განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119003277850
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/382-19 11 დეკემბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031120519003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ონისე თუთისანი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნიკა გუჯაბიძე
ბრალდებული: რ----– ბ---------ი
მამის სახელი: რამიზ
დაბადებული: 1-----–-–------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული: ქ. მ--------–ი, გ--------------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–ი, რ---------–------------------------------
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
რ----– ბ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 7 დეკემბერს ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით რ----– ბ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) უკანონო მოხმარებისათვის. იყო რა ნასამართლევი, რ----– ბ---------მა კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება და 2019 წლის 06 მაისს ჩატარებული შემოწმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) მომხარების ფაქტი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალება.
საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N701140 დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ 2019 წლის 6 მაისის მომართვის საფუძველზე შემოწმდა რ----– ბ---------ი, რომელსაც გამოკვლევის თანახმად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება მეტადონისა და ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონის მესამე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალება ეს არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რ----– ბ---------ის მიერ მოხმარებული ნივთიერება მეტადონი და ოპიუმის ჯგუფი წარმოადგენდა ნარკოტიკულ საშუალებას.
2.2. ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება.
წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ ცალსახად დგინდება, რომ ნარკოტიკული საშუალება (მეტადონი, ოპიუმის ჯგუფი) რ----– ბ---------მა მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე და რაიმე მტკიცებულება, რომ აღნიშნული ხდებოდა ექიმის დანიშნულების შესაბამისად, წარმოდგენილი არ ყოფილა.
2.3. ქმედების ჩადენა ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით რ----– ბ---------ი ცნობილ იქნა დამანშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით და თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი ) თვით და 18 (თვრამეტი) დღით, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით რ----– ბ---------ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით შეიცვალა ჯარიმით - 2250 ლარის ოდენობით.
2019 წლის 14 მაისის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წერილიდან ირკვევა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე, რ----– ბ---------ისთვის გამოსაცდელი ვადის დასწაყისია: 07.12.2018 წელი, ხოლო გამოსაცდელი ვადის დასასრულია: 07.12. 2021 წელი.
2019 წლის 23 აგვისტოს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წერილიდან ირკვევა, რომ რ----– ბ---------ს 2019 წლის 28 იანვრის განჩინებით დაკისრებული ჯარიმა 2250 ლარის ოდენობით არ აქვს გადახდილი.
შესაბამისად, რ----– ბ---------ი მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების განხორციელებისას ითვლებოდა ნასამართლევად. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----– ბ---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც წარმოადგენს დასჯად ქმედებას, თანახმად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლისა.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა რ----– ბ---------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ რ----– ბ---------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ადმინისტრაციული დაკავების Nბი000045704 ოქმი, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N701140 დასკვნა, 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, რ----– ბ---------ის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ რ----– ბ---------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. რ----– ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს და მიაჩნია, რომ რ----– ბ---------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს რ----– ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენისას გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
6.3. საქრთველოს სისხლის სამართლოს კოდესის 273-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისიწნებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რ----– ბ---------ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად უნდა გაუქმდეს რ----– ბ---------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად უნდა მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 18(თვრამეტი) დღის ვადით და ჯარიმა 2250 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1(ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის 11(თერთმეტი) თვის და 18(თვრამეტი) დღიდან და ჯარიმა 2250 ლარის ოდენობით) თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ რ----– ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
ამასთან, რ----– ბ---------ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ----– ბ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს რ----– ბ---------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის, 11(თერთმეტი) თვის და 18(თვრამეტი) დღის ვადით და ჯარიმა 2250 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1(ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის 11(თერთმეტი) თვის და 18(თვრამეტი) დღიდან და ჯარიმა 2250 ლარის ოდენობით) თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ რ----– ბ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
რ----– ბ---------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.
განაჩენის აღსრულება დაევალოს შესაბამის რაიონულ სამმართველოს და დაკავების შემდგომ მსჯავრდებული რ----– ბ---------ი მოთავსებულ იქნეს შესაბამის პენიტენციალურ დაწესებულებაში.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, რ----– ბ---------ს 3(სამი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
რ----– ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე