განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003322177
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/401-19 12 თებერვალი 2020 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N019041119001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი, ზვიად გეთია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ------- ძიძიგური
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ბადრი პატარაია
ბრალდებული: ს----- მ-----------ი
მამის სახელი: მამედ
დაბადებული: 1----–-–----------------
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–--------------–-----------------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ს----- მ-----------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე გ------- ტ--------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში სანადირო თოფით მივიდა ს----- მ-----------ი და იმის გამო, რომ გ------- ტ--------------მა იმავე დღეს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯოში მდებარე რესტორან ,,ს-----ს“ მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა გ------- ტ--------------ს და ხუთჯერ გაისროლა თანნაქონი თოფიდან, საიდანაც ორჯერ ისროლა სახლის მიმართულებით, რომელშიც იმყოფებოდა გ------- ტ--------------ი, რის გამოც გ------- ტ--------------ს ყველა შემთხვევაში გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ს----- მუსტაფევს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველწუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში.
უდავოდ ცნობილი გ------- ტ--------------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 3 ნოემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, მისი სახლის ეზოში, შევიდა მთვრალი ს----- მ-----------ი, რომელთანაც იმავე დღეს, ქორწილში ყოფნისას ჰქონდა კონფლიქტი. ს----- მ-----------ს ხელში ეჭირა თოფი. ეზოში გამოსულ გ------- ტ--------------ს იარაღის დანახვაზე შეეშინდა და შებრუნდა სახლში. ს----- მ-----------მა, ამ დროს განახორციელა რამოდენიმე გასროლა სახლის მიმართულებით. იგი იყო აგრესიული. გ------- ტ--------------ის განმარტებით, ს----- მ-----------ის ქმედება აღიქვა რეალურ საფრთხედ. კერძოდ, შეეშინდა რომ ს----- მ-----------ი მას და მის ოჯახის წევრებს დაუშავებდა რაიმეს.
ასევე, საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების ქ------ ტ--------------ის, ლ---- მ------–---–ის, ა------- მ-----------ას, რ---- ტ--------------ის, ი-–--- ი---------ის, ბ--- გ----–იძის, გ------- გ-------–---–ის, ფ------- ა-----აოვას, მ------- მ-----------ის, გ------ ი-----–---ის, ს-----ა ი---------ას, რ----- ა------ის, ვ------ ი----ის, გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 4 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით, 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N587/რან დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის N2325/ს დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის N1265/ბ დასკვნით და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N 443/ამ დასკვნით, დადგენილია რომ ს----- მ-----------ი, გ------- ტ--------------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, რაც მან აღიქვა რეალურად.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ს----- მ-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ს------------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ს----- მ-----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული გ------- ტ--------------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების ქ------ ტ--------------ის, ლ---- მ------–---–ის, ა------- მ-----------ას, რ---- ტ--------------ის, ი-–--- ი---------ის, ბ--- გ----–იძის, გ------- გ-------–---–ის, ფ------- ა-----აოვას, მ------- მ-----------ის, გ------ ი-----–---ის, ს-----ა ი---------ას, რ----- ა------ის, ვ------ ი----ის, გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 4 ოქტომბრის დათვალიერების ოქმი, 2019 წლის 4 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N587/რან დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის N2325/ს დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის N1265/ბ დასკვნა და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N 443/ამ დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ს------------------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს----- მ-----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს----- მ-----------მა გ------- ტ--------------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ს----- მ-----------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. ს----- მ-----------ი ხასიათდება დადებითად. დაზარალებული გ------- ტ--------------ი შეურიგდა და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ქმედების ჩადენის მოტივს, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის არამართლზომიერი ქცევის შედეგად.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ს----- მუსტააფევს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელისამუშაოს ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ს----- მ-----------ს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი. ასევე, ს----- მ-----------ს დამატებითი სასჯელის სახით უნდა დაეკისროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვას იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2(ორი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი სანადირო თოფი, სამი ცალი პიჟი, თორმეტი ცალი კაფსულა, თორმეტი ცალი საფანტი, ერთი ცალი მუყაოს ყუთი უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
გასროლილი ვაზნა, ორი ცალი მეტალის ფრაგმენტი და დენთის ანაწმენდები უნდა განდგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ავტომობილი ვაზ 2107 (ს/ნ II 425 DD) რომელიც შესანახად ჩაბარებული აქვს ი-–--- ი---------ს უნდა დარჩეს მის საკუთრებაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს----- მ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ს----- მუსტაფევს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
ს----- მ-----------ს ჩამოერთვას იარაღთან დაკავშირებული უფლებები 2(ორი) წლის ვადით.
უფლებების ჩამორთმევის ნაწილში ეცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ს----- მ-----------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 5 ნოემბრიდან 2020 წლის 12 თებერვლის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ს----- მ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ს----- მ-----------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ს----- მ-----------ის მიმართ შეფარდებული ჯარიმის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვი
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
სანადირო თოფი, სამი ცალი პიჟი, თორმეტი ცალი კაფსულა, თორმეტი ცალი საფანტი, ერთი ცალი მუყაოს ყუთი გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
გასროლილი ვაზნა, ორი ცალი მეტალის ფრაგმენტი და დენთის ანაწმენდები განდგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ავტომობილი ვაზ 2107 (ს/ნ II 425 DD) რომელიც შესანახად ჩაბარებული აქვს ი-–--- ი---------ს დარჩეს მის საკუთრებაში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე