განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2020
საქმის ნომერი
010100119003317265
დავის ტიპი
126
თარიღი
26.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003317265

საქმე N1-1300/19 წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24.02.2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი - პა-----–-–--–-ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული - ლე------------–ია (მონაწილეობის გარეშე)

მამის სახელი - პა----

დაბადებული - 0--1--1--- წელი

პირადი ნომერი - 5----------

მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე

განათლება - ს-–----–---------------

ოჯახური მდგომარეობა - დასაოჯახებელი

ნასამართლობა - არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გუ-–-----–ის ქN1--

 

ადვოკატი - და----------–-ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი)

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N1-----------

 

1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1.2019 წლის 01 სექტემბერს, ღამის საათებში, ქალაქ ქობულეთში, აღ--–-----–------------------ში მდებარე საშაურუმე ,,O-“-ში ლე------------–იამ ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ნა--------------ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2. 2019 წლის 09 სექტემბერს, დღის საათებში, ქალაქ ქობულეთში, აღ--–-----–------------------ის მიმდებარე ტერიტორიზე ლე------------–იამ ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ნა--------------ეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ძალადობა, ესე იგი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

2.1. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს; ბარლდებულმა თანხმობა განაცხადა მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვაზე ადვოკატის მონაწილოებით; საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ის აღიარებს ჩადენილს და ინანიებს;(არსებითი სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 09 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ხა-------------–--ის განცხადების საფუძველზესადაც მითითებული იყო, რომ ქ. ქობულეთში, აღ--–-----–------------- საშაურუმი ,,O-“-ის თანამშრომელმა ლე------------–იამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის არასრულწლოვან შვილს ნა--------------ეს. ქობულეთის რაიონული სამმართველოში გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ -ი ს 126-ე მულის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით; (იხ განცხადება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ს.ფ.1-2)

 

2.5. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0--------- 18/09/2019წ დასკვნის თანახმად, მოქ. ნა--------------ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (10/09/2019) გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანებით ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

2.6. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ნა--------------ის ჩვენება, ხა-------------–--ის ჩვენება, ლე------------–იას ჩვენება, თე-----------–---–ის ჩვენება და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე------------–იამ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლე------------–იამ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ნა--------------ეზე ძალადობით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ (ორი ეპიზოდი);

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დაცვის მხარის განმარტებით ბრალდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; საქმის განხილვაში მოანწილეობას ვერ იღებდა ბრალდებული მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ის იმყოფება თბილისში, ამ ეტაპზე არსად არ მუშაობს, არის სოციალურად დაუცველი;

 

სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ლე------------–იას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ლე------------–იას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით და განსაზღვრული ოდენობით სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბრალდებული ლე------------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 01 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით.

ბრალდებული ლე------------–ია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 09 სექტემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს მეორე უფრო მსუბუქი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლე------------–იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

მსჯავრდებულ ლე------------–იას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო გაუქმდეს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის პრობაციის ბიუროს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს

მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე