განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2020
საქმის ნომერი
330100119003356461
თარიღი
29.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე 1/6138-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2020წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------- შ------ ძე ბ--------ა, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1---------------, რეგისტრირებული: ქ--------------–--------------------------------------–ი და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------–-----–-----------------------

 

ადვოკატი- ვახტანგ კუპრეიშვილი

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - ორი ეპიზოდი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2019 წლის 17 ნოემბერს, გ------- ბ--------ას მიმართ გამოწერილი იქნა #0----- შემაკავებელი ორდერი. გ------- ბ--------ას ერთი თვის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან, ყოფილ მეუღლესთან - თ----- ე-–-–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც თ----- ე-–-–---–ი შეიძლება იმყოფებოდეს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, გ------- ბ--------ამ 2019 წლის 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, ამ პერიოდის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად მიდიოდა თ---–--–-- პ------------- შესახვევი #---–- მდებარე თ----- ე-–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, ასევე მობილურ ტელეფონზე უგზავნიდა მოკლეტექსტურ შეტყობინებებს.

 

1.2. გ------- ბ--------ა 2019 წლის 27 ნოემბერს, 10:50 საათზე, მივიდა თ---–--–-- პ------------- შესახვევი #---–- მდებარე თ----- ე-–-–---–ის საცხოვრებელ სახლთან, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა გ------- ბ--------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ თ----- ე-–-–---–ის, მოწმეების - ზ---------------------------–------–----------- ე-–-–---–ის, ხ------------------–----------–--------------------------------–-–--–----------–---------- და ბრალდებულის 2---------–- გამოკითხვის ოქმებს, #0----- შემაკავებელ ორდერს და შემაკავებელი ორდერის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ასევე საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია გ------- ბ--------ას მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ნორმის სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით.

 

3.3.საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 17 ნოემბერს გ------- ბ--------ას მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. ორდერის პირობების და შეზღუდვების თანახმად, ბრალდებულს 30 დღის ვადით განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: ა) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; ბ) აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ) აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ------- ბ--------ამ ორდერის მოქმედების ვადაში დაარღვია შეზღუდვის ,,ა’’ და ,,გ’’ პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება: კერძოდ, 2019 წლის 17 ნოემბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, მივიდა იმ სახლში სადაც ყოფილი მეუღლე - თ----- ე-–-–---–ი იმყოფებოდა, ასევე ტელეფონზე მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინება. ორდერის დარღვევის გამო მოხდა მისი დაკავება, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ 2019 წლის 27 ნოემბერს, გ------- ბ--------ამ კვლავ დაარღვია ორდერით დაწესებული შეზღუდვები და მიუახლოვდა სახლს, სადაც დაზარალებული იმყოფებოდა. ბრალდებულის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად - ყოფილი მეუღლე.

 

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.5. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა გ------- ბ--------ას ბრალეულობა.

 

3.6. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა გ------- ბ--------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ------- ბ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის სიმრავლე, ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და მსხვერპლის პირადი მოხმარების ნივთების დაზიანება.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დროს მხედველობაში იღებს პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას - სსკ-ის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაულის სიმრავლეს, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ხერხს,- გ------- ბ--------ამ მსხვერპლს დაუზიანა კაბა, შარვალი, მობილური ტელეფონი.

 

5.4. გათვალისწინებული იქნა ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც, როგორიცაა გამოძიებასთან თანამშრომლობა, დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული. მხედველობაში იქნა მიღებული ასევე ის ფაქტიც, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული აქვს ჩადენილი დანაშაულის გასაკიცხაობა, რაზეც მიუთითებს მისი მხრიდან მტკიცებულებების უდავოობა.

 

5.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ხერხის და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების მხედველობაში მიღებით გ------- ბ--------ას დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. დამამძიმებელი გარემოებების და გირაოს პირობების დარღვევის გამო მასვე უნდა დაეკისროს დამატებითი სასჯელი ჯარიმის სახით. ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა რა, დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და მიიჩნია, რომ საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც, პირობითი მსჯავრითაც მიღწევადია სასჯელის მიზნები.

 

6.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის საფუძველზე, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბეტონის ნატეხები - განადგურდეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული კაბა, შარვალი, მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ------- ბ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (I ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2.გ------- ბ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (II ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (II ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (I ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და გ------- ბ--------ას საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 27 ნოემბრიდან - 2020 წლის 29 იანვრის, 2019 წლის 21 ნოემბრიდან - 2019 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

4. გაუქმდეს გ------- ბ--------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

6. ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ბეტონის ნატეხები - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დაზიანებული კაბა, შარვალი, მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა