უახლოეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმეებმა ცალსახად გამორიცხეს ბრალდებულის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტი. ასევე არ დაადასტურეს შემთხვევის ადგილზე, დაკავებულის ოჯახის წევრების ყოფნა, აგრესიული საუბარი ან კონფლიქტი ვ-------–------------ს დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებთან.

 

2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით (მათ შორის ბრალდებულის ჩვენებით) არ დასტურდება ზ--------------–---–--, ს----–---------–----სა და გ----------------–---–-ს რაიმე სახის პირადი დაინტერესება ვ-------–------------ს წინააღმდეგ. ისინი ბრალდებულს არ იცნობდნენ და ამ საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებამდე მასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ. მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ თარჯიმანი მ-------------------- ბრალდებულს ასევე არ იცნობდა და მასთან არანაირი ურთიერთობა, მით უფრო უთანხმოება არ ჰქონია. თარჯიმანი არის საქმის შედეგებით დაუინტერესებელი, ნეიტრალური პირი, რომელიც მუშაობს თარჯიმანთა ბიუროში და მისი ინტერესი/უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ თარგმანით. არც ბრალდებულს მიუთითებია რაიმე საეჭვო გარემოებაზე, რაც თარჯიმან მ-------------------ის ჩვენების არადამაჯერებლობას გამოკვეთდა. მხოლოდ დაცვის მხარის ზოგადი განმარტებები მ-------------------ის მიკერძოების შესახებ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ეფუძნება რაიმე ობიექტურ არგუმენეტს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ--------------–---–--, ს----–---------–----ს, გ----------------–---–-სა და მ--------------------ს ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და აღნიშნული მტკიცებულებები გამოყენებულ უნდა იქნეს ვ-------–------------ს პირად ჩხრეკასთან და დაკავებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის თვალსაზრისით. რაც შეეხება ზ--------------–---–--, ს----–---------–----ს, გ----------------–---–-სა და მ--------------------ს ჩვენებების შესაბამისობას დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს მოგვიანებით, დაცვის მხარის მტკიცებულებების შეფასებისას.

 

2.14. გამომძიებელმა მ-----–------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ქ-------–--–-----------------------–--–ზე მდებარე 2-------------თან, სადაც მისმა თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ვ-------–------------. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა მშვიდად, რის გამოც ბრალდებულის პირად ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღია. იდგა შორიახლოს და ადევნებდა თვალს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობას. პირადად დაინახა თუ როგორ ამოუღეს ვ-------–-----------ს საეჭვო ნივთიერება. მ-----–------–-–---–მა ასევე დაადასტურა, რომ შესაბამისი ოქმების შედგენისა და ყველა აუცილებელი პროცედურის დასრულების შემდეგ ბრალდებული დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ვ-------–------------ს მიმართ საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა ღია სივრცეში. შემთხვევის ადგილზე ყვირილი ან აგრესიული საუბარი (მათ შორის ბრალდებულისგან) არ მოუსმენია. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის დასრულების შემდეგ, თანამშრომლებთან ერთად, თარჯიმნისა და დაკავებულის დედის მონაწილეობით გაჩხრიკა ვ-------–------------ს საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებულ იქნა იარაღის მაგვარი საგანი. ბინის ჩხრეკის დასრულების შემდეგ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.15. გამომძიებელმა ს-----------–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, რ------------------–--–ზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსთან, მისმა თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ვ-------–------------, რა დროსაც სპორტული ზედატანის ჯიბიდან ამოუღეს სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება. ვ-------–------------- პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა, თუმცა მისგან აგრესიული საუბარი ან პრეტენზია არ მოუსმენია. შემთხვევის ადგილზე მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, მაგრამ დაკავებულთან ახლოს არავინ მისულა. ბრალდებულის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს. გამომძიებლებისთვის პირადი ჩხრეკის ჩატარებაში ხელი არავის შეუშლია. ბრალდებულის დაკავების შემდეგ ჩაატარეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო (გარდა იარაღის მაგვარი საგნისა) ამოღებული არ ყოფილა. სახლში დახვდათ დაკავებულის დედა, რომელმაც მონაწილეობა მიღო საგამოძიებო მოქმედებაში. ვ-------–------------ს ოჯახის წევრებს პირადად შეატყობინა ბრალდებულის დაკავების შესახებ. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დაკავებისას და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რაიმე სახის პრეტენზია დაფისქირებული არ ყოფილა.

 

2.16. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა გამომძიებელმა გ-----------–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე დაკავებულის ოჯახის წევრები არ დაუნახავს. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში და კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, ვ-------–------------ს ბინის კარი დაკავებულის დედამ გააღო. ბინის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ჩხრეკის ყველა მონაწილემ, მათ შორის ბრალდებულის დედამაც მოაწერა ხელი. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.1-. ბრალდებულ ვ-------–------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის მშვიდ ვითარებაში, კანონის შესაბამისად ჩატარების ფაქტი ასევე დაადასტურა თარჯიმანმა მ--------------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულის ოჯახის წევრების მხრიდან, რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ-----–------–-–---–-ს, ს-----------–-------სა და გ-----------–--ს ჩვენებები სრულად შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ასევე ვ-------–------------ს პირად ჩხრეკასა და დაკავებაში მონაწილე გამომძიებელთა და თარჯიმნის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას. სამივე მათგანმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც გამომძიებლები მშვიდ ვითარებაში ჩხრეკდნენ ვ-------–-----------ს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მონაწილეობა არ მიუღიათ ბრალდებულის პირად ჩხრეკაში, რამდენიმე მეტრიდან დაინახეს თუ როგორ ამოუღეს ვ-------–-----------ს საეჭვო ნივთიერება. მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე დაკავებულთან ოჯახის წევრები არ მისულან. ბრალდებულს რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმი შედგა ადგილზე, რის შემდეგაც ვ-------–-----------ი გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. სწორედ აღნიშნულის შემდეგ გაჩხრიკეს ვ-------–------------ს საცხოვრებელი ბინა, დაკავებულის დედის მონაწილეობით, მშვიდ ვითარებაში, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. შედგა სათანადო ოქმი, რომელსაც ყველა მათგანმა მოაწერა ხელი. ვ-------–------------ს დედას შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია. მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა თარჯიმანმა მ---------------------, რომელიც დაესწრო როგორ ბრალდებულის პირად, ასევე ბინის ჩხრეკას.

 

2.19. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ----------------–---–-ს, ს----–---------–----ს, ზ--------------–---–--, მ-----–------–-–---–-ს, გ-----------–--სა და მ--------------------ს ჩვენებები სრულად აღადგენს 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-----------------------–--–------- კორპუსთან და ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში განვითარებულ მოვლენებს. მოწმეები დეტალურად აღწერენ ვ-------–------------ს პირად ჩხრეკასთან, დაკავებასთან და ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. გამორიცხავენ შემთხვევის ადგილზე დაკავებულის ოჯახის წევრების ყოფნისა და მათთან რაიმე ფორმით დაპირისპირების ფაქტს. ასევე არ უთითებენ ბრალდებულის მხრიდან გამოთქმულ შენიშვნაზე ან პრეტენზიაზე ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტთან დაკავშირებით. მტკიცებულებათა გამოკვლევისას უტყუარად დადგინდა, რომ გამომძიებლები ვ--------–-----------ს არ იცნობდნენ, მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ, რაც არაგონივრულს ხდის დაცვის მხარის მითითებას მოწმეების მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. ამასთან, გარდა გამომძიებელთა ჩვენებებისა, პირადი ჩხრეკის გარემოებები ერთმნიშვნელოვნად დგინდება ნეიტრალური მოწმის მ-------------------ის ჩვენებით, რომლის განმარტებებიც კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს მოწმეების - გ----------------–---–-ს, ს----–---------–----ს, ზ--------------–---–--, მ-----–------–-–---–-სა და გ-----------–--ს ჩვენებებს.

 

2.20. გამომძიებელმა თ---------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/ სისწორე.

 

2.21. ბრალდებულმა ვ-------–------------- სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, დაახლოებით ხუთ საათზე, საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარე თონეში პური შეიძინა. მოულოდნელად სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი მამაკაცი ამოუდგა გვერდით, რომლებმაც თონესთან ახლოს გაჩერებული ავტომანქანისკენ წაიყვანეს. მამაკაცებმა ჩასვეს ავტომანქანაში (უკანა სავარძელზე) და ორივე მხრიდან გვერდით მიუსხდნენ. ერთმა მათგანმა სახეზე ქუდი ჩამოაფარა, ხოლო მეორემ ჯიბეში ხელი ჩაუყო. მიხვდა, რომ რაღაც „ჩაუდეს“ და ხმამაღლა დაიყვირა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ისხდნენ ავტომანქანაში და თარჯიმანს ელოდებოდნენ. თარჯიმნის მისვლის შემდეგ პოლიციელებმა შესთავაზეს ჯიბიდან ნებაყოფლობით ამოეღო ნარკოტიკული საშუალება. ვინაიდან ნივთიერება პოლიციელებმა „ჩაუდეს“, განაცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას საკუთარი ნებით არ ამოიღებდა. პოლიციის ერთმა თანამშრომელმა რეზინის ხელთათმანი გაიკეთა და ჯიბიდან ამოუღო ცელოფანში მოთავსებული ნივთიერება. ამ დროს შეამჩნია დედამისი, რომელიც ხმამაღლა ყვიროდა და ავტომანქანასთან მიახლოებას ცდილობდა. დედამისს ქ--------– ენაზე, რამდენჯერმე დაუძახა, რომ პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება „ჩაუდეს“. დაახლოებით ხუთ წუთში შემთხვევის ადგილზე მისი ძმაც გამოჩნდა. რ---–---–-----------ი ავტომანქანასთან გაჩერებულ პოლიციელს ესაუბრებოდა. დაახლოებით 35 წუთის შემდეგ გადაიყვანეს იქვე მდებარე პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის ადგილზე პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები არ შეუვსიათ. მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში მიაწოდა ერთმა გამომძიებელმა რამდენიმე ფურცელი და ხელის მოწერა მოსთხოვა, რაზედაც უარი განუცხადა. პოლიციის განყოფილებიდან თ---–---------–-–------------ სამმართველოში გადაიყვანეს. სამმართველოს უფროსის კაბინეტში წააქციეს და ტანსაცმელი გახადეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში შიშველ მდგომარეობაში, სიცივეში ამყოფეს. ტანსაცმელი დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დაუბრუნეს. მხოლოდ მეორე დღეს, ადვოკატისგან შეიტყო, რომ მისი ჯიბიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 

ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ დაკავებაში მონაწილე პოლიციელებს არ იცნობს და მათთან რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია. ამოღებული ნივთიერება გამომძიებელს არ დაულუქავს და შესამჩნევად ხელში ეჭირა პოლიციის განყოფილებამდე. ნარკოტიკული საშუალება „გ----მ“ „ჩაუდო“ ჯიბეში. პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ავტომანქანას უკანა მინები დამუქებული არ ჰქონდა. როდესაც ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს ჯიბიდან, ავტომანქანის კარი დახურული იყო. არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და მკურნალობს მეტადონის პროგრამის დახმარებით. თარჯიმანი რომ მივიდა ნარკოტიკული საშუალება ჯიბეში ედო. ბრალდებულის განმარტებით, ავტომანქანაში ყოფნის დროს ბევრჯერ დაიყვირა.

 

2.22. დაცვის მხარის მოწმე ე-–------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, საღამოს საათებში, რ------------------–--–ზე მდებარე თონესთან ხმაური შემოესმა. დაინახა მ------------- ავტომანქანაში მჯდომი ვ-------–------------, რომელსაც გვერდით სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები ესხდნენ. ბრალდებულის პირად და ბინის ჩხრეკას არ დასწრებია. ვ-------–------------ს წარსული ცხოვრების შესახებ ცუდი არაფერი იცის. მოწმემ დაადასტურა, რომ ნამდვილად გაიგონა ბრალდებულის ხმა: „ჩემი არ არის ამოიღეთ“. ვ-------–------------ აღნიშნულ სიტყვებს ამბობდა როგორც ა---------------– ისე ქ--------– ენაზე. მისთვის უცნობია რატომ ყვიროდა ბრალდებული. დაკავებისას ვ-------–-----------ს რა ეცვა არ ახსოვს. მოწმემ ასევე ვერ გაიხსენა, თუ რა მანძილიდან დაინახა ავტომანქანაში მჯდომი ბრალდებული. ვ-------–------------ს დედა შენიშნა იმ დროს, როდესაც იგი პოლიციის განყოფილებიდან შემთხვევის ადგილისკენ მიემართებოდა. ა---------------– ენაზე როგორ გამოითქმის „ჩემი არ არის, ამოიღეთ“, არ იცის. ბრალდებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ან იძულების ფაქტი არ დაუნახავს. ვ-------–------------ს სიტყვების გაგონების შემდეგ რაიმე ნივთის ან ნივთიერების ამოღებისა და დალუქვის ფაქტი არ დაუნახავს. ბრალდებულსა და დედამისს შორის რაიმე დიალოგი გაიმართა თუ არა არ ახსოვს.

 

2.23. დაცვის მხარის მოწმე მ--–-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ-------–--–-----------------------–--–ზე, 2-------------თან მდებარე თონეში. შემთხვევის დღეს (თვე და რიცხვი არ ახსოვს) ვ-------–------------- თონეში შოთის პური შეიძინა. ბრალდებულს მიუახლოვდა ორი მამაკაცი, რომლებმაც იგი ჩასვეს თონესთან გაჩერებულ ავტომანქანაში. შეძენილი თონის პური გამოართვეს და იქვე დადეს. დაკავებისას ბრალდებულს წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც რაიმე პრეტენზია დაუფიქსირებია. რამდენიმე წუთში ავტომანქანასთან ყვირილი გაიგონა. პირადად არ უნახავს, მაგრამ კლიენტისგან შეიტყო, რომ შემთხევის ადგილზე ბრალდებულის დედა ყვიროდა. თონის სარკმლიდან კარგად არ ჩანდა გარეთ რა ხდებოდა. შესაბამისად, როდის და სად წაიყვანეს ბრალდებული არ დაუნახავს. ავტომანქანა, რომელშიც ბრალდებული იჯდა, თონიდან დაახლოებით 7-8 მეტრში იდგა. ასევე არ შეუმჩნევია ავტომანქანიდან გადასული ვ-------–------------. შემთხევის ადგილზე მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, მაგრამ უშუალოდ ავტომანქანასთან იმყოფებოდა თუ არა ვინმე არ იცის. ბრალდებულს მხოლოდ სახეზე იცნობს და მისი სახელი და გვარი შეიტყო ადვოკატებისგან. გამოკითხვის ოქმი ადვოკატმა წაუკითხა. ვინაიდან ყველაფერი სწორად ეწერა, გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა. პირადად ბრალდებულის ხმა არ გაუგონია. მოწმე არ დაეთანხმა გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებულ გარემოებას, რომ თითქოს ვ-------–------------ ავტომანქანაში ყვიროდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ბრალდებულის დედის ხმა გაიგონა, რომელიც ა---------------– ენაზე ყვიროდა. დაცვის მხარის დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოებები სწორია და ეთანხმება. თონიდან გაყვანისთანავე ბრალდებული „ტ------------------“ მარკის ავტომანქანაში ჩასვეს.

 

2.24. მოწმე რ---–---–-----------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 5-------ს, დაახლოებით ოთხ საათზე, ვ-------–-----------თან და ერთად გავიდა ბინიდან. ბრალდებული თონესთან გაჩერდა, თვითონ ბავშვის სკოლიდან გამოსაყვანად გაემართა. დაახლოებით 20 წუთში დაბრუნდა უკან, რა დროსაც დაინახა დედამისი, რომელიც დარბოდა და კიოდა. დედისგან შეიტყო, რომ ვ-------–------------ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. პირადად დაინახა ვერცხლისფერ „შ-------“ მარკის ავტომანქანაში მჯდომი ვ-------–------------. სცადა მიახლოებოდა დაკავებულთან, მაგრამ პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს. ბავშვმა ტირილი დაიწყო და სახლში წაიყვანა. შემთხვევის ადგილზე დაბრუნებულს თონესთან არავინ დახვდა. ვ-------–------------ს ყვირილის ხმა არ გაუგია. დედა მანქანასთან ახლოს იმყოფებოდა და პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მანქანასთან ახლოს მეზობლები და გამვლელი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

 

2.25. მოწმე ე-–------–------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 5-------ს, მისი ოჯახი ბ----------- დღესასწაულს აღნიშნავდა. საღამოს საათებში მეზობლისგან შეიტყო, რომ ვ-------–------------ დააკავეს და კორპუსთან მდგომ ავტომანქანაში ჩასვეს. მაშინვე მივიდა თონესთან გაჩერებულ ავტომანქანასთან. დაინახა ორ პოლიციელს შორის, ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომი ვ-------–------------, რომელიც ყვიროდა, „რატომ ჩამიდეთ ჯიბეში ხელიო“. პოლიციის თანამშრომლებმა ავტომანქანასთან ახლოს არ მიუშვეს. ერთმა მათგანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ბარიგა უწოდა და ხელი ჰკრა. ტირილი დაიწყო და ახლოს მდებარე პოლიციის განყოფილებისკენ გაიქცა. ამასობაში ვ-------–----------ც მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებული პოლიციაშიც ყვიროდა, რომ რაღაც „ჩაუდეს“. ამ დროს დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მისი სახლისკენ მიემართებოდნენ. შვილი დატოვა პოლიციის განყოფილებაში და ბინისკენ გაიქცა. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ბინის ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ. ლიფტთან იმყოფებოდა, როდესაც გ-----------–--მ ხელი ჰკრა და ლიფტთან არ მიუშვა. მ------------- სართულზე ფეხით ავიდა. პოლიციას ბინის კარი რძალმა გაუღო. ერთ პოლიციელს ხელზე ხელთათმანი ეკეთა. ჰკითხეს თუ რატომ ჰქონდათ ბინაში ვიდეო კამერა. სახლში სუფრა იყო გაშლილი, რაც ასევე დაინახეს პოლიციელებმა. მათ ბინის ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. მხოლოდ კარადა შეამოწმეს ზედაპირულად, შეადგინეს ოქმი და ხელი მოაწერინეს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ პოლიციაში მივიდა, თუმცა ვ-------–------------ იქ აღარ იმყოფებოდა. პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმელში იმყოფებოდნენ, არცერთ მათგანს ფორმა არ ეცვა. ბინის ჩხრეკას თარჯიმანი ესწრებოდა, რომელმაც უთარგმნა ოქმი და მის მაგივრად მოაწერა ხელი. მანქანაში ბრალდებულის ჩასმის მომენტი არ დაუნახავს. ავტომანქანის კარი ღია იყო. მანქანასთან დაახლოებით ერთ მეტრზე მიუახლოვდა. ვ-------–------------ ა---------------–ად ელაპარაკებოდა. პოლიციელებს ქ--------–ად მიმართავდა. ხმამაღლა ყვიროდა, რაც ჩამიდეთ ამოიღეთო.

 

2.26. სასამართლო აფასებს ბრალდებულ ვ-------–------------ს, მოწმეების ე-–------------–---–ის, მ--–-------------–---–ის, რ---–---–-----------ის და ე-–------–------------ს ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ არის თანმიმდევრული. ბრალდებული და მოწმეები განსხვავებულად აღწერენ ვ-------–------------ს პირად ჩხრეკასთან/დაკავებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათი ჩვენებები ცალსახად წინააღმდეგობაშია ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან, მათ შორის ნეიტრალური მოწმის - თარჯიმან მ--------------------ს ჩვენებასთან. თარჯიმანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად გადაადგილდებოდა ავტომანქანით, რა დროსაც შეამჩნიეს ქვეითად მიმავალი ვ-------–------------, რომელიც შეაჩერეს, განუმარტეს უფლებები და გაჩხრიკეს. ნეიტრალური მოწმის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება ცალსახად გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას (დაცვის მხარის სხვა მოწმეები ამ საკითხზე განმარტებას არ აკეთებენ), თითქოს თარჯიმანი საგამოძიებო მოქმედებაში ჩაერთო მოგვიანებით, მას შემდეგ რაც პოლიციის თანამშრომლებმა ჩასვეს ავტომანქანაში.

 

2.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ფაქტები, დაცვის მხარის არცერთ მოწმეს პირადად არ დაუნახავს. მხოლოდ მ--–-------------–---–მა დაადასტურა, რომ ორმა მამაკაცმა ავტომანქანაში ჩასვა თონესთან მყოფი ბრალდებული. შემდგომ განვითარებული მოვლენები მას არ დაუნახავს. გაიგონა მხოლოდ ქალის ყვირილის ხმა. კლიენტისგან გაიგო რომ ბრალდებულის დედა ყვიროდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის ყვირილის ხმა ვერ გაიგონა. სასამართლოსთვის გაურკვეველია, როგორ გაიგონა მოწმემ ბრალდებულის დედის ხმა და როგორ ვერ მოახერხა ბრალდებულის ხმის გაგება, რომელიც მისგან რამდენიმე მეტრში იმყოფებოდა და ხმამაღლა ყვიროდა (ბრალდებულის განმარტებით). ამასთან, მ--–-------------–---–მა თავდაპირველად აღნიშნა, რომ ბრალდებულის სახელი და გვარი არ იცოდა და აღნიშნული შეიტყო ადვოკატებისგან. მოწმემ ჯერ უარყო გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული გარემოებები, ხოლო მოგვიანებით დაადასტურა, რომ ადვოკატებს სწორი ინფორმაცია მიაწოდა და ოქმში ყველაფერი იყო დაფიქსირებული.

 

2.28. რაც შეეხება მოწმე ე-–------–------------ს მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას (მოწმის განმარტებით პოლიციელმა ხელი ჰკრა, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა. ბრალდების მხარის ყველა მოწმე, მათ შორის თარჯიმანი მ-------------------- ადასტურებს, რომ ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, დაკავება და ბინის ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში. აგრესიული საუბარს ან ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ბინის ჩხრეკაში მონაწილეობდა დაკავებულის დედა. კარი პოლიციის თანამშრომლებს სწორედ ე-–------–------------მ გაუღო. სასამართლო განმარტავს, რომ მ--------------------ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ცალსახად უარყოფს ე-–------–------------ს ვერსიას, რომ თითქოს იგი ყვიროდა და ცდილობდა ავტომანქანასთან მიახლოებას, რა დროსაც პოლიციელებმა მასზე იძალადეს. ე-–------–------------ს ვერსია - მასზე პოლიციელთა მხრიდან ძალადობის შესახებ, არ დასტურდება არც დაცვის მხარის სხვა მოწმეების ჩვენებებით.

 

2.29. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის, ე-–------------–---–ის, ე-–------–------------სა და მ--–-------------–---–ის ჩვენებებში არის არსებითი ხასიათის სხვა წინააღმდეგობებიც, კერძოდ: საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებთან დაკავშირებით ე-–------------–---–ი განმარტავს, რომ დეტალურად არ ახსოვს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა ე-–------–------------ს შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი და ბრალდებულის ყვირილი ქ--------– და ა---------------– ენებზე (თითქოს მას ,,ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს’’). სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ვ-------–------------ აღნიშნავს, რომ მან ხმამაღლა იყვირა ქ--------– ენაზე, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა „ჩაუდეს“ ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება განსხვავებულად განმარტა მოწმე ე-–------–------------მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვ-------–------------ ა---------------– ენაზე უყვიროდა „რაღაც ჩამიდეს“. ბრალდებულის, ე-–------–------------სა და ე-–------------–---–ის ჩვენებების საპირისპიროდ, ასევე დაცვის მხარის მოწმემ, მ--–-------------–---–მა მხოლოდ ე-–------–------------ს ყვირილის ფაქტი დაადასტურა და განმარტა, რომ ვ-------–------------ს ყვირილი მას არ გაუგია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ე-–------------–---–მა არ იცის ა---------------–ი ენა და პროკურორის კითხვაზე როგორ გამოითქმის ა---------------–ად აღნიშნული წინადადება, პასუხი ვერ გასცა, შესაბამისად, სასამართლოსთვის გაურკვეველი რჩება, როგორ გაიგო ე-–------------–---–მა ა---------------– ენაზე ნათქვამი წინადადების შინაარსი. სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ ე-–------------–---–ი ადასტურებს, ბრალდებულის დედის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, თუმცა ჩვენების მიცემისას მან არ დაადასტურა ე-–------–------------ს მიმართ პოლიციელების მხრიდან რაიმე ფორმით განხორციელებული ძალადობის ან/და დაპირისპირების ფაქტი, როგორც ამას თავის ჩვენებაში განმარტავდა ვ-------–------------ს დედა - ე-–------–------------.

 

2.30. სასამართლოს ასევე არალოგიკურად მიაჩნია ბრალდებულ ვ-------–------------ს განმარტებები, სადაც ის აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების ,,ჩადების“ შემდეგ, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში დააყოვნეს პოლიციის ავტომანქანაში, ხოლო ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გამომძიებელმა ,,ჩაუდო“ და შემდგომ მისგან ამოიღო, არ დაულუქავს და პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ხელში ეჭირა სხვა პირთა დასანახად.

 

2.31. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-------–------------ს, მ--–-------------–---–ის, ე-–------–------------სა და ე-–------------–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები ეჭვქვეშ აყენებს მათ მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას და ვერ აბათილებს ბრალდების მხარის მოწმეების, მათ შორის ნეიტრალური მოწმის მიერ დაფიქსირებულ გარემოებებს, რომლებიც შეეხება ვ-------–------------ს პირად ჩხრეკასა და დაკავებას. ამასთან, დაცვის მხარის არცერთი მოწმე არ შესწრებია ბრალდებულის პირად ჩხრეკას და ამ მოქმედების მიმდინარეობისას პოლიციელთა მიერ ვ-------–------------ს მიმართ განხორციელებული კანონის რაიმე ფორმით დარღვევის თაობაზე არ საუბრობენ. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მოწმეები არიან დაინტერესებული პირები - ოჯახის წევრები (რ---–---–-----------ი, ე-–------–------------), მეზობელი (ე-–------------–---–ი), ხოლო მ--–------------–--–ი საერთოდ არ ადასტურებს შემთხვევის ადგილზე ვ-------–------------- ყვირილისა და იმგვარი ინფორმაციის გაჟღერების ფაქტს (ვ-------–------------- სიტყვებს ამოიღონ რაც ,,ჩაუდეს“), რაზეც დანარჩენი მოწმეები მიუთითებენ.

 

2.32. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი, თანმიმდევრული და ისინი ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ, უტყუარობის სტანდარტს. შეიცავენ არაერთ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, ეწინააღმდეგებიან ბრალდების მხარის მტკიცებულებებით (მათ შორის ნეიტრალური მოწმის ჩვენებით) დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არიან დაინტერესებულნი, რის გამოც სასამართლო ბრალდებულ ვ-------–------------ს, მოწმეების - ე-–------------–---–ის, მ--–-------------–---–ის, ე-–------–------------სა და რ---–---–-----------ის ჩვენებებს ვერ გაიზიარებს.

 

2.33. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მ------- გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დაადასტურა, ვ-------–------------ს მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღება განსაკუთრებული დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სამართლებრივად მართებულია.

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ ვ-------–------------- შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2019 წლის 5-------ს, ქ-------–--–-----------------------–--–-- #2-------------თან ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ვ-------–------------სგან ამოღებული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 8.829 გრამი.

 

3.4. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ ერთ გრამზე მეტი მიიჩნევა განსაკუთრებით დიდ ოდენობად. გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 5-------ს ვ-------–------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 8.829 გრამი.

 

3.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ვ-------–------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლითაც ვ-------–-----------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ვ-------–------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-------–------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენის დროს მისი ნასამართლობა, ხოლო საქმეში არსებული მტკიცებულებებით მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები უტყუარად არ დგინდება. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ითვალისწინებს ვ-------–------------ს მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ვ-------–------------- დაუდგენელ დროს შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც 2019 წლის 5-------ს ინახავდა პირადად, ქუჩაში გადაადგილების დროს), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი, მცირეწლოვანი შვილები, არის ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული), ვ-------–------------ს კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ვ-------–-----------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

4.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ვ-------–------------- ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, უნდა გაუქმდეს მის მიმართ რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად.

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

4.10. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, ჯარიმა 345,79 ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-------–-----------ს სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-------–------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

§ ნარკოტიკული საშუალება, პოლიეთილენის გ----------–- პაკეტი, ოთხი მ---–-------- პოლიეთილენის პაკეტი, სამი წყვილი რეზინის ხელთათმანი, ვ-------–------------ს სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

§ შ--- ფერის საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით და ვ-------–------------ს სახელზე გაცემული მოწმობით, მეტალის მცირე ზომის ყუთში მოთავსებული სანთებელა, მობილური ტელეფონი, ყურსასმენი, მაჯის საათი, ხმოვანი პისტოლეტი ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-------–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს რ--------ს საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ვ-------–------------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-------–-----------ს სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. ვ-------–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. ვ-------–-----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 5 მარტიდან.

 

6. ვ-------–-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ნარკოტიკული საშუალება, პოლიეთილენის გ----------–- პაკეტი, ოთხი მ---–-------- პოლიეთილენის პაკეტი, სამი წყვილი რეზინის ხელთათმანი, ვ-------–------------ს სისხლისა და ნერწყვის ნიმუშები, ხელის ანაბეჭდების ნიმუში სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

§ შ--- ფერის საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით და ვ-------–------------ს სახელზე გაცემული მოწმობით, მეტალის მცირე ზომის ყუთში მოთავსებული სანთებელა, მობილური ტელეფონი, ყურსასმენი, მაჯის საათი, ხმოვანი პისტოლეტი ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი