გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210119003333820
N2/761 -2019წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2020წელი ქ.ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე _ შ--------------------–---'';
წარმომადგენელი_ კ------- ა------–---–- (დირექტორი), ლ-–- მ---------ე;
მოპასუხე_ შ----------------–-'';
წარმომადგენელი- დ----- ხ-------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შ--------------------–---'' შ----------------–-ს'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების თანხის 12 383 ლარის გადახდა.
მოპასუხე შ--------------------–---'' შ----------------–-ს'' სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის 500 ანაზღაურება.
მოპასუხე შ--------------------–---'' შ----------------–-ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის 462 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შ--------------------–-----' შ----------------–--- 2018 წლის 3 დეკემბერს მიაწოდა 8663 ლარის ღირებულების ბალასტი (ხრეში), რომელიც მოპასუხემ დაადასტურა 2019 წლის 15 იანვრის N------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურით და ზედნადებით. 2019 წლის 3 იანვარს მოსარჩელემ შ----------------–---' მიწოდა 6720 ლარის ღირებულების რიყის ქვა, რომელიც მოპასუხემ დაადასტურა 2019 წლის 8 თებერვლის საგადასახადო ანგარიშფაქტურით და ზედნადებით. მოპასუხეს დღემდე არ აუნაზღაურებია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შ--------------------–---სათვის'' .
ვინაიდან მოპასუხემ დავალიანებიდან მოსარჩელს აუნაზღაურა 3000 ლარი, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 12 383 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დღეისათვის მოპასუხის დავალიანებაა მხოლოდ 4618 ლარი, დანარჩენი მას ანაზღაურებული აქვს მოსარჩელისათვის, კერძოდ, ჩარიცხული აქვს საბანკო ანგარიშზე, თუმცა მოსარჩელემ განზრახ წარმოადგინა სხვა ანგარიშის ამონაწერი, სადაც არ არის ასახული თანხის გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2018 წლის 3 დეკემბერს შ--------------------–-----' შ----------------–--- მიაწოდა (მიჰყიდა) 8663 ლარის ღირებულების ბალასტი (ხრეში).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 15 იანვრის N------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურას.
3.2 2019 წლის 3 იანვარს შ--------------------–-----' შ----------------–--- მიაწოდა (მიჰყიდა) 6720 ლარის ღირებულების ბალასტი (ხრეში) და რიყის ქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 8 თებერვლის N------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურას.
3.3.შ--------------------–-----' შ----------------–--- სულ მიაწოდა 15 383 ლარის ღირებულების პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, 2019 წლის 15 იანვრის N------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურას, 2019 წლის 8 თებერვლის N------------- საგადასახადო ანგარიშფაქტურას.
3.4. შ----------------–---- შ-------------------–----- არსებული დავალიანებიდან, 15 383 ლარიდან გადაუხადა 3000 ლარი და ამჟამად მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი აქვს 12 383 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, საგადასახადო დავალება თანხის ჩარიცხვის თაობაზე, ამონაწერს სს ,,საქართველოს ბანკიდან''.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შ--------------------–---'' სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე,477-ემუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
_ შ--------------------–---ს'' სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა სასამართლომ შეამოწმა, როგორც გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა დამყარებულია მხარეთა შორის დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს შ--------------------–-----' შ----------------–--- მიაწოდა (მიჰყიდა) 8663 ლარის ღირებულების ბალასტი (ხრეში), ხოლო 2019 წლის 3 იანვარს შ--------------------–-----' შ----------------–--- მიაწოდა (მიჰყიდა) 6720 ლარის ღირებულების ბალასტი (ხრეში) და რიყის ქვა.
შ--------------------–-----' შ----------------–--- სულ მიაწოდა 15 383 ლარის ღირებულების პროდუქცია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, შ----------------–---- შ-------------------–----- არსებული დავალიანებიდან, 15 383 ლარიდან გადაუხადა 3000 ლარი და ამჟამად მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი დარჩენილი დავალიანებაა 12 383 ლარი.
6.4. მოპასუხემ მიუთითა, რომ მან მოსარჩელეს ნაწილობრივ აუნაზღაურა დავალიანება და გადასახდელად დარჩენილი აქვს მხოლოდ 4618 ლარი, თუმცა მოსარჩელემ განგებ არ წარმოადგინა ის ამონაწერი, სადაც არის ასახული თანხის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება, მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური მტკიცებულება, რომელიც განკუთვნადი იქნება საქმისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას თანხის გადახდასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას უნდა წარმოედგინა თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც არ წარმოადგნა და შესაბამისად ვერც დაადასტურა მოსარჩელისათვის დავალიანების ანაზღაურების ფაქტი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გადახდილია ბაჟი 462.00 ლარი. ვინაიდან მოსარჩელემ 3000 ლარით შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, რომლის ბაჟია 90 ლარი და ამას დამატებული მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნიდან აღიარებულია დავალიანების 4618 ლარის ბაჟი 138.54 ლარი, მთლიანობაში 229.05 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბაჟის დანარჩენი ნაწილის 232.95 ლარისა და უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯიდან 310 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სსკ-ის 199.1 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, უცვლელი უნდა დარჩეს სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება, რომლითაც. შ----------------–- (ს/კ 4--------- აეკრძალა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - მარკა/მოდელი MANO G 200, სანომრე ნიშანი M------ გამოშვების წელი -2016, ფერი-წითელი, 6/8, შასი-160203, სარეგისტრაციო მოწმობა SV0192569 გაცემული 06/09/2019წელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. შ--------------------–---ს'' (-------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. შ----------------–- (ს/კ 4--------- შ--------------------–---ს'' (-------------- სასარგებლოდ დაეკისროს 12 383 (თორმეტი ათას სამას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა.
3.შ----------------–- (ს/კ 4--------- შ--------------------–---ს'' (-------------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის ბაჟის 232 (ორას ოცდათორმეტი) ლარისა და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის, უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარისა და საადვოკატო მომსახურების თანხის 310 (სამას ათი) ლარის ანაზღაურება.
4. შ--------------------–---'' (-------------- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ბაჟის ნაწილი 229 (ორას ოცდაცხრა) ლარი და 05 (ხუთი) თეთრი- საგადახდო დავალება 8---------, თარიღი 09.12.2019, კოდი 300193150.
5. უცვლელი დარჩეს სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინება, რომლითაც. შ----------------–- (ს/კ 4--------- აეკრძალა საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშულების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - მარკა/მოდელი MANO G 200, სანომრე ნიშანი M------ გამოშვების წელი -2016, ფერი-წითელი, 6/8, შასი-160203, სარეგისტრაციო მოწმობა SV0192569 გაცემული 06/09/2019წელი.
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე