გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2020
საქმის ნომერი
190310019003283065
კატეგორია
დავის ტიპი
ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები
თარიღი
28.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28.02.2020 წელი ქ. რუსთავი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ნინო ონიანი

სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ-------------–ი

წარმომადგენელი - გ----------–--------–---–ი, დ-------------–-ვა

 

მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - ზ--------------ა

 

მესამე პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------------------

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი აქტის გამოცემა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 ოქტომბრის N13--------- განკარგულება.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმი ნ-------------–ის ნაწილში.

1.3. დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც ნ-------------–ს საკუთრებაში გადაეცემა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზზე ასახული უძრავი ქონება (მდებარე: მ----------ი, ბ----–----–-ს ტერიტორია).

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2019 წლის 03 ივნისს N8----------- განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ნ-------------–ის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მითითებული განცხადება გადაგზავნილ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში.

 

აღიარების კომისიამ 2019 წლის 18 ოქტომბრის N13--------- განკარგულებით მოსარჩელე მხარეს უარი უთხრა საკუთრების უფლების აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულება თავის მხრივ დაეფუძნა 2019 წლის 18 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმს.

 

მოსარჩელის განმარტებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული აქტები უკანონოა და შესაბამისად არსებობს მისი ბათილობის კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ არ არსებობს სადაო აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

4.1.1. 2019 წლის 03 ივნისს N8----------- განაცხადით ნ-------------–მა მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ში (ბ----–----–-ს ტერიტორია) მდებარე 1020.00 კვ.მ ფართის ოდენობის მიწის ნაკვეთზე.

საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რომელზედაც განთავსებულია ერთ სართულიანი, აშენებულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობა - ნაგებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N8----------- განაცხადი (ს.ფ.12).

-საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ს.ფ. 13-17)

4.1.2. ნოტარიულად დამოწმებული ზ-------------ის, ლ--–-----------ის და ა-------------ის განცხადებით დგინდება, რომ მოსარჩელე ნ-------------–ი 2007 წლის 01 იანვრამდე ფლობდა და ამჟამადაც ფლობს და სარგებლობს 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მსაზე მდებარე სახლს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტიში სოფელ მ----------ში (ბ----–----–-), 8----------------- და 8----------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ 19).

 

4.1.3. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 10 ივნისის N1------- მიმართვაში აღნიშნულია, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის მ----------ის სასოფლო საბჭოს სოფელ მ----------ის 1986-1995 წლების, 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ მოიძებნა ჩანაწერი ნ-------------–ის შესახებ. ხოლო, გარდაბნის რაიონის მ----------ის სასოფლო საბჭოს სოფელ მ----------ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 10 ივნისის N1------- მიმართვა (ს.ფ 20)

 

4.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის N21-02-1/61374 მიმართვაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულია 2001-2007 წლების სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, რომელშიც ნ-------------–ი არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის N21-02-1/61374 მიმართვა (ს.ფ 21)

 

4.1.5. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2019 წლის 14 ივნისის N207551 მიმართვით ნ-------------–ის სარეგისტრაციო განაცხადი გადაეგზავნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 14 ივნისის N207551 მიმართვა (ს.ფ 24)

 

4.1.6. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ იქნა N13--------- განკარგულება, რომლითაც ნ-------------–ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

მითითებული განკარგულება დაეფუძნა სხდომის ოქმს სადაც აღინიშნა, რომ შედგა ადგილზე დათვალიერების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია მავთულის ბადით, აქვს რკინის ჭიშკარი.

 

მიწის ნაკვეთის ფიქსირებული საზღვარი (მავთულის ბადით შემოსაზღვრა) და რკინის ჭიშკრის არსებობა დასტურდება საქმეში არსებული ფოტომასალითაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 18 ოქტომბრის N13--------- განკარგულება (ს.ფ. 25).

- სხდომის ოქმი (ს.ფ 68-69);

- ფოტომასალა (ს.ფ. 18);

 

4.1.7. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 05 ნოემბერს მიიღო N8------------10 გადაწყვეტილება, რომლითაც ნ-------------–ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რომელიც საფუძვლად დაედო გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებულ განკარგულებას, რომლითაც მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2019 წლის 05 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილება (ს.ფ. 26)

 

4.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

4.2.1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული 2019 წლის 18 ოქტომბრის N13--------- განკარგულება ნ-------------–ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე არ არის დასაბუთებული და მოპასუხეს არ აქვს გამოკვლეული საკითხთთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.

 

7.2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.

 

7.3 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები/განკარგულებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.

 

7.4 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

7.5 საკუთრების უფლების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლი, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საკუთრების უფლება ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, რომელიც საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული მუხლის საფუძველზე, საკუთრების უფლების პატივისცემა, მოიცავს სახელმწიფოს როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ვალდებულებებს.

 

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.

 

სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებას. ამ დებულების მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; 2. ზემოთ აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“

 

საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, პირველი მუხლის არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. [...] რა თქმა უნდა, პირის მიერ საკუთრების განკარგვის უფლება, საკუთრების უფლების ტრადიციულ და ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს.

 

7.6. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

სასამართლო მიუთითებს რომ ,,საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება N1/51 საქმეზე ,,ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება".).

 

,,საკუთრების უფლებაც ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას. იმავდროულად, კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფოს და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება N1/2/384 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი".).

 

7.7 სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

7.8 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.9 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლი ადგენს თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

7.10 სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავა ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში და ყურადღებას მიაქცევს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი კანონის მიზანსა და დანიშნულებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებაზე, საქმეში სპს “გრიშა აშორდია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.“ ამავე საქმეზე, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა დასახელებული კანონის რეგულირების სფეროში მოქცეულ სამართალურთიერთობებზე, და განმარტა, რომ „ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნდათ გარკვეული კავშირი აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან და უკვე იმყოფებოდნენ კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობაში, გაუჩნდათ მოლოდინი, რომ, თუ ისინი წარმოადგენდნენ აღნიშნული კანონის სუბიექტებს და აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილი წესით, შეეძლოთ მოეპოვებინათ საკუთრება სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. [..] მოლოდინი, რომელიც ემყარება კანონიერ საფუძველს და მომდინარეობს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან, უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ მოლოდინად, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.“

 

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებული მიწაა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

იმავე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით კი, დაინტერესებული პირია ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება;

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში განახორციელა მოსარჩელე ნ-------------–ის მიერ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის ან/და მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება, თუმცა სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართვებზე დაყრდნობით დგინდება, რომ ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცულ გარდაბნის რაიონის მ----------ის სასოფლო საბჭოს სოფელ მ----------ის 1986-1995 წლების, 1996-2000 და 2001-2006 წლების საკომლო წიგნებში არ მოიძებნა ჩანაწერი ნ-------------–ის შესახებ.

 

ხოლო, გარდაბნის რაიონის მ----------ის სასოფლო საბჭოს სოფელ მ----------ის 2007 წლის საკომლო წიგნები, 1992-2007 წლების ზონარგაყრილი წიგნები, სარეგისტრაციო მოწმობები, მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე მიწის განაწილების (სარეფორმო), მებაღეობის (მიმაგრების ტალონი) და საგადასახადო სიები ქვემო ქართლის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 07 ივნისის N21-02-1/61374 მიმართვაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულია 2001-2007 წლების სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, რომელშიც ნ-------------–ი არ ფიქსირდება.

 

ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოსარჩელე ნ-------------–ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი გადაგზავნილ იქნა აღიარების კომისიამ, რომელმაც მიიღო საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ განკარგულება.

სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარების ლეგიტიმური მოლოდინი წარმოადგენს რა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული საკუთრების უფლების შემადგენელ ნაწილს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმა, იმთავითვე იწვევს პირის საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დასაბუთებულ უნდა იქნეს კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით და გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და ობიექტურად შეფასებას.

 

ამდენად, მოცემული საქმის გარემოებებთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა ჩაითვალოს თუ არა საკმარის და სათანადო მტკიცებულებად, პირის მიერ წარდგენილი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია საკუთრების აღიარების მიმართ.

 

7.11 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ნ-------------–ს საკუთრების უფლების აღიარებაზე, რამდენადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი მასალები სრულად აკმაყოფილებდა აღიარებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქმეზე №ბს-166-165(კ-16), სადაც „საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლს სასამართლო იმ შემთხვევაშიც იყენებს, როდესაც აშკარაა და სასამართლოს დასაბუთებიდან ცალსახად გამომდინარეობს ადმინისტრაციული აქტის უკანონობა და დარღვეული უფლებების ფაქტი, მაგრამ იმის გამო, რომ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს და სასამართლო კომპეტენციას სცილდება დისკრეციას მიკუთვნებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, სასამართლო ეყრდნობა 32.4 მუხლს და ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას.“

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის გადაწყვეტისათვის დადგენილია საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარის საფუძველს იძლევა, მოსარჩელის მოთხოვნა მიჩნეულ იქნეს საფუძვლიანად აქტის გამოცემის დავალების მიმართ.

 

7.12. სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის 51 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი).

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია თავისი განჩინებით მოაწესრიგოს სადავო საკითხი, თუ აღნიშნული ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და არ საჭიროებს საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, ამასთანავე, საკითხი არ მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.

 

7.13 განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 03 ივნისს N8----------- განაცხადით ნ-------------–მა მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----------ში (ბ----–----–-ს ტერიტორია) მდებარე 1020.00 კვ.მ ფართის ოდენობის მიწის ნაკვეთზე. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, რომელზედაც განთავსებულია ერთ სართულიანი, აშენებულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი დანიშნულების მქონე შენობა - ნაგებობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნოტარიულად დამოწმებული ზ-------------ის, ლ--–-----------ის და ა-------------ის განცხადებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე ნ-------------–ი 2007 წლის 01 იანვრამდე ფლობდა და ამჟამადაც ფლობს და სარგებლობს 1020 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მსაზე მდებარე სახლს, რომელიც მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტიში სოფელ მ----------ში (ბ----–----–-), 8----------------- და 8----------------- საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის.

 

დადგენილია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია მავთულის ბადით, აქვს რკინის ჭიშკარი. მიწის ნაკვეთის ფიქსირებული საზღვარი (მავთულის ბადით შემოსაზღვრა) და რკინის ჭიშკრის არსებობა დასტურდება საქმეში არსებული ფოტომასალითაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, როდესაც პირი სრულად აკმაყოფილებს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, მხოლოდ განსაკუთრებული გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, უარი ეთქვას მას საკუთრების უფლების რეალიზაციაზე;

 

როგორც აღინიშნა, ნ-------------–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებს საკუთრების უფლების აღიარების პირობებს, თვითნებურად დაკავებულ ფართზე მისი საკუთრების უფლება აღიარებულია კანონმდებლობით, მოპასუხის მიერ კი არაარგუმენტირებული და სათანადო მტკიცებულებებით გაუმყარებელი საბაბით დაუსაბუთებლად იზღუდება ამ უფლების რეალიზაცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის სადავო აქტი ეწინააღმდეგება ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონს, და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას, რამდენადაც ეს აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით;

 

საქმის მასალების შესწავლით, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლის გაანალიზებით, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ კომისიის მიერ ხელოვნურად, დაუსაბუთებლად და უარგუმენტოდ ხდება პირისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა, რაც უსაფუძვლოდ იწვევს ადმინისტრაციული საქმის წარმოების გაჭიანურებას; შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ ფართზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ.

 

სასამართლო მიიცნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო სამართლებრივი აქტები გამოცემული იქნა გარემოებების არასათანადო შეფასებით. მხედველობაში არ იქნა მიღებული მტკიცებულებათა ერთობლიობა და სათანადოდ არ იქნა დასაბუთებული მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა. აღნიშნულით დაირღვა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომისიას უნდა დაევალოს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის გამოცემა იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

 

7.14. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 ოქტომბრის N13--------- განკარგულება და ამავე კომისიის N-- სხდომის ოქმი და მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ-------------–ს საკუთრებაში გადაეცემა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ქონება მდებარე სოფელ მ----------ში (ბ----–----–-ს ტერიტორია).

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1. მუხლის საფუძველზე მოპასუხე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა დაეკისროს ნ-------------–ის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი – 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 ოქტომბრის N13--------- განკარგულება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 18 ოქტომბრის N-- სხდომის ოქმი (ნ-------------–ის ნაწილში).

 

3. დაევალოს მოპასუხე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ-------------–ს საკუთრებაში გადაეცემა საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარდგენილი უძრავი ქონება მდებარე სოფელ მ----------ში (ბ----–----–-ს ტერიტორია).

 

4. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ონიანი