განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
010100119003088957
დავის ტიპი
151 , 126
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100119003088957

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ანი ბორჩაშვილი

 

ბრალდებული - დე----------ვი

ადვოკატი - ზვ-------------ძე

 

თარჯიმანი - ზი---------------ანი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: დე----------ვი

მამის სახელი: ს----ო

დაბადებული: 1-.05.1--- წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: ქობულეთი, სოფ. ც------რი

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, მ---------ის ქ. N55, ბინა N13

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

111-1-6-ე მუხლის 1- ნაწილი;

111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. დე----------ვმა, ქ. ბათუმში, მ---------ის ქ. N55, ბინა N9-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში განახორციელა სხვაგვარი ძალადობა მისი ოჯახის წევრის - მეუღლის მ--------------–-ძის მიმართ, კერძოდ 2019 წლის დაახლოებით 15 მარტს, დაახლოებით 17:00 საათის შემდგომ ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ესროლა სკამი, რომელიც მოარტყა ფეხში და ამით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის დაახლოებით 04 თებერვალს, საღამოს 18:00 საათზე ესროლა რძით სავსე მინის ბოთლი, რომელიც ესროლა სახეში, გაუსკდა ტუჩი და ამით განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 13 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათის შემდგომ, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ბეჭის არეში, გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა სახის არეში რა დროსაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა, შემდეგ კი ორივე ხელით გულმკერდზე ჰკრა ხელი.

 

2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 22:30 საათზე, დე----------ვმა, ქ. ბათუმში, მ---------ის ქ. N55, ბინა N9-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს მ--------------–-ძეს მარჯვენა ხელი ჩაარტყა სახეში და დაარტყა თავში, შემდეგ კი ჰკრა ხელი, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2019 წლის 23 მაისს, დაახლოებით 20:00 საათის შემდგომ, დე----------ვმა, ქ. ბათუმში, მ---------ის ქ. N55, ბინა N9-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს მ--------------–-ძეს მარცხენა ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელზე და მეორე ხელი რამოდენიმეჯერ ჩაარტყა სახეში და თავში, რამაც დაზარალებულში გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2019 წლის მაისის თვის დასაწყისში (7 ან 8 მაისს) დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. ბათუმში, მ---------ის ქ. N55, ბინა N9-ში დე----------ვმა ლითონის ჩანგალი ყელზე მიადო მისი ოჯახის წევრს - მეუღლეს მ--------------–-ძეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე აღნიშნული ინციდენტის დროს იგი მის მეუღლეს მ--------------–-ძეს დაემუქრა გაგუდვით, მ--------------–-ძეს გაუჩნდა აღნიშნული მუქარების განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. დე----------ვს ოჯახის წევრის - მეუღლის მ--------------–-ძის მიმართ 2017 წლის 04 თებერვალს, 2018 წლის 13 სექტემბერს, 2019 წლის 15 მარტს, 15 მაისს და 2019 წლის 23 მაისს სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ განუხორციელებია.

 

4. 2019 წლის მაისის დასაწყისში დე----------ვი მეუღლეს მ--------------–-ძეს სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ მ--------------–-ძის ჩვენების ანალიზის თანახმად ქორწინებიდან შემთხვევის ფაქტამდე მას და მეუღლეს დე----------ვს შორის ხშირად ხდებოდა კონფლიქტი, რომელიც ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მოგუდვით და ასევე აყენებდა ფიზიკურ ტკივილს, რის შემდეგაც მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, დე----------ვის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც, რისი პირობებიც არ დაურღვევია და ამის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. მას ბრალდებულთან განქორწინება არ უნდოდა და ისინი ყოველი კონფლიქტის შემდეგ რიგდებოდნენ. რაც შეეხება შემთხვევის დღეს, 2019 წლის 23 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბრალდებულსა და მას შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რასაც ბრალდებულის მხრიდან მოჰყვა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ მარცხენა ხელი მოუჭირა მარჯვენა ხელზე, რის გამოც ჩალურჯება ქონდა ხელზე, თუმცა ამის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა იმ მიზეზით, რომ თვითონ აპირებდა თურქეთში წასვლას სამუშაოდ დაზარალებული და მათი საერთო შვილი გააცილა დედასთან - ხონის რაიონში. თუმცა რამდენიმე დღეში დაზარალებულს მეუღლის მიერ შეტანილი სარჩელი განქორწინების შესახებ, რამაც დაზარალებულის გაბრაზება და განაწყენება გამოიწვია, რის შემდეგაც მიმართა პოლიციას, მანამდე მათ შორის მომხდარ კონფლიქტებთან დაკავშირებით ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ადვოკატის შეკითვაზე დაადასტურა, რომ ბრალდებულსა და მას შორის კონფლიქტის დროს ისიც აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას ბრალდებულს.

 

6. ბრალდებული დე----------ვი უარყოფს მეუღლის - მ--------------–-ძის მიმართ შესაძლო ძალადობის ან/და მუქარის განხორციელების ფაქტს და დაზარალებულის პოზიციას უკავშირებს განქორწინების თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანას.

 

7. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N003891419 დასკვნის თანახმად მ--------------–-ძეს მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება შეშუპება. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მომწვანო ფერის სისხლნაჟღენთი, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხსენებული ექსპერტიზა ჩატარდა ხონის პოლიციის გამომძიებელ ლ-–---------ავას მიერ 2019 წლის 30 მაისს გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, რომელშიც ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითებულია ინფორმაცია, რომ 2019 წლის 29 მაისს ცემა და დაემუქრა ქ.ბათუმში დე----------ვი მ--------------–-ძეს; ექსპერტიზის ჩატარების საფუძვლებში მითითებულია, რომ დასადგენია დე----------ვს მიღებული აქვს თუ არა დაზიანებები; ხოლო ექსპერტიზაზე წარსადგენ კითხვებში მოთხოვნილია სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე ვინმე ა--------–--იძის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტის შემოწმება.

 

8. სხვა რაიმე მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე რაც არათუ პირდაპირ, არამედ ირიბად მაინც დაადასტურებდა დე----------ვის მხრიდან მ--------------–-ძის მიმართ ძალადობის ან/და მუქარის განხორციელების ფაქტს არ გამოკვლეულა, შესაბამისად მხოლოდ ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულის მიერ მასზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას. სწორედ ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს,სამართლებრივი შეფასება:

 

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით პასუხისმგებლობა დაწესებულია ოჯახური დანაშაულისათვის.

 

ამავე მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 1-0-ე, 1-6-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე-141-ე, 143-ე, 144-ე-1443, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 381--ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისათვის მეუღლე ითვლება ოჯახის წევრად.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-6-ე მუხლის 1- მუხლის თანახმად დანაშაულია სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი

 

11. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ ხსენებული ნორმებით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.

 

1-. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

13. პირის ქმედების ხსენებული ნორმით შეფასებისთვის საჭიროა ორი კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა - 1) არსებობდეს სიცოცხლის მოსპობის მუქარა და 2) დაზარალებულს უნდა გაუჩნდეს ხსენებული მუქარის განხორციელების შიში.

 

14. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

15. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

16. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

17. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში კი წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებული მ--------------–-ძის ჩვენება, რომელიც საუბრობს დე----------ვის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის თაობაზე, ასევე მუქარაზე, თუმცა მის ჩვენებაში მითითებული გარემოებები არ დასტურდება არც ერთი სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. რაც შეეხება დაზარალებულის დედის - ნ-----–------------–აძის ჩვენებას, მან განაცხადა, რომ პირადად არასდროს შესწრებია დე----------ვის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სხვა პირისგან - შვილისგან მიღებული ინფორმაციით, მისი გადმოცემით იცის ამის თაობაზე. შესაბამისად, მისი ჩვენება ვერ ჩაითვლება პირდაპირ მტკიცებულებად და აშკარაა აღნიშნული მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის ირიბი ხასიათისაა, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (ციტატა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

19. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

20. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ერთის მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ ის მხოლოდ 2019 წლის 23 მაისის ეპიზოდთანაა დაკავშირებული და არ ეხება ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ 2017-2019 წლებში მომხდარი ძალადობის ფაქტებს, შესაბამისად, როგორც მტკიცებულება ვერ იქნება შეფასებული ამ ეპიზოდებთან მიმართებაში, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აღნიშნული დასკვნით დადგენილი გარემოება - დაზარალებულ მ--------------–-ძის სხეულზე - მარცხენა და მარჯვენა მხარზე არსებული დაზიანებები არ შეესაბამება დე----------ვის მიმართ ბრალად შერაცხულ და ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი დაზიანებების ლოკაციას. კერძოდ, ბრალდების მხარე დე----------ვს ედავება, რომ 2019 წლის 23 მაისს ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა სახეში და თავში.

 

21. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქმე განიხილება წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულ(ებ)ს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.

 

22. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება. ,,{...} ბრალდებული ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საკმარისი ინფორმაციით, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სრულად აღსაქმელად შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად {...} რაც შეეხება ბრალდებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის ბრალდების ,,საფუძვლის“ შეცვლას, ბრალდებული სათანადოდ და სრულად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და დაცვა ახალი ინფორმაციის ან ბრალდების საფუძველზე ააგოს.“[1] სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისთვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი.[2]

 

23. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თუ ბრალდებით განსაზღვრულ გარემოებებსა და სასამართლოში დადგენილ ფაქტებს შორის არ არის თანხვერდა, ეს აპრიორი მართალია არ გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მაგრამ არ შეიძლება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებიდან გადახრით ბრალდების საგანს ემატება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაძლოა, ხელყოს ბრალდებულის ფუნდამენტური უფლება - ჯეროვნად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისგან.

 

24. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლო ვალდებულია წარდგენილი ბრალდების ფარგლებში განიხილოს საქმე და არ არის უფლებამოსილი გასცდეს უკვე წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, პირს ბრალად შერაცხოს ქმედება, რომელსაც მას არ ედავება სისხლისამართლებრივი დევნის განმახორციელებლი და ბრალდების წარდგენაზე უფლებამოსილი ერთადერთი სახელმწიფო ორგანო - პროკურატურა. შესაბამისად, მხარის არეში არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით დე----------ვს არ წარდგენია ბრალდება, აღნიშნული დაზიანების გამო მას არ შედავებია სახელმწიფო, ამიტომ სასამართლო ვერ შერაცხავს ბრალად ისეთ ქმედებას, რომლის შესახებაც არაა მითითებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში.

 

25. ამდენად, განსახილველ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება. აღნიშნული კი არ წარმოადგენს მტკიცებულებათა ერთობლიობას ბრალდებით გათვალისწინებულ რომელიმე ეპიზოდში დე----------ვის დამნაშავედ ცნობისთვის.

 

26. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".

 

27. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1-61-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ მითითებულ საქმეშიც წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება უზენაესმა სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

28. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბრალმდებელს არ წარმოუდგენია და სხდომაზე არ გამოკვლეულა თუნდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც არათუ პირდაპირი ხასიათის იქნებოდა, არამედ ირიბად მაინც მიანიშნებდა დე----------ვის მხრიდან მუქარის განხორციელებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების ამ ნაწილში ვერ მსჯელობს ამა თუ იმ მტკიცებულების თაობაზე, ვინაიდან მუქარის ეპიზოდში ბრალდებულის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

29. მოცემულ შემთხვევაშიც, როგორც აღინიშნა, სახეზეა მტკიცებულებების არასაკმარისობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.

 

30. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ნებისმიერი დანაშაულის ფაქტი, მით უფრო, თუ საქმე ძალადობის ფაქტებს შეეხება, არ უნდა დარჩეს შესაბამისი რეაგირების და დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ ადექვატური პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე, თუმცა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო პირდაპირი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა ერთნაირად აუცილებელია დანაშაულის ყველა შემთხვევის დროს, ნებისმიერი გამონაკლისის გარეშე. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, შესაბამისად, ის არის პასუხისმგებელი დამნაშავის სათანადო დასჯაზე. მისი მხრიდან არასაკმარისი და არადამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის ნებისმიერ შემთხვევას, შედეგად მოჰყვება ბრალდებულის გამართლება და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

 

31. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

33. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

34. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დე----------ვის ბრალდების დადასტურება, რის გამოც იგი უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული დე----------ვი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111-1-6 მუხლის 111 და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.

 

ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს და გირაოს შემტანს ს----ეი ა-----ვს პ/ნ 6---------- კანონით დადგენილი წესით დაუბრუნდეს მის მიერ გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა 2.000 (ორი ათასი) ლარი. სალაროს შემოსავლის ორდერი N1/21088, დასტური N ა 053801, ს.ს ,,საქართველოს ბანკი’’.

 

განემარტოს, რომ გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი