განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 1/34-2020
130100120003499948
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27.02.2020 წელი ქ. ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი - ანნა მოსიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------------------------------–-ძე. დაბადებული 0-.0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე (პ/ნ 1----------), არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის ადგილი ბ--------მი, დგვარი. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ხ-–----ი, ნათაძის ქ.N15.
ადვოკატი: თ-------–----ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე: ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გ-----------------–აძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
გ-----------------–აძემ ჩაიდინა სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
201- წლის ნოემბრის თვის ბოლოს, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, გ-----------------–აძემ ქ.ხ-–----ში ციმაკურიძის ქ.N2-ში მდებარე მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მოაწყო მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარი რეგისტრაციის გარეშე. რაც 2020 წლის 20 იანვარს გამოვლენილი იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფლებამოსილი სპეციალისტების მიერ.
ე.ი. გ-----------------–აძემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გ-----------------–აძის მიერ მოცემული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისივე აღიარებითი ჩვენებისა დასტურდება მოწმეების: ლ-–------–-ძის, ა-–-------------------–--ლის, ე-–----------------–--ლის, გ---------------ძის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასაქონლო და საინჟინრო ექასპერტიზის დასკვნებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმის სხვა ერთობლივი მასალებით.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატთან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ გ-----------------–აძეს შორის, ადვოკატ თ-------–----ძის მონაწილეობით.
პროკურორმა რ-----------–იამ 2020 წლის 27 თებერვალს სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა გ-----------------–აძის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: გ-----------------–აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი) წელი. მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახწელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 2 ცალი, 3 მ. სიგრძის წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, საერთო ოდენობით 0,453 მ3, 1 მ3 მოცულობის დახერხილი ფიცარი და ე.წ. ლენტური ხერხი.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული გ-----------------–აძე და მისი ადვოკატი თ-------–----ძე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მიიჩნევს რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მოტყუებას, იძულებას, დაშინებას ან/და მუქარას. მას არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებაზე ბრალდებულმა თანხმობა ნებაყოფლობით, დამცველისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული გ-----------------–აძე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება მას ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებების - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შეახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში და რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანი. პროკურორის მიერ ფაქტობრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ხ-–----ის რაიონული პროკურორის მოადგილის, რ-----------–იას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-269-ე, 271- 274-ე და 277-279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორ რ-----------–იასა და ბრალდებულ გ-----------------–აძეს შორის 2020 წლის 27 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3.გ-----------------–აძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01(ერთი) წელი.
მასვე, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას 2 ცალი, 3 მ. სიგრძის წიწვოვანი ჯიშის ხის მორი, საერთო ოდენობით 0,453 მ3, 1 მ3 მოცულობის დახერხილი ფიცარი და ე.წ. ლენტური ხერხი.
4. კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ გ-----------------–აძის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიიჩნევს, რომ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალიწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ნ.გიგიტაშვილი